ბიძინა ივანიშვილი: "ჩვენ გვაკლია განათლება"

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: "ჩვენ გვაკლია განათლება"

2015 ივლ 24 17:36:43

ყოფილი პრემიერი-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით კრედიტის აღება დიდი რისკია და როცა ამაზე მიდიხარ კონტრაქტს კარგად უნდა გაეცნო:

"რისკია როდესაც კრედიტს იღებ. საზოგადოება უნდა შეეცადოს განვითარდეს, ეს შეურაცხმყოფელი არ არის. ეს სწორი მოწოდებაა.

ვხედავთ რამდენი გაუბედურებული იპოთეკარია, თავის დროზე, როდესაც გაიგეს, რომ თურმე კრედიტის აღება სახლის ჩადებით შეიძლება არავის  უფიქრია, რომ მერე იმ კრედიტს დაბრუნება უნდა. ასეთების დიდი ნაწილი დაზარალდნენ.

უამრავი ოჯახი გაუბედურდა ამის გამო. რაც შეეხება პირად ბანკირს, ეს არ არის ფუფუნება. ნებისმიერ ბანკში ვიღაც გემსახურება და მას უნდა დაუსვა კითვები, მაგრამ ამას მინიმალური ცოდნა სჭირდება. შესაბამისად, მე ეს მქონდა მხედველობაში, როდესაც პირად ბანკირზე ვსაუბრობდი.

ყველა კლინეტმა ბანკისგან მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მოითხოვოს. დარწმუნებული ვარ 90%-ს იპეთეკარებისას არ წაუკითხავს კონტრაქტი, ისე აიღო კრედიტი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეს ეპატიება, მაგრამ რა ვუყოთ ამდენ გაუბედურებულ ოჯახს, რომელთაც პასუხს ვერ ვცემდი და დღესაც პასუხი არ მაქვს.

აჭარის მაგალითზე ვცდილობდით მე და არჩილ ხაბაძე, როდესაც პრემიერი ვიყავი, რომ იქ რაღაც პრეცენდენტი შეგვექმნა და იპოთეკარებისთვის გვეშველა და პრიციპში იქ რაღაც შეღავათი ვნახეთ, ამის საქართველოზე გადატანა მინდოდა და არ მოხერხდა, ძალიან რთულია, ჩვენს ბიუჯეტს არ აქვს ამის საშუალება _ გვითხრა ივანიშვილმა.

_ ბატონო ბიძინა თქვენ პირადად როდის იყავით ბანკში ბოლოს და როდის აიღეთ სესხი? 

_  კრედიტი ბოლოს როდის ავიღე აღარც მახსოვს.  როდესაც ბიზნესში ვიყავი აუცილებლად მექნებოდა კრედიტი.  დღეს, პრინციპში, ბანკში არ დავდივარ, რადგან ტელეფონითაც შემიძლია ეს გავაკეთო და არა მარტო მე, როგორც შეძლებულმა ადამიანმა, ნებისმიერს შეუძლია ბანკში არ მივიდეს და ტელეფონით მიიღოს მომსახურება.

_ ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ამასთან შეხება და ვიცით როგორ უჭირთ ადამიანებს.. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ორი თვის პენსიის, სამი თვის დახმარების წინასწარ ასაღებად მიდის ბანკში იმისთვის, რომ შვილებს საჭმელი უყიდოს. ძნელია ადამიანს კონტრაქტის წაკითხვა მოსთხოვო მაშინ, როცა სახლში მშიერი შვილი ელოდება...,

_ ძალიან ვუთანაგრძობ ამ ადამიანებს, მაგრამ  ერთი მეორეს არ ცვლის. არ არის სწორი აქცენტი გაკეთებული. სახლში რომ მშიერი შვილი გელოდება, რათქმაუნდა რთულია და საუბედუროდ, ბევრია ასეთი , მაგრამ ის რომ მას ხელშეკრულების წაკითხვის დრო არა აქვს ვერ დაგეთანხმებით. ამას სხვა პრობლემები აქვს _ ის რომ სამუშაო ადგილი არ შეუძლია იშოვოს ნორმალურად, ის რომ ბიზნესი , ეკომომიკა დაბალ დონეზეა. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ არ არის სამუშაო ადგილები, მაგრამ ეხლა ის არ თქვათ, რომ სამუშაო ადგილების არ ქონა ცალმხრივია. ამის პარალელურად საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს პროფესიები. განათლება და ეკონომიკა ერთ კონტექსტში განიხილება. ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ჩვენ გვაკლია განათლება, პროფესიონალიზმი  და ეს არის მიზეზი, რომ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, მაღალანაზღაურებადი სამშუაო ადგილები. ეს პროცესია და მთავარია ჩვენ სწორი გზით ვიაროთ, _ გვითხრა ივანიშვილმა.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...