სასამართლო გზა მიწების ექსპროპრიაციამდე?!

პოლიტიკა

სასამართლო გზა მიწების ექსპროპრიაციამდე?!

2015 აგვ 24 19:21:15

ხუთშაბათს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, საქართველოს გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და სუფსის მოსახლეობას შორის შეხვედრა შედგა. საუბრის ძირითადი თემა სუფსის მიმდებარე სოფლების ტერიტორიების კომპენსაციის საკითხი იყო, სადაც, პროექტის თანახმად, უნდა გახორციელდეს  ავტობანის მშენებლობა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და მხარის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი ესწრებოდნენ. მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე განმარტებები გააკეთეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილმა, ამავე დეპარტამენტის განსახლების სამმართველოს უფროსმა მარიამ გოგიშვილმა, მშენებლობის სამმართველოს უფროსმა ბეჟან მინჯორიამ და  იურიდიული სამმართველოს უფროსმა ფიქრია კვერნაძემ.

ირაკლი ლითანიშვილი შეეცადა,  პროექტის შესახებ მოკლედ მიეწოდებინა ინფორმაცია მოსახლეობისთვის:

"ჩვენი მიზანი საზოგადოებასთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდებაა, ზოგადად, პროექტზე, მის დეტალებსა და ტექნიკურ პარამეტრებზე. ასევე, განსახლების გეგმის პრინციპებსა და მეთოდოლოგიაზე, რაც იურიდიული და სამართლებრივი კუთხითაც არის თქვენთვის საინტერესო. ეს პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან სასესხო ხელშეკრულების შედეგია და გულისხმობს სამტრედიიდან გრიგოლეთამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას. 

ვინაიდან ევროპის განვითარების ბანკი არის პროცესში ჩართული, განსახლების სამოქმედო გეგმა მომზადებულია სწორედ ამ დონორი ორგანიზაციის სოციალური უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით. საამისოდ, ამ  ჩარჩო-დოკუმენტის მოსამზადებლად დამოუკიდებელმა საპროექტო ორგანიზაციამ, აზომვების დამოუკიდებელმა ჯგუფმა და დამოუკიდებელმა აუდიტორებმა შესაბამისი სამუშაოები შეასრულეს და ჩარჩო-დოკუმენტის პროექტი ევროპის ბანკში იქნა გაგზავნილი. იქიდან თანხმობის მიღების შემდეგ დაიწყო უშუალოდ ქმედება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით", _ თქვა ლითანიშვილმა.

მშენებლობის საკითხებზე ისაუბრა მშენებლობის სამმართველოს უფროსმა ბეჟან მინჯორიამ. 

მოსახლეობის მხრიდან ხმაური მოჰყვა განსახლების სამმართველოს უფროსის მარიამ გოგიშვილის გამოსვლას: 

"თავის დროზე, მიწები დაიყო დანიშნულების მიხედვით და შეფასდა შედარების მიხედვით, დადგინდა საბაზრო ღირებულება, რადგან არანებაყოფლობითი ნასყიდობით ხდებოდა მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა, გათვალისწინებულია იძულების წესით ჩამორთმევის პრინციპიც. შესაბამისად, ერთ კვ/მეტრზე ღირებულება განისაზღვრა სამი ლარით, ამას ემატება საკომპენსაციო თანხები ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების ღირებულებისთვის, ასევე, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (მაგალითად, ღობე იქნება თუ სახლი),  შეფასება იმის  გათვალისწინებით, თუ დღეს რა დაუჯდებოდა მოსახლეს მისი ხელახალი მშენებლობა", _  თქვა გოგიშვილმა.

ღირებულების საკითხმა მოსახლეობის ხმაური გამოიწვია _ მათ აინტერესებდათ, ვინ დაადგინა მიწის ეს ფასი. გოგიშვილის თქმით, ეს დამოუკიდებელმა სააუდიტორი ფირმამ განახორციელა და  როგორც ირკვევა, ეს მოხდა 2014 წლის თებერვალში და არა 2012 წელს, როგორც ამას მიწის მეპატრონეები ამტკიცებდნენ.  

მოსახლეობას აინტერესებდა, რატომ უნაზღაურებენ მათ სამ ლარს, როცა სხვაგან გაცილებით მეტს იხდიან 1კვმ მიწაში.

_ ჩვენ მოვახდინეთ  ბაზარის კვლევა  და დავადგინეთ, რომ თქვენთან მიწის შესყიდვა 20-დან 60 ცენტის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, ღირებულებაც ამის მიხედვით განისაზღვრა, _ თქვა გოგიშვილმა.

შეკრებილები უნდობლობით შეხვდნენ ამ კვლევას და ფასის აწევა მოითხოვეს, მაგალითად კი სოფელ ნატანების ფაქტი მოიყვანეს, სადაც, მათი თქმით,  ერთ-ერთ პიროვნებას უმნიშვნელო ფართობში, კვადრატულ მეტრში 12.5 ლარი გადაუხადეს.

"ზაზა ურუშაძე ამბობდა _  ერთი ადამიანი მაინც მაჩვენთ, უფრო მეტი თანხა რომ გადაუხადესო, ახლა გუბერნატორის მოადგილემაც იგივე ბრძანა და აგერ, ბატონო, ნატანებელი ადამიანია აქ, რომელიც არ შეუშინდა არაფერს და მოვიდა ჩვენთან ერთად და იტყვის, თუ რა თანხა გადაუხადეს მას", _ თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნატანებელმა მოქალაქემ დაადასტურა, რომ მას, მართლაც გადაუხადეს კვადრატულ მეტრზე 10 თეთრი, შემდეგ  ჯერ 2 თეთრი დაამატეს, მერე კი ნახევარი თეთრი და ეს მაშინ, როცა ეს ნაკვეთი არც ზღვასთან  ყოფილა ახლოს და არც სხვა რამეთია მნიშვნელოვანი. 

მიუხედავად ამისა, შეთანხმება ამ შეხვედრაზე მაინც შეუძლებელი იყო. საკმაოდ ხანგრძლივი და დაძაბული კამათის შემდეგ, მხარეები კვლავაც სხვადასხვა აზრზე იყვნენ _ მოსახლეობა კვლავაც დაჟინებით ითხოვს საკომპენსაციო თანხების მომატებას, მაშინ, როცა საგზაო დეპარტამენტი აქამდე ფიქსირებული თანხის მატებას არ გეგმავს.

"ვატყობ, რომ დღევანდელი საუბარი კონსესუსამდე ვერ მიგვიყვანს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს და იქ გადაწყდეს, თუ რა თანხა გერგებათ რეალურად. მანამდე კი კიდევ ერთხელ განვიხილავთ თქვენს მოთხოვნებს, იქნებ რამე გამოვიდეს", _ თქვა ირაკლი ლითანიშვილმა.

მოსახლეობა დანებებას არ აპირებს: "კი, ბატონო, გადაეცით სასამართლოს, მაგრამ  იცოდეთ, ყველა დავირაზმებით და გზას აქ არ გაგაყვანინებთ!" _ იყო მათი პასუხი.




 ახალი ამბები
  • რუსეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, რუსეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ამ ეტაპზე მშობლიურ ქალაქში ამის შესახებ ინფორმაცია არ არის გავრცელებული, მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იციან. მოკლული ახალგაზრდა გურიის ერთ-ერთი სოფლიდან არის. ჩვენთვის უცნობია სხვა დეტალები. “გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ... ...
  • მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს მეორე ეტაპიც დასრულდასაჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაცია 29 ნოემბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის ზაფხულში განისაზღვრა საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესი, პირობები, ეტაპები, ვადები. პირველი ეტაპი პირველი სექტემბრისთვის დასრულდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 106-მა პენსიონერმა მასწავლებელმა აიღო ფულადი ჯილდო. ეს თანხა სულ 932 471 ლარს შეადგენს. ყველა ამ კატეგორიის მასწავლებელს ფულადი ანაზღაურება 1 ნოემბრისთვის ჩაერიცხათ. რაც შეეხებათ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულებს, საპენსიო ჯილდოს ისინი 2020 წლის იანვრის ბოლოს მიიღებენ. პრაქტიკოსი მასწავლებელი ნიშნავს პედაგოგს, რომელიც მოღვაწეობს სკოლაში, მაგრამ არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია. ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ახლახანს დაასრულა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ზაფხულში, ივლისში ... ...
  • ნიგვზიანის ბაგა-ბაღის აღმზრდელი "მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალშიაგარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული “მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა, აქედან ორი ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის. ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. მეორე ფინალისტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძეა. “ძალიან გახარებული ვართ მთელი გუნდი. ახლა ველოდებით ფინალის შედეგებს. საფინალო ღონისძიება 17 დეკემბერს გაიმართება თბილისში. 6 წელია ნიგვზიანის ბაგა-ბაღში ვმუშაობ. ბაღში 75 აღსაზრდელია. ამ ეტაპზე მყავს სასკოლო ჯგუფი და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის უმეტესობა გარემოს დაცვის აქტივობებია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები. გვქონდა ერთ-ერთი აქცია “დარგე ერთი ხე ბაბუასთან ერთად,“ _ გვითხრა ნათია თავაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ყველა კუთხეში და აქედან გამომდინარე ბევრი კონკურსანტი იყო. ფინალისტების გამოცხადებამდე,  ერთ-ერთი ტური  ქუთაისში გაიმართა, სადაც 17 კონკურსანტი იყო. ამ ტურში ასევე მოხვდა სოფიო სიხარულიძე, ჩოხატაურის #2 ბაგა-ბაღის აღმზრდელი, რომელსაც კარგი პრეზენტაცია ქონდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინალში ხუთი აღმზრდელი დასავლეთიდან შეარჩიეს და ხუთი ფინალისტი აღმოსავლეთი ... ...
  • ზურაბ აბაშიძე: „ნაცმოძრაობის“ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსიდღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში” გამართულ კონფერენციას – „რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში”. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით. „დღეს, სასტუმრო „რუმსში”, უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის” ძალებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვიმსჯელეთ პრაღაში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. „ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ”, – განაცხადა ზურაბ ... ...
  • ელენე ხოშტარიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭაევროპული საქართველოს დეპუტატს, ელენე ხოშტარიას, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. ხოშტარიას ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადასცა. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს