მარიხუანას მოხმარების გამო პატიმრობის გაუქმებას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პოლიტიკა

მარიხუანას მოხმარების გამო პატიმრობის გაუქმებას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

2015 სექ 29 22:05:37

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელთა ინიციატორიც პარლამენტის წევრი, გიორგი ხაჩიძეა.

პოზიციების შეჯერების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრინციპს, რომლის თანახმად, მარიხუანის მცირე ოდენობით განმეორებითი მოხმარება რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად, თუმცა სანქციების ნაწილში აღარ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა. კანონპროექტების ინიციატორი და კომიტეტის წევრები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაიმართება დამატებითი მსჯელობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობაზე.

მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით აღიარებულია, რომ კანაფის, მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე  პირველ ჯერზე მოხმარება არ არის სისხლისსამართლებრივად საშიში და განეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო განმეორებით იგივე ქმედების ჩადენა იწვევს პირის სისხლისსამრთლებრივ პასუხისმგებელობას.

პარლამენტის წევრის, გიორგი ხაჩიძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით კი, კანაფის, მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე  უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შეთხვევაშიც, ანუ განმეორებით აღნიშნული ქმედების ჩადენა არ უნდა იწვევდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ადმინისტრაციულ კოდექსში შესატანი ცვლილებით, რამდენიმე ნარკოტიკული საშუალების (კანაფი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი, ასევე მარიხუანა (გამომშრალი/ნედლი)) გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენისთვის ან შენახვისთვის, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს  ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით.

პრინციპს, რომლის თანახმად, მარიხუანის მცირე ოდენობით განმეორებითი მოხმარება რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად, თუმცა სანქციების ნაწილში აღარ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა კომიტეტის სხდომაზე, მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა როგორც საპარლამეტო უმრავლესობიდან და საპარლამენტო ოპოზიციიდან, ასევე პარლამენტის დამოუკიდებელმა  წევრებმა.  უმრავლესობის წევრებმა ანი მიროტაძემ და ფრიდონ საყვარელიძემ განაცხადეს, რომ აღნიშნულ პრინციპს ეთანხმებიან, თუმცა გადასახედია პროექტით წარმოდგენილი ჯარიმების ოდენობა.

გოგა ხაჩიძის განცხადებით, ,,რეპრესიული კანონმდებლობა არაეფექტურია“ და აუცილებელია ნარკოპოლიტიკის ზოგადად გადახედვა, თუმცა ამ ეტაპზე, მის მიერ წარმოდგენილი პროექტი შეეხება  მხოლოდ ,,პრობლემის მცირე სეგმენტს“.

ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ფრაქცია მხარს უჭერს კანონმდებლობის ლიბერალიზაციას, თუმცა აუცილებელია საზოგადოების უკეთ ინფორმირება იმის თაობაზე, რომ საუბარია არა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ლეგალიზებაზე, არამედ საკითხის დეკრიმინალიზაციაზე.

პავლე კუბლაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტების განხილვის დროს მთავარი იყო მომხდარიყო შეთანხმება პრინციპზე ,,არ დაიჭირო“. მისი თქმით, როგორც წინა მოწვევის პარლამეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2009 წლიდან უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და ამ ნაბიჯის არ გადადგმა იყო შეცდომა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომა განხილვას.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...