ამერიკული ოკუპაციიდან "ოდეერამდე"

პოლიტიკა

ამერიკული ოკუპაციიდან "ოდეერამდე"

2015 აგვ 7 21:28:10

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" თავმჯდომარემ ელგუჯა ჩხაიძემ  ადგილობრივ მედიასთან ბრიფინგი გამართა, რომელიც რამდენიმე თემას მიუძღვნა. თავდაპირველად მან  გაზეთ "ლანჩხუთის მოამბეში" გამოქვეყნებულ წერილზე გაამახვილა ყურადღება:

" მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ოკუპაციის შესახებ გამოთქმულ ჩემს მოსაზრებას, რომლის სხვაგვარი ინტერპრეტაცია კვლავაც გრძელდება. მე რაც ვიგულისხმე მაშინ,  კარგადაც ეწერა პრესაში, მაგრამ სულ ახლახან გადმომცეს  გაზეთ "ლანჩხუთის მოამბის" ბოლო ნომერი, სადაც ჟურნალისტი ლალი ლომაძე წერს - "5 აგვისტოს გამთენიისას, სისხამ დილით ძლივს ნაშოვნი ძილი მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ჩხაიძის ზარმა დამიფრთხო -  თქვენს გარდა ყველა ადგილობრივი  გაზეთის პოზიციას გავეცანი ლანჩხუთის საკრებულოს "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" ფრაქციის თავმჯდომარის  ელგუჯა ჩხაიძის მიერ საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან ამერიკა რუსეთთან ერთად ოკუპანტად მოიხსენია და მაინტერესებს , რატომ არ დაინტერესდა თქვენი გაზეთი ამ თემით?"

ადამიანი გაზეთს რომ ურეკავ და ასეთ რაღაცეებს თხოვ, გარკვეული ვალდებულებები გაკავშირებს მასთან. აბა სხვა რა უნდა იფიქრო, ამით ხომ ძლიერდება ეჭვი, რომ დეპუტატის ბიურო ამ გაზეთს უხდის გარკვეულ თანხას. მე მაინტერესებს,  თავად თემურ ჩხაიძე როგორ უყურებს ოკუპაციას, როცა მისი ფრაქცია და პარტია არ აღიარებს რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციას. მინდა გავიმეორო ჩემი ნათქვამი საკრებულოს სხდომაზე - როცა ჯარი შედის სხვის ტერიტორიაზე დაუპატიჟებლად და იპყრობს მის ტერიტორიას, ეს არის ოკუპაცია. მნიშვნელობა არ აქვს ეს რუსეთი იქნება, ამერიკა, გერმანია თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ის ოკუპანტია.

 მინდა  წერილის ავტორს და ყველას,  ვინც არ იცის განვუცხადო  -   იაპონიის სამხედრო ავიაციამ ერთ დღეში გაანადგურა ამერიკის საზღვაო ნაწილები.   ამის შემდეგ ამერიკამ სათანადო მომზადების შემდგომ  დაიპყრო იაპონიის ტერიტორიის ნაწილი და იქ საკუთარი საოკუპაციო სამხედრო წარმომადგენლობაც ყავდა ოფიციალურად, რაც სულაც არ იყო შეურაცმყოფელი ამერიკისთვის. მაინტერესებს,  სად დავასახელე კონკრეტულად ამერიკა ოკუპანტად, ან რატომ ინტერესდება ამით თემურ ჩხაიძე, ნუთუ სხვა საქმე არაფერი აქვს?! ლანჩხუთში არ გაუვლია და მის მიმართ წაყენებული პრეტენზიები არ მოუსმენია?!

ისე მინდა ვიცოდე,   თუ როგორია მისი პირადი შეხედულება რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით და ხმამაღლა თქვას, აქვს თუ არა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან ტერიტორიების კიდევ მითვისებას ადგილი?

მე ყველა ოკუპაციის დროს იარაღით ხელში ვიბრძოდი. ეს ხალხი კი ვინც ჩემს ნათქვამს ასე გამოეკიდა, საკუთარ ნაჭუჭში იყვნენ ჩაკეტილები და ახლა ამოიდგეს ენა.

 რაც შეხება "ლანჩხუთის მოამბეს," კიდევ ერთხელ მიწევს თქმა, რომ ის პირადად ზაზა ურუშაძის გაზეთია, მის მიერ დაფინანსებული და გასაგებია მისი პოზიციაც."

ამის შემდეგ  ელგუჯა ჩხაიძემ ჟურნალისტებს გამგეობის შენობაში არსებული "ოდეერის" საკითხით დაინტერესება შემოგვთავაზა.

"არ გაინტერესებთ ამ ბრიფინგს "ნაციონალების" ოფისში რატომ ვმართავ? ოთახი, რომელიც ფრაქციას ეკუთვნის, ჯერ კიდევ არ გამოგვიყვეს. იმდენადაა გადაჭედილი იქაურობა, თავისუფალი ოთახის გამოყოფა ჭირს.

გამგეობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაგული კუნჭულიამ  ზედამხედველობის სამსახურის უფროსის კაბინეტის გასაღები პირადად გადასცა ე. წ. „ოდეერს“. ეს კაბინეტი ხშირ შემთხვევაში დაკეტილია, ჩვენს ფრაქციას კი სამუშაო ოთახი არ გააჩნია და იძულებული გავხდი საკრებულოს თავმჯდომარისთვის მოგვეთხოვა სწორედ ის ოთახი,  სადაც "ოდეერი" ზის. ან  რა წესია  ქურდულად შეპარვა?   გაუკეთონ წარწერა კაბინეტს ვისიცაა, ეგებ მეც მაქვს იმ  "ოდეერისთვის" რაღაც სათქმელი.  ის  იმისთვის კი არ არსებობს, რომ ჩემი პარტიული საქმიანობა გააკონტროლოს. მას გამგებლისა და მისი თანამშრომლების ფინანსური კონტროლი ევალება. მაგრამ საუბედუროდ, იმით არიან დაინტერესებულნი,  თუ ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს და რომელი პარტიის წევრია.

თემურ ჩხაიძეს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო,  მართებულია თუ არა  მისი აზრით, "ოდეერის" და სპეცსამსახურის თანამშრომლის თვითმართველობის შენობაში ყოფნა ,  მაშინ როცა,  "ქართული ოცნება" სახელმწიფოს სათავეში მოსვლამდე ხმამაღალ განცხადებას აკეთებდა, რომ რეალურ თვითმართველობას შექმნიდა?"

ბრიფინგზე დასმულ საკითხებზე კომენტარი პარლამენტის წევრს, ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ ჩხაიძეს ვთხოვეთ.

"არ მესმის ამ თემის გაგრძელება რა საჭირო იყო. მე ლალი ლომაძეს უბრალოდ ვუთხარი, ფულებს გიხდითო, რომ გვაბრალებენ,  რატომ არ დაწერე ამ თემაზე, როცა ყველა გაზეთს უწერია - მეთქი. ეს იყო მხოლოდ და შეკითხვები ელგუჯა ჩხაიძემ, სახლში რომ მივა, იქ დაუსვას ოჯახის წევრებს. ყველამ იცის ჩემი ხასიათი, შუღლის ჩამოგდებას ყველანაირად ვერიდები და არ მინდა  ასეთი რამეები. მალე ჩამოვალ და ყველა კითხვას ვუპასუხებ" - გვითხრა დეპუტატმა. 




 ახალი ამბები
  • "ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" _ ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის...15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია!  კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი,  რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.   კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად! კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი). სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:   5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე; ავიაბილეთებს; საახალწლო ვახშამს; 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს  იხილეთ დეტალური წესები და პირობები ბმულზე: http://bit.ly/2OJOkCF  ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში ქეშბექის და სამოგზაურო პაკეტის მოგების შანსის მიღება3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.  გაიგე როგორ დაამატო ბარათი Apple ... ...
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...