პოლიტიკოსების სიმართლე - FactCheck.ge-ს მიმოხილვა


პოლიტიკა

პოლიტიკოსების სიმართლე - FactCheck.ge-ს მიმოხილვა

14 დეკ. 2015, 16:18:37

FactCheck.ge პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 

FactCheck.ge-ს ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული სტატია "ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას ეხებოდა. მისი თქმით, საქართველოში ყოველი 100 ლარიდან, რომელსაც მოქალაქე შოულობს, 35 ლარი სახელმწიფოს მიაქვს. ეს კი, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აღნიშნული ბიუჯეტით სოციალური პრობლემების მნიშვნელოვნად აღმოფხვრა შესაძლებელია, თუკი ის მიზნობრივად, შესაბამისი საჭიროებების მქონე ოჯახებზე დაიხარჯება.

"საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები ქვეყნის ეკონომიკის (მშპ-ის) 35%-ია. თუმცა, თუ მოქალაქეების მიერ პირდაპირ ბიუჯეტში შეტანილ თანხას ცალკე გამოვყოფთ, ის მშპ-ის 28%-ს შეადგენს. თუმცა, ადამიანს, რომელსაც შემოსავალი ხელფასის სახით აქვს და შემდეგ თავის ხელფასს სრულად ხარჯავს, შემოსავლის დაახლოებით 35% ბიუჯეტში შეაქვს. "სახელმწიფოს მიაქვს" არ ნიშნავს, რომ შემოსავალი ხელისუფლების წევრებს "მიაქვთ". ადმინისტრაციული ხარჯი ეკონომიკის მიმართ 9%-ია. დანარჩენი თანხა კი ისევ მოსახლეობას უბრუნდება პენსიის, სოციალური დახმარების, ინფრასტრუქტურის განვითარების, სუბსიდიების და სხვა ხარჯების სახით.

ის, თუ რამდენი უნდა იყოს ბიუჯეტი ეკონომიკის მიმართ, ეს პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის დისკურსის ერთ-ერთი მთავარი საკითხია (ანუ, იმის განსაზღვრა, თუ რა უფრო პრიორიტეტულია ქვეყნისთვის – არსებული შემოსავლების მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილება, თუ ეკონომიკური განვითარების ტემპის დაჩქარება).

ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, დღევანდელი ბიუჯეტით შესაძლებელია სოციალური პრობლემები უკეთესად მოგვარდეს, თუ ბიუჯეტიდან დახმარებას მხოლოდ ღარიბები აიღებენ და არა ყველა მოქალაქე, როგორც ეს დღეს ხდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება სიმართლეა.

ასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გადაამოწმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჯანდაცვისსფეროსშემდეგ, ყველაზედიდიფინანსურირესურსიგანათლებაზეიქნებამობილიზებული.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 975 მილიონ ლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, ის მხოლოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტს (3.2 მილიარდი ლარი) ჩამორჩება. ამასთან, 2012 წელთან შედარებით განათლების სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 64%-ით გაიზარდა და მოცულობით, სამინისტროებს შორის, მეოთხე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება სიმართლეა.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას ეხებოდა. მინისტრის თქმით, 28 პროექტის შესრულება 3 წლის წინ(წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა), თუმცა ამ ხნის განმავლობაში პროექტები არასწორად კეთდებოდა.

საქართველოს წყალმომარაგების კომპანიისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, 2012-2013 წლებში წყალმომარაგების 24 პროექტი დაიგეგმა. აღნიშნული პროექტების დაგეგმვა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, კონკრეტულად რამდენი პროექტი დაიგეგმა 2012 წელს და რამდენი 2013 წელს, ეს ინფორმაცია წყალმომარგების კომპანიამ ვერ მოგვაწოდა. თუმცა, ფაქტია, რომ ამ პროექტების ნაწილი 2013 წელს დაიგეგმა. არცერთი პროექტის განხორციელების პრაქტიკული სამუშაოები 2014-2015 წლებამდე ადრე არ დაწყებულა.

დონორი ორგანიზაციის (ევროპის საინვესტიციო ბანკის) მოთხოვნით, აუცილებელი გახდა თითოეულ პროექტში ცვლილებების შეტანა, ვინაიდან ისინი საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. აღნიშნული ცვლილებები 2014 წლის დეკემბრიდან განხორციელდა, დამატებითი სამუშაოების ხარჯები გამოყოფილი საკრედიტო რესურსის ფარგლებში დაფინანსდება.

შესაბამისად, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებაც გადაამოწმა. "ჩვენ ინოვაციური ნორმები შემოვიტანეთ. განსაკუთრებით გამოვყოფ იმ უფლებას, რომელიც 2016 წლის სექტემბრიდან სახალხო დამცველის პრევენციული მექანიზმის წევრებს მიენიჭათ. მათ შეეძლებათ საპატიმრო ადგილებში პირველად მოახდინონ იმ პატიმრების ფოტოგადაღება, რომლებიც აცხადებენ, რომ დაზიანებულები არიან, ან რაიმე ზემოქმედების კვალი აქვთ. ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უფლება მიეცათ, საპატიმროების საერთო მოხმარების ადგილები გადაიღონ, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯარო სივრცისთვის დახურული იყო" - განაცხადა ბესელიამ.

სახალხო დამცველსა და პრევენციული მექანიზმის წევრებს პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი საცხოვრებელი პირობების გადაღების უფლებამოსილება, კანონის თანახმად, დღემდე არ ჰქონიათ. მართალია, აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ საუბარი 2005 – 2008 წლებშიც მიმდინარეობდა, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია. 2013 წლიდან მოყოლებული სახალხო დამცველი აქტიურად მოუწოდებდა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებისკენ, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო და 2015 წლის 1 მაისს პარლამენტმა პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლებამოსილება დაამტკიცა.

პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღების განხორციელების უფლება საქართველოში ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა. თუმცა, რამდენად იქნება აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, ჯერ უცნობია, ვინაიდან სახალხო დამცველის უფლებამოსილების ფარგლები და მისი განხორციელების წესი ჯერ დადგენილი არ არის. კანონით, მისი შემუშავება 2016 წლის 1 აგვისტომდე, სახალხო დამცველთან შეთანხმებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაევალა, რამაც ახლადმიღებული ნორმის ამოქმედება 2016 წლის 1 სექტემბრამდე გადაავადა.

ფაქტ-მეტრი ამ თემას მომავალშიც დაუბრუნდება, ამ ეტაპზე კი ასკვნის, რომ ეკა ბესელიას განცხადება არისსიმართლე.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეხებოდა. ნოდარ ხადურის თქმით, ასაკობრივი პენსიისთვის გამოყოფილი თანხები მომავალ წელს 90 მლნ ლარით გაიზრდება, რომლის დაფინანსებაც ძირითადად გადასახადებიდან და სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე მოხდება.

2012 წლის სექტემბერში საპენსიო პაკეტის ფულადი კომპონენტი 110-125 ლარის ფარგლებში იყო. 2013 წლის სექტემბერში პენსია 150 ლარამდე, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი 160 ლარამდე გაიზარდა. მომავალი წლის ივლისიდან პენსიის 180 ლარამდე ზრდაა დაგეგმილი.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ბოლო რედაქციით, საპენსიო ხარჯი 180 მლნ ლარით იზრდება, რაც 180 ლარამდე გაზრდილი პენსიის დასაფინანსებლად საკმარისია. სახელმწიფო გაზრდილ პენსიას გადასახადებიდან და პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ხარჯზე დააფინანსებს. საგადასახადო შემოსავლების გეგმის დროის მოკლევადიან მონაკვეთში 2.6%-ით ზრდა შეიძლება გარკვეულ კითხვებს ბადებს, თუმცა ფაქტ-მეტრი, ამ ეტაპზე, მოცემულ საკითხზე მსჯელობაში არ შევა და ამ თემაზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

თუ 2013 წლის 150 ლარიანი პენსიის მსყიდველუნარიანობას 2016 წლის 180 ლარიან პენსიას შევადარებთ, ვნახავთ, რომ გაზრდილი ინფლაციის გამო, 2016 წლის ბოლოს 180 ლარს იგივე მსყიდველობითი უნარი ექნება, რაც 151 ლარს 2013 წელს ჰქონდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება სიმართლეა", _ აღნიშნულია FactCheck.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.




 ახალი ამბები
  • როდემდე გაგრძელდება სწავლა ჩოხატაურში დისტანციურადჩოხატაურში სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა. „ორშაბათიდან სწავლა განახლდება ჩოხატაურში დისტანციურად. საკლასო ოთახებში კი 1 თებერვლის შემდეგ შევალთ“,_ გვითხრა ... ...
  • ,"ჰელფები“ უკვე საქართველოს მასშტაბით“რუტინად გვექცა უკვე  ყოველი  დილა _  7-ის ნახევარზე ვიწყებთ  მუშაობას  ბაზარში გასვლით, მერე საწყობში მიტანა, აწონვა, დახარისხება, განაწილება. ცალკე ჯგუფი მუშაობს ბაზების შექმნაზე. ჯგუფი იღებს ინფორმაციას შემოსული შეტყობინებებიდან. შეძლებისდაგვარად ვამოწმებთ, რა სჭირდებათ, რა უჭირთ და ვადგენთ მისამართებს. მერე დახარისხებული  კალათები მიდის საწყობიდან და ნაწილდება სხვადასხვა მისამართზე“, _ ყვება სამოქალაქო აქტივისტი და საქველმოქმედო პროექტის „ჰელფების“ დამფუძნებელი გიგა მაქარაშვილი. „ჰელფების“ ჯგუფი 26 იანვრიდან დადის ოჯახებში და ეხმარება მათ საჭირო ნივთებით და სხვადასხვა პროდუქტებით. გიგას თქმით, 26 ნოემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ისინი იყვნენ  2 762 ოჯახში და დაეხმარნენ  თითქმის 12 000 ადამიანს. მათ შორის 110 ოჯახს გურიაში. სადაც ძალიან მძიმე სიტუაციაა, როგორც მთელს საქართველოში. „ ჰელფების“ ჯგუფები ყოველდღიურად  150-120 ოჯახს ეხმარებიან. „ყველა რეგიონში ვართ. დაახლოებით 250 სოფელი და ყველა ქალაქი მოიცვა ჩვენმა კამპანიამ ამ ეტაპისთვის. 2 500-ზე მეტი „ჰელფია“  ჩართული. დღეში, მინიმუმ, 70-ზე  მეტი ადამიანი  მუშაობს დილიდან საღამომდე დიდი ენთუზიაზმით, რომ ეს პროექტი შედგეს. ყოველდღიურად ჩავდივართ რუსთავში. სხვა ქალაქებში გვყავს ჩვენი მეგობარი „ჰელფები“, რომლებსაც ვუგზავნით თანხას და ისინი უწევენ ორგანიზებას პროდუქტების შეძენას, დახარისხებას. შემდეგ ჩვენგან გადაგზავნილ მისამართებზე  ხდება კალათების განაწილება. ქუთაისში და ბათუმში სამ-სამი ჯგუფები გვყავს , რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ.  ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას კარანტინის დასრულებამდე “, _ ამბობს გიგა მაქარაშვილი. შეგახსენებთ,  რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა  საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი: „დავწერე, რომ შემეძლო ნებისმიერ რამეში დავხმარებოდი _ ეს იქნებოდა ნაგვის გატანა, დალაგება, ინფიცირებული ბავშვების გამხიარულება თუ სხვა რაიმე საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ გამომეხმაურა. თუმცა, გამომეხმაურნენ  ადამიანები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს.  ზოგმა ხელთათმანები მომიტანა, ზოგმა _ სადიზენფექციო ხსნარი,  ხალათები, კომბინეზონები. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი მოხალისედ ჩართულიყო ჩვენს აქტივობაში.  ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი საქველმოქმედო პროექტის ... ...
  • ბესო ქათამაძემ პოლიციის შენობა დატოვა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო ქათამაძემ პოლიციის შენობა დატოვა. დღეს, ბუკნარში, მას და “ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგ ბესო ქათამაძე ოზურგეთის პოლიციაში გადაიყვანეს დაკითხვაზე. “ის, რაც მოხდა ბუკნარში, არის ვასილ ჩიგოგიძის დამსახურება. ამას ახლაც ვამბობ და ბუკნარის შეხვედრის დროსაც ვუთხარი“, _ თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბესო ქათამაძემ. მისი თქმით, ის დაკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ბესო ქათამაძემ საუბრის დროს აღნიშნა, რომ "გამომძიებლებს არ უნდოდათ ოქმში დამეფიქსირებინა მთავარი ფაქტი _ ვასილ ჩიგოგიძემ მომაყენა ზიანი. ეს ფაქტი ოქმში ... ...
  • Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნაგავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ შეუნარჩუნა. გამოწვევებით სავსე წლის შემდეგ საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კომპანიის სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის ზრდის წინაპირობაა და ასევე საშუალებას იძლევა კომპანია კიდევ უფრო მეტად იყოს მომხმარებლებზე ორიენტირებული. Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თიბისი ლიზინგი საქართველოში სალიზინგო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსებას როგორც კორპორატიული კლიენტებისათვის, ასევე, მცირე და საშულო ბიზნესებისთვის,  მიკრობიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის. „მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგმა გასულ წელს მიღებული, ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი, გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლის მიუხედავად, წარმატებით შეინარჩუნა, რაც ბაზარზე თიბისი ლიზინგის N1 პოზიციას ადასტურებს და ხაზს უსვამს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლობას მომხმარებლებთან. გასულ წელს მოვახერხეთ, რომ მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები უწყვეტად შეგვეთავაზებინა. რეიტინგის შენარჩუნება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კომპანიას სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და სწორი მიმართულებით ვითარდება", - თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი - გაგა გოგუა. თიბისი ლიზინგი, აქტივების ზომის მიხედვით, თიბისი ბანკის ყველაზე მსხვილი შვილობილი კომპანიაა. ის, ასევე საქართველოში ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანიაა, 17-წლიანი გამოცდილებითა და 70%-მდე საბაზრო წილით. ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება18 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 1 თებერვლამდე გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში სწავლა. ამ ეტაპზე უცნობია 1 თებერვლის შემდეგ მოხდება თუ არა სწავლის გაგრძელება საკლასო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....