პრემიერი: "დაქირავებული მწამებელი არის სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" სახე"

პოლიტიკა

პრემიერი: "დაქირავებული მწამებელი არის სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" სახე"

24 ოქტ. 2015, 19:31:46

"ამ სამი წლის განმავლობაში ყველაზე მთავარი, რაც საქართელოს მოსახლეობას, ხალხს დაუბრუნდა, ეს არის თავისუფლება", _ ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში,  შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სოსო დანელიას წარდგენის დროს გააკეთა:

"თავისუფლებაა, რომელიც ჩვენს ხალხს ასე სწყუროდა ყოველთვის. გადახედეთ ჩვენს ისტორიას. ხალხმა შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა, ის სიდუხჭირე და გაჭირვება მოითმინოს, მაგრამ თუ რომელიმე ხელისუფალი შეეხება ქართველი კაცის ღირსებას და მის თავისუფლებას, მისი ბედი არის დასრულებული და ასეც მოხდა.

თავიდან სააკაშვილმა დაიწყო კარგად, რეფორმებით, მაგრამ შემდეგ შეეხო ყველაზე მთავარს და აკრძალულს, არ შეიძლება ქართველ კაცს მიაყენო შეურაცხყოფა, არ შეიძლება ქართველ კაცს ღირსება შეულახო და თავისუფლება შეუზღუდო, ამიტომ მათი დრო საქართველოში დასრულებულია და ჩვენ გპირდებით, რომ ეს დროს საქართველოში არასდროს დაბრუნდება.

უკაცრავად, რომ ასე ღიად გესაუბრებით, თუმცა ბევრს არ მოსწონს ჩემი რიტორიკა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემი ხალხი. ჩვენ თუ არ შევაფასეთ ერთად, თუ არ ვთქვით - არა ძალადობას და იმ ბნელ წარსულს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 3 წლის წინ იყო, ჩვენ წინ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ არსებობს. არ არსებობს მოძალადე პოლიტიკოსების ადგილი ქართულ სახელმწიფოში.

ის საშინელი და შემზარავი ვიდეოები, რომელიც გამომჟღავნდა და კიდევ ერთხელ მხილებულ იქნა წინა ხელისუფლება, თუ როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ადამიანებს. ეს ხდებოდა აქ სამეგრელოში და არა მხოლოდ აქ, ყველა რეგიონში.

ჩემი მინისტრობის დროს იქნა ეს საქმეები გამოძიებული. ჩვენ მაშინ გავხსენით შეკვეთილი მკვლელობის საქმეები, წამების, გაუპატიურების საქმეები. მივმართავ ოპონენტებს, ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ ეს ქვედა დონეზე ხდებოდა?!  _ არა, მეგობრებო, ეს ყველაფერი თავიდან მოდის.

მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორი ამის იყო სააკაშვილი. სწორედ ის და მისი გუნდი იყვნენ ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი, ამიტომ თქვენ - ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საბოლოოდ უთხარით უარი 2012 წლის 1 ოქტომბერს და მე ძალიან მჯერა, რომ ეს უარი დადასტურდება ასევე 2016 წლის ოქტომბერში.

 დაქირავებული მწამებელი, რომელსაც 30 ლარს უხდიდნენ, იმისთვის, რომ ქართველი კაცი გაეუპატიურებინა, არის სახე სააკაშვილის და მთელი "ნაციონალური მოძრაობის", _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.




 ახალი ამბები
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცააჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულესუმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ... ...
  • რას ეძებდნენ, გაუგებარია- ანა დოლიძის დედის ბინა გაქურდესიუსტიციის საბჭოს ყოფილიწევრი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მოძრაობაც დააფუძნა, ანა დოლიძე, დედის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  „დედაჩემის ბინა გაქურდეს გუშინ ღამე. ზუსტად რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში გაუგებარია”,_ წერს დოლიძე სოციალურ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...