ღარიბაშვილის ტყუილი, ხადურის და მაჭავარიანის სიცრუე - FactCheck.ge-ს მიმოხილვა

პოლიტიკა

ღარიბაშვილის ტყუილი, ხადურის და მაჭავარიანის სიცრუე - FactCheck.ge-ს მიმოხილვა

2015 ნოე 23 16:18:51

FactCheck.ge პოლიტიკოსების და განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.

FactCheck.ge-ს ცნობით, ყველაზე პოპულარული სტატია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამ წელიწადში იმაზე მეტი გზა და ხიდი გაკეთდა, ვიდრე სააკაშვილის დროს, ცხრა წელიწადში.

"ამ განცხადების გადასამოწმებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 2004-2015 წლებში დაგებულ-რეაბილიტირებული გზების და ხიდების სტატისტიკა გამოვითხოვეთ. აღსანიშნავია, რომ ამ უწყების სტატისტიკა არ მოიცავს ინფორმაციას იმ შიდა (ადგილობრივი მნიშვნელობის) გზების და ხიდების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტების ადგილობრივი სახსრებით რეაბილიტირდა. იმის გამო, რომ ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციის ცალცალკე გამოთხოვა კვლევის პროცესს გააჭიანურებდა, ფაქტ-მეტრი მხოლოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებს დაეყრდნო.

2004-2012 წლებში სულ 3 654 კმ გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, 2013 წლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით კი, 730.3 კმ გზა რეაბილიტირდა. რაც შეეხება ხიდებს, 2004-2012 წლებში 484 ხიდის რეაბილიტაცია მოხდა და ახალი  ხიდი არ აშენებულა. 2013-2015 წლებში კი, 23 ახალი ხიდი აშენდა და 109 რეაბილიტირდა.

რაც შეეხება ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე განხორციელებულ სამუშაოებს, "ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოძრაობა 16.7 კმ-ით მეტ გზაზე გაიხსნა, ვიდრე 2006-2012 წლებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასრულებული მონაკვეთების დიდი ნაწილის მშენებლობა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დაიგეგმა და დაიწყო.

შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მეტწილად მცდარია.

პრემიერის კიდევ ერთი განცხადება ქვეყნის უსაფრთხოებას ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინა მთავრობის დროს, მთელი სანაპირო დაცვა იგნორირებული იყო და 100-ზე მეტი მცურავი საშუალება (გემები) იქნა გასხვისებული.

სახელმწიფოს კუთნილებაში მყოფი მცურავი საშუალებები 2009 წლამდე თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იმყოფებოდა, ხოლო 2009 წლიდან ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე გადავიდა. ორივე უწყების ინფორმაციით, 2003 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ბალანსზე მყოფი მცურავი საშუალებების გასხვისებას ადგილი არ ჰქონია. ფაქტ-მეტრი იმის გარკვევასაც შეეცადა, თუ რამდენ მცურავ საშუალებას ფლობს საქართველოს მთავრობა, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიპასუხეს, ეს მონაცემები საიდუმლო ინფორმაციის კატეგორიას განეკუთვნება.

იმის გასარკვევად, თუ რა ინფორმაციას ეყრდნობოდა ირაკლი ღარიბაშვილი განცხადების გაკეთებისას, ჩვენ პრემიერის პრეს-სამსახურს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებაც გადაამოწმა. ჯავახიშვილის თქმით, საგანგებოდ შექმნილ კომპანიას წინა ხელისუფლებამ მინიმალურ ფასად მიჰყიდა სახელმწიფო ქონება და შემდეგ 17 000% ფასნამატით უკან შეისყიდა.

2008 წლის 28 იანვარს აზიის განვითარების ბანკის გრანტით აჭარის შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დაფინანსდა. 2009 წლის 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება დაიდო. 2008 წლის 10 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა N490 განკარგულება გამოსცა, რომლითაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული 59.6773 ჰა მიწა, მასზე არსებული ნარგავებით, პირდაპირი მიყიდვის წესით "მილენიუმ ტრანსს” გადაეცა.

2008 წლის მაისში შ.პ.ს "მილენიუმ ტრანსისთვის” გადაცემული მიწა 2011 წლის სექტემებერში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკან 1 239 790 ლარად შეისყიდა (15 000%-იანი ფასნამატი), ხოლო 2012 წლის 17 სექტემბერს კი 37 152 კვ.მ მიწა – 444 976 ლარად (17 000%-იანი ფასნამატი).

სახელმწიფოს მხრიდან ზემოაღნიშნული მიწის შესყიდვამდე კომპანია "მილენიუმ ტრანსში” წილები გადანაწილდა (2011 წლის 25 მარტი). კომპანიის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოფილი თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი იყო. ფაქტ-მეტრი კვლევაში მეორე მხარის, "მილენიუმ ტრანსის” პოზიციის ასახვასაც შეეცადა, თუმცა კომპანიისგან შესაბამისი ინფორმაცია ვერ მიიღო.

ფაქტ-მეტრი იმის განხილვაში ვერ შევა, თუ რამდენად არსებობს ამ საქმეში კორუფციული გარიგების ნიშნები, თუმცა კვლევაში დეტალურად აისახა ამ საქმის გარშემო არსებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რის შედეგადაც, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადების ის ნაწილი, რომ კომპანია "მილენიუმ ტრანსს” წინა ხელისუფლებამ მინიმალურ ფასად მიჰყიდა სახელმწიფო ქონება და შემდეგ 17 000% ფასნამატით უკან შეისყიდა, სიმართლე.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა კიდევ ერთი მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადება გადაამოწმა. ხადური ლუდის მოხმარების შემცირების ტენდენციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს შემცირება ლუდზე აქციზის გაზრდას არ უკავშირდება.

2015 წლის 1 მარტიდან ალაოს ლუდზე აქციზის განაკვეთი 50%-ით გაიზარდა და 1 ლიტრზე 60 თეთრი გახდა. აქციზის გაზრდის შემდეგ, 2015 წლის მარტიდან, ლუდის მოხმარება 15%-ით (2015 წლის 9 თვის მონაცემით კი 19%-ით) შემცირდა.

ლუდის მოხმარებაზე ზეგავლენა საზოგადოებრივ ადგილებში ლუდის სმის აკრძალვამაც მოახდინა (ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ლუდის ბაზარი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26-28%-ით შემცირდა). ამას დაემატა ლარის გაუფასურებით გამოწვეული შემცირებული მსყიდველუნარიანობა. აქედან გამომდინარე, ალაოს ლუდზე აქციზის ზრდა ლუდის მოხმარების შემცირების ერთადერთი ფაქტორი არ ყოფილა, თუმცა ლუდის ბაზრის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნამდვილად იყო.

შესაბამისად, ნოდარ ხადურის განცხადება მცდარად შეფასდა.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებაც გადაამოწმა. მაჭავარიანის თქმით, მთავრობა ამტკიცებს, რომ ინვესტიციებიდან 355 მილიონი მივიღეთ, თუმცა აქედან 207 მილიონი აპარატურაზე დაიხარჯა და არცერთი კაპიკი არ შემოსულა, რომ ლარი გამყარებულიყო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის არის რეინვესტირებული შემოსავლები (მათ შორის გრძელვადიანი საწარმოო საშუალებების შესყიდვა, მაგალითად აპარატურის), რომელიც სავალუტო შემოდინების ახალ ნაკადებს არ წარმოშობს, თუმცა ამცირებს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას. შემოსავლების რეინვესტირება ეკონომიკისთვის დადებითი ფაქტორია. მიმდინარე წელს რეინვესტირებული შემოსავლების წილმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 32% შეადგინა. ასევე, ანალოგიური წილი მოდიოდა რეინვესტიციაზე 2010-2011 წლებშიც.

რაც შეეხება ინვესტიციების გავლენას ლარის კურსზე, უნდა აღვნიშნოთ რომ ინვესტიციებთან ერთად კურსზე გავლენას ახდენენ ისეთ ფაქტორები როგორიცაა იმპორტ-ექსპორტის დინამიკა, ფულადი გზავნილები და სხვა შემოსავლები საზღვარგარეთიდან. საგადასახდელო ბალანსის ორი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში დაახლოებით 165 მილიონი დოლარით ნაკლები შემოვიდა, ვიდრე გავიდა, რაც შესაბამისად აისახა ლარის კურსზე.

რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომ 207 მლნ აშშ დოლარი აპარატურის შესყიდვას მოხმარდა, სტატისტიკური მონაცემების უქონლობის გამო მისი გადამოწმება შეუძლებელია. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და საწარმოს მანქანა-დანადგარებს და ტექნიკის ძირითად ნაწილს საზღვარგარეთიდან ყიდულობს. მართალია, ტექნიკის შესყიდვა ზრდის იმპორტს, მაგრამ მეორეს მხრივ დადებითად მოქმედებს მწარმოებლურობასა და ეკონომიკაზე. ზოგადად, უცხოური ინვესტიციების ძირითად დანიშნულებაც ეკონომიკის სტიმულირება და მწარმოებლურობის ზრდაა.

შესაბამისად, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება მეტწილად მცდარია", - აღნიშნულია FactCheck.ge-ს ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, რომ FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.




 ახალი ამბები
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...
  • აშშ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობსამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ პომპეომ დღეს განაცხადა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. „ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში. ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“,_ წერია ... ...
  • რას წერს REUTERS მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შესახებსაქართველოს ყოფილი  პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა REUTERS-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც გამოცემის მიერ დაწერილ ტექსტშია ნათქვამი, ციხიდან გამოსული ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს, ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა, მას შემდეგ რაც ძალაუფლების გადამეტებაში, თანხის გაფლანგვაში და სხვა კრიმინალურ დაშაულში ცნეს დამნაშავედ, რასაც ის უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს უწოდებდა. მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა, ვიდრე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებოდა ქართული ოცნების მიერ, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. „შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი რომ გავაგრძელო ბრძოლა ამ რეჟიმის მოსაშორებლად“,_ განაცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „გაძლევთ გარანტიას, რომ წელს ეს ხელისუფლება დასრულდება“. მერაბიშვილს ციხის გარეთ უამრავი მხარდამჭერი დახვდა. მათ შორის ყოფილი ხელისუფლების წევრები. როგორც REUTERS აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი ყოფილი ოფიციალური პირი დააკავეს, ძალაუფლების გადამეტების და კორუფციის ბრალდებით. ოპოზიციური პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მისი ოპონენტების წინააღმდეგ ომობს. მაუწყებლის ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე კრიმინალური საქმე გაიხსნა და დააკავეს ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციების პერიოდში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წინააღმდეგ იმართებოდა. REUTERS-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გასულ ზაფხულს დაიწყო და სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სამხრეთ კავკასიის  ქვეყნის მთავრობამ, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გამოიყენა შერჩევითი სამართლიანობა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, რასაც ოფიციალური პირები ... ...
  • საკუთარ დაბადების დღეზე ცეკვის დროს გარდაცვლილი გოგო დღეს დაკრძალეს 20 წლის ‌ანა ენგიბარიანი, რომელიც მოსკოვში, საკუთარ დაბადების დღეზე, ცეკვის დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა, დღეს, მშობლიურ სამტრედიაში დაკრძალეს. ‌რა გახდა 20 წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმა სახელდება.  ამავე თემაზე: სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა იელი გოგონას ცეკვა, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...