არის თუ არა არჩევნებთან კავშირში ქუჩების დანომვრა

პოლიტიკა

არის თუ არა არჩევნებთან კავშირში ქუჩების დანომვრა

5 მარ. 2012, 07:09:04
მაშინ, როცა ქვეყანა წინასაარჩევნო ისტერიის მოლოდინშია, ბუნებრივია, ყველა უმნიშვნელო საკითხიც კი მეტად ყურადსაღებია და კითხვის ნიშნებიც უფრო ხშირად ისმის, ვიდრე სხვა დროს.

საქმე ის გახლავთ, რომ სამოქალაქო რეესტრმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ქუჩების და სახლების დანომვრა დაიწყო. კონკრეტულად, ეს ეხება ნარუჯას, სოფელ ოზურგეთს, გურიანთას და ბახვს, თუმცა, სოფელ ოზურგეთში პროცესი უკვე დასრულებულია და ამჟამად სამოქალაქო რეესტრის დაქირავებული პირები დანარჩენ სამ სოფელში მუშაობენ.

ფაქტში, თითქოს, საგანგაშო არაფერია, რომ არა ერთი ნიუანსი _ მოსახლეობასთან გასაუბრებისას ეს ადამიანები არა მხოლოდ ქუჩის თუ სახლის ნომერს აცნობენ მათ, არამედ პირად მონაცემებსაც ითხოვენ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ასაკი). მოქალაქეების არაერთგვაროვანი რეაქცია იმან გამოიწვია, რომ სამოქალაქო რეესტრი ხელახლა აგროვებს იმ მონაცემებს, რომლებიც რეალურად მას უკვე აქვს.

როგორც სამოქალაქო რეესტრის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, ვანო მენაბდე ჩვენთან საუბრისას ამბობს, პირადი მონაცემების შეგროვება მიზნად მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ადამიანების კონკრეტულ მისამართზე დაფიქსირებას ისახავს. მან ასევე უარყო ინფორმაცია ქუჩების სახელდების შესახებ და აღნიშნა, რომ მათი მოვალეობა მხოლოდ ქუჩებისთვის და სახლებისთვის ნომრების მინიჭებაა, რაც შეეხება სახელდებას, ეს საკრებულოს კომპეტენციაა, რაც, თავის მხრივ, სოფელ ბახვის რწმუნებულმა, გოჩა შარაშენიძემაც დაადასტურა.

"გურია ნიუსი" "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" იურისტს, ირინე ურუშაძეს ესაუბრა: "ეს მთელ საქართველოში მიმდინარე პროცესია და ამაში არაფერია განსაკუთრებული. უბრალოდ, ადამიანებს, რომლებიც ამ კონკრეტულ სამუშაოს ასრულებენ, უნდა ჰქონდეთ საშვი დასტურად იმისა, რომ ნამდვილად არიან სამოქალაქო რეესტრის მიერ დაქირავებულნი. ასევე, სავარაუდოდ, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ბრძანება, რომლის საფუძველზეც გახორციელდება სამუშაოები," _ გვითხრა იურისტმა.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ საჯარო რეესტრში საკმაოდ კარგად არის აღრიცხვიანობა მოწესრიგებული, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პირადი მონაცემების ხელახალი შეგროვება საჭირო არაა და მით უმეტეს, ამ კონკრეტული მიზნისთვის. თუ სამოქალაქო რეესტრი ყველა კითხვის ნიშანს არ გააქრობს, ბუნებრივია, იარსებებს ეჭვები იმის შესახებ, ხომ არ არის ეს რაიმე სახით არჩევნებთან დაკავშირებული", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" გურიის რეგიონის კურატორმა, ლევან კალანდაძემ.

მან ასევე ისაუბრა ნორმატიული აქტის აუცილებლობაზე (რომელზეც იურისტმაც გაამახვილა ყურადღება), როგორც ერთგვარ სამოქმედო ინსტრუქციაზე.

ბრძანების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ისევ დავუკავშირდით ვანო მენაბდეს და მივიღეთ დაპირება, რომ შესაბამის ბრძანებას ორშაბათს მოგვაწვდის. "გურია ნიუსი" ამ თემას ბრძანების მიღებისთანავე დაუბრუნდება.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...