"არჩევნებში იმარჯვებს ხალხი!"

პოლიტიკა

"არჩევნებში იმარჯვებს ხალხი!"

2012 მარ 27 06:59:47
გოჩა ჯიქია, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ჩოხატაურში, გასულ კვირას დაინიშნა. ამის შესახებ, ოფიციალური განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.

_ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ჩემი დანიშვნა ჯერ არ არის ბოლომდე დადასტურებული. ჩვენ შეხვედრა გვქონდა "ქართუ ჯგუფში", პოლიტსაბჭოსთან, მაგრამ ბოლომდე დადასტურებული პასუხი არ მიმიღია, _ ამბობს ჯიქია.

_ ამ პოსტზე ბევრი ჩვენებური ოპოზიციონერი განიხილებოდა. მართალია, თქვენ ამბობთ, რომ ჯერ დადასტურებული არაფერია, თუმცა, გუშინ (საუბარი ჩაწერილია 23 მარტს. ავტ.) დავით ბერძენიშვილმა ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. რატომ მაინცდამაინც თქვენ? რითი ხართ განსაკუთრებული და რა გამოგარჩევთ დანარჩენი კოლეგებისგან?

_ ჩემს გარდა, პოლიტსაბჭოს, რომელიც ამ თანამდებობაზე დასანიშნ პირებს არჩევს, შეხვდა ვლადიმერ ლომთათიძე, თამაზ ჯინჭარაძე და ვლადიმერ სიხარულიძე. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩემს თავს განსაკუთრებულად არ მივიჩნევ, გარდა იმისა, რომ ვიბრძოლებ ბოლომდე.

_ სხვები ამას არ გააკეთებენ?

_ რა თქმა უნდა, იმედია, რომ გააკეთებენ, მაგრამ უკეთესია, რომ პასუხი მათგან მიიღოთ. ჩემგან არ მოდიოდა ამბიცია, რომ ვყოფილიყავი შტაბის ხელმძღვანელი ან რაიმე ჩინის მატარებელი. ეს მე პოლიტსაბჭოსაც კარგად ავუხსენი და ვუთხარი, რომ მნიშვნელობა არ ექნებოდა, ვინ იქნებოდა ამ თანამდებობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ყველას ერთი საქმე გვაქვს საკეთებელი.

_ ბატონო გოჩა, ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი თქვენი პოლიტიკური ისტორია. თუმცა, ახლახან გაირკვა, რომ 2010 წელს, სოფელ დაბლაციხეში, წინასაარჩევნოდ, სოფლის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები თქვენ შეასრულეთ... როგორ ფიქრობთ, რატომ მოგცათ ხელისუფლებამ ამ სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა?

_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამის გადამოწმება ადვილია. როდესაც პროექტი მზადდებოდა, ამ საქმეში ჩართული იყო სოფლის მოსახლეობა, მათ ამირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ დაბლაციხის ხაზზე, იმისთვის, რომ გამეკონტროლებინა შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ეს იყო ჩემი მონაწილეობა ამ პროექტში.

_ თუკი იყავით მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე, უნდა შედგენილიყო სპეციალური ოქმი. შედგა თუ არა მსგავსი ოქმი და როგორ გახორციელდა 2010 წელს სოფლის პროგრამის სამუშაოები თქვენს სოფელში?

_ ეს იყო ადგილობრივი არჩევნების წელი. მე არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას და კენჭს ვიყრიდი მაჟორიტარ დეპუტატად ჩემსავე სოფელში "რესპუბლიკური პარტიიდან". მშენებლობები მიმდინარეობდა აქტიური საარჩევნო პერიოდის დროს. მე ოქმი არ დამიწერია, რადგან როცა მოვითხოვე ჩემი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შედგა სოფლის კრებაზე, აღმოჩნდა, რომ ასეთი დოკუმენტი აღარ არსებობდა და მე ვერ შევძლებდი დოკუმენტის გარეშე რაიმე სახის ოქმი დაწერას. რაც შეეხება გახორციელებულ პროექტს, სამუშაოებს ასრულებდა ინდმეწარმე თეიმურაზ ჯიქია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეგვარეა და ჩემი თანასოფლელი, თუმცა, მუშებად მუშაობდნენ ჩემი ბიძაშვილი და ორი უახლოესი მეგობარი. როცა ამის შესახებ ცნობილი გახდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, შეჩერდა მუშაობა. ჩემსა და იმდროინდელ გამგებელს, მამუკა დოლიძეს შორის, რომელიც იმ პერიოდში გადამდგარი იყო არჩევნების საჭიროებიდან გამდინარე, შედგა ძალიან ცხარე საუბარი ტელეფონით. ამ საუბრის დროს მითხრა დოლიძემ, რომ ჩემს ახლობლებს სამუშაოები არ უნდა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება გაუქმდებოდა და პრობლემა შეექმნებოდა ინდმეწარმეს. ამ საუბრის შემდეგ, არჩევნების დასრულებამდე, დაბლაციხეში ეს პროგრამა შეჩერებული იყო და არჩევნების შემდეგ, როცა გაიმარჯვა მათმა კანდიდატმა, განაახლა იგივე ადამიანებმა, რომლებმაც თავიდან დაიწყეს.

_ ეს საკმაოდ სერიოზული თემაა. თუ ეს ყველაფერი მართლაც 2010 წლის თვითმართველობის არჩევნების წინ ხდებოდა, თუკი თქვენს ახლობლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, თუკი სოფლის კრების ოქმის გაქრა, რატომ აქამდე არ გაახმაურეთ ან შესაბამის უწყებებს არ მიმართეთ?

_ არ ჩავთვალე საჭიროდ, რადგან დოკუმენტის გაქრობა თუ არჩევნების გაყალბება ხდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლებისთვისაც კანონის თანახმად უნდა მიმემართა.

_ პრესას რატომ არ აცნობეთ?

_ ახლა მეკითხებით და მეც გპასუხობთ.

_ ამდენ ხანს, თქვენივე ინიციატივით რატომ არ ისაუბრეთ ამ თემაზე?

_ ეს სოფელში გახმაურებული თემა იყო და არ მივიჩნიე მიზანშეწონილად, რომ პრესისთვისაც მეცნობებინა.

_ ტროტილის შეძენა-შენახვასთვის, რაც დღემდე საკამათო თემაა, 3 წლის წინ მოგისაჯეს სამწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, ციხეში მხოლოდ 4 თვე გაატარეთ, რადგან საბოლოოდ გადაკვალიფიცირდა მუხლი და დაგეკისრათ 2 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა. ვიცით, რომ ეს თანხა დღემდე გადაუხდელი გაქვთ. რატომ არ გთხოვენ შესაბამისი ორგანოების ამდენი ხნის განმავლობაში ამ თანხის გადახდას?

_ კი, ამ თანხის გადახდა ნამდვილად დამაკისრეს, მაგრამ არ გადავიხდი, რადგან ეს იგივეა, რომ ვაღიარო ე.წ. დანაშაული, რომელიც თითქმის ტერორისტობის ტოლფასი გახადეს. რაც შეეხება იმ პროვოკაციულ შეკითხვას, თუ რატომ არ მთხოვენ, მე მაქვს საკუთარი მანქანა, რომელიც არის დაყადაღებული ამ თანხის სანაცვლოდ.

_ და ეს დაყადაღებული მანქანა დღეს თქვენს ეზოში დგას.

_ დიახ. თუმცა, ამაში არაფერი გასაკვირი. იმ მანქანით დაყადაღების შემდეგ არ მისარგებლია.

_ ჩოხატაურელი ოპოზიციონერებიდან ხშირად ისმის ერთმანეთის საწინააღმდეგო ბრალდებები. ცალ-ცალკე რომ მოგისმინოთ, "ყველა ვიღაცასთან ხართ შეკრული". ასეთი "ერთიანობით" გეგმავთ არჩევნებში გამარჯვებას?

_ მე, პირადად, არავის მისამართით არ მქონია მსგავსი ბრალდება. მე პირდაპირი ადამიანი ვარ და თუ ვინმეზე ასე ვფიქრობ, დამერწმუნეთ, პირდაპირ ვეტყვი და ჩვენს გვერდით ასეთი არ იქნება.

_ ვინ იქნება თქვენს გვერდით, გარდა იმ სახეებისა, რომლებითაც დღეს არის წარმოდგენილი "ქართული ოცნება" ჩოხატაურში?

_ ჩვენს გვერდით იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც რეალურად ხედავს დღევანდელი ხელისუფლების იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც რამდენიმე წელია სულ უხუთავს მოსახლეობას. ჩვენ არავის ვზღუდავთ, ყველას შეუძლია მოვიდეს და ჩვენთან ერთად იბრძოლოს უკეთესი მომავლისთვის.

_ ვის ოცნებებს ასრულებს "ქართული ოცნება"? ბოლო დროს ეს კითხვა ძალიან აქტუალურია, რადგან ამ კოალიციაში საკმაოდ არაპოპულარულ კადრებს ვხედავთ.

_ მე არ ვიცი, თქვენ ვის გულისხმობთ არაპოპულარულ კადრებში. ყველა ის ადამიანი, ვინც "ქართულ ოცნებაშია", თავისი საქმის მცოდნე და პროფესიონალია. ყველა მათგანი გულით აკეთებს საერთო საქმეს, რომელიც ქართველი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო. როდესაც "ქართული ოცნების" არაპოპულარულ კადრებზეა საუბარი, ნუ დაგვავიწყდება, ვინ არის დღევანდელ ხელისუფლებაში და როგორია მათი პოპულარობა.

_ როგორ ფიქრობთ, თქვენ ხართ პოპულარული და ჩოხატაურელები მხარს დაგიჭერენ?

_ პოპულარობა არ მჭირდება. რაც შეეხება ჩემს პიროვნულ თვისებებს, ეს მათ იციან, ვინც მე მიცნობს და ის საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებ, ჩემს შესაძლებლობებს ყველას დაანახებს.

_ არჩევნებში გამარჯვებისთვის მხოლოდ თქვენი ნაცნობების ცნობები არ არის საკმარისი.

_ არჩევნებში გოჩა ჯიქია არ იმარჯვებს. იმარჯვებს ხალხი, რომლებსაც სურს უკეთესი ცხოვრება, დღეს კი ცხოვრება უსამართლო და გაუსაძლისია.

_ თუმცა, როცა ხდები პარტიისა და კოალიციის სახე, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა მეტია. გასაგებია, რომ ხალხი იმარჯვებს, მაგრამ ეს ხალხი უნდა დაარწმუნოთ იმაში, რითი ხართ მოქმედ ხელისუფლებაზე უკეთესი.

_ დღევანდელი ხელისუფლება ხალხისთვის არის მაგალითი ძალადობის, მკვლელობის, კორუფციის და იმ ყაჩაღობის, რომელიც 9 წელია გრძელდება. ჩვენი კოალიცია ასეთ მოქმედებებს მაქსიმალურად გამორიცხავს და ამის გარანტი უპირველესად ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ხალხის ფული არ სჭირდება.

_ ამბობთ, რომ ხელისუფლება ცუდია, ბიძინა ივანიშვილი კი _ კარგი, მაგრამ მოსახლეობამ ხმა თქვენ უნდა მოგცეთ, იმ გუნდს, რომლითაც დღეს ხართ წარმოდგენილები, რომლებმაც რამდენიმე არჩევნებში ვერ გაიმარჯვეთ და რომლებსაც, რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, ამ ეტაპზე ავტორიტეტი და ნდობა არ აქვს.

_ საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენ მოვიგეთ.

_ თქვენ არა.... არჩევნები მოიგო კანდიდატმა და აქ თქვენი გუნდის როლი ძალიან უმნიშვნელო იყო. თქვენ ვერ შეძელით მოგეგოთ საპარლამენტო არჩევნები, ვერ შეძელით თვითმმართველობის არჩევნების დროს თუნდაც ერთ სოფელში, გაგეყვანათ თქვენი კანდიდატი. თქვენ პირადად, საკუთარ სოფელში წააგეთ არჩევნები და ჩვენი რამდენიმე დღის წინ ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ ავტორიტეტთან და ნდობასთან დაკავშირებით კოალიცია "ქართული ოცნების" ჩოხატაურის ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჩოხატაურელები არ ენდობა და მათი, შესაბამისად თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი არ აქვთ.

_ ადგილობრივ არჩევნებში ჩემს წაგებასთან დაკავშირებით, მაქვს მყარი პოზიცია _ მე არჩევნები წავაგე არა ხალხთან, არამედ ხელისუფლებასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი კანდიდატი გაეყვანა _ არ დაუკლიათ არც მოსყიდვა, არც დაპირება და უფრო მეტიც, საკუთარი სახსრებით ჩამოიყვანეს ადამიანები სხვადასხვა რაიონებიდან, რომ მათი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა. ეს ყველამ კარგად იცის.




 ახალი ამბები
  • "ახლა მთავარია, უმრავლესობის წევრებს ქუჩაში არ აერიოთ წითელი და მწვანე ღილაკები" _ კვაჭანტირაძეახლა მთავარია, უმრავლესობის წევრებს ქუჩაში არ აერიოთ წითელი და მწვანე ღილაკები - ეს განცხადება, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ, ყოფილი თანაგუნდელის დავით მათიკაშვილის იმ განმარტების საპასუხოდ გააკეთა, სადაცმათიკაშვილმა განმარტა, რომ კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს, რადგან წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.  პარლამენტის სხდომაზე დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგა, კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა. სწორედ ამიტომ, საკითხი ბიუროს სხდომაზე მეორედ დააყენეს. საბოლოოდ კი კვაჭანტირაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.  ​„როდესაც კენჭისყრა გაიმართა ამ საკითხზე, გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება, რომ მე თავად გადავწყვიტე, დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმოერედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს, რომ მიმეღო მოწვევა, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ჩემი განცხადება. შემიძლია, ახლა გადმოგცეთ. მადლობა ყველას, რომელბმაც თქვენი სინდისით იხელმძღვანეთ და მიიღეთ, ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს“, – განაცხადა ზვიად ... ...
  • "მე ამ თანამდებობიდან ნებაყოფლობით მივდივარ" - ზვიად კვაჭანტირაძე გადადგა"მე ამ თანამდებობიდან ნებაყოფლობით მივდივარ," - ეს განცხადება უმრავლესობის ყოფილმა წევრემა, ზვიად კვაჭანტირაძემ, სესიაზე გააკეთა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ზვიად კვაჭანტირაძემ გადადგომის შესახებ მანამდე განაცხადა, ვიდრე ირაკლი კობახიძე მისი გადაყენების საკითხს კენჭისყრაზე მეორედ გამოიტანდა. „ჩემი მხრიდან საკითხი ამოწურულია, ჩათვალეთ, რომ მე ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან,“ - განაცხადა კვაჭანტირაძემ. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან პირველ კენჭისყრაზე ვერ გადააყენეს. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, სესიაზე ტექნიკური ხარვეზი მოხდა - დეპუტატებს წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს სესიაზე კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხის მეორედ უნდა დაეყენებინა, თუმცა, კვაჭანტირაძემ განმეორებით კენჭისყრამდე გადადგომის შესახებ თავად განაცხადა. კვაჭანტირაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ყოფილ თანაგუნდელს, რომელმაც მის გადაყენებას მხარი არ ... ...
  • „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მიზანია, ამომრჩეველი საკუთარ პარტიებში ნახირივით შეტენოს“_ ხუხაშვილი„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ამომრჩეველი, რომელსაც არცერთი პარტია მოსწონს, არჩევანის გარეშე დატოვოს და ნახირივით საკუთარ პარტიებში შეტენოს, ეს უნდა დამთავრდეს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. ხუხაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ განაცხადა, რომ ინიციატივა ოდიოზური მოსამართლეების ინტერესების გატარებას ემსახურება. _ ბატონო გია,  სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მწვავე პროტესტის მიუხედავად, „ქართული ოცნება“  პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარდაჭერას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივის ნაკლოვანების შესახებ საუბრობენ, მათი აზრით, აღნიშნული კანონპროექტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ კლანს შესაძლებლობას აძლევს, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეთა კანდიდატებად მათთვის სასურველი ადამიანები დაასახელონ. თქვენი აზრით, აღნიშნული ინიციატივა სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების ფონზე, რამდენად მართლზომიერად შედგენილია? _ ხელისუფლებამ საზოგადოების ნების საწინააღმდეგო არჩევანი მაშინ გააკეთა, როცა ოდიოზურ მოსამართლეებს გაურიგდა. ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, ბუნებრივია, არსად წერია, რომ ინიციატივა სასამართლო სისტემაში გაბატონებულ კლანზეა მორგებული, მაგრამ ვხედავთ, რომ კანონპროექტი ოდიოზური მოსამართლეების ინტერესების გატარებას ემსახურება. ხელისუფლებისთვის სასიცოცხლო ამოცანად იქცა მართლმსაჯულების სისტემაში კოლექტიური მურუსიძეების შენარჩუნება, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მომავალზე, ბუნებრივია, დადებითად ვერ აისახება.   _ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომლის აზრით, სასამართლო  სისტემის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა უნდა არსებობდეს, ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? და ასევე, თქვენი აზრით, პრეზიდენტი ღიად რატომ არ საუბრობს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ? _სალომე ზურაბიშვილს მისთვის მოსახერხებელი პოზიცია აქვს არჩეული. რაზეც არ უნდა კომენტარის გაკეთება, ამბობს, ჩემს კომპეტენციაში არ არისო, რაც არის სტატუსით და კაბინეტით, მოგზაურობითა და მარშუტით კმაყოფილი ადამიანის საქციელი. ზურაბიშვილს, რომელიც არაფერს აკეთებს (მთავარია, არაფერი გააფუჭოს), ერთადერთ რამეს ვურჩევდი, გარდერობი განაახლოს.   _ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას, რომელშიც ყურადღება სასამართლო სისტემაში არსებულ  კლანურ მმართველობაზეა გამახვილებული, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების ფანტაზიები და ჭორები უწოდეს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თვალში ამგვარი განცხადებები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას კიდევ უფრო აკნინებს. თქვენ როგორ აღიქვით  მწვავე დასკვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებები? _ როგორც ჩანს, იუსტიციის  უმაღლეს საბჭოში ძალიან ნიჭიერი ხალხი გვყავს. საქმე გვაქვს საბჭოს წევრების მიერ გამოთქმულ აბსოლუტურად კატასტროფულ აზროვნებასთან. ყველაზე ბნელ პერიოდშიც კი საჯარო პირისგან ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება წარმოუდგენელი იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ განცხადებებით არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არა აყენებენ შეურაცხყოფას, არამედ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს.   _მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე  „თიბისი ბანკის“ აიტისამსახურმა კიბერთავდამსხმელების ჯგუფს მიაკვლია და მასალები შს სამინისტროს გადასცა, ბანკის მიმართ ხუთი თვის წინ განხორციელებულ კიბერშეტევის შესახებ  საგამოძიებო უწყებას დამნაშავეები არ გამოუვლენია. როგორ ფიქრობთ, საგამოძიებო უწყება განძრახ აჭიანურებს გამოძიებას თუ საქმის დაუსრულებლობას საფუძვლად ობიექტური მიზეზები უდევს? _აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილის განცხადება საკმაოდ არადამაჯერებელი იყო. ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ასეთი სერიოზული დანაშაულის შესახებ შს სამინისტროს თავად აცნობა, საიდანაც სრული იგნორი მიიღო. როცა საზოგადოება აღნიშნულზე აქტიურად საუბრობს და სამინისტრო კვლავ გაუგებარ განცხადებებს აკეთებს, ბუნებრივია, საქმესთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები ჩნდება. ფაქტია, რომ სამინიტრო აღნიშნული საქმის გამოძიებას ... ...
  • „წითელზე უნდა დაეჭირათ თუ მწვანეზე, აერიათ" _ მათიკაშვილი კვაჭანტირაძის გადაყენებაზეპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ტექნიკურ პრობლემას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ პლენარულ სხდომაზე ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ​გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. „წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. კომიტეტიდან გაწვევა და კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მოხსნის საკითხი, მადლობა ღმერთს, პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობა არ არის. შესაბამისად, იყო ტექნიკური გაუგებრობა. ცხადია, უმრავლესობის გადაწყვეტილება არის კვაჭანტირაძესთან დაკავშირებით მიღებული და ეს იქნება რეალიზებული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, კომიტეტის თავმჯდომარის საკითხი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, უმრავლესობას აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას, ვინც იქნება კონკრეტული კომიტეტის თავმჯდომარე. ეს საკითხი დაისვა მას შემდეგ, რაც ბატონმა ზვიადმა დატოვა უმრავლესობის რიგები. ანალოგიურად, ხვალ მე რომ გავიდე უმრავლესობიდან, უნდა დავტოვო ის თანამდებობები პარლამენტში, რაც მიკავია“, – განაცხადა დავით ... ...
  • 67 მომხრე, 8 წინააღმდეგი _ კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს67 მომხრე, 8 წინააღმდეგი - ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.კვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახძის თქმით, საკითხის განხილვას ორ კვირაში დაუბრუნდებიან.  გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე მწვავე რეპლიკების ფონზე ... ...

არქივი

ზაფრანი

გერმანელებს ჭკვიანი ცოლები არ უნდათ

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემამ...

ერთი ვაშლი დღეში სიმსუქნისგან გიხსნით

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

სტრესის მოხსნის ყველაზე მარტივი ხერხი

ბრიტანელმა ექიმებმა, რომლებიც ცდილობდნენ ეპოვათ...

ბრედ პიტი - ახალი მოდის კანონმდებელი

ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა...

ბრიუს უილისი პაპარაცის წინააღმდეგ

ცოტა ხნის წინ, ცნობილი ამერიკელი...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...