გაზრდილი ბიუჯეტი და ახალი ინიციატივები

პოლიტიკა

გაზრდილი ბიუჯეტი და ახალი ინიციატივები

6 იან. 2016, 19:23:30

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემოსავლების კუთხით 2016 წელს გაზრდილია _ 5 მილიონ 895 ათასი ლარი წელს უნდა დაიხარჯოს.

წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ჩოხატაურის საკრებულომ გასული წლის 29 დეკემბერს მიიღო. ბიუჯეტის დამტკიცებას არ ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ხოლო ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ,  ირაკლი ახობაძემ ბიუჯეტს ხმა არ მისცა.

2016 წლის ბიუჯეტი, გასულ წელს დამტკიცებულ  ბიუჯეტთან შედარებით, 900 000 ლარითაა გაზრდილი, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 300 000 ლარით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, გრანტები 2 890,4 ათასი ლარითაა განსაზღვრული, სხვა შემოსავლები კი _ 2001,4 ათასი ლარით.

გაზრდილია გამგებლის სარეზერვო ფონდი _ წელს ირაკლი კუჭავას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად 100 000 ლარი აქვს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერის თანხა 183,0 ათასი ლარია, რომელიც გათვალისწინებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურის და  საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის.

სოციალური უზრუნველყოფისთვის დაიხარჯება  553 ათასი ლარი,  კომუნალური მომსახურებისთვის (დასუფთავება, გარეგანათება) დაიხარჯება 442 ათასი ლარი, სკოლამდელი დაწესებულებებისთვის _ 955 ათასი ლარი, რაც გამოწვეულია ახალი ბაღების გახსნით, სპორტის მიმართულებით _ 501 ათასი ლარი,  კულტურისთვის (ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლა, გალერეა, მოსწავლე-ახალგაზრდობა, კულტურის ცენტრი)  _ 798,3 ათასი ლარი.

ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებიდან ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 113 000 ლარი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, აღნიშნულ თანხას წლის დასაწყისში დაემატება ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა და ამ დროის მონაცემებით, ჩოხატაურის მთლიანი ბიუჯეტი 10 მილიონს გადააჭარბებს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასული წლის ბოლო სხდომაზე ზაალ მამალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა:

_ დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა გორაბერეჟოულის ტექნიკუმის აღდგენაზე, თუმცა, განათლების სამინისტროს მიერ დადებული დასკვნის თანახმად, არსებული შენობა გამოუსადეგარია და დემონტაჟს ექვემდებარება. სამაგიეროდ, მდგრადია, ვარგისია სოფელ ქვემო ერკეთის  ყოფილი პროფტექნიკუმის შენობა. ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით, რომ სასწავლო კორპუსად გამოყენებული იქნას ქვემო ერკეთში მდგარი შენობა, ხოლო საცდელი ნაკვეთები და სასწავლო ბაზა განთავსდეს გორაბერეჟოულში. ამ ვარიანტს, რომელიც ორ სოფელს გამოაცოცხლებს და სამუშაო ადგილებს შექმნის, განათლების სამინისტროს უახლოეს ხანში შევთავაზებთ. გარდა ამისა, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ჩოხატაურის აგრარულ ბაზართან მდებარე საცალფეხო ხიდი, რომელიც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას რამდენიმე სოფელთან აკავშირებს, აღდგეს, როგორც სამანქანო; ეს კი ერკეთის, გუთურის, იანეულის, ხიდისთავის, ჯვარცხმის, ნაბეღლავის, ზოტის, ჩხაკაურას და ქვაბღის მოსახლეობას შეუმოკლებს და გაუადვილებს მოძრაობას. ამავე დროს, უსაფრთხოს გახდის ორ გზაჯვარედინს _ ბენზინგასამართ სადგურ "სოკართან" და სუპერმარკეტ "მარულასთან". გასათვალისწინებელია, რომ ხიდის აღდგენა ბაზარს და მიმდებარე ტერიტორიას გახდის კერძო ბიზნესისთვის მიმზიდველს _ ბევრი რამით შეიძლება ტერიტორიის დატვირთვა, _ აღნიშნა სხდომაზე მამალაძემ.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ კულტურის სახლს, რომელის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს, ნინო რამიშვილის სახელი მიენიჭება:

_ ჩოხატაურს ბევრი საამაყო პიროვნება ჰყავს. მათ შორის, არის სახელოვანი მოცეკვავე, ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი ნინო რამიშვილი და ვფიქრობ, კარგი იქნება თუ კულტურის სახლს მის სახელს მივანიჭებთ. ასევე, იხსნება ახალი სამხატვრო გალერეა და ვფიქრობ, მას თანამედროვე სასახელო მხატვრის _ ედმონდ კალანდაძის სახელი უნდა მიენიჭოს, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ზაალ მამალაძემ "კრიმანჭულის" და ოთარ რამიშვილის სახელობის ფესტივალების ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის გაკეთება მან "გურია ნიუსთან" რამდენიმე ხნის წინ დააანონსა და ამ საკითხზე მხარდაჭერა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამაც გამოხატა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ბიუჯეტში, საკრებულოს ინიციატივით და გამგეობის მხარდაჭერით, ჩაიდო თანხა, რომელიც განკუთვნილია კონკურსებისთვის.

_ დაბის იერსახის კონცეფციის შექმნაზე  მუნიციპალიტეტი მალე  კონკურსს გამოაცხადებს და გამარჯვებული დაჯილდოვდება კიდეც. კონკურსი ყველაფერს მოიცავს _ როგორი უნდა იყოს შენობები, ნაგვის ურნები, დასასვენებელი პარკები, ქვაფენილები. გვინდა, რომ ჩოხატაურს საკუთარი, განუმეორებელი სახე ჰქონდეს და მუდამ ასე დაუგეგმავად არ შენდებოდეს. მის გალამაზებაში ყველა უნდა ჩაერთოს. ასევე, გამოცხადდება კონკურსი _ შეიქმნას სლოგანი სპეციალურად ჩოხატაურისთვის, _ აღნიშნა მამალაძემ.

წლევანდელ ბიუჯეტში საკრებულოს კიდევ ერთი ინიციატივა იქნა გათვალისწინებული _ 2016  წელს სახელოვნებო და სპორტულ ა(ა)იპ-ებში სოფლებიდან ბავშვების ჩამოსაყვანად უფასო ტრანსპორტი დაინიშნება:

_ სულ ოთხი მიმართულება იქნება _  ჩოხატაური- ვან-ზომლეთი-სამება-ამაღლება-შუა ამაღლება, გოგოლესუბანი; ზემოხეთი-საჭამიასერი-კოხნარი- ბურნათი-წიფნარი, ზემოფარცხმა-ჩოხატაური; დაბლაციხე-ბუკისციხე-იანეული-ერკეთი-გუთური-ჩოხატაური; გორა-ბუკნარი-ქვენობანი-ხიდისთავი-ჩოხატაური. აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა წრეზე უნდათ სიარული, მაგრამ უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდნენ, ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ ჩამოვიდნენ ჩოხატაურში და შემდეგ, ამავე ტრანსპორტით სახლებში დაბრუნდნენ, _ თქვა ზაალ მამალაძემ.




 ახალი ამბები
  • ქონებრივი ზიანისა და გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე 1 პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, განხორციელებული 390 000 ლარის ღირებულების ქვიშა-ღორღის ფიქტიური მიწოდებებით, შემსყიდველ კომპანიებს დოკუმენტურად შეუქმნა უკანონო სასაქონლო ნაშთი და დღგ-ს ყალბი აქტივი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა ზიანი 22 881 ლარის ოდენობით. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი, სხვა ორი კომპანიის სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას,  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, სწორად არ ასახავდა შემოსავლებსა და ხარჯებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა ზიანი 275 380 ლარის ოდენობით. ასევე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის მეორე, 185-ე მუხლის მესამე და 218-ე მუხლის მეორე ნაწილებით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  5-დან 8 წლამდე ვადით“,_ ამბობენ საგამოძიებო სამსახურში. ... ...
  • "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და 1600 ლარი გასტაცა"- ძარცვა მარნეულშიმარნეულში ძარცვის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, თანასოფლელს - 1943 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1600 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“,_ ამბობენ ... ...
  • ტყიბულში ქურდობის 6 ფაქტზე ნასამართლევი პირები დააკავესტყიბულში ბოლო დროს მომხდარი ქურდობის 6 ფაქტზე პოლიციამ  2 პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი: 1986 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ხ.ჯ. დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ტყიბულში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეთა კუთვნილი 5 საცხოვრებელი სახლი და ერთი სამჭედლოს საამქრო გაქურდეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირების მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“,_ წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცეებულ ... ...
  • ქუთაისში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავესპოლიციამ ქუთაისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.კ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებსქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშვის მეურვეობისა. ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა. რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს. სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს”,_ წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემაკავებელი ორდერია გამოცებული ბასილაშვილის მამის მიმართაც. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ გირაო ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?