ოპოზიცია რეაგირებას ითხოვს, მთავრობა მოლაპარაკებების ფორმატს არ ცვლის

პოლიტიკა

ოპოზიცია რეაგირებას ითხოვს, მთავრობა მოლაპარაკებების ფორმატს არ ცვლის

14 ივლ. 2015, 19:49:29

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბარერების დადგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება საქართველოს მთავრობის არასწორი პოლიტიკის  ბრალია.

"საქართველოს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება რუსეთთან ურთიერთობების "დალაგება" და გაუმჯობესება იყო. აშკარაა, რომ მისი მმართველობის სამი წლის თავზე, ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, ვითარება ამ დაპირების კონტექსტშიც არა თუ გაუმჯობესებული, არამედ მნიშვნელოვნად გაუარესებულია. 

რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში. ამჯერად პირდაპირი საფრთხე შეექმნა ბაქო-სუფსის ნავთობსადენს. პოტენციურად საფრთხე შეიძლება დაერმუქროს საკვანძო სატრანსპორტო მაგისტრალს. ამ ფონზე მომხდარზე მთავრობის რეაქცია განსაკუთრებით საგანგაშოა. შემაშფოთებელია მინისტრ ზაქარეიშვილის აბსურდული განცხადება, რომ რუსეთის ნაბიჯი "ოკუპაციის კანონის ფარგლებში ჯდება,"  თავდაცვის მინისტრის განცხადება რომ "ამაში განსაკუთრებული არაფერია," ვიცე-პრემიერ კალაძის მოწოდება გაუგებარი ახალი ფორმატის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით (მაშინ როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ამ მიმართულებით რაიმე დისკუსიის არსებობა). მსგავსი განცხადებების სერია დააგვირგვინა პრემიერ-მინისტრის გამაოგნებელმა მოწოდებამ რომ "რუსები ყურადღებას მიაქცევენ" და თავად აღკვეთავენ საკუთარ ქმედებებს. ამგვარი რეაქცია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს არა მარტო იმას რომ მთავრობის შიგნით არ არსებობს არც კოორდინაცია და არც მინიმალური კომპეტენცია, არამედ იმასაც რომ ივანიშვილის გუნდს საერთოდ არ შესწევს უნარი მსგავს გამოწვევებზე სერიოზულად იმუშაოს.

რუსეთის აგრესიულ ქმედებები წაახალისა საქართველოს მთავრობის მხრიდან ოკუპანტ სახელმწიფოზე ეფექტიანი საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის ფაქტიურმა მოხსნამ. ამასთან, ნეგატიური ფონი გაამძაფრა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ განლაგებული საპოლიციო დანაყოების და სპეციალური დანიშნულების რაზმების ფაქტიურმა დაშლამ, რითაც მთავრობამ მნიშვნელოვანი პრევენციული ფაქტორი მოშალა", _ აღნიშნავენ პარტიაში.

მათივე განცხადევით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი, მტავრობის პოლიტიკის შეცვლაა.

"ივანიშვილის ხელისუფლებიდან არჩევნების გზით ჩამოცილებამდე, აუცილებელია კარდინალურად შეიცვალოს ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა. ჩვენი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ ქვეყნისთვის სახიფათო ნებისმიერი გართულება, მაგრამ სწორედ ამ ამოცანის მისაღწევად აუცილებელია ადექვატური რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება ისეთ სახიფათო ზღვარს შეიძლება მიუახლოვდეს რომ სერიოზული გამწვავების თავიდან არიდება შეუძლებელი გახდება.

კარასინი-აბაშძის ფორმატმა, რომელიც მთავრობის მიერ საკუთარი პიარის და არარსებული პროგრესის ტირაჟირებისთვის იქნა გამოყენებული, მოადუნა საერთაშორისო ყურადღება და რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე რეაგირება შეასუსტა. აუცილებელია სრული ფოკუსირება ჟენევის ფორმატზე რომელსაც შუამავლის სტატუსით ესწრებიან ევროკავშირი და აშშ.

ასევე აუცილებელია ამ პრობლემის აქტუალიზაცია ყველა საერთაშორისო ფორმატში და  ქვეყნის შიგნით პოლიციური დანაყოფების გაძლიერება ადგილზე რათა მათ, საერთაშორისო ზეწოლასთან ერთად, შეასრულონ ამ ტიპის პროვოკაციების შემაკავებელი როლი", _ აღნიშნავენ პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ , "მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს და პანიკა საჭირო არ არის". 

"მინდა, ყველას სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ. საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს. მთავრობამ იცოდა, რას აკეთებდა და ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას. ჩვენ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო, ასე ვთქვათ, ოკუპანტების გავლენის ქვეშ და ეს ტერიტორია არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ, მგონი, ყველასთვის ცნობილია. ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ და სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და დიალოგის გზით, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ურთიერთობების დარეგულირება და დეოკუპაციის პროცესის დაწყება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ საპასუხოდ ვხედავთ ასეთ პროვოკაციას, რომელიც აბსოლუტურად გაუმართლებელია, მითუმეტეს, ჩემი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დღეს გაემგზავრა პრაღაში, სადაც ხვალ აქვს შეხვედრა კარასინთან. ასე, რომ აბოლუტურად გაუგებარი და გაუმართლებელია ასეთი ქმედება", _ განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს და იმედი გამოთქვა, რომ "რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდება ამგვარი პროვოკაციებით და შეჩერდება ეს პროცესი, ვინაიდან ეს არც ერთ მხარეს არ წაადგება". 

"ჩვენ გვსურს კონსტრუქციული, პრაგმატული ურთიერთობები განვავითაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, დავრჩებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ჩვენს ტერიტორიებს – ჩვენს აფხაზეთს და ჩვენს სამაჩაბლოს. მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს ვიყენებთ და გამოვიყენებთ", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსთვის და პარტნიორი სახელმწიფოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

რაც შეეხება რუსეთთან დიალოგის ფორმატიას გადახედვას, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ამ ფორმატის გადახედვა ან გაფართოება არ იგეგმება. 

"ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფორმატის გაფართოება. ის ფორმატი, რაც ჩვენ გვაქვს, დარჩება. მეორე ფორმატი არის ჟენევის დისკუსიები. ასე, რომ არ ვაპირებთ ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გადახედვას ან გაფართოებას", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კი აღნიშნა, რომ  "პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მძიმე ურთიერთობა გვაქვს და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა".

 მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამ მიმართულებით სამუშაოდ შეიძლება არ გამოდგეს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოვიფიქროთ სხვა რაიმე ფორმატი, იმისთვის რომ პოლიტიკური მიმართულებით ურთიერთობების დალაგება მოვახერხოთ. კალაძის ინფორმაციით, ახალი ფორმატის შექმნაზე საუბარი სახელისუფლებო გუნდში აუცილებლად იქნება.




 ახალი ამბები
  • აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს გაერთიანებისკენამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აგვისტოს ომიდან 12 წლის გასვლას ეხმაურება. „თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს. გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა- წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას. 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ“,_ წერია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი აგვისტოს ომში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემადაგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა ღონისძიებებია დაგეგმილი 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემად. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, 11:30 სთ-ზე გმირებისადმი მიძღვნილ პანაშვიდს გადაიხდიან წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის  ტაძარში. პანაშვიდს გადაიხდის დეკანოზი მამა თომა. 12:00-სთ-ზე კი რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულ ჩოხატაურელთა საფლავებს მიაგებენ პატივს. კერძოდ, კაპიტან მერაბ ახობაძის საფლავს (ფარცხმის ტერიტორიული ორგანო), სერჟანტ ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილისას (ერკეთის ტერ. ორგანო), კაპრალ მურთაზ ირემაძისას (ზოტის ტერიტორიული ორგანო). შეგახსენებთ, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან იყო, კერძოდ ჩოხატაურიდან კი ... ...
  • ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება _ როგორ და როდის მიიღებენ თანხას17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით 200 ლარის ოდენობით ... ...
  • რძის პროდუქტები 3.5%-ით გაძვირდა, ხორცი კი 1.8%-ით გაიაფდა _ FAO-ს ფასების ინდექსიგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ივლისში 2.4 პროცენტით გაიზარდა და 94.2 ქულა შეადგინა. აღნიშნული, 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 1 პროცენტით აღემატება. ივლისში მცენარეულ ზეთზე ფასები, წინა თვესთან შედარებით, 7.6 პროცენტით გაიზარდა და ბოლო 5 თვის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ფასების ზრდის მიზეზად პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა და ზეთის საწარმოო პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები სახელდება. 1.4 პროცენტითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსიც, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, საწარმოო პროცესის შენელებამ და ტაილანდში, გვალვის გამო შემცირებულმა მოსავალმა. ივლისში 3.5 პროცენტიანი ფასების ზრდა რძესა და რძის ყველა პროდუქტს შეეხო, მათ შორის: კარაქს, ყველსა და რძის ფხვნილს. ივნისთან შედარებით, 1.8 პროცენტითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი და ის წინა წლის ამავე პერიოდს მაჩვენებელს 9.2 პროცენტით ჩამორჩება. FAO-ს ინფორმაციით, საქონლისა და ღორის ხორცზე ფასების ვარდნას ხელი შეუწყო პროდუქტის უხვმა მარაგებმა და მასზე არსებულმა დაბალმა მოთხოვნამ. რაც შეეხება ფრინველის ხორცს, ბრაზილიაში შექმნილმა საწარმოო დეფიციტმა, რის მიზეზადაც ფრინველის საკვებზე გაზრდილი ფასები სახელდება, ფრინველის ხორცზე ფასები გაზარდა. მიუხედავად სიმინდსა და სორგოზე ფასების მკვეთრი ზრდისა, ივლისში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. რაც შეეხება ბრინჯს, გამორჩეულად უხვი მარაგების გამო, ივლისში ბრინჯის ფასების ინდექსი ... ...
  • აქ და ახლა სასტუმრო „ესკიზი“ თელავში თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა (R)სასტუმრო „ესკიზის“ იდეა, რომელიც ლევან თორაძეს სამი წლის წინ გაუჩნდა, სისრულეში აქ თელავში და ახლა თიბისის მხარდაჭერით მოიყვანა.  სასტუმროს გახსნით პოსტ-პანდემიურ პერიოდში ლევან თორაძე რისკზე წავიდა, მაგრამ რისკმა გაამართლა - დღეს 57 ადგილიან სასტუმროში შეიძლება ნომრის დაჯავშნა გაგიჭირდეთ. სტუმრები  ძირითადად თელავში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული დამსვენებლები არიან, რომლებსაც „ესკიზი“ მოსწონთ განსაკუთრებული დიზაინის, კომფორტის და დასვენებისთვის საჭირო იმ ინფრასტრუქტურის გამო, რომელიც აქ არის. „რისკიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ამან გაამართლა, სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა. პროექტში იმხელა ინვესტიცია და შრომა ჩაიდო, რომ არ გვინდოდა ეს დაკარგულიყო. „ესკიზის“ კონცეფცია გასტრონავტს ეკუთვის, ხოლო დიზაინი ესმა ხეცურიანმა შექმნა, აქ ყველგან იგრძნობა მათი ხელწერა. ალბათ ამ კონცეფციამ და დიზაინმა განაპირობა მეტწილად ის მოწონება, რაც ჩვენმა სასტუმრომ მომხმარებლების მხრიდან დაიმსახურა,“ - აცხადებს „ესკიზის“ დამფუძნებელი ლევან თორაძე. „ესკიზის“ კონცეფცია შექმნილია მე-19 საუკუნეში არსებულ სახლებში შეკრების კულტურითა და ესთეტიკით, „ესკიზი თელავის“ შემთხვევაში შთაგონება ღვინო, ლიტერატურა, არქიტექტურა და ბიბლიოთეკა იყო. სასტუმროს ნომრები გაფორმებულია ძველი კავკასიური ხელით ნაკეთი ტექსტილით - სუზანით, ხოლო ამ თემატიკაზე შექმნილი ირმა შარიქაძის ფოტო კოლექცია კი სასტუმროს კედლებს ამშვენებს.  „ესკიზის“ სტუმრებს აქ დახვდებათ: აუზი და სპა, ქართული მარანი და ვენახები, ორი რესტორანი, ტერასა და საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 120 ადამიანზეა გათვლილი. შემოდგომაზე „ესკიზის“ მარანში, რომელიც 16 ათას ლიტრს ღვინოს იტევს, ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინო დაიწურება. ამაჟამად „ესკიზში“ 70 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც მასპინძლობის ხელოვნებაში სპეციალური ტრენინგები გაირეს. უახლოეს მომავალში, „ესკიზის“ ახალი კონცეპტუალური სასტუმროების ბრენდს კიდევ ორი  სასტუმრო შეემატება თბილისსა და გუდაურს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...