რას წერს THE GUARDIAN-ი რუსეთის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოწევაზე

პოლიტიკა

რას წერს THE GUARDIAN-ი რუსეთის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოწევაზე

2015 ივლ 15 23:45:31

ამერიკული გამოცემა THE GUARDIAN სტატიას სათაურით "საქართველო რუსეთს სამხრეთ ოსეთის გამო სამართლებრივი ნორმის დარღვევაში  ადანაშაულებს", აქვეყნებს.

"გურია ნიუსი" სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

"ვიდრე ევროპელი ლიდერები საბერძნეთის კრიზისის პრობლემის გადაწყვეტას ცდილობდნენ, რუსებმა საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. სასაზღვრე ნიშნები ასეულობით მეტრის მანძილზე თვითნებურად გადასწიეს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მილიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქციეს", _ წერს გამოცემა.

"ჩვენ დავკარგეთ კუთვნილი მიწა", _ ამბობს წითელუბნის მოსახლეობა გამოცემასთან საუბრისას

"კრიტიკოსების თქმით, ეს არის რუსეთის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცოცავი ოკუპაციის შემადგენელი გეგმის  მორიგი ნაწილი.

რუსეთი  2008 წელს საქართველოსთან დადებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას არღვევს. თუმცა ბევრ სახელმწიფოში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ, ისევე როგორც უკრაინაში არ აღიარებენ პრო-რუსულ ერთ მუჭა დასახლებებს.

ევროსაბჭოს  დამკვირვებლები ამბობენ, რომ სოფელ ორჭოსანთან საზღვარი 300 მეტრით არის გადაწეული.

ევროპის მონიტორინგის პრესსპიკერის, ჯონ დურნინის თქმით, რუსეთის სასაზღვრო პოლიცია ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და ცხოვრებას საფრთხეს უქმნის", _ წერს გამოცემა.

THE GUARDIAN-ის ცნობით, სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან, სადაც რუსული ადგილობრივ ენად სცნეს, რამდენიმე ასეულ მეტრში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ავტომაგისტრალია, რომელიც დედაქლაქს შავი ზღვის პორტებსა და მეზობელ თურქეთთან აკავშირებს.

2008 წელს რუსეთის ტანკებმა სწორედ ეს გზა გამოიყენეს თბილისთან მისასვლელად და მისი კარგი დაცვის გამო 20 კილომეტრში გაჩერდნენ.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენში დღიურად 145 000-მდე ბარელი ნავთობი აზერბაიჯანიდან სუფსას მიმართულებით გაედინება. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა 2008 წელს ომის დროს გახდა ცნობილი, როდესაც აფეთქების გამო დაიხურა.

როგორც ნავთობსადენის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში გია ღვალაძე აცხადებს: "ნავთობსადენთან ტერიტორიულ სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს."

გამოცემის ინფორმაციით, კრემლის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, ნავთობსადენი რუსეთის ინტერესებში შედის.

მოსკოვი ხაზს უსვამს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მის შეუცვლელ როლს, ისევე როგორც უკრაინაში და ამიტომ დაგმო ნატოს სამხედრო წვრთნებში საქართველოს მონაწილეობა და მცდელობა დაეხმარონ ალიანსში შესვლაში.

რუსეთი ასევე საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის მქონე ყოფილი პრეზიდენტით და ამჟამად ოდესის გუბერნატორით, მიხეილ სააკაშვილით აღშფოთებულია. სააკაშვილი ცნობილი გახდა რუსეთის ამბიციასთან, შეინარჩუნოს ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში დომინანტობა, ომით.

სამი წლის წინ მოულოდნელად გამოჩენილი კოალიცია "ქართული ოცნების" მიზანი რუსეთ-საქართველოს დაძაბულობის მოგვარება იყო. თუმცა, რუსეთი  სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კიდევ უფრო გაძლიერდა.

დიპლომატიური ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებს შორის კვლავ შეწყდა, მაგრამ საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელმა  რუსეთში, ზურაბ აბაშიძემ საზღვრის გადმოწევას "საშიში პროვოკაცია" უწოდა და პირობა დადო, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებს ამ კვირაში შეხვდება.

გამოცემის ინფორმაციით, სინამდვილეში ბევრი რამის გაკეთება საქართველოს არ შეუძლია, ხოლო ევროპელ ლიდერები სხვა რამეზე ფიქრობენ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკიმ საბერძნეთის კრიზისის გამო საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

ბევრს მიაჩნია, რომ დასავლეთი 2008 წლის ომის შემდეგაც ვერ აღიქვამს რუსეთის ამბიციურ გეგმებს.

"ასეთი ტაქტიკა გაურკვევლობას გაზრდის, გადაწყვეტილების მიღებას გაართულებს და კოორდინაციის ეფექტურ რეაგირებას შეანელებს", _ განაცხადა დემფსიმ.




 ახალი ამბები
  • დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ  განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში სემეკში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს. სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.  დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით.(R) დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი ... ...
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...