აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, დავიბუნებთ ჩვენს ძმებს – აფხაზებსა და ოსებს - ივანიშვილი

პოლიტიკა

აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, დავიბუნებთ ჩვენს ძმებს – აფხაზებსა და ოსებს - ივანიშვილი

2015 ოქტ 27 22:25:03

ყველა მეზობელთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები, თუმცა არა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე, _ ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში რუსეთთან ურთიერთობების შესახებ კითხვის კომენტირებისას გააკეთა. 

კითხვაზე – აქვს თუ არა შედეგი "ქართულ ოცნებას" რუსეთთან დიალოგით, ივანიშვილი პასუხობს, რომ "ბევრი არა".

"მაგრამ ვაჭრობის დაწყება, სხვადასხვა საკითხებზე დიალოგი საფუძველია იმისა, რომ ძირითადი საკითხიც გადაწყდეს და არა ის ისტერიკები, ცივი და მერე ცხელი ომი, რომელშიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩააყენა ქვეყანა. სანამ მოხდებოდა გლობალური ომი, მათი პოზიცია მაშინვე იყო გაუმართლებელი. ასე არ შეიძლება. ჩვენ კარგად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და მაქსიმალურად მოვეფეროთ და მოვუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ზედმეტი აქტიურობით და გადაჭარბებული ენერგიის ხარჯვით, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია, შეიძლება მივიღოთ მსგავსი, რაც მიიღეს 2008 წელს. იმ პროცესში, რაც 2008 წელს მოხდა,  სისულელეების ძალიან დიდი როლია. ოდნავ გონიერება რომ ჰყოფნოდა მაშინდელ ხელისუფლებას, ვფიქრობ, ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა. დღესაც ეს პრეტენზია მაქვს. ახლა ცდილობენ იგივე გააგრძელონ და ახალ უბედურებაში ჩაერთონ. ჩვენ თანხვედრაში უნდა მოვიდეთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მაქსიმალური დახმარება მივიღოთ მათგან, დაველოდოთ დროს და აუცილებლად აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დავიბუნებთ ჩვენს ძმებს – აფხაზებსა და ოსებს", _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპაციის გაგრძელებაზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს ის რეაქცია, რაც შეუძლია. 

"ეგონათ ვიღაცეებს, რომ რაღაცეები შეეძლოთ. რომ არ ჰქონოდათ ამის ცდუნება, დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ იმ სიტუაციას შევინარჩუნებდით, რაც იყო შევარდნაძის მმართველობის დროს, რომ იქ სამშვიდობოების სახით გვევლინებოდნენ მაშინ რუსები. იმიტომ, რომ უამრავი უმეცრებები ჩაიდინეს, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ახლაც, საუბედუროდ, რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. როგორც კი გადავალთ იქ, რაც არ შეგვიძლია, შეიძლება ახალი უბედურება დატრიალდეს",_ განაცხადა ივანიშვილმა და განმარტა, რომ გლობალურ პოლიტიკაში სიტუაციის შეცვლას უნდა დაველოდოთ. 

ივანიშვილმა ასევე შეაფასა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომზე გამოძიების დაწყების შესაძლებლობა და აღნიშნა: "მეც მაქვს ეჭვი, რომ ქართველების ეთნიკურ წმენდას ჰქონდა ადგილი. ძალიან კარგია, რომ ჰააგის სასამართლო ამას გამოიძიებს", _დასძინა ივანიშვილმა.




 ახალი ამბები
  • "სწავლის დაწყების თარიღი თავად განსაზღვრეთ" _ მინისტრის რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებსსაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელი სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს.  „პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, - განაცხადა ჩხენკელმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ სკოლებსა და ბაგა-ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები 9-ის ნაცვლად 2 მარტს ... ...
  • "მცირეწლოვანს, რომლის მშობელიც კორონავირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურდა"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მცირეწლოვანს, რომლის მშობელიც კორონავირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რომელიც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირისუთ. „ჩვენი თანამემამულე, რომელსაც გუშინ დილით კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურა, მას ჰქონდა მრავალმხრივი კონტაქტები, მათ შორის ოჯახის წევრთან და შვილთან. შვილი წევს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. ღამე დასრულდა მისი გამოკვლევა და შვილს არ აქვს არავითარი კორონავირუსული ინფექცია. კორონავირუსულ ინფექციაზე პასუხი იყო ნეგატიური. დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რაც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირუსით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  წყარო: ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდებაკორონავირუსთან  დაკავშირებით სასკოლო არდადეგები  9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან  დაიწყება და  16 მარტამდე  გაგრძელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს,  კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს. ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თბილისის მეროს მოადგილე სოფო ხუნწარია. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება _ სუს-ი განცხადებას ავრცელებსბორჯომის მერისა და  საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული სამსახური განცხადებას ავრცელებს: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა  20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ,  ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გ.უ-სთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.გამოძიება  დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდასაქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...