მნიშვნელოვანი საბიუჯეტო მატება დაუსაბუთებელი უზრუნველყოფით

gurianews.com

პოლიტიკა

მნიშვნელოვანი საბიუჯეტო მატება დაუსაბუთებელი უზრუნველყოფით

2015 ივლ 10 21:46:38

 პარასკევს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომლის დღის წესრიგი ექვსი საკითხით  განისაზღვრა, მაგრამ მთავარი თემა ის საბიუჯეტო ცვლილება იყო, რომელიც ამ ბოლო დღეებში სხვადასხვა კომისიებზე აქტიური მსჯელობის საგნად იქცა.

ეს საკითხი წინა სხდომაზე  უნდა განხილულიყო, მაგრამ მაშინ მოუმზადებლად ჩაითვალა და სანამ არ მოხდა რამდენიმე ა (ა) იპ - ს 6 თვის გაწეული მუშაობის შეფასება, მანამ მას საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიამ ვიზირება არ გაუკეთა.

 მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები გარკვეული მსჯელობის შემდგომ შეჯერდნენ   კომპრომისულ ვარიანტზე, ოპოზიცია სხდომაზე მაინც კატეგორიული იყო და რამდენიმე დეპუტატმა დააფიქსირა კიდეც ცვლილების მხარდაჭერაზე უარის თქმის მიზეზი.

 პრობლემა არ ყოფილა 900 ათასი ლარის მატების საკითხი, რადგან ეს თანხა უნდა დაიხარჯოს წელს სუფსა - ჩოჩხათი - გულიანის გზის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე. არც გასული წლის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ჩამორიცხულ საკმაოდ სოლიდურ თანხაზე - 2 მილიონ 600 ათასზე დასმულა  შეკითხვა.

 საკუთარი შემოსავლების ზრდის ხარჯზე შემოსულ საბიუჯეტო ცვლილებას ბევრი კითხვა მოჰყვა. ამ მხრივ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იზრდება 707 800 ლარით. აქედან 470 ათასი ლარი საფეხბურთო კლუბ "გურიას" მოხმარდება.  იზრდება სხვა ა (ა) აიპ - ების სუფსიდიაც.  კერძოდ:

"უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის"- 4 ათასი ლარით;

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" - 12 500 ლარით;

"ტექსერვისის" - 16 500 ლარით;

"საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის" - 14 300 ლარით;

"გოგონათა ექსპერიმენტული სარაგბო - საფეხბურთო სკოლის" - 10 ათასი ლარით;

"კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების" - 12 ათასი ლარით;

"ლანჩხუთი - სერვისის" – 40 ათასი ლარით.

ამავდროულად სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ოფისის მიმდინარე რემონტისთვის გამოიყო 16 ათასი ლარი. 50 ათასი ლარით გაიზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება, ხოლო ზღვისპირა ზოლში 6 მაშველის დაფინანსებისთვის  გამოყოფილი თანხა გაიზარდა  10 050 ლარი.

გაიზარდა როგორც გამგეობის, ასევე საკრებულოს არაფინანსური აქტივები,  შესაბამისად 1850 და 600 ლარით, ხოლო მეორადი რკინა - ბეტონის განძელის ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტს 5 ათასი ლარი დაუჯდება,   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  2  ვიდეოთვალის მონტაჟ ი  კი - 50 ათასი ლარი.

ყველაზე  საინტერესოა ისაა, რომ აღნიშნული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტის შემოსავლების  ნაწილში საწარმოო ქონების გადასახადის გეგმა 95ათასი ლარით იზრდება, ჯარიმებიდან , საურავებიდან და სანქციებიდან - 350 ათასი ლარით, ხოლო ბუნებრივი მოსაკრებლის რესურსებიდან - 257 800 ლარით. სწორედ აღნიშნულ მუხლებში მატება აეჭვებს  ოპოზიციას და უმრავლესობის მცირედ ნაწილსაც.   განსაკუთრებით საწარმოო ქონებიდან და ბუნებრივი რესურსებიდან დაგეგმილი შემოსავალია ბუნდოვანი.

პირველი შენიშვნა სხდომაზე სწორედ უმრავლესობის წევრმა, თემურ მარშანიშვილმა დააფიქსირა, რომლისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ არ ემატება თანხა  სპორტულ ცენტრს, მაშინ, როცა თითქმის ყველა  ა(ა)ი პ-შია თანხების მატება. დეპუტატს  მხარი დარეჯან ბურჭულაძემაც დაუჭირა.  მისი თქმით, მან თავის დროზე ბიუჯეტს იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ სპორტული ცენტრისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის გაეზარდათ  ხელფასები.

მისთვის გაუგებარია, შთამბეჭდავი შედეგების ფონზე სპორტული ცენტრის უგულვებელყოფა. ბურჭულაძემ   შენიშვნა  გამოთქვა, ვიდეოთვალების დამონტაჟებასთან დაკავშირებით და საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა: ვიდეოკამერების დამონტაჟების ნაცვლად ქალაქის ტერიტორიაზე წყლის პრობლემა მოგვეგვარებინაო.  დეპუტატმა  განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

საბიუჯეტო მატებასთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი დამოკიდებულება რესპუბლიკელმა რომან ბიწაძემაც გამოხატა. "მაინტერესებს, მუნიციპალიტეტში რაიმე ახალი საწარმოოს ექსპლუატაციაში შესვლაზეა საუბარი თუ როგორ ვზრდით  საწარმოო ქონების გადასახადს 95 ათასი ლარით?!

ჩვენს ქვეყანაში მტერიც და მოყვარეც ერთ აზრზეა, ხარჯებს ამცირებენ, ჩვენ ვზრდით, თუმცა, რის ხარჯზე, არ ვიცით", -დასძინა ბიწაძემ.

  კატეგორიული იყო ახლადშექმნილი ფრაქციის "ლანჩხუთი -ევროატლანტიკური მომავლისთვის" თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე: "მე მუნიციპალიტეტის გაყვლეფის ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერ. თავიდანვე მქონდა კითხვები "გურიას" მიერ არებულ სესხთან დაკავშირებით, რითაც უაზროდ, ყოველთვიურად იხარჯება თანხები. საერთოდ ამ კლუბში 20 ათასი ლარი აიღო ერთმა თანამშრომელმა, მეორემ შვიდი ათასი გაფლანგა.

 მაშინ, როცა ორივეს ვალდებულება ქონდა კლუბის ლიცენზირებისთვის ეზრუნა, ორივე აქეთ  ექადნება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სოციალური ქსელის მეშვეობით. საბოლოოდ  მივიღეთ, ის რომ ლიცენზირების არქონის გამო 50 ათასი ლარი დავკარგეთ. ასევე უკანონოდ გაშვებული მწვრთნელებისთვის 40 ათას ლარამდე თანხა გვაქვს გადასახდელი. ეს ხომ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაა და სხვა არაფერი. გავა რამდენიმე თვე და კიდევ მოითხოვთ   მილიონს, რადგან ეს თანხა, რაც გუნდს ახლა უნდა გამოეყოს ზღვაში წვეთია."

დეპუტატმა ნონა მურვანიძემ  სპორტულ ცენტრისადმი გამოხატა მხარდაჭერა: -"მოვისმინეთ ყველა  ა(ა)იპ-ის ანგარიში,  მაგრამ ყველაზე მეტი მიღწევები სპორტულ ცენტრს აღმოაჩნდა.

 ამ დროს კი დაფინანსებას არ ვუმატებთ. საერთოდ ჩვენ ვისმენთ, ვიხილავთ და ანალიზს არ ვაკეთებთ. რატომ მოხდა, რომ  გაცილებით დაბალი დაფინანსებით შარშან „გურიამ“ უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდრე წელს?! რატომ გავათავისუფლეთ კლუბის მაშინდელი ხელმძღვანელი მაინცადამაინც არჩევნების შემდეგ?! ამაზე პასუხი სრულყოფილად დღემდე არ მომისმენია. რაც მთავარია, გამოკვეთილი არ გვაქვს პრიორიტეტები და მივესალმებოდი საბიუჯეტო მატებას იმ საკითხებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტის მართლაც საჭირბოროტო თემებს მოაგვარებდა".

რამდენიმე კითხვა დასვა დეპუტატმა გია გოგუაძემაც. პირველ რიგში მან გაკვირვება გამოთქვა, თუ რატომ არის ის ექვსი მაშველი  "საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის" დაქვემდებარებაში და ვინ იქნება პასუხისმგებელი რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევისასო.

 ასევე ის იმ 16 ათასი ლარის ბედითაც დაინტერესდა, რომელიც სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ოფისის მიმდინარე რემონტისთვისაა გამოყოფილი და გაიგო რა, რომ ეს სამსახური ყოფილი სასტუმროს შენობაში გადადის, გამგებელს მიმართა კითხვით - "გინახავთ საერთოდ ეს შენობა?!  იქაც ხომ  იგივე ცუდი პირობებია და სახურავიდანაც წყალი ჩამოდის. რატომ არ გადაგყავთ ეს სამსახური იმ შენობაში, რომლის სახურავის გამოცვლასაც ახლა აპირებთ?!".

საინტერესო იყო გოგუაძის მიერ გაკეთებული განცხადება საბიუჯეტო მატებასთან დაკავშირებით -"ბატონო საკრებულოს თავმჯდომარევ, მინდა თქვენ და უმრავლესობის წევრებს მადლობა გამოგიცხადოთ, იმისთვის რომ დღეს ჩვენს სიმართლეს გვიდასტურებთ. ბიუჯეტი, რომელიც თავის დროზე მიიღეთ,  არ იყო წლის, ნაწილისთვის რვა თვის იყო, ნაწილისთვისაც  ექვსი თვის. საბიუჯეტო კოდექსთან მიმართებაში წინააღმდეგობაში შედიხართ, რადგან არ გაქვთ შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა და ისე ზრდით ბიუჯეტს.

ეს ზრდა არის უკანონო და თბილისის საკრებულომაც ვერ გაბედა იმ ავბედითი სტიქიის გამო ბიუჯეტში მატება მოეხდინა და ფაქტობრივად დონორების დახმარებითა და სხვადასხვა შემოწირულობებით გავიდა ფონს.

ჩვენ მოვისმინეთ ა(ა)იპ-ების მოთხოვნები და აღმოჩნდა, რომ საბოლოდ არცერთი მათგანის მოთხოვნა არაა გათვალისწინებული. გასაგებია იქ დასაქმებული ხალხი სამსახურის დაკარგვის შიშით არაფერს იტყვის.

 სამაგიეროდ, სოციალურად შეჭირვებულებს, რამე რომ არ თქვან, ერთჯერადების პროგრამას 50 ათასით ვუზრდით.  მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ბიუჯეტის მატებას მაშინ დავუჭერ მხარს, თუ ა(ა) იპ-ების ყველა მოთხოვნას გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე პრობლემა არ იყოს.

„გურიას“ მივცეთ მილიონ ლარამდე თანხა, გავითვალისწინოთ იმ 250 უსახლკარო ოჯახის პრობლემები, რომელზეც ამასწინათ გამგებელი საუბრობდა. დავაკმაყოფილოთ  შუხუთის მაჟორიტარის არაერთხელ გაჟღერებული მოთხოვნა სოფლის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.  გავითვალისწინოთ ქალაქის რამდენიმე ქუჩის სანიღვრე არხების წესრიგში მოყვანის საკითხები და სხვა არერთი მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ჩვენ, ოპოზიციაც ჩვენ წილს პასუხისმგებლობას ავიღებთ. თქვენს მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი კი სატყუარაა, რომელსაც მე მხარს არ ვუჭერ", -განაცხადა გოგუაძემ.     

როგორც მოსალოდნელი  იყო,  იგივე პოზიცია დააფიქსირა დეპუტატმა კახა ასკურავამაც -"აგერ მე და აგერ თქვენ, თუ სექტემბერში თქვენ კიდევ არ შემოხვალთ საბიუჯეტო მატების საკითხით, რაც გინდათ ის მითხარით. შეკითხვა უფრო მეტად იმაზე მიჩნდება, რატომ უნდა მივცე ამ ბიუჯეტს ხმა, ვიდრე რატომ არ უნდა მივცე. როდემდე უნდა ვიყოთ საკრებულო ნოტარიუსის როლში და ვასრულოთ გამგეობის ყველა დაკვეთა".

რამდენიმე დეპუტატის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, უმრავლესობამ უპრობლემოდ შესძლო საკითხის გატანა და საბიუჯეტო მატებაც ძალაში შევიდა.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: ძალიან ბედნიერი ვარ იმ ხალხმრავლობით, რომელიც თბილისის უბნებში მხვდება (R)საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა და მათ საკუთარი ხედვები გააცნო. „ნამდვილი თბილისური მარათონი შედგა. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ხალხმრავლობით, რომელიც თბილისის უბნებში მხვდება. ჩემი მთავარი გზავნილები ახლა უკვე არის შეჯამება იმ კამპანიის, რომლის დროსაც სხვადასხვა თემები წარვადგინე. მე მგონი, მთავარი მაინც არის ის, რომ არა დაპირისპირებას, არა კონფრონტაციას, არამედ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საქართველო, სადაც ყველანი ერთად ამ ქვეყნისთვის, ამ სახელწმიფოსთვის ვიზრუნებთ და პირველ რიგში, ამას საკუთარ თავზე აიღებს ქალი პრეზიდენტი", _ განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჟურნალისტებთან ... ...
  • გრიგოლ ვაშაძე: როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებულიროგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ჯგუფის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „პოსტკრიპტუმი“ განაცხადა. მისი თქმით, პირველად ის 18 წლისა დაქორწინდა და პირველი შვილისგან უკვე შვილიშვილიც ჰყავს. პრეზიდენტობის კანდიდატის შვილი, ნოდარ ვაშაძე ევროპაში ოჯახის ღვინის კომპანიის წარმომადგენელია. პოლიტიკოსის პირველი ცოლი ნატალია ალხიმოვა იყო.  ვაშაძის მეორე ცოლი თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია, რომელთანაც გრიგოლ ვაშაძეს ქალიშვილი ელენე ... ...
  • ხანძარი თბილისში მოსკოვის გამზირზეთბილისში, მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ქარხნის ტერიტორიაზე საბურავები, პენოპლასტი და ჯიხური დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო ჯგუფი. დამწვარია 130 კვ. მ.   ... ...
  • „თვალნათლივ გვაჩვენა ივანიშვილის გუნდის დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ“_ბოკერია„ამ ჩანაწერებმა, უბრალოდ, დაადასტურა კომისიის დასკვნაში მოცემული ფაქტები, რომ ხელს აფარებდნენ კონკრეტულ მკვლელობაში ეჭვმიტანილს და რომ ეს ყველაფერი ხდებოდა სუბელიანის გამო. ამას აკეთებდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, ყოფილი მთავარი პროკურორი და ა.შ. “,_აღნიშნული განცხადება დღეს გიგა ბოკერიამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ შესაწირში ჩაგდებული თანხის შესახებ ინფორმაცია ჩანაწერებიდან შეიტყო. ბოკერიას თქმით, ჩანაწერებმა ივანიშვილის გუნდის უპატივცემულო დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ უფრო თვალნათელი გახადა. „ჩანაწერებმა უფრო თვალნათლივ და უფრო დიდი მასშტაბით გვაჩვენა ცინიზმის და იმ სრული უპატივცემულობის საზოგადოების მიმართ და ახალგაზრდის სიცოცხლის და მართლმსაჯულების მიმართ და კანონის უზენაესობის მიმართ, რომელიც ახასიათებს ივანიშვილის გუნდს. კორუფცია, ნეპოტიზმი, ორგანიზებული დანაშაული და მაფიისთვის დამახასიათებელი მმართველობის ფორმა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 28 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ უარი ამ ყველაფერს“,_განაცხადა გიგა ბოკერიამ. ... ...
  • დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო (R)დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის და თერჯოლასა და სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი. „საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური). ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის. ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები. ანა მიქელაძის თქმით, საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 518 890 ამომრჩეველი. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?