ზაალ უდუმაშვილი "რუსთავი 2"-ის დირექტორის მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებს
"ეს არის უკანონო დოკუმენტი", _ ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2'-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა.
_ ჩვენ დღეს მორიგი აბსურდი მოვისმინეთ ე.წ. დროებითი მართველებისგან. მაინტერესებს როდიდან გახდა კონფიდენციალური საუბრები საჯარო განხილვის თემა. მე ვადასტურებ, რომ ორი დღის წინ შევხვდი დავით დვალს. მე მას გავაცანი ჩემი პოზიცია და ავუხსენი, რომ ეს არის ხელისუფლების დავა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და თავად იარაღია ხელისუფლების ხელში.