ნახევარი მილიონი მოსწავლე უფასო სახელმძღვანელოებით სარგებლობს - ღარიბაშვილი

პოლიტიკა

ნახევარი მილიონი მოსწავლე უფასო სახელმძღვანელოებით სარგებლობს - ღარიბაშვილი

21 დეკ. 2015, 19:23:49

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განათლების სისტემის შედეგზე ორიენტირებული რეფორმა მალე უზრუნველგვყოფს თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტებით, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრებით.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შემდეგ ყველაზე დიდი ინვესტიცია განათლების სისტემაში განვხორციელდა.

"აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 55%-ით არის გაზრდილი. განათლების სისტემის რეფორმა მოიცავს განათლების სრულ ციკლს - საბავშვო ბაღებს, სკოლას, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას, გადამზადებას. 82%-ით გავზარდეთ მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება. 3-ჯერ გაიზარდა სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების დაფინანსება, 2.5-ჯერ გაიზარდა მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასები. 24 მილიონი ლარით დაფინანსდა სამეცნიერო ინფრასტრუქტურისა და კვლევითი ბაზის განახლება. 60 მილიონი ლარით დაფინანსდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

65%-ით გაიზარდა მასწავლებლის საბაზო ხელფასი. 2016 წელს კი ზრდა 70-80%-ს მიაღწევს. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის მათი შრომის შესაფერისი ანაზღაურება. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სათანადოდ დავაფასოთ ადამიანები, ვისაც ჩვენი შვილების ბედი, მომავალი თაობების აღზრდა ვანდეთ.

დღეს ნახევარი მილიონი მოსწავლე სარგებლობს უფასო სახელმძღვანელოებით. 1150-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებიც წლების განმავლობაში ფეხით გადიოდნენ კილომეტრებს სახლიდან - სკოლამდე, დღეს სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება. მსოფლიო ბანკის კვლევის მონაცემებით, ამ პროგრამებმა ოჯახის დანახარჯი ზოგად განათლებაზე 60 პროცენტით შეამცირა", _ განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების განვითარებაზე. მისივე თქმით, მთავარი მიზანია თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შეიქმნას შესაფერისი საგანამანთლებლო გარემო.
პრემიერის განცხადებით, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა შრომის ბაზარზე ორიენტირებული, ხარისხიანი პროფესიული განათლებისთვის და 2013 წლიდან ეს მიმართულება სრულად ფინანსდება.

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს,  გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უმაღლესი განათლების სფეროში.

"დღეს სახელმწიფო აფინანსებს 21 საბაკალავრო პროგრამას, პირველად ამოქმედდა დოქტორანტების დაფინანსების პროგრამა. გასამმაგდა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა, გაიზარდა სასტიპენდიო ფონდები. დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტებისთვის, რომელთაც ჭირდებათ საცხოვრებელი თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე თანამედროვე სტანდარტების 320 ადგილიან სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს ვაშენებთ. ეს კომპლექსი მოიცავს კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურას. მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით განსაკუთრებით ნიჭიერ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს. მსურს აღვნიშნო შეერთებული შტატების, სხვა საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა. ისინი ჩვენი ახალგაზრდობის ნიჭსა და უნარებში დიდ პოტენციალს ხედავენ. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამებს ქიმიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში. სახელმწიფო პოლიტიკა სტიმულს აძლევს საინჟინრო და ტექნიკური სპეციალობების პოპულარობის ზრდას. საკუთარი გამოცდილებით კარგად ვიცი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში სწავლის ფასი. ამიტომ, განასაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობას, რომელიც ნიჭიერ და მოტივირებულ სტუდენტებს უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში განათლების მიღებაში ეხმარება. უკვე 192 ახალგაზრდას დავუფინანსეთ გრანტი საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლისათვის", _ აღნიშნა პრემიერმა.




 ახალი ამბები
  • ექიმი კომაროვსკი: ჩაუდეთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და დათვალეთ ათამდეცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს მოუწოდებს ბავშვებს ნაყინი აუცილებლად აჭამონ და თავი არ შეიკავონ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ცივია. „ნაყინი აუცილებლად უნდა ჭამოთ, მეტიც, რეგულარულად უნდა მიირთვათ. არაერთხელ მითქვამს, რომ პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტისთვის, ცივის ზემოქმედება ნუშურა ჯირკვლებზე ნამდვილად საჭიროა. თვეში ერთხელ ნაყინის ჭამა არ შეიძლება, ის რეგულარულად უნდა მიირთვათ”, – ამბობს ექიმი. ასევე, კომაროვსკი რჩევას აძლევს მათ, ვინც აპირებს რომ ამ სეზონზე პატარას პირველად გაასინჯოს ნაყინი. “შეიძინეთ თეთრი პლომბირი და ბავშვს დღეში 3-ჯერ ჩაის კოვზით მიეცით, ოღონდ მაშინვე ნუ ჩაყლაპავს. ჩაუდეთ ნაყინიანი კოვზი პირში და დათვალეთ ათამდე, ამის შემდეგ ჩაყლაპოს. მომდევნო დღეს ორ-ორი ჩაის კოვზი მიეცით და ასე შემდეგ. ცივის რეგულარული ზემოქმედება ქრონიკულ ტონზილიტს შველის“, – ამბობს ექიმი კომაროვსკი. წყარო: ... ...
  • საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობსსაქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის მიზნით ინვესტიცია განხორციელა.   საწარმო ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე, სოფელ ჭიკაანის მიმდებარედ,  ქინძმარაულის მიკრო ზონაში მდებარეობს. კომპანია ევროპული სტანდარტების შესაბამის, მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს. კომპანია „ყვარლის სარდაფმა“  2007 წლიდან დღემდე შეძლო მსოფლიო ბაზარზე  დამკვიდრებულიყო,  როგორც ხარისხზე ორიენტირებული, სტაბილური ღვინის მწარმოებელი კომპანია. კომპანიის წარმოებული ღვინოები იყიდება ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში, მაგრამ ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანაა გაყიდვების დივერსიფიკაცია. კომპანია  აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ღვინოების დამატებით სხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში რეალიზაციასთან დაკავშირებით.   ორგანიზაციამ 2007 წლიდან დღემდე  გაიარა განვითარების გრძელი და რთული გზა.  ღვინის მაღალი ხარისხის, სტაბილურობისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების გამო ორგანიზაციამ მოიპოვა დიდი ნდობა მომხმარებლებს შორის, გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა, ღვინოს დაემატა კონიაკისა და არყის წარმოება  და 100 000 ბოთლის ნაცვლად დღეს უკვე გაყიდვებმა  4-დან 5-მილიონ ბოთლამდე შეადგინა. პროექტი ითვალისწინებს იტალიური ნერგების ჩამოტანას და გაშენებას 20 ჰექტარზე, დამატებით  ხდება ჭაბურღილის მომზადება იტალიური წვეთოვანი სისტემის მოსაწყობად და  გვალვისგან დასაცავად. პროექტის ფარგლებში ასევე ხორციელდება ტექნიკის შესყიდვა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 500 000 ლარია. ვენახის გაშენების პროცესში და შემდგომ აგროტექნიკურ მოვლით სამუშაოებში   სხვადასხვა ეტაპზე ჯამში 100 ადამიანზე მეტი დასაქმდება. კომპანია მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას და ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში პოპულარიზაციას გეგმავს. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია.  ამიტომ, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ სექტორს და წავახალისოთ ის. ამ კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსება მოხმარდა ვენახის ავტომატიზირებულ, თანამედროვე სისტემებით    აღჭურვას. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და „ყვარლის სარდაფის“ პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას, უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნასა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ბრუნვის ზრდას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. ... ...
  • "ჯერ აგინა, მერე 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა"შალვა გოგოლაძემ არარაგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. „მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“, _ განაცხადა გამყრელიძემ. დღეს ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს. შემთხვევა 29 ივნისს მოხდა, 24 წლის კაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. სევა შალოიანი ამ დროისთვის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში განაგრძობს, მას სხეულის 37% აქვს დამწვარი. თავად გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს. ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სვანეთში პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ჩასატარებლად ემზადებიანქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ სვანეთში პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება. “კარგი ამბავი მაქვს, სვანეთის პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი ჩატარდება 25-29 ივლისს, 2020 წელს. მესტიაში. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო,ძალიან სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფესტივალი ამ პერიოდში ჩატარდეს. გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები შემდეგ მაილზე: svanetiff@gmail.com განიხილება, მხოლოდ 2018-2020 წლის ფილმები. ფილმების მიღება მხოლოდ ათი დღე გაგრძელდება. ფესტივალზე მივიწვევთ კონკურში შერჩეულ ქართველ რეჟისორებს. დეტალურ ინფორმაციებს მალე გამოვაქვეყნებთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე“, _ წერს მარიამ ... ...
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედისახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. 2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ  შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.  ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5 მლნ ლარისა იქნება 10 მლნ ლარი. ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით სესხის აღების შემთხვევაში, გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი. ლიზინგის ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი ლიზინგის მოცულობა და ნაცვლად 5 000 000 ლარისა განისაზღვრება 10 000 000 ლარით, ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო მოახდენს გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას (ნაცვლად არაუმეტეს 24 თვისა) წლიური 12%-ის ოდენობით. თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.  კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში. პროგრამას ასევე ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისათვის, რაც გულისხმობს ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისათვის კრედიტის გაცემას. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა 12 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...