გენდერული ბალანსი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში

პოლიტიკა

გენდერული ბალანსი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში

2015 ივლ 31 14:48:30

2014 წლის 15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველმა 71 მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრები, 12 თვითმმართველ ქალაქში - მერი, 59 მუნიციპალიტეტში კი გამგებელი აირჩია.

ბოლო რამდენიმე წელია, არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს, გააფართოვოს ქალთა წარმომადგენლობა როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2014 წელს გამოაქვეყნა კვლევა 2015 წლის  თვითმმართველობის არჩვნებამდე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის მუნიციპალიტეტებში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  საკრებულოს წევრთა შორის მხოლოდ 12% იყო ქალი, მუნიციპალიტეტებში წამყვან თანამდებობებს კი კაცები იკავებდნენ.

წინამდებარე კვლევის შედეგების მიხედვით, სიტუაცია რადიკალურად შეცვლილი არ არის. ამჯერად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კვლევის გეოგრაფიულ-ადმინისტრაციული მასშტაბი გააფართოვა და დასავლეთ საქართველოს 37 მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთი -ზუგდიდი, ქ. ზუგდიდი, ხობი, სენაკი, მარტვილი, აბაშა, მესტია, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ფოთი; გურია - ოზურგეთი, ქ.ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, აჭარა - ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ქედა, შუახევი. იმერეთი - ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა, ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა, ხონი, ვანი, ბაღდათი, ხარაგაული. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაური, ქ. ამბროლაური, ონი, ცაგერი) არსებული მდგომარეობა გამოიკვლია. კვლევის შედეგი გვიჩვენებს: ამ რეგიონების 37 თვითმმართველ ერთეულში საკვანძო თანამდებობებზე ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი; ქალების უმრავლესობას არ უკავია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი თანამდებობები; 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დასავლეთ საქართველოს საკრებულოებში 1086 მანდატიდან, ქალებმა სულ 134 მანდატი მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 12 %-ის ტოლია; ზემოთ ჩამოთვლილ 37 მუნიციპალიტეტს შორის, მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში ონისა და ხარაგაულის საკრებულოებს ჰყავს ქალი თავმჯდომარე;

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ქალები აღნიშნულ პოზიციას მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში - ქალაქ ოზურგეთის, ხარაგაულისა და თერჯოლის საკრებულოებში იკავებენ; დასავლეთ საქართველოს საკრებულოების 185 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს შორის მხოლოდ 32 არის ქალი, რაც საერთო რაოდენობის 17 % შეადგენს;

აღსანიშნავია, რომ კომისიების თავმჯდომარეები მხოლოდ მამაკაცები არიან - ზუგდიდის თემის, მარტვილის, ჩხოროწყუს, მესტიის, ქედის, ხელვაჩაურის, ქ. ამბროლაურის, ამბროლაურის თემის, წყალტუბოს, ტყიბულის, ბაღდათისა და ვანის საკრებულოებში;

დასავლეთ საქართველოს საკრებულობის 217 ფრაქციიდან ქალი თავმჯდომარე მხოლოდ 18 ფრაქციას ჰყავს, რაც საერთო რაოდენობის 8%-ის ტოლია;

საკვლევი მუნიციპალიტეტების საკრებულოების აპარატის მმართველ რგოლში ქალები და მამაკაცები მეტ-ნაკლებად თანაბრად არიან წარმოდგენილნი, საკრებულოების აპარატში კი ქალთა რაოდენობა  56%-ია.

დასავლეთ საქართველოს საკრებულობიდან გენდერული ბალანსი ყველაზე მეტად დაცულია ქ. ოზურგეთის საკრებულოში, სადაც 15 წევრიდან 7 ქალია, 8 მამაკაცი; საკრებულოს თავმჯდომარე მამაკაცია, მისი მოადგილე კი ქალი; კომისიის 5 თავმჯდომარიდან 3 ქალია, 2 მამაკაცი; ფრაქციის 8 თავჯდომარიდან კი 3 ქალია, 5 მამაკაცი;

საკვლევი მუნიციპალიტეტების გამგეობებში/მერიებში სულ 4 484 მოხელეა დასაქმებული, რომელთაგან ქალი 42 %-ია, 1 872 მოხელე.

ოცდაჩვიდმეტივე მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი მამაკაცია და მათ 95 მოადგილეს შორის მხოლოდ 8 არის ქალი. აღსანიშნავია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 4 მოადგილეს შორის ორი ქალია, ორიც მამაკაცი. ქალი მოადგილეები ჰყავთ ასევე სენაკის, მესტიის, ონის, ტყიბულის, სამტრედიისა და ჭიათურის გამგებლებს.

შესწავლილი მუნიციპალიტეტების გამგეობის/მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა უმრავლესობა მამაკაცია. 325 სამსახურის უფროსს შორის მხოლოდ 58  არის ქალი:

რაც შეეხება გამგეობების/მერიის განყოფილების უფროსებს, ქალები და მამაკაცები მეტნაკლებად თანაბრად არიან წარმოდგენილნი, 570 უფროს შორის 234 ქალია.

დასავლეთ საქართველოს გამგეობებს/მერიებს შორის გენდერული ბალანსი ყველაზე უკეთ მესტიის გამგობაშია დაცული, სადაც 91 დასაქმებულს შორის 46 ქალია, 45 კი მამაკაცი; გამგებელი მამაკაცია, თუმცა მის ორ მოადგილეს შორის ერთი მამაკაცია, მეორე ქალი; სამსახურის უფროსებს შორის 5 ქალია, 4 მამაკაცი; განყოფილების უფროსებს შორის კი 13 ქალია, 5 მამაკაცი.

ასევე აღსანიშნავია, რომ გარდა განყოფილების უფროსისა სხვა არც ერთ მაღალ პოზიციაზე ქალები არ არიან წარმოდგენილნი ქალაქ ქუთაისის მერიასა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

უცხოური გამოცდილება - „საერთაშორისო გამჭვირალობა - საქართველომ“ წინამდებარე კვლევის პარალელურად მოიძია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ქალთა წარმომადგენლობა საჯარო პოლიტიკაში ევროპულ სახელმწიფოებში. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა „ოჯახის, სენიორების, ქალებისა და ახალგაზრდობის ფედერაციული სამინისტროს“ მიერ მომზადებული ანგარიში “გერმანიაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ატლასი”)

გერმანია დაყოფილია 13 ფედერაციულ მიწად (Land) და 3 ფედერაციული მიწის სტატუსის მქონე ქალაქად. კონსტიტუციის მიხედვით, თითოეულ მიწას აქვს უმაღლესი თვითმმართველობის განხორციელების საშუალება და 4–5 წელიწადში აირჩევა საკანონმდებლო ორგანოები  ანდთაგები, რომლებიც თავის მხრივ ადგენენ და ამტკიცებენ რეგიონალურ მთავრობას და ირჩევენ მის მეთაურს (Minister-President).

მიწები იყოფა რაიონებად (Kreis) და დამოუკიდებელი ქალაქებად (Kreisfreie Stadt). ჰამბურგის და ბერლინის მიწები იყოდა ოლქებად (Bezirk), რაიონები - ქალაქებად (Stadt) და თემებად (Gemeinde), დამოუკიდებელი ქალაქები - დასახლებებად (Ortschaft), ჰამბურგის და ბერლინის მიწების ოლქები-ადგილობრივ კვარტლებად (Ortsteil), ქალაქებად, თემებად, დასახლებებად (Wohngebiet). ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა დონეზე არსებობენ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. დასკვნა

თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებებში დიდი ხანია მიღწეულია კონსენსუსი იმაზე, რომ საჯარო პოლიტიკაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წარმომადგენლობა ეფექტური სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი საფუძველია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას ინსტიტუციური მექანიზმები, რომლითაც გადაილახება ყველა ის ბარიერი, რაც ხელს უშლის ქალებს პოლიტიკური პოზიციების მოპოვებაში, მით უმეტეს, იმ პირობებში როდესაც ქვეყანაში ქალთა რაოდენობა 50%-ზე მეტია.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა სათანადო წარმომადგენლობის აუცილებლობაზე მკაფიო რეკომენდაციები აქვს წარმოდგენილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შექმნას სათანადო პირობები, რათა ქალებს „გაუადვილდეთ ოჯახური და სამუშო ცხოვრების აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებასთან კომბინირება“.

„საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის“ თანახმად, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, იზრუნოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას, ლიდერ ქალთა გამოვლენას და მათ შემდგომ გაძლიერებას. ამ ვალდებულებების შესასრულებლად კარგი იქნებოდა პოლიტიკურ პარტიებს ქალები წარედგინათ მერის/გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატებად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, იზრუნონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდაზე, რათა ცენტრალური თუ ადგილობივი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესებს უკეთ აკმაყოფილებდეს.

წყარო: http://www.transparency.ge/blog/kalebi-tvitmmartvelobashi-genderuli-balansi-dasavlet-sakartvelos-munitsipalitetebshi




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...