ახალი ფრაქციის იდეებისა და ხედვების პრეზენტაცია

gurianews.com

პოლიტიკა

ახალი ფრაქციის იდეებისა და ხედვების პრეზენტაცია

2015 ივლ 2 23:00:46

 დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ოფისში, მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახლადშექმნილი ფრაქციის "ლანჩხუთი - ევროატლანტიკური მომავლისათვის" თავმჯდომარემ ელგუჯა ჩხაიძემ და წევრებმა - კახა ასკურავამ და გია გოგუაძემ, ადგილობრივ მედიასთან ბრიფინგი გამართეს. წინდღით განვითარებული მოვლენები  პირველად ელგუჯა ჩხაიძემ შეაფასა.
  "ვთვლი, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით მართებული იყო, რადგან ქვეყანას ივანიშვილის და მასთან მიტმასნილი მედროვეების სახით, სტიქია დაატყდა თავს.  იმ ხნის განმავლობაში, რაც კოალიციის წევრი ვიყავი, ვერაფერი ღირებულის გაკეთება ვერ შევძელი. კოალიციის წევრები არ იზიარებდნენ ჩვენს შეხედულებებს, აკეთებდნენ იმას, რაც მოესურვებოდათ, ყველა მათი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო. მიმაჩნია, იმ ადამიანებთან,  ვისთანაც ერთ ფრაქციაში გავწევრიანდი, საერთო ღირებულებები გამაჩნია სახელმწიფოებრივი ხედვის კუთხით. დღეს, მუნიციპალიტეტის როგორც აღმასრულებელი, ისე წარმომადგენლობითი ორგანო, ერთ ხმაში შეთანხმებულად წარმოგვიდგენენ გადაწყვეტილებებს.  800 ათასი ლარით ბიუჯეტის მატება, რომელიც საკრებულოში შემოდის დასამტკიცებლად, სრულიად გაუაზრებელია. სწორედ აქედან გამომდინარე მე გავერთიანდი ამ ადამინების გვერდით. ეს ძალა იქმნება იმისათვის, რომ ერთმა კოალიციამ, ერთმა ბანდამ ლანჩხუთს ვეღარ მოახვიოს თავს საკუთარი გადაწყვეტილებები. მართალია მე გამრიცხეს "თავისუფალი დემოკრატების" რიგებიდან, მაგრამ  შინაგანად ვრჩები  მათი იდეის მიმდევარი.
სამჯერ ერთ თვეში დამიშალეს ფრაქცია. ეს იყო ადამიანების გადაბირება .პირდაპირ გეტყვით, ელისო ჭიჭინაძემ, რომელიც საკრებულოში "თავისუფალი დემოკრატების" სახელით მოვიდა, აღმოჩნდა, რომ სოფლის პროექტი ვინმე ჟორდანიაზე სწორედ მისი რეკომენდაციით გასცა.  არის ეს თუ არა ეს მოსყიდვა?  ზაზა ურუშაძე სვრის ამ ხალხს ბინძურ საქმეებში.
როცა სოსო სარჯველაძემ გადაწყვიტა ჩვენს ფრაქციაში შემოსულიყო,  ამ გადაწყვეტილების მიღებიდან  ერთ საათში, გამგებელმა განახორციელა მასთან ზარი. სწორედ ამის შემდეგ გადაიფიქრა მან ფრაქციაში შემოსვლა. იყო კიდევ ერთი დეპუტატი, შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელს, რომელიც ფიქრობდა "თავისუფალი  დემოკრატების" ფრაქციაში გაწევრიანებას, მაგრამ მასზეც ზეწოლა განხორციელდა.
მიმაჩნია, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, საერთო მიზნებისთვის უნდა გავერთიანდეთ და ერთად  ვებრძოლოთ  ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ხალხი მოატყუა. 2013 წელს, როცა ლანჩხუთში ლელოზე  იმყოფებოდა,  მოსახლეობას შეპირდა, რომ 200 სახლს სახურავს გამოუცვლიდა. ერთი სახლი მაჩვენეთ ლანჩხუთში, რომელიც ივანიშვილმა გადახურა.  სამი ათასი განცხადებაა ამ კუთხით ლანჩხუთის გამგეობაში შესული და რომელი ერთია დაკმაყოფილებული?
"თავისუფალი დემოკრატების" რიგებიდან მაშინ ვიყავი გასარიცხი, როცა ჭიჭინაძემ დატოვა ფრაქცია და სარჯველაძემ უარი თქვა ფრაქციაში შემოსვლაზე.  ეს ყველაფერი ჩემს კრახზე მიანიშნებდა."
კახა ასკურავა:  "მე მინდა ელგუჯას მადლობა გადავუხადო, რადგან მისთვის არ იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება.  ძალიან ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ საერთო ინტერესები გაგვაჩნია. თუ ჩვენს მიერ არ შეიქმნებოდა ფრაქცია, მაშინ ლანჩხუთის საკრებულოს ბიუროში განსხვავებული აზრი აღარ იარსებებდა.  ბიუჯეტში 800 ათასიან ცვლილების შესახებ პრესით გავიგეთ . აი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბიუროში ადგილს . ჩვენმა ერთობამ უნდა შექმნას განსხვავებული აზრის როგორც დემონსტრირება, ასევე მოსახლეობამდეც მიტანა.
რაც შეეხება "თავისუფალი დემოკრატების" გადაწყვეტილებას,  ელგუჯა ჩხაიძის პარტიიდან გარიცხვის თაობაზე, უბრალოდ არ მესმის ერთი მარტივი მიზეზის გამო -  ჩვენ თვითმმართველობა ვართ მუნიციპალურ დონეზე საკუთარი ინტერესებით, რაც არანაირად არ უნდა აისახებოდეს ცენტრალურ, ფედერალურ დონეზე პარტიულ ურთიერთობებზე.  ჩვენ ხალხმა ადგილზე იმიტომ კი არ აგვირჩია, რომ დიდი პოლიტიკა ვაკეთოთ, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას დავუდგეთ გვერდით, მათი პრობლემებით ვიცხოვროთ და მათი პრობლემები იყოს ჩვენი ინტერესის მთავარი საგანი. ლანჩხუთის ბიუჯეტი ეკუთვნის ლანჩხუთლებს და არა ქართული ოცნების აქტივისტებს. ჩვენი ერთობა რომ არა, იმდენად კარგად აქვთ შეფუთული ყველაფერი, კაციშვილი არ გამოიტანს და არ იტყვის რა ხდება.  სწორედ  ამიტომ დიდი მადლობა ელგუჯა ჩხაიძეს, რომ ეს ყველაფერი  გაითავისა. პირობას ვიძლევი, რომ ეს იქნება ფრაქცია და არა ფიქცია."
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩვენს გადაწყვეტილებას არანაირი გართულება არ მოჰყოლია, ზემოდან აბსოლუტურად სწორი მიდგომა იყო და ისინი მიესალმებიან ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას".
გია გოგუაძე:  "თავის დროზე, როცა პირველი საკრებულოს სხდომა ჩატარდა,  იმედი მქონდა, რომ 11 - 20-ზე ვიყავით უმრავლესობა და უმცირესობა.სამწუხაროდ, ისე მოხდა, ამ თერთმეტიდან ვეღარ ვნახე ბევრის გვერდში დგომა. სამარცხვინოა,  დღეს იმ 861 ათასი ლარის შემოტანა, რომელის საბედნიეროდ არ მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ალეკო სარიშვილმა და თქვა, რომ მხოლოდ  ა(ა) იპ-ებიდან ექვსთვიანი ხარჯვის მოსმენის შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას.  ჩვენ თავის დროზე არ მივეცით ხმა ბიუჯეტს და მაშინ "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა, - მსიამოვნებს, თქვენ რომ არ ხართ პასუხისმგებელი ამ ბიუჯეტზეო". უმრავლესობამ მოატყუა ხალხი, ვითომ მიიღო ერთი წლის ბიუჯეტი, თურმე, ამტკიცებენ ექვსი თვის ბიუჯეტს. დღეს შემოდიან ეშმაკურად, ვითომ აუცილებელია მატება, სამარცხვინოა რაც ხდება.  ვიღაცამ შეიძლება აპელირება გააკეთოს „გურიის“ თემით, მე ვიყავი ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ყოველთვის ამტკიცებდა ლანჩხუთის „გურიას“ დავეხმაროთო, მაგრამ არა ასე.
მე რამდენჯერმე ვუთხარი გოგი ხელაძეს ნუ იქნები გამგეობისგან  მართული-მეთქი. სირცხვილია, კაცმა აიღო ამხელა ხელფასი და ერთ კუთხეში იყო მიყუჟული, ენა არ ამოიღო იმაზე, რაც დაგვმართა მისმა ასეთმა მოქმედებამ.
ეკონომიკის სამინისტრომ ამ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა ოთხი კარიერის ტენდერი და საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს წარმოდგენა არ აქვთ ვინაა გამარჯვებული. რაზეა ამის შემდეგ საუბარი. 
ჩვენ ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ და ყველაფერს მივცემთ თავის მიმართულებას, ვინ განკარგავს ა(ა)იპ-ების ბიუჯეტს, ვინ ხელმძღვანელობენ  სამსახურებს და როგორ, ამას ყველაფერს ეტაპობრივად   გამოვიტანთ სააშკარაოზე.  თუ ამაზე საკრებულო არ დაგვიდგება გვერდში, პირდაპირ მისი თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს დავაყენებთ დღის წესრიგში, შეიძლება ვიღაცას დღეს ეს განცხადება სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ დრო თავის სათქმელს იტყვის“.

ნახვა: 32


 ახალი ამბები
  • გაერთიანებულო წყალმომარაგების კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს"გურია ნიუსისთვის" ექსკლუზიურად  ხდება ცნობილი, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმლმარაგების კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი კობერიძე ეკა ქალდავამ ჩაანაცვლა. ქალდავა ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა და დონორებთან ურთიერთობდა. მანამდე კი წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი ... ...
  • „საპრეზიდენტო კანდიდატად საპენსიო ასაკის პოლიტიკოსი უნდა დაასახელონ“_ ცინცაძეპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე  ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნებისთვის“ გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად  საპენსიო ასაკის მქონე პოლიტიკოსს დაასახელებს. ამასთან, როგორც ცინცაძე აღნიშნავს, მაღალი ხარჯებიდან და პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სჯობს პრეზიდენტის ინსტიტუტი  საერთოდ გაუქმდეს. ,,მას შემდეგ, რაც თბილისის მერად დაასახელეს და გაამარჯვებინეს ნარმანიას, რომლის შემოქმედების შედეგს დილიდან საღამომდე იწვნიეს თბილისის დღევანდელი მერი, ყველაფერი მოსალოდნელია. ჩემთვის საინტერესოა მმართველ გუნდს  როგორ სისტემურად და მიზანმიმართულად უშლის ნერვებს მარგველაშვილი, ეს სახალისოც არის. გონივრული იქნებოდა ,,ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატად დაესახელებინათ საპენსიო ასაკის მქონე პოლიტიკოსი. სიმართლე გითხრათ,  ახალგაზრდა, ენერგიული და კრეატიული აზროვნების მქონე პოლიტიკოსი პრეზიდენტის პოსტისთვის არ მემეტება. საერთოდ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმდეს. პრეზიდენტს არავის სთხოვს, გასცეს პასუხი კითხვებს: რატომ გაიზარდა კრიმინალი, რატომ გაიზარდა ნარკომანია, რატომ არის უმუშევრობა, რატომ უფასურდება ლარი, რატომ არის ფარული ინფლაცია, მას არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია“, _ გვითხრა ... ...
  • ჩაკეტილი კარი ოზურგეთის გამგეობაში _ პირადი კომფორტი თუ საშემსრულებლო დისციპლინის გაუმჯობესებაროგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს,  შენობის პირველ სართულზე,  დერეფნის  მარცხენა  მხარის პირდაპირი გასასვლელი კარი დღეს ჩაკეტილი დახვდათ. აქამდე ეს კარი არ იკეტებოდა, მით უფრო, როცა  ამ მხრიდან აქვს შენობას პანდუსით  შემოსასვლელი და,  მიღების დღეებში    განსაკუთრებით,   ამ შემოსასვლელით  სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. _ ეს კარი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გოგი ინწკირველმა ჩაკეტა.  ის  ამ თანამდებობაზე ახლახან დაინიშნა.  გასასვლელთან არის  მისი კაბინეტი და ეტყობა, დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ არ ვიცით, რატომ.   ადმინისტრაციულ შენობას პანდუსით შემოსასვლელიც მხოლოდ აქ აქვს. დავუშვათ, მოვიდა პირი, რომელიც ეტლით გადაადგილდება,   კარი ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსმა,   გოგი ინწკირველმა უნდა  გაუღოს? ვთქვათ,  არ არის ადგილზე, სად უნდა ეძებონ? როცა შენობას აქვს ორი ცენტრალური შესასვლელი და არცერთი არ დაკეტილა,   ასევე  შენობას   აქვს ორი შემოსასვლელი უკანა  მხრიდან და  არცერთი არ დაკეტილა, მაინცდამაინც ის რატომ დაიკეტა, სადაც  გადიან შესვენების დროს  თანამშრომლები და რაც მთავარია,   პანდუსით შემოსასვლელიც მხოლოდ აქ არის?  თუ მაინცდამაინც საჭიროა  ასეთი ცვლილება, შინაგანაწესში  ცვლილების შეტანამდე ჩაკეტვა მაინც არ შეიძლება და  ეს არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მას  არ ევალება   ამ კარის ჩაკეტვა, ისევე, როგორც არ ევალება დანარჩენი რვა სამსახურის უფროსს, _ აცხადებს  „გურია  ნიუსთან“ მერიის არაერთი თანამშრომელი. „გურია  ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსს გოგი ინწკირველს  აღნიშნული საკითხის ირგვლივ ესაუბრა. _ გეტყვით, რომ ეს პანდუსი ჩაკეტილი არ იქნება.  ეს არის ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება.   ამ წუთში ადაპტირებისთვის გავაკეტეთ.  ჩვენ ახლა  ვაპირებთ მერიის თანამშრომელთა დისციპლინის გაუმჯობესებას _ სამსახურში გამოცხადება,  სამსახურიდან წასვლა...ზოგჯერ საპარადე გასასვლელს  არც  იყენებს ზოგი.   აქედან უფროა ადვილია გასვლა... _ რის თქმა გინდათ, იპარებიან? _ ახალგაზრდები არიან, ზოგჯერ ხდება შინაგანაწესის დარღვევა... _ იქ პანდუსია, რომელიც სხვაგან  არ აქვს   ამ შენობას. ასევე აივანზე, იქნებ, თამბაქოს მოსაწევად უნდოდეთ გასვლა, ეკრძალებათ? _ პანდუსი არ ჩაიკეტება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არავინ შეუქმნის პრობლემას.  სიგარეტს კიდევ, თუ არ მოწევს რამდენჯერმე ადამიანი, იქნებ, სულ გადაეჩვიოს და კარგია.  ახლა მე გეტყვით  კიდევ ერთს _უზარმაზარ  შენობებს აქვს ერთი   შესასვლელი.  თბილისში  სახელმწიფო  კანცელარიას აქვს ერთი შესასვლელი და ამ შენობას რად უნდა ხუთი შესასვლელ-გამოსასვლელი? იყო ორი მუნიციპალიტეტი, ხომ? ახლა გაერთიანდა.  ვფიქრობ, ამდენი შესასვლელ-გამოსასვლელი საჭირო არ არის. ამაზე უმოკლეს დროში შევთანხმდებით. პრობლემა არავის შეექმნება. ყველაფერს მოვაგვარებთ. განსაკუთრებით კი, შშმ პირებს არავინ შეუქმნის პრობლემას  იმის გამო, რომ  აქ კარი დროებით დაიკეტა.  პანდუსი არის შენობის პირველი სართულის ამ მხარეს და  მიღების დღეებში იქნება თუ ისე,  მათ არავინ დააბრკოლებს, _  გვითხრა  გოგი ... ...
  • პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 24 მაისის შეწყალების აქტით, 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ  დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა. ქორიძის განმარტებით, შეწყალებულებიდან საპატიმროს 84 დღესვე დატოვებს. 54 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სულ 1347 მსჯავდებულის საქმე განიხილეს. რაც შეეხება იმ მსჯავდებულებს, რომლებიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიან, ასეთი 216 საქმე განხილვაშია, თუმცა მორატორიუმის გამო კომისიამ მათი განხილვა დროებით გადადო.  ცნობილია, რომ  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე, 3655 მსჯავრდებული შეიწყალა. ბოლოს, პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი კრიტიკის მიზეზი აპრილში, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკლელობის შემდეგ გახდა, მკვლელობა წარსულში ნსამართლევმა და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა ჩაიდინა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებასთან ... ...
  • ,,ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება“_ ჭიჭინაძე ბრალდებებს პასუხობსმმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობდეს. ჭიჭინაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არამართლზომიერია. ჭიჭინაძე სამართალდამცველების მხრიდან  ნარკოტიკების ე.წ. ჩადების პოლიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკები, შესაძლოა, მხოლოდ ისეთ ადამიანს ჩაუდონ, რომელიც კრიმინალად არის მიჩნეული. ,,როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და რომელიმე მაღალჩინოსნის მიმართ ასეთი ბრალდებები გააჟღერო.  ნარკოდანაშაულის მფარველობა არის უდიდესი დანაშაული, ამიტომ ამ თემაზე  კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება. ეს არამართლზომიერი და არაადეკვატური ბრალდებაა. პირდაპირ გეტყვით, თქვენ იცით, რომ ვისაც იჭერენ, იმაზე ამბობენ ჩაუდესო, საზოგადოებაც ძალიან სცოდავს, რადგან სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, თითქოს შს სამინისტროს შეგნებულად  ჩადის დანაშაულს და ვიღაცებს უდებს. არ შეიძლება,  შს სამინისტრო, ვისაც  ქუჩაში დაინახავს, ყველას უდებდეს. შესაძლოა, რაღაც მომენტში ჩადება არსებობს, მაგრამ ეს იმ მომენტში შესაძლებელია მოხდეს, როდესაც ადამიანი კრიმინალად არის მიჩნეული. ამერიკა ომს აწყობდა და ისე ებრძოდა ნარკოგამსაღებლებს, თუ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსკენ მივისწრაფით, დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ნარკორეალიზატორებს“,_ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

250 სინათლის წლის მოშორებით 5 მზიანი პლანეტა აღმოაჩინეს

კაცობრიობა აგრძელებს კოსმოსის საიდუმლოებების შესწავლას....

ამერიკა ჩინელებმა აღმოაჩინეს?

როგორც ჩანს, გეოგრაფიის და ისტორიის...

გაზიანი სასმელები ქალებში ინსულტს იწვევს

იაპონელმა ეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხშირად...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...