რაში დახარჯა საქართველომ 2008-2015 წლებში 14,6 მლნ დოლარი

პოლიტიკა

რაში დახარჯა საქართველომ 2008-2015 წლებში 14,6 მლნ დოლარი

7 ოქტ. 2015, 23:13:13

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აშშ-ში საქართველოს ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ დაიხარჯა 9,585,115.04 აშშ დოლარი, ხოლო სხვადასხვა კერძო პირებისა და პარტიების მიერ იმავე პერიოდში დაიხარჯა 5,270,490.09 აშშ დოლარი.

ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 7.2 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა 2012 წელს. აღნიშნული მეტწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოში ამ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე ხარჯები გაწია ასევე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა.

ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა: საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი, რომლებზეც ჯამურად მოდის 2008-2015 წლებში გადახდილი მთლიანი თანხის 98%, ანუ 14,6 მლნ აშშ დოლარი.

როგორც IDFI-ს ანალიზი ცხადყოფს, აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასი ათასობით აშშ დოლარი ირიცხება, რის შესახებ ინფორმაციაც საქართველოში ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია. რასაკვირველია, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა დავის საგანს წარმოადგენდეს, თუ რამდენად საჯარო უნდა იყოს ქვეყნის ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები. თუმცა, აშშ-ს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მაგალითზე შეიძლება რამდენიმე არგუმენტის მოყვანა მეტი საჯაროობის სასარგებლოდ.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ: 

არავისთვის უცხო არ არის ის, რომ ლობისტური საქმიანობის მიზანია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენა. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ). შესაბამისად, აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნიდან ასობით ათასი აშშ დოლარი ირიცხება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დიდი ხნის მანძილზე აკვირდება აშშ-ში საქართველოს ლობისტურ საქმიანობას და გთავაზობთ ანალიტიკური სტატიების სერიას ამ თემაზე. აღნიშნული კვლევისთვის IDFI იყენებს შემდეგ წყაროებს: საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები, www.fara.gov-ზე არსებული მონაცემთა ბაზა და ასევე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Sunlight Foundation-ის პროექტ Influence Explorer-ის ფარგლებში შექმნილი მონაცემთა ბაზა.

აღნიშნული კვლევისთვის პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში IDFI-მ 2014 წლის 18 ივლისს გაუგზავნა სამი წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას. IDFI თითოეული დაწესებულებიდან ითხოვდა აშშ-ს ლობისტურ კომპანიებთან და ასევე სხვა უცხო ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებს 2008-2013 წლებისთვის.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან 2014 წლის 24 ივლისს მიღებული პასუხის თანახმად, ლობისტურ საქმიანობებთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ხოლო საჯარო სახით ხელმისაწვდომია მხოლოდ ის ხელშეკრულებები, რომლებიც განსაიდუმლოვდა ეროვნული უშიშროების საბჭოს 2010 წლის 1 ივლისის 8-გ/შ სხდომის ოქმის რეკომენდაციისა და უშიშროების საბჭოს მდივნის 2012 წლის 5 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, სულ 22 ხელშეკრულება. თუმცა, ამ პასუხშივე არის აღნიშნული, რომ ხელშეკრულებების ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია აშშ იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.fara.gov.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, მიუხედავად იმისა, რომ IDFI 2014 წლის 18 ივლისს გაგზავნილი წერილით ითხოვდა 2008-2013 წლებში ლობისტურ კომპანიებთან საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებს, ინსტიტუტმა პასუხად მიიღო მხოლოდ 2006 წელს გაფორმებული ორი ხელშეკრულება, რომლებიც განსაიდუმლოვდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 სექტემბრის №27 განკარგულებით.

ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მათთან მოთხოვნილი ინფორმაცია დაცული არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის პრაქტიკა საქართველოსა და აშშ-ში კარდინალურად განსხვავებულია. თუკი საქართველოში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში, განსაიდუმლოების შემდეგ ხდება საჯაროდ ხელმისაწვდომი, აშშ-ში 1938 წლიდან მოქმედი კანონმდებლობით (The Foreign Agents Registration Act, FARA) ყველა მონაცემი რაც უკავშირდება უცხო ქვეყნებიდან ამერიკაში მოქმედ ლობისტურ კომპანიებთან ურთიერთობის საკითხებს უნდა იყოს ხელმისაწვდომი და საჯარო. აღნიშნული აქტის მიხედვით ლობისტური კომპანიები ან პირები არა მხოლოდ არეგისტრირებენ საკუთარ კავშირებს სხვა ქვეყნებთან და ასაჯაროებენ დადებულ ხელშეკრულებებს, არამედ ყოველ ექვს თვეში ერთხელ ანახლებენ ინფორმაციას გაწეული მომსახურებისა და მიღებული საფასურის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული აქტის ფარგლებში აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.fara.gov განთავსებულია როგორც აშშ-ს კონგრესისთვის წარდგენილი 6-თვიანი ანგარიშები, ისე ლობისტური კომპანიების საქმიანობის დოკუმენტაციის მონაცემთა ბაზა.

კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშებიდან შესაძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება, თუ რომელი ქვეყანა ან იურიდიული პირი რომელი კომპანიების საშუალებით ახორციელებს ლობისტურ საქმიანობას აშშ-ში. სწორედ ამ ანგარიშებიდან ირკვევა, რომ საქართველო აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწევა 1991 წლიდან. მაშინ ერთადერთი კონტრაქტი საქართველოს გაფორმებული ქონდა John Adams Associates-თან და აქტივობები მოიცავდა საქართველოს მთავრობისთვის კონსულტაციების გაწევას აშშ-ს კერძო და საჯარო სექტორებთან ურთიერთობის ფარგლებში, ასევე დახმარებას ვაჭრობის, ტურიზმის, მარკეტინგისა და სხვა სფეროებში. გარდა ამ დახმარებისა, კომპანიამ საკუთარ ოფისში გახსნა საქართველოს საინფორმაციო ცენტრიგაწეული მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობამ კომპანიას 1991 წლის დეკემბერში გადაუხადა 132,000 აშშ დოლარი.

საქართველოს ლობისტური საქმიანობა აშშ-ში

არსებული ღია წყაროების საფუძველზე IDFI-ის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი საქართველოს (როგორც სახელმწიფო ისე ფიზიკური და იურიდიული პირების) ლობისტური საქმიანობა აშშ-ში 2008 წლიდან დღემდე. ამ პერიოდში საქართველოდან სულ 9 დაწესებულება/პირი იღებდა აშშ-ში ლობისტური კომპანიების მომსახურებას.

1. საქართველოს მთავრობა
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
3. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
7. ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება და თავისუფალი დემოკრატები
8. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
9. სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფი

აღნიშნული დაწესებულებებისა და პირების ინტერესების წარმოსაჩენად 2008-2015 წლებში დაქირავებული იყო სულ 19 სხვადასხვა ლობისტური კომპანია და მათი ქვეკონტრაქტორი. მათ შორის აგრეთვე ლობისტად დარეგისტრირებული იყო თედო ჯაფარიძე, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა პარლამენტის წევრი.

როგორც აშშ-ს კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშებიდან ირკვევა, 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ დაიხარჯა 9,585,115.04 აშშ დოლარი, ხოლო სხვადასხვა კერძო პირებისა და პარტიების მიერ იმავე პერიოდში დაიხარჯა 5,270,490.09 აშშ დოლარი.


როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკიდან აშკარაა, ჯამურად წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 7.2 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა 2012 წელს.აღნიშნული მეტწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოში ამ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე ხარჯები გაწია ასევე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა.

ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა: საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი, რომლებზეც ჯამურად მოდის 2008-2015 წლებში გადახდილი მთლიანი თანხის 98%, ანუ 14,6 მლნ აშშ დოლარი.

აღნიშნული სამი მსხვილი მოთამაშის მიერ წლების განმავლობაში აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები მოცემულია ქვევით გრაფიკზე:

როგორც ზემოთ წარმოდგენილი გრაფიკიდან თვალნათლივ ჩანს, ერთი წლის მანძილზე ყველაზე მეტი თანხა 2008 წლიდან დღემდე გადახდილი აქვს ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ლობისტური საქმიანობა დაიწყო მხოლოდ 2011 წლის ბოლოდან (როდესაც პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა) და შეწყვიტა 2012 წელს. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების მიმართვას ლობისტურ საქმიანობაზე, მოცემული წლების განმავლობაში ჯამურად ყველაზე დიდი თანხა 6,6 მლნ აშშ დოლარი გადახდილი იქნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ.

ზემოთ მოცემული სამი მსხვილი მოთამაშის გარდა, დარჩენილი 1,8 მლნ აშშ დოლარი ამ წლების განმავლობაში 6 მოთამაშეზე ნაწილდება (პრემიერ-მინისტრის აპარატი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სალომე ზურაბიშვილი).

პრემიერ-მინისტრის აპარატის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში ლობისტური კომპანიების ძირითადი საქმიანობები მოიცავდა საქართველოს ოფიციალური პირების შეხვედრების ორგანიზებას, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, აშშ-ს მედიასთან ურთიერთობას, საქართველოს თავდაცვითი და საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ დისკუსიების ორგანიზებას და ა.შ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემთხვევაში 2011-2012 წლებში ლობისტური კომპანიისთვის გადარიცხული თანხები ძირითადად მოხმარდა პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” („Teach and Learn with Georgia“) შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. პროექტი, რომელიც 2010 წელს დაიწყო, გულისხმობდა საქართველოში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლების ჩამოყვანას. ლობისტური კომპანიის დახმარებით განათლების სამინისტრომ პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა როგორც აშშ-ს მედიას, ისე სენატორებსა და კონგრესმენებს. აღნიშნულ საქმიანობებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წელს გადაიხადა 20,000 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წელს - 50,041.7 აშშ დოლარი, სულ - 70,041.70 აშშ დოლარი.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ლობისტური კომპანია ეხმარებოდა პარტიის მოსაზრებების, მიზნების, პოზიციებისა და პროგრამების აშშ-ს ისეთ აუდიტორიამდე მიწოდებაში, როგორიცაა კონგრესის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები ა.შ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2014 წელს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აშშ-ში განხორციელებულ ლობისტური საქმიანობაზე გაწია 42,000 აშშ დოლარის ხარჯი.


რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი ლობისტური საქმიანობა დაახლოებით 10 დღეს მოიცავდა 2013 წლის აგვისტოს ბოლოდან. სწორედ ამ პერიოდში სალომე ზურაბიშვილი აპირებდა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის გამო 2013 წლის სექტემბრის დასაწყისში ცესკო-მ მისი კანდიდატურის დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა და ამავდროულად შეწყდა მისი აშშ-ში ლობისტური საქმიანობაც. სალომე ზურაბიშვილმა ლობისტურ საქმიანობაზე 2013 წლის აგვისტოდან სექტემბრის დასაწყისამდე გაწია 6,000 აშშ დოლარის ხარჯი.

განსაკუთრებით საინტერესოა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების შედარება 2012 არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. როგორც ხელმისაწვდომი მონაცემებიდან ირკვევა, 2012 წლის არჩევნებამდე 2,73-ჯერ მეტი საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე, ვიდრე არჩევნების შემდეგ.  

ასევე საინტერესოა, რომ ხელისუფლების შეცვლამდე ლობისტურ საქმიანობაში ჩართული იყო გაცილებით მეტი სახელმწიფო სტრუქტურა - საქართველოს მთავრობის გარდა ლობისტურ კომპანიებს თანხებს ურიცხავდნენ ეროვნული უშიშროების საბჭო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრემიერ-მინისტრის აპარატი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო. ხოლო არჩევნების შემდეგ, ლობისტურ საქმიანობაზე მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს გადარიცხული თანხები.

საინტერესოა, რომ როგორც www.fara.gov-ზე ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, 2012 წელს იყო გაფორმებული კიდევ ორი ხელშეკრულება - საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ 320,000 აშშ დოლარის ოდენობით, და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 200,000 აშშ დოლარის ოდენობით. თუმცა, როგორც ბაზაშია მითითებული, ორივე კონტრაქტი მცირე ხანში გაუქმდა, და აღნიშნული თანხების შესახებ არც ანგარიშებშია ნახსენები რაიმე.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს ერთ-ერთი ლობისტური კომპანიის, Gregory A. Maniatis-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია Fianna Strategies ახორციელებდა ლობისტურ საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდასაჭერად, რისთვისაც თანხები მიიღო Gregory A. Maniatis-გან. თუმცა, თავად Gregory A. Maniatis ფინანსდებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოდან.

როგორც FARA-ს მონაცემებით ირკვევა, აშშ-ში ლობისტური საქმიანობით სარგებლობდნენ ასევე სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობები. ხელშეკრულებების გაცნობის შედეგად ცხადი ხდება, რომ სეპარატისტული რეჟიმების ლობისტური კამპანიები მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ. სულ 2009-2011 წლებში გაწეული ლობისტური მომსახურებისთვის აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას გადახდილი აქვს 430,000 აშშ დოლარი, ხოლო სამხრეთ ოსეთს იმავე პერიოდში - 457,850 აშშ დოლარი.

დასკვნა

როგორც ზემოთ მოცემული ანალიზი ცხადყოფს, აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასი ათასობით აშშ დოლარი ირიცხება, რის შესახებ ინფორმაციაც საქართველოში ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია. რასაკვირველია, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა დავის საგანს წარმოადგენდეს, თუ რამდენად საჯარო უნდა იყოს ქვეყნის ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები. თუმცა, აშშ-ს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მაგალითზე შეიძლება რამდენიმე არგუმენტის მოყვანა მეტი საჯაროობის სასარგებლოდ.

ათეულობით დოკუმენტის შესწავლის შედეგად თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტები (კონტრაქტები, გადარიცხული თანხების რეესტრი, განხორციელებული აქტივობების აღწერილობა) უმეტესწილად არ შეიცავს ისეთ სენსიტიურ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ზიანს მიაყენებდა. ინფორმაცია მოცემულია განზოგადებული სახით, მაგ. მითითებულია შეხვედრებში მონაწილე პირები და ზოგადი მიზნები, ან თემები, როგორიცაა „ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ს შორის“ ან „საქართველოში მიმდინარე არჩევნები“, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული საკითხები და შედეგები. იშვიათ შემთხვევებში მოცემულია დაგზავნილი პრეს-რელიზების ან ოფიციალური წერილების ნიმუშები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს IDFI წერდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული 2012 წელს საზღვარგარეთის ქვედანაყოფებში განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშების შესახებ. აღნიშნულ ანგარიშებში სხვა დარღვევებს შორის იყო აგრეთვე გაურკვეველი ლობისტების თანხის სახით 2006 წელს გადარიცხული 120 000 აშშ დოლარი. სწორედ მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებისთვის არის მნიშვნელოვანი მეტი პროაქტიული გამჭვირვალობა.

ამას გარდა, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ში ლობისტური საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომია ღია წყაროების სახით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვა აზრს მოკლებულია. ამავე პოზიციას ამყარებს IDFI-ის მიერ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან მიღებული პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ ის ინფორმაცია, რაც გასაიდუმლოებულია საქართველოში, ხელმისაწვდომია აშშ-ს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში www.fara.gov.

წყარო




 ახალი ამბები
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?