არ აყვეთ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს - პრემიერის მიმართვა საზოგადოებას

gurianews.com

პოლიტიკა

არ აყვეთ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს - პრემიერის მიმართვა საზოგადოებას

2015 აგვ 25 15:28:23

ლართან მიმართებაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე, მჭიდრო კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან და მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ გააკეთონ არასწორი დასკვნები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც პოლიტიკოსებისა და ე.წ ექსპერტებისგან იღებენ, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური თხოვნით მიმართავს ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს, არ აყვნენ შექმნილ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს და დაეყრდნონ მთავრობისგან მიწოდებულ ინფორმაციას.

"სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. მინდა, მივმართო მოსახლეობას, არ აყვნენ ამ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს, რადგან დიდი შანსია იმისა, რომ თუ ამ აჟიოტაჟს წამოეგებიან, ძალიან მალე ბევრად მეტს დაკარგავენ, ვიდრე მოიგებენ. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენს მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკთრებული არ ხდება, პირიქით, ეს ეტაპი უკვე გადავიარეთ. ინფლაცია გვაქვს დადგენილი პარამეტრების მიხედვით. 330 მილიონი დოლარით ნაკლებია გასული ქვეყნიდან, წლის დასაწყისში არსებული დისბალანსი გასწორებულია და ფუნდამენტური პრობლემები არ გვაქვს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის აბსოლუტურად გამოკვეთილი აჟიოტაჟი და ემოციური ნაწილი, რომელიც უნდა მოიხსნას. ჩვენი ვარაუდით და ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეს მალე გადაივლის", _ განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად გახსნილი იქნება, რათა მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში ჰქონდეს სწორი ინფორმაცია.

ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის სახელით, ეროვნულ ბანკთან მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. განსაკუთრებით ნუ აყვებიან ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესმენები მედიასაშუალებების მიერ შექმნილ ქაოსს და აჟიოტაჟს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და ექსპერტების გამონათქვამებს და განცხადებებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან და გთხოვთ, დაეყრდენით ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ნუ აყვებით, გაუგებარ, უპასუხისმგებლო ექსპერტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან. ექსპერტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აცხადებდნენ, რომ თითქოს უსაფრთხოების დარგის სპეციალისტები არიან, დღეს ამბობენ, რომ ლარი გაუფასურდება. ეს არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადებებია, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინტერესებს", _ განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მოსახლეობას, რათა მათ ზუსტი ინფორმაცია მიიღონ.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: მე არა ვარ თერგდალეული, მე სენადალეული ვარ (R)მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული,-ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას. პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ემიგრანტების დაბრუნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია. _ მე არ ვარ თერგდალეული,მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული ვიღაცეებისთვის, ყველასთვის არა. ძალიან ბევრია წასული ჩემსავით, თუნდაც აქედან ყაზბეგიდან და სხვადასხვა ქვეყნებში არიან დღეს გადასულნი საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სტუდენტებად და ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდ წილად დამოკიდებული არის იმაზე თუ იმათ როგორ დავუბრუნდებით. როდის დავაბრუნებთ,როგორ დავაბრუნებთ,რამდენად ღირსეულად დავაბრუნებთ და ამ კუთხით მე ერთგვარი სიმბოლო ვარ ამ დაბრუნების რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება. თუნდაც დღეს როცა ჯერ არ არის ფეხზე ისე დამდგარი როგორც ყველა ვისურვებდით, მაგრამ არის ის რასაც ჩემები ისურვებდნენ თავიანთ დროს. დამოუკიდებელი არის, თავისუფალი არის და აქვს ყველა საშუალება, რომ თვითონ განვითარდეს ბოლომდე. ჯერ არ ვართ მიღწეული იმ დონეზე რაც ყველას გვინდა. ჩვენ დავინახოთ საქართველო იმავე დონეზე როგორც არიან სხვა ევროპის ქვეყნები, ესეც მოვა მაგრამ ეს არის დიდ წილად ჩვენზე დამოკიდებული, ყველა ჩვენგანზე და შეიძლება ცოტა მეტი მომავალ პრეზიდენტზე, რათა მას ექნება მეტი პასუხისმგებლობა ამ კუთხით,- განაცხადა სალომე ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძე: სალომე ზურაბიშვილი სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, სოფელ ცხემლისხიდის და სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ.  „სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. ის თვითონ არის ნამდვილი ევროპელი საქართველოდან, ვინც სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის”, _ აღნიშნა შეხვედრაზე მერაბ ... ...
  • თამრიკო ჭოხონელიძე: "თურმე ქვეყანაში ისეთი რამე ხდება, რომელიც დაუჯერებელია, არ გინდა დაიჯერო""თურმე ქვეყანაში ისეთი რამე ხდება, რომელიც დაუჯერებელია, არ გინდა დაიჯერო“-ასე ეხმაურება თამრიკო ჭოხონელიძე ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. მათ შორის ის ასახელებს როგორც სკანდალურ ჩანაწერებს, ასევე დავით სარალიძისა  და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს. მომღერალმა პარალელი გაავლო 2012 წელთან და აღნიშნა, რომ  მაშინ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გარეთ გამოვიდა და ახლაც ის არის აღშფოთებული იმ მოვლენებით, რაც ქვეყანაში ხდება. „ფაქტი სახეზეა, რომ აღშფოთებლი ვარ, შეშინებული ვარ ძალიან როგორც ქალი. ამას ნამდვილად არ ველოდი. როდესაც თავის დროზე ციხის კადრები აჩვენებს მე პირველი გავედი. აღშფოთებას ვერ ვმალავდი და მოვუწოდებდი დედებს, რომ მოდით აქ და ვისაც შვილები გყავთ ნახეთ რა ხდება  და ა.შ. მერე ზოგი ამბობდა, რომ დადგმულია ...“-განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ და აღნიშნა რომ მაშინ წასასვლელები უნდა წასულიყვნენ და წავიდნენ კიდეც. მომღერალი აცხადებს, რომ პროკურატურას არ ენდობა. თამრიკო ჭოხონელიძისგანცხადებით  ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხდება მხოლოდ ერთი მიზეზით - ისინი საკუთარ თავებს არ დაისჯიან. „ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ საქმეს აუცილებლად გაეცემა პასუხი. ძალიან კარგი, გასცენ პასუხი. მე იმ საზოგადოების წევრი ვარ, რომელიც ველოდები მათგან პასუხს. თუმცა  მე ვთვლი, რომ ის გამოძიება, რომელიც უნდა ჩატარდეს, მათ არ უნდა ჩაატარონ იმიტომ რომ ეს არ იქნება ნამდვილად ობიექტური, იმიტომ რომ საკუთარ თავს თუ დასასჯელები არიან არ დასჯიან,“-განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ და აღნიშნა, რომ იმ ქვეყანაში სადაც ფონდ „იავნანას“ საქმეს იძიებენ, შეუძლებელია სხვა საქმეებზე ჭეშმარიტება დაადგინოს. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილის არჩევით საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ევროპას (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, სოფელ ცხემლისხიდის და სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ. „სალომე ზურაბიშვილის არჩევით საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ევროპას, პოლიტიკა ხდება უფრო მშვიდი და პრეზიდენტი უფრო მეტად - თქვენი. მას აქვს ძლიერი პირადი ისტორია, დიპლომატიური კავშირები და პოზიტიური დღის წესრიგი,“ _ მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას. როგორც შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია - მოვალეობებს. ის თვითონ არის ნამდვილი ევროპელი საქართველოდან, ვინც სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი ... ...
  • „ელემენტარული სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს და სანაცვლოდ გამოდის, რომ ტყავს მაძრობენ“"საავადმყოფოში, სადაც სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა, ელემენტარული სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს და სანაცვლოდ გამოდის, რომ ტყავს მაძრობენ., გადასხმა გამიკეთეს და ბოლოს 104-ლარიანი ქვითარი გამომიწერეს. მაინტრესებს რაში?! თან სოციალურად დაუცველი ვარ და ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამას მაინც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა?! ვისთვის როგორ, მაგრამ ეს თანხა ჩემთვის ძალიან ბევრია. როგორ უნდა ღირდეს გადასხმის გაკეთება 104 ლარი ?!“ _ ამბობს ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში მცხოვრები გიორგი იმნაიშვილი, რომელიც, როგორც ირკვევა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემდგომი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ლანჩხუთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. იმნაიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ იმ თანხის ოდენობა, რომლის გადახდაც მას ლანჩხუთის რეფერალურმა საავადმყოფომ დააკისრა არაადაეკვატურია სამკურნალო დაწესებულების მხრიდან გაწეული სამედიცინო მომსახურების, მითუმეტეს, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. „გურია ნიუსი“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლანჩხუთის რეფერალური საავალდმყოფოს ხელმძღვანელს თინიკო გოგუაძეს დაუკავშირდა. „ეს პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით შემოიყვანეს ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში. სხვათა შორის,  თვის განმავლობაში რამდენჯერმე შემოდის ეს პაციენტი ჩვენთან მსგავსი ინტოქსიკაციით და აქედან გამომდინარე, იგი ალკოჰოლდამოკიდებულად ითვლება. კანონის სრული დაცვით მოხდა მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების კალკულაცია, რამაც, ჯამში, 104 ლარი შეადგინა. ეს პაციენტი არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ის სოციალურად დაუცველია,  გადასახდელი თანხის ნახევარს ადგილობრივი მერია გადაიხდის,_  გვითხრა თინიკო ... ...

არქივი

ზაფრანი

იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რიცხვების მაგია უხსოვარი დროიდან იღებს...

ერთი ჭიქა წყლის ძილის წინ დალევა ინსულტისგან გიხსნით!

სასმელი წყლის ფასეულობას ყველა აცნობიერებს,...

შემოდგომის დიეტა

შვეიცარიელი ექიმი დემოლი გვირჩევს, რომ...

მამაკაცის ფრაზები რომელსაც ქალი წონასწორობიდან გამოჰყავს

ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში...

როგორ შევაყვაროთ მოზარდს წიგნის წაკითხვა

ჩვენი შვილებისთვის, საიმისოდ რომ მათი...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?