პავლე კუბლაშვილი: "კონტროლის პალატა ყველა პროცედურას კანონიერად ახორციელებს"

პოლიტიკა

პავლე კუბლაშვილი: "კონტროლის პალატა ყველა პროცედურას კანონიერად ახორციელებს"

14 მარ. 2012, 20:52:01
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, შეხვედრის დაწყებამდე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მან განაცხადა, რომ ამ კანონთან დაკავშირებით მთავარ თემებზე უკვე არიან ჩამოყალიბებულები და მთავარი საკითხები არ შეიცვლება. ყველა კანონდარღვევა, რაც დაფიქსირდება პარტიების მხრიდან, იქნება დასჯადი.

_ კანონით გათვალისწინებული ძირითადი მიზნების გადახედვას არ ვაპირებთ. ძირითადი მიზნები არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება. ამის მიღმა არის სხვა საკითხები, რომელზეც დღესაც მქონდა საუბარი და სავარაუდოდ, გაგრძელდება ჩვენი პოზიციების შეჯერება. ყველა ქმედება, რასაც კონტროლის პალატა ახორციელებს კანონიერია", _ განაცხადა კუბლაშვილმა.

_ ბატონო პავლე, რასაც კონტროლის პალატა ახორციელებს სხვადასხვა რეგიონში, ესეც კანონის ფარგლებში ჯდება?

_ როგორც კონტროლის პალატამ აღნიშნა, არის გარკვეული შემთხვევა, რომლებიც უკავშირდება "ქართულ ოცნებას", როდესაც მათი ხარჯებით ხდება ესა თუ ის აქტივობა, ოფისის ქირავნობა და ასე შემდეგ, რაც არ არის დეკლარირებული პარტიის მიერ. ასეთ შემთხვევაში კონტროლის პალატას აქვს ვალდებულება, რომ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გადამოწმება უნდა მოხდეს, შესაბამისად, კონტროლის პალატის წარმომადგენლის მიერ და ეს ხდება კიდევაც. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას უნდა უტრირება და ამ საკითხის სხვანაირად ტრიალი, არ მგონია, ეს ვინმეს გამოუვიდეს, პირიქით, ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ხარჯებთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მიიღოს სრული ინფორმაცია. ყველა პარტიის ინტერესებში უნდა შედიოდეს, მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდეს და რაიმე სხვა ფორმის მოფიქრება, მაგალითად, როგორ ავუაროთ კანონს გვერდი, როგორ დავარღვიოთ კანონი ისე, რომ ვერ შეგვამჩნიონ, ასეთი რამე არავის შერჩება. ბუნებრივია, თუ ასეთ რამეს აქვს ადგილი, კონტროლის პალატამ რეაგირება უნდა მოახდინოს.

_ ბატონო პავლე, იკითხებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ პოლიტიკურ პროცესებთან.

_ რიგით მოქალაქეებს შეიძლება გარკვეული სახის კავშირები ჰქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.

_ რაც შეეხება მოქალაქეების ჩხრეკას, ეს არის კანონით დაშვებული? აქვს კონტროლის პალატას ამის უფლება?

_ მე რამდენადაც ვიცი, ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, არანაირი ჩხრეკა იქ არ მიმდინარეობს. ჩვენთვის ასეთი ფაქტები უცნობია და დარწმუნებული ვარ, არც ჰქონია ადგილი. აქაც რომ შემოდიხართ პარლამენტში, გადიხართ დეტექტორებზე, ხომ ასეა?

_ კი, მაგრამ საკრებულოს შენობაში ეს ადამიანები დეტექტორის გავლით კი არ შედიოდნენ, არამედ მათი ჩხრეკა ხდებოდა, თანაც როგორც თავად ამბობენ, საკმაოდ უხერხული ფორმით.

_ მარტივად შემიძლია გიპასუხოთ _ ყველა ის პროცედურა, რაც არის გამოყენებული დარწმუნებული ვარ, რომ ჯდება კანონის ფარგლებში. თუ რაიმე სხვა სახის ინფორმაცია გექნებათ, აუცილებელია, საზოგადოებას მიაწოდოთ.




 ახალი ამბები
  • პრეზიდენტი: ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებიასაქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საწინდარი ქვეყნის ერთობაა. პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, გმირების უპატივცემულობაა. „ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს. დღეს დუმილისა და დაფიქრების დღეა. ამ ადამიანებმა სამშობლოსა და ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში- ეს შიდა დაპირისპირება ბოღმა და სიძულვილი, რომელიც ყოველდღიურად იძლევა შედეგს ჩვენს ახალგაზრდებში, ეს არის არა ღირსეული საქართველო - ეს ჩვენი გმირების უპატივისმცემლობა და მათი დავიწყებაა. ისინი სამშობლოს ერთიანობისათვის მოკვდნენ და დღეს ჩვენ სიძულვილში ვართ ჩავარდნილნი, რაც ხელს მხოლოდ მტერს აძლევს. ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ ამის საწინდარი ჩვენი ერთობაა. ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ... ...
  • სენაკში ელექტრო სადენს ცეცხლი გაუჩნდასენაკში ერთ-ერთ  ელექტრო სადენს  ცეცხლი გაუჩნდა. როგროც "გურია ნიუსს" ადგილიდან აცნობეს, ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. როგორც საგანგებო მართვის სამსახურში განმარტავენ, ხანძარი  ლოკალიზებულია.  "ენერგო პრო ჯორჯიას"ცნობით, მათი წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის აღდგენა მალე მოხდება. ... ...
  • „ტკივილიანი დღე, რომელიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“ _ოზურგეთში აგვისტოს გმირთა ხსოვნას პატივი მიაგესდღეს, ოზურგეთში, აგვისტოს ომში დაღუპულ  გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.   მათ საფლავებთან თაიგულებით მივიდნენ გურიის  სამხარეო და ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის დასაკრებულოს ხელმძღვანელი პირები: გუბერნატორი, ზურა ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერი, კოტე შარაშენიძე,  საკრებულოს  თავმჯდომარე, დავით დარჩია, მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე.  დაღუპული გმირების:  თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი),   საფლავებთან ასევე მივიდნენ  გურული  ომის ვეტერანები, საქველმოქმედო  ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარები, მონიკა ახვლედიანი და თამარ ლურსმანაშვილი.  ოზურგეთის ცენტრში მათ თავდაპირველად გმირთა მემორიალი შეამკეს. შემდეგ კი იქვე, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავს   მიაგეს  პატივი და გვირგვინი დადეს. _12 წელი გავიდა აგვისტოს  ომიდან.  გურიიდან  ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა ამ ომში. დილიდან მოვედით  აქ, რათა შევამკოთ მემორიალი. მოვივლით გმირთა  საფლავებს.  დიდება გმირებს! მჯერა, მათი ბრძოლა უკვალოდ არ  ჩაივლის და საქართველო გაერთიანდება, _ თქვა გურიის  გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ. ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დედამ,  ქალბატონმა  ციური წერეთელმა, როგორც ყოველთვის, ცრემლიანმა ისაუბრა: _ტრაგიკული დღეა, უსაზღვროდ   ტკივილიანი. ამ დღის აღნიშვნა აუცილებელია. ღმერთმა ყველა გმირი ნათელში ამყოფოს, ჩემი შვილის თამადობით, _ თქვა  მან. მამას იგონებს გიორგი დამენია, ამჯერად სტუდენტი : _ძალიან რთული დღეა. ვერ  გეტყვით, ეს სასიხარულოა თუ სამწუხარო. თუმცა,  თუ საქართველო კაშკაშებს მსოფლიო რუკაზე, ასეთი გმირების წყალობითაა.  მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, _ გვითხრა გიორგი დამენიამ. აგვისტოს გმირის,  თამაზ ნიკიტინის საფლავის  თაიგულებით   შემკობის მერე, გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ესაუბრა მის მეუუღლეს, ქალბატონ ნინოს, რომელმაც მორიდებით გამოთქვა  საყვედური იმის გამო, რომ მას და მის მცირეწლოვან ბიჭუნას ოზურგეთში ერთი ოთახი არ  აქვთ, რომ ღამე გაათიონ. _ჩვენ ქუთაისში   გადავედით საცხოვრებლად. აქ თამაზის საფლავია. ძალიან გვიჭირს სიარული. ნება რომ იყოს, შეიძლებოდა ხელისუფლებას ერთი ოთახი  გამოეყო ჩვენთვის სადმე, რომ როცა  ჩამოვდივართ საფლავის მოსანახულებლად, ღამის გათევა შეგვეძლოს, _ უთხრა მან გუბერნატორ ნასარაიას. თავის მხრივ, ზურაბ ნასარაიამ გამოკითხა, თუ ჰქონდა ვინმესთან კომუნიკაცია აღნიშნულის თაობაზე ან განცხადებით თუ მიმართა. სოფელ გურიანთაში ეროვნული გმირის, თამაზ ჭიტაძის საფლავის შემკობის შემდეგ, გმირის ბავშვობა გაიხსენეს  მშობელბმა და ახლობლებმა. _ეს უაზრო ომი იყო, ვინც  კი,  სამშობლოსთვის დაიხოცნენ ბიჭები,  გმირებად  რჩებიან,   მაგრამ შეიძლებოდა ამ ომის  თავიდან აცილება, _ საკუთარი  გულისტკივილი  გამოხატა თემურ ჭიტაძის მამამ, თამაზ ... ...
  • გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს (R)გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს. „უმძიმესი ისტორია, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება _ აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი შესრულდა. საქართველომ ქვეყნის მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები დაკარგა... გმირები, რომლებიც არ შეუშინდნენ რუსულ აგრესიას და სიცოცხლის ბოლო წუთამდე სამშობლოს თავგანწირვით იცავდნენ. ქედს ვიხრი ომში დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. გურიის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ოზურგეთიდან - თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი; ჩოხატაურიდან - მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე; ლანჩხუთიდან - ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვასილ სმირნოვი. ... ...
  • "ვერაფერს ვერ გეტყვით"- ხონი-სამტრედიის მიტროპოლიტი მისი ოჯახის დაყაჩაღებაზე„ვერაფერს ვერ გეტყვით“,_ ასე უპასუხა „გურია ნიუსს“ ყაჩაღობასთან დასმული შეკითხვის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბამ და ტელეფონი გათიშა. შეგახსენებთ, რომ  მიტროპოლიტ საბას საცხოვრებელი სახლი, რომელიც სენაკში მდებარეობს, დააყაჩაღეს. ჩვენთვის უცნობია, თუ რა არის წაღებული მიტროპოლიტის სახლიდან. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...