"ჟორდანია პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს"

gurianews.com

პოლიტიკა

"ჟორდანია პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს"

2012 თებ 7 07:11:35
ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ, შესაძლოა, ლანჩხუთის დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი თავკაცი და ახლა ჰოლანდიური კლუბის მეპატრონე მერაბ ჟორდანია ვიხილოთ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერილს ჰოლანდიიდან თვით მერაბ ჟორდანია გამოეხმაურა.

ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, მერაბ ჟორდანიას ფორმაციის ფედერაციის გენმდივანი ვალერი ჩოლარია დაგვიკავშირდა:

_ თქვენთან დაკავშირება წერილის გამო გადავწყვიტე. აი, მერაბთან დაკავშირებით რომ არის ინფორმაცია.

_ დიახ, გისმენთ.

_ მერაბი დამიკავშირდა და მითხრა, რომ პოლიტიკით მისი დაინტერესება კატეგორიულად გამორიცხულია.

_ გასაგებია, ჩვენც მივანიშნეთ, რომ ეს ვარიანტი ნაკლებად დამაჯერებელი იყო.

_ კი, ყველაფერი კარგად გეწერათ, არანაირი პრეტენზია მაგაზე არ გვაქვს. კარგად იყო აღნიშნული, რომ ეს გამორიცხულია. უბრალოდ, ბატონმა მერაბმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას აქვს საქმე და სხვა არაფერი აინტერესებს.

_ გასაგებია.

_ თქვენი წერილის შემდეგ დამირეკა რამდენიმე ადამიანმა მობილურზე და მერაბის ტელეფონის ნომერი მთხოვა. რეკავდნენ დაფარული ნომრით. მე ვკითხე, რატომ რეკავდნენ დაფარული ნომრით? მე მაქვს მერაბის ტელეფონი, მაგრამ ჩემი მხრიდან ნომრის გაცემა გამორიცხულია. მე მათ ვუთხარი, მოდით ჩემთან ოფისში და დავილაპარაკოთ,-მეთქი. 10-მილიონიან ბაზას აკეთებსო და ეგ აინტერესებთ. იმით არავინ ინტერესდება, რომ მერაბი აკეთებს ქართულ საქმეს _ კლუბში წაიყვანა რამდენიმე ქართველი, კიდევ აპირებს, ყველანაირად გვერდში დაუდგეს ქართულ ფეხბურთს. ამასწინათ შეხვედრა მოუწყო ხურცილავას, ჩივაძეს და სხვა სასიქადულო ვეტერანებს; "ვიტესის" ჭაბუკთა გუნდი თავისი სახსრებით გამოუშვა თბილისში გამართულ ტურნირზე. ახლა სურს ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მიწვევა შეკრებაზე, სპარინგების გამონახვა და ა. შ. ამით არავინ ინტერესდება _ ის აინტერესებთ, რამდენმილიონიან ბაზას აკეთებს და ამგვარი.

_ გეთანხმებით, ბატონო ვალერი, მერაბ ჟორდანია ნამდვილად დიდ საქმეს უკეთებს ქართულ ფეხბურთს.

_ გაიხარეთ, მხოლოდ ეგ მინდოდა მეთქვა.

_ ბატონ მერაბს როცა შეეხმიანებით, ჩვენი სახელით მოკითხვა გადაეცით და წარმატებები უსურვეთ.

_ აუცილებლად, აუცილებლად! მან მითხრა, რომ თქვენთან აქვს კარგი ურთიერთობა და ამიტომაც მინდოდა თქვენთან დაკავშირება, სხვა შემთხვევაში არც დაგირეკავდით.

მოკლედ, მერაბ ჟორდანია პოლიტიკაზე და ლანჩხუთის მაჟორიტარობაზე უარს ამბობს. ზემოთ ნახსენები ფაქტორების გათვალისწინებით, ეს გასაკვირი სულაც არ არის. ერთი კია _ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი გამარჯვება ლანჩხუთის რაიონისთვის ნამდვილად პოზიტიური საქმე იქნებოდა, რადგან მას საკმაოდ დიდი ბერკეტები (ფინანსურიც და სანაცნობო წრეებიც) გააჩნდა იმისთვის, რომ ლანჩხუთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ მაჟორიტარად დარჩენილიყო _ ბოლოს და ბოლოს, ლანჩხუთის "გურიას" მაინც გამოუძებნიდა პატრონს. იმ დროისთვის დაწყებული იყო კავშირების გამონახვა მარსელის "ოლიმპიკის" მესვეურებთან _ ჟორდანია პირად საუბრებში აცხადებდა, რომ მისი მეგობარი პლატინი მას ფრანგული ინვესტორის მონახვას დაჰპირდა.

საფეხბურთო წრეებში ჟორდანია ქართველებიდან ყველაზე ცნობილი სახეა. ეს იმითაც დასტურდება, რომ მეგობრობს ფიფასა და უეფას პრეზიდენტებთან _ იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინისთან, "ჩელსის" მილიარდერ მფლობელ რომან აბრამოვიჩთან და სხვებთან. არ არის გამორიცხული მას რაღაც გეგმა ჰქონდეს საქართველოსთან დაკავშირებითაც, ოღონდ საფეხბურთო კუთხით. სხვათა შორის, მას "ვიტესამდე" თბილისის "დინამოს" შეძენა სურდა, მაგრამ არც მაშინ და როგორც ჩანს, არც ახლა, ქართული ფეხბურთი მის გავლენებს საკმარისად არ იყენებს.


ნახვა: 426


 ახალი ამბები
  • მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია _ შსს-ს კომენტარიშინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ზ.გ.-მ სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით", - აცხადებენ ... ...
  • "ნაციონალები" და "ევროპული საქართველო" გაერთიანდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია იქმნება _ "ევროპულ საქართველოს", რომელიც საკრებულოში 2 კაცით არის წარმოდგენილი, "ნაციონალური მოძრაობა" უერთდება, რომელსაც ჩოხატაურის საკანონმდებლო ორგანოში ერთი წევრი ჰყავდა. ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დოკუმენტაცია კანცელარიაში ფრაქციამ უკვე ჩააბარა. ფრაქციის სახელწოდება ასეთია: "გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის" და მისი თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს წევრი" ლია ჩიგოგიძე იქნება, ხოლო მოადგილე _ "ნაციონალი" მამუკა ბარამიძე. ჩოხატაურის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარინა ბერაძის ინფორმაციით, ფრაქციამ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები დღეს შეიტანა და ფრაქციის შექმნის შესახებ განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმაც" მოახერხეს გაერთიანება და ლანჩხუთის საკრებულოში საერთო ფრაქცია ... ...
  • „ზომები უნდა მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“დგას თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის მექანიზმის შეჩერების წინაშე _ ამ საკითხთან დაკავშირებით  ,,გურია ნიუსი“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა. ,,როდესაც საქართველოს  მოქალაქეებს, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მიეცათ  შენგენის  ზონასთან  და მასთან დაკავშირებულ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის მიმოსვლის ნებართვა, მაშინ იყო შეთანხმებული და საქართველოსთვის კარგად  იყო ცნობილი, რომ ევროკავშირი შეიმუშავებდა მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, თუკი საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საფრთხეს შეუქმნიდა ევროკავშირის სახელმწიფოების უსაფრთხოებას ან სხვა რაიმე  პრობლემას გააჩენდა, მაშინ ევროკავშირს  ექნებოდა უფლება, შეეჩერებინა გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შესახებ. ამ ინსტრუმენტის შემუშავებას დასჭირდა დიდი ხანი და სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვით, ეს ინსტრუმენტი საბოლოოდ შემუშავებულ იქნა  ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერ“, _ გვითხრა მენაღარიშვილმა. ირაკლი მენაღარიშვილი, როგორც ექსპერტი გვეუბნება, რომ  საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე საშიშ ჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა, მისი თქმით, მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით გერმანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს მოქალქეებისთვის გამფრთხილება უნდა იყოს. ,,შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გახდება საჭირო, როგორც კი ჩვენი თანამოქალაქეები გარკვეულ ნორმებს დაარღვევენ. ჯერ ამგვარი პრობლემა  არ გასჩენია არც ერთ ქვეყანას. გერმანიის ერთ-ერთმა  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იქ საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობამ მოიმატა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებზე შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება, მაგრამ განცხადება გაფრთხილებაა იმისა, რომ შეთანხმება და წესები ჩვენმა მოქალაქეებმა მკაცრად დაიცვან. ამის შესახებ საუბარი მქონდა  ევროკავშირის ქვეყნის არა ერთ წარმომადგენელთან. საქართველოს მოქალაქეები სულაც არ წარმოადგენენ ყველაზე შემაწუხებელ ჯგუფს. ბევრად უფრო დიდი და სერიოზული  ნაკადია ევროპაში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპიდან, ბალკანეთის სახელმწიფოებიდან და ა.შ. ჯერჯერობით,საქართველოს მიმართ საშიშროება უვიზო რეჟიმის შეჩერების არ არსებობს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  ჩვენმა ქვეყანამ მუშაობა  შეასუსტოს და ამ მუშაობისთვის არა მარტო სურვილი და პოლიტიკური განცხადებებია საჭირო, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან, ისე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.  ეს სამუშაო  უნდა გაძლიერდეს. გერმანიის წარმომადგენლის განცხადებით,  ატყობენ, რომ  წესების დამრღვევთა მატების ტენდენციამ მოიმატა, რაც უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ ზომები მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“, _  განაცხადა ,,გურია ნიუსთან“ ირაკლი ... ...
  • ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა აღმოაჩინესგორში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს, რომელსაც თან წერილი ახლდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მიხედვით დაიწყო. „გორში ღვთისმშობლის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს. ხელყუმბარას თან ახლდა წერილი, რომელშიც წერია, რომ  პირმა არ იცოდა, სად წაეღო ხელყუმბარა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ფლობდა და პოლიციისთვის გადაცემა ანონიმურად გადაწყვიტა. ხელყუმბარა არ იყო საბრძოლო მოქმედებაში, საფრთხე არავის ემუქრებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის  მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის  შეძენა-შენახვას“, _ ამბობენ შიდა ქართლის პოლიციის ... ...
  • როდის დაიწყება ოზურგეთში სასტუმრო “გურია პალასის“ მშენებლობაქალაქ ოზურგეთში ყოფილი სასტუმრო “გურიას“ მშენებლობა იწყება. როგორც  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ,  კომპანია „გურია პალასმა“  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერიაში შემოიტანა საპროექტო დოკუმენტაცია.  ამ ეტაპზე კი  პროექტის განხილვა მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაციაში არ იქნება არქიტექტურული და ტექნიკური ხარვეზები, მუნიციპალიტეტის მერია გასცემს მშენებლობის ნებართვას და აღნიშნული კომპანია გააგრძელებს სასტუმრო „გურიას“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, _აღნიშნავენ მერიაში. როგორც პროექტშია აღნიშნული _  სასტუმრო „გურია პალასი“ –თავისი კონფიგურაციით რთულია და რელიეფიდან გამომდინარე სართულიანობა სხვადასხვაა. რეკონსტრუქცია გულისხმობს ნაწილობრივ პროფილის შენარჩუნებას, რასაც  დაემატება სხვადასხვა ფუნქციური სივრცეები. პროექტის მიხედვით, ახალ  სასტუმროში  47 ნომერი იქნება, აქედან 3 ლუქსი, რომელსაც მეორე სართულზე ექნება  კვების ბლოკი სამზარეულოთი და დამხმარე სათავსოებით. მესამე სართულზე გარდა ნომრებისა, განთავსდება საკონფერენციო დარბაზი.   სასტუმრო სულ  2 204 კვ.მ.-ს იკავებს. ასევე, პროექტის მიხედვით, შიდა ეზოში დამატებით განთავსდება კიბის უჯრედი  პანორამული ლიფტით, რომლის საშუალებით მოვხვდებით მე-2 სართულის საოფისე ფართებში და მე-4 სართულზე განთავსებულ კაფე-ბარში.  ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, გ. ეპისკოპოსის და ი.პეტრიწის ქუჩების  გადაკვეთაზე  მდებარე შპს "სასტუმრო გურია" ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ  2015 წლის 19 აგვისტოს იყიდა. შპს "სასტუმრო გურიას" ბედი დღემდე   გაურკვეველი იყო. ამ ხნის მანძილზე საზოგადოების მაღალი ინტერესი იყო, თუ რატომ არ იწყებოდა მრავალჯერ გაპიარებული სასტუმრო „გურიას“ მშენებლობა. ორ  წელზე მეტი გავიდა და სასტუმროს რეაბილიტაცია, ხელშეკრულებაში გაწერილი ვადების შესაბამისად, არ გახორციელებულა. რის გამოც, კომპანიას ყოველდღიური ჯარიმებიც დაეკისრა, შემდეგ კი მას შეუწყდა ხელშეკრულებაც და ქონება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. “გურია ნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ წერდა. ამ ორი წლის განმავლობაში, სასტუმროს მფლობელ ზურაბ ჩხაიძესა და ქალაქ ოზურგეთის ყოფილ მერს შორის უთანხმოებაც იყო.  გაიმართა არაერთი სასამართლო პროცესიც, რომელიც ზურაბ ჩხაიძის სასარგებლოდ დასრულდა. ახალი სასტუმროს მშენებლობა ოზურგეთში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს, _ ამბობენ ... ...

არქივი

ზაფრანი

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...

ლედი გაგა დეპრესიაში ჩავარდა

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...