სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი - ფიქრია ჩიხრაძე

პოლიტიკა

სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი - ფიქრია ჩიხრაძე

2015 ოქტ 12 17:15:49

გიორგი მარგველაშვილი არის დღევანდელ ხელისუფლებაში ერთ-ერთი, თუ ერადერთი ადამიანი არა, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით დგამს გამიზნულ და შთამბეჭდავ ნაბიჯებს, - ეს განცხადება საქარტველოს პრეზიდენტის ახალმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ წარდგენისას გააკეთა.

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ აღებულ კურსს გააგრძელებს.

"მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს იმ შეთავაზებისთვის, რომელიც არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ 30 წლის წინ მოვედით პოლიტიკურ ასპარეზზე, მაშინ ძალიან ახალგაზრდები, სავსე ვიყავით იდეალებით, ეს იდეალები უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისუფლებას. გავიდა 30 წელი, ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს შვილები, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ ამ გზაზე. ჩემი ეს გადაწყვეტილება, მიმეღო გიორგი მარგველაშვილის შემოთავაზება და გავმხდარიყავი პოლიტიკური მრჩეველი პრეზიდენტის ინსტიტუტში, განაპირობა სწორედ იმანაც, რომ მე ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი არის ხელისუფლებაში, არა მარტო დღევანდელ ხელისუფლებაში, ერთ-ერთი, თუ ერადერთი არა, ადამიანი, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით დგამს გამიზნულ და შთამბეჭდავ ნაბიჯებს. ვფიქრობ, ეს ნაბიჯები არის წარმატებული და იმედი მაქვს იქნება უფრო წარმატებული, იმისათვის, რომ ჩვენ შევქმნათ მართლაც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, სადაც სახელისუფლო შტოები იქნება მართლაც სერიოზულად ურთიერთდაბალანსებული, შეიქმნება გარემო, რათა არსებობდეს თავისუფალი სასამართლო, არსებობდეს თავისუფალი მედია და არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდეს მას ამ კუთხით, არსებობდნენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დამყარებული იქნებიან მსოფლმხედველობაზე, ახალ იდეებზე, ახალ პოლიტიკურ ხედვებზე და არა იმაზე, რაზედაც მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს, როგორც პოლიტიკური სპექტრი, ისე მთელი საზოგადოება. ბუნებრივია, ძალიან დიდ პასუხისმგებლობად და პატივად მიმაჩნია  ეს შემოთავაზება და ამ გუნდთან ერთად მუშაობა. ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდეს წარმატებული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატება იქნება მთელი საქართველოს წარმატება", _ განაცხადა ჩიხრაძემ წარდგენისას.

მისივე განმარტებით, ის დღეიდან ტოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლის საქმიანობასთან შეუთავსებელია.

"მოქმედი პოლიტიკოსი გახლავართ და ალბათ, გაინტერესებთ, ჩემი მიმართება "ახალ მემარჯვენეებთან", ჩემს პოლიტიკურ ძალასთან, რომელთან ერთადაც მე ძალიან მნიშვნელოვანი წლები გამოვიარე ბრძოლის, გამარჯვების, ხანდახან შეიძლება მარცხისაც, მაგრამ, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი წლები. ცხადია, როდესაც ეს შემოთავაზება მივიღე, პირველი კონსულტაციები გავიარე ჩემს თანაგუნდელებთან, შაბათს მე მქონდა გაფართოებული შეხვედრა "ახალი მემარჯვენეების" მთავარ საბჭოსთან და მინდა გითხრათ, რომ ისინი არა მარტო გაგებით შეხვდნენ ამ ამბავს, არამედ სერიოზული თანადგომით. ბუნებრივია, მე მათ წინაშე მოვიხსენი პოლიტიკური თავმჯდომარის მოვალეობა და პასუხისმგებლობა. ამ პოზიციის გამო, ბუნებრივია, ვაჩერებ  ყველანაირ პარტიულ მოღვაწეობას და პარტიული წესრიგით მე აღარ ვიმუშავებ, მაგრამ მექნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა "მემარჯვენეებთან". ვითანამშრომლებთ პარტიებთან, ქართულ საზოგადოებასთან, მედიასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, იმისთვის, რომ ჩვენ განვახორციელოთ ის იდეები, ის იდეალები, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობდით და ის, რაც გულსა და გონებაში უკვე დიდი ხანია არის. იმედია, ეს რეალიზდება უახლოეს ხანში", _ განაცხადა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი ახალი მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე ცოტა ხნის წინ წარადგინა.  




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგაჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგდა. როგორც გვითხრეს, შუქის ჩაქრობა უამინდობამ გამოიწვია  და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 30 წუთზე მეტი ჩოხატაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამავე მიზეზით იყო გამორთული შუქი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჟამდ ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება. რაც შეეხება ამინდს _ დასავლეთში ისევ ძლიერი წვიმა და ელჭექია. საათზს მეტი გადაუღებლად წვიმს გურიაში, რასაც უკვე მოყვა პრობლემები _ დატბორილი და დაზიანებულია გზები, მილხიდები. ჩოხატურის მუნიციპიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაცით, მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მუდმივ კოორდინაციაში არიან სოფლებთან. შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ... ...
  • გვარამია: არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში ეს არ არის"ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად" _ წერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"_ის გენერალური დირექტორი და თბილისის პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაწ, პრაიდის ჩატარების თაობაზე, სტატუსით ეხმაურება: "მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.  ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვეხარდება მისი წარუმატებლობა.  ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი. ps სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკ ფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე, სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას - ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში... pps ბოდიში ხშირი სტატუსებისთვის. გულწრფელად, ძალიან ვღელავ." _ წერს ... ...
  • ძლიერი ქარი, წვიმა, ელჭექი და უშუქოდ დარჩენილი რაიონები _ რა ხდება დასავლეთშიამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექია. გამონაკლისი არ გურიაა _ თითქმის ნახევარსაათიან ძლიერ ქარს, ძლიერი წვიმა და ელჭექი მოჰყვა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შუქი არ არია გურიაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები უკვე შექმნა _ რამდენიმე სოფელში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გზები და ... ...
  • ხანძარი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაშიქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, _ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112" ავრცელებს. შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლისშენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისმეხანძრე-მაშველთა ჯგუფეაბი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ისფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამდროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, _ ნათქვამია ... ...
  • საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა (R)ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს. „საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე, ასევე, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...