სჯა-ბაასს მოწყურებულთა დროში გაწელილი სხდომა

პოლიტიკა

სჯა-ბაასს მოწყურებულთა დროში გაწელილი სხდომა

2015 ოქტ 22 16:28:40

სამშაბათს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც, მართალია, დღის წესრიგით დიდად გადატვირთული არ იყო, მაგრამ დეპუტატებმა არსებულ საკითხებზე მსჯელობას თითქმის სამი საათი მოანდომეს. გასაკვირიც კი იყო ამ საკითხებზე ამდენი სჯა-ბაასი, მაგრამ ბიუროს წევრები იმ დღეს საპოლემიკოდ განწყობილნი ჩანდნენ და წესით, შიდა სამზარეულოში განსახილველ საკითხებზეც კი მსჯელობდნენ.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძე უძღვებოდა, რადგან თავად თავმჯდომარე, გოგი ხელაძე, საპატიო მიზეზის გამო, ბიუროზე არ იმყოფებოდა.

სანამ დღის წესრიგს ჩაიკითხავდა, კილაძემ სხდომაზე მყოფ გიორგი გოგუაძეს მიმართა, რომ საკრებულოს რეგლამენტის მე-20 მუხლის თანახმად, მას არ ჰქონდა უფლება ფრაქცია "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის" თავმჯომარის, ელგუჯა ჩხაიძის ნაცვლად ყოფილიყო სხდომის სრულუფლებიანი წევრი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, რომან ბიწაძესაც ჰკითხეს აზრი, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ შემთხვევაში, გოგუაძეს მართლაც არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება: "საერთოდ, ფრაქციამ საკუთარ დებულებაში უნდა ასახოს, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, თუ ვის ექნება ბიუროზე ყოფნის უფლება", _ თქვა რომან ბიწაძემ.

დღის წესრიგის გაჟღერებისთანავე გიორგი გოგუაძემ იკითხა, ჰქონდა თუ არა უფლება სიტყვა ეთხოვა. სხდომის თავმჯდომარისგან უარის მიღების შემდეგ, მან უკომენტაროდ დატოვა დარბაზი.

სხდომაზე სულ რვა საკითხის განხილვა მოხერხდა და აქედან, ყველაზე მნიშვნელოვანი ლანჩხუთის 2015 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა იყო. თავისთავად საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის როლანდ ლაშხიას ნაამბობიდან ბევრი რამ საგულისხმო იყო, რადგან მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის საბიუჯეტო დეფიციტი საკმაოდ მნიშვნელოვანია და მილიონ 200 ათას ლარს აღემატება.

საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა დარჩენილ თვეებში მოსალოდნელი შემოსავლების საპროგნოზო თანხა 609 ათასი ლარით ასახა, მაგრამ, როგორც ირკვევა, დარჩენილი 635 ათასი ლარი დეფიციტურია. სწორედ, ამ თანხების მობილიზაციაზეა დამოკიდებული ბიუჯეტის შესრულების ბედიც.

დეპუტატებს, რა თქმა უნდა, აღელვებთ არსებული სიტუაცია და არც შენიშვნები დაიშურეს, თუ რატომ ხდებოდა გარკვეულ პერიოდში ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილის ზრდა.

_ ახლახან, ჰაერზე გავზარდეთ ბიუჯეტი და სხვას რას უნდა ველოდოთ სასიკეთოს?! _ თქვა ბიწაძემ, რომელსაც საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ალეკო სარიშვილიც დაეთანხმა. სარიშვილმა აღიარა, რომ შეცდომა იყო გარკვეული ხარჯების ზრდის ფაქტი.

გელა კილაძემ ბიუჯეტის შესრულებაზე ყოველკვირეული კონტროლის დაწესება ითხოვა: "კარგი იყო ამ სხდომას გამგებელიც დასწრებოდა. არ დაგვავიწყდეს, ის და ბატონი როლანდი არიან მთავარი პასუხისმგებლები ბიუჯეტზე. მინდა, ოქმში დაფიქსირდეს, რომ ხვალიდანვე გამგებელთან, მოადგილესთან და სამსახურის უფროსთან ერთად, ყველა კვირის ბოლოს დავსხდეთ და არსებული სიტუაცია განვიხილოთ".

ასეა თუ ისე, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების თეორიული შანსი მაინც არსებობს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გასაყიდად გამზადებული ყოფილი "სოფტექნიკის" ტერიტორიის გასხვისებაზე, რომლის სავარაუდო მყიდველები, თურმე, არსებობენ და თუ ასე მოხდა, ჩასავარდნად განწირულ ბიუჯეტს, იქნებ რამე ეშველოს.

30 ოქტომბრისთვის ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე, ბიუროს დღის წესრიგით გათვალისწინებული და დეპუტატების მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე საკითხიც განიხილება. კერძოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესში მოხდება ცვლილებები. ასევე, გადაიხედება მუნიციპალიტეტის, როგორც გამგეობის, ასევე, საკრებულოს აპარატის რიგ თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურების საკითხები. მართალია, უკვე კარგა ხანია საკრებულოს წევრები საკუთარ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრებს აწყობენ, მაგრამ, როგორც გაირკვა, ამ შეხვედრების მოწყობის წესი საკრებულოს მომდევნო სხდომაზე დამტკიცდება.

ბიუროზე, ასევე, განიხილეს და მომავალ სხდომაზე ადმინისტრაციული წარმოებაც დაიწყება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ 2014 წელს მიღებულ დადგენილებაში ცვლილებების შესატანად. ასევე, გახორციელდება ცვლილება მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში, სადაც ოთხი ობიექტი აქამდე არსებულ ჩამონათვალს დაემატება, ერთი კი, ქალაქის სკვერში მდებარე საპირფარეშო _ გამოაკლდება.

ამ თემაზე პირველად საუბარი დეპუტატმა ია ჩხაიძემ დაიწყო, რომელსაც მიაჩნია, რომ იქ, სადაც წინაპრების საფლავებია, საპირფარეშოს არსებობა მიუღებელია. მას დეპუტატთა ნაწილიც დაეთანხმა, თუმცა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ამ ობიექტის არსებობას აუცილებლობად მიიჩნევენ. სწორედ ამ საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, ობიექტის პრივატიზების პროცესიც დროებით შეჩერდა.




 ახალი ამბები
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...