გვარამიას კომენტარი ახალ ჩანაწერებზე: "არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ არის დანაწევრებული ტექსტი"
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს გავრცელებულ ახალ ჩანაწერებზე კომენტარს აკეთებს:
_ "ეს ჩანაწერები გამოქვეყნდა ჩვენი დღვანდელი გამარჯვების გამო, ეს არის უკიდურესად სამარცხვინო საქციელი ქართული ხელისუფლების. საქართველოს ხელისუფლებას ეს ჩანაწერები აქვთ რუსული სპეც სამსახურების ხელშეწყობით.
ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად მოხდება გამოძიების დაწყება ოღონდ მიუკერძოებელი პროკურატურის მიერ.
მე არ ვადასტურებ ამ ჩანაწერის ნამდვილობას, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ არის დანაწევრებული ტექსტი. მე მქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილთნ რათა მჭირდება კომპეტენტური ადამიანები, რომ დაეცვათ "რუსთავი 2".
რაც შეეხება მეორე ჩანაწერს მე ამის შესახებ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ", _ განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინულ ვებ გვერდზე uarevo.in.ua გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჟურნალისტებს, იმოქმედონ, როგორც კატალიზატორები და მოახდინონ სისხლიანი რევოლუცია საქართველოში."
სტატიას თან ახლავს აუდიო ფაილები, რომელშიც გამოცემის ინფორმაციით ნიკა გვარამიას და სოფო ნიჟარაძის საუბარებია ასახული.
ამავე თემაზე: "სისხლისღვრა სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო" _ სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის საუბრის სავარაუდო ჩანაწერი; ახალი ჩანაწერები სააკაშვილს, გვარამიას და სოფო ნიჟარაძეს შორის _ "განუმარტე, რომ ყველას გაყრიან"