"მთის კანონის" შესახებ ერთობლივ ბრიფინგზე იმსჯელეს

gurianews.com

პოლიტიკა

"მთის კანონის" შესახებ ერთობლივ ბრიფინგზე იმსჯელეს

2015 ივლ 15 18:35:10

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ"კანონი 2016 წლის 1 იანვარს ძალაში შევა, რითიც მთავრობა  მთის აღორძინებას შეეცდება . ამასთან დაკავშირებით, დღეს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა: ზაქარია ქუცნაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ, მირიან წიკლაურმა და ვიქტორ ჯაფარიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. 

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხის ოცწლიანი ოცნება მთის განვითარებაზე, მოქმედი ხელისუფლების დროს აღსრულდება. მისი ინფორმაციით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. სამუშაო თათბირზე, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მთის განვითარების პროცესი მომავალი წლის პირველ იანვარს სრულად დაიწყოს.

"შესაბამისად, ის მე-11 მუხლი, რაზეც თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი და ჩვენ ყველანი გამოვთქვამდით განსხვავებულ პოზიციას და რომელიც ეხებოდა ამ კანონის ამოქმედებას 2017-2018 წლებიდან, დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით იქნება განხილული.

ეს ნიშნავს, რომ ახალი წლიდან ძალაში შევა ყველა საგადასახადო შეღავათი, რომელიც ხელს შეუწყობს მთაში წარმოების განვითარებას და ადამიანების დასაქმებას. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის და პროფესიული სასწავლებლის ყველა პედაგოგი, ყველა კატეგორიის პენსიონერი, ყველა ექიმი და ექთანი, ყველა მოქალაქე, ვინც იღებს 6000 ლარამდე წლიურ შემოსავალს, მიიღებს კანონით განსაზღვრულ დანამატს", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, 1995 წელს კონსტიტუციის მიღებისას, 31-ე მუხლთან გაკეთდა დათქმა, რომ საქართველოს მთის განვითარებისთვის ხელისუფლება შექმნიდა შეღავათიან პირობებს. "ეს დათქმა დარჩა დეკლარირებულ მუხლად  და ახლა ჩვენი ხელისუფლება იწყებს ამ პროცესს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტის წევრის  დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მთიანი რეგიონების მოსახლეობას ძალიან უჭირს და ამ ფონზე ადგილი აქვს მძლავრ შიდა მიგრაციას. "მოსახლეობა მასიურად მოდის თბილისში. იქმნება დემოგრაფიული ანექსიის საფრთხე ანუ თუ არ ვსახლდებით ჩვენ, ჩასახლდებიან სხვები",-აღნიშნა, დიმიტრი ხუნდაძემ. მისი შეფასებით, ეს კანონი მნიშვნელოვანია სოციალური მიმართულებებით. დეპუტატის ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში ყოველი ოჯახის ახალდაბადებული პირველი და მეორე ბავშვი მიიღებს 100-ლარიან დახმარებას 1 წლის განმავლობაში, ხოლო მესამე და შემდგომი ბავშვი მიიღებს 200-ლარიან დახმარებას 2 წლის განმავლობაში. პენსიონერები მიიღებენ 20-პროცენტიან დანამატს. 

პარლამენტის წევრის  ერეკლე ტრიპოლსკის განცხადებით, გუშინდელ შეხვედრას ბრიფინგზე წარმოდგენილი დეპუტატების გარდა, უმრავლესობის ის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მხარს უჭერდნენ კანონის მე-11 მუხლს. "პარლამენტმა მეორე მოსმენით არ მიიღო აღნიშნული მუხლი. ის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გადის მეორე მოსმენით, ხოლო მთლიანი კანონპროექტი - მესამე მოსმენით", - განუცხადა  ჟურნალისტებს ერეკლე ტრიპოლსკიმ. მისივე თქმით, ეს პროექტი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, ეს თანხები გამოიძებნა. დეპუტატის განმარტებით, კანონში ჩადებულია ის შეღავათები, რომელიც ახალ წარმოებებს შეეხებათ. "კერძოდ, ათი წლის განმავლობაში ისინი გათავისუფლებული იქნებიან გადასახადებისგან," - განაცხადა ერეკლე ტრიპოლსკიმ.

ბრიფინგის ბოლოს ზაქარია ქუცნაშვილი დაინტერესდა, რა პოზიციას დაიკავებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. "ეს კანონი გახლავთ არა საარჩევნო კოდექსი, არამედ მთის განვითარების ხელშემწყობი კანონი. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა არ დაუჭირეს მას მხარი პირველი და მეორე მოსმენის დროს.

უფრო მეტიც, მცდელობა ჰქონდათ, ჩაეშალათ კვორუმი. არ მინდა  გავაკეთო წინმსწრები დასკვნები, მაგრამ თუ მესამე მოსმენითაც გამოჩნდება, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არ უჭერს მხარს ამ კანონის სახით საქართველოს ტერიტორიის 66%-ის განვითარებას, მაშინ ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ ჩვენ მათ "საქართველოს მთის მტრები" ვუწოდოთ", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


ნახვა: 53


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...