პრემიერი: "მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მფლობელობას ან გადაფორმებას საფრთხე არ ემუქრება"

gurianews.com

პოლიტიკა

პრემიერი: "მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მფლობელობას ან გადაფორმებას საფრთხე არ ემუქრება"

2016 იან 15 14:23:21

საქართველოში უკვე არსებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მფლობელობას, ან გადაფორმებას, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, _ განმარტება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ახალი პარტიების შემოტანისა და რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანების საკუთრებას არავინ ეხება.

„მათ, ვისაც ჰყავთ შეძენილი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, შეუძლიათ, რამდენჯერაც ნებავთ, გაასხვისონ, ან გადააფორმონ. საუბარი იყო ახალი პარტიების შემოტანის ვადაში შეზღუდვაზე.

დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნებას გამოვხატავ, როდესაც ვამბობ, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება.

ეს, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება თბილისის მცხოვრებთა ინტერესებს, რადგან თბილისში არის საშინელი მდგომარეობა, მოძრაობა გადატვირთულია და თუ ასე გაგრძელდა, სულ უფრო უარესი ვითარება გვექნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციის უკონტროლოდ გაგრძელება უსაფრთხოების კუთხითაც მიზანშეუწონელია და შინაგან საქმეთა მინისტრს შესაბამისი სტატისტიკის წარმოდგენის თხოვნით მიმართა.


ნახვა: 37


 ახალი ამბები
  • ლევან დადუნაშვილის დედა - „პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ ამ ბავშვების საქმეს“ „პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს“ - განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ ანრი ოხანაშვილის კითხვის პასუხად. კერძოდ, ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, ხომ არ აქვს ლევან დადუნაშვილის დედას კითხვის ნიშნები პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით და რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე მასთან მიმართებაში. ანრი ოხანაშვილი - ზაზა სარალიძეს ჰქონდა კითხვა პროკურატურასთან მიმართებაში. თქვენ პროკურატურასთან დაკავშირებით რამე კითხვის ნიშნები ხომ არ გაქვთ მათ მოქმედებებთან? რამე კითხვის ნიშნები ხომ არა გაქვთ მათი მხრიდან მოწმეებთან მიმართებაში? მათ მოქმედებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე? თქვენთან ურთიერთობა-დამოკიდებულება როგორი იყო? რამე კითხვის ნიშნები ხომ არ გაქვთ მოწმეებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე? ნათია საყვარელიძე - „ჩვენი ურთიერთობების დასაწყისიდანვე ამ ურთიერთობას ნდობას ვერ დავარქმევდი. ადამიანი, რომელიც პირველად ვზივარ სასამართლო პროცესზე, თვითონ შემიძლია გითხრათ რა შთაბეჭდილება მრჩებოდა თითოეული მოქმედი პირიდან. რომ ესენი საკმაოდ კარგი პროფესინალები არიან, იმიტომ რომ თითოეული სასამართლო პროცესი ეს იყო ბრძოლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. პირდაპირ ეს ჩანდა, გასაკუთრებიოთ მაშინ როცა იყო მნიშვნელოვანი მოწმე დასაკითხი. მე ზედმეტი ურთიერთობა მათთან არ მქონია. მხოლოდ პროცესეზე ვხვდებოდი. მე პროცესუალური საქმის გამო მიბარებდნენ და იმას მაცნობდნენ. იქვე ვსვამდი ამ შეკითხვას, მე რაც შეკითხვების უფლება მქონდა, არ გვქონდა უფლება ხმის გაღების და რამდენჯერმე ფურცელზე დავწერე და ისე ვაწვდიდი. ეს შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ესეთი შთაბეჭდილება მქონდა რომ პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს. ასეთ დამოკიდებულებას ვხედავდი. ეს ერთი და მეორეც, შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო პროცესებზე, როდესაც იყო მნიშვნელოვანი მოწმე იქ ხდებოდა ძალიან დიდი შეჯახება პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. რამდენჯერმე იყო ჩვენების ჩაგდების მცდელობა და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა რომ რამეს ისეთ ვხედავდი, რომ პროკურატურა რამეს მალავდა. ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა პირადად, მითუმეტეს მაშინ როცა იყო ამის გაპროტესტების საშუალება. განსაკუთრებით მახსენდება გ.ჯ 2-ის ჩვენება, რომელიც თითქმის ჩაგდების ზღვარზე მივიდა, რადგან ბავშვი ითხოვდა ბრალდებულების გაყვანს და მოსამართლემ ეს არ დაუშვა. ბავშვები ძალიან დაძაბულები იყვნენ და ეს ბავშვი ძალიან ცუდად გახდა. ამ ბავშვები პირდაპირი შევიწროება მოხდა მოწმის ფიზიკურადაც. არ ვიცი ეს მოლაპარაკება იყო, წინასწარი შეთანხმება იყო, მიღებული პრაქტიკა იყო თუ არა. ბავშვი ამბობდა რომ ასე ვერ ვიტყვი, ვერ ვიტყვი. თან ეს იყო პირდაპირი მოწმე ლევანთან მიმართებაში. მოსამართლე იძულებული გახდა გაიყვანეთო ეს ბავშვიო. ეს ბავშვი რომ გონზე მოვიდა, შეკითხვის გარეშე პირდაპირ თქვა ვინ იყო ლევანთან მიმართებაში. მე მგონი ეს ბავშვი საერთოდ იდგა და უყურებდა. არც ჩხუბობდა და უყურებდა, პირდაპირ ყავდა დამნაშავე დანახული. ეს იყოო, უბრალოდ მაშინ გრძელი თმა ქონდა და ახლა შეჭრილი აქვსო. მე ეს დეტალი არ ვიცოდი. ასეთი შეჯახებები ხშირად ხდებოდა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. რაც უფრო ბოლოსკენ მიდიოდა საქმე, ადვოკატები უფრო მეტ პროვოკაციაზე მიდიოდნენ. პირველად, პროვოცირებას ვერ ვხვდებოდი რატომ ხდებოდა. მერე მივხვდი როგორც მაყურებელმა რომ დადგა პროკურორების აცილების მოთხოვნა მათი მხრიდან. ეს მე ეჭვებს მიჩენს. ძლიერები არიან და შემდეგ ეტაპზე არასასურველი პირები არიან ადვოკატებისთვის. მოითხოვეს მათი აცილება პირდაპირ. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. იგივე მოხდა დამოუკიდებელი ექსპერტის დაკითხვის დროსაც. პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხდევადი ლევანთან მიმართაბაში განსაკუთრებით და შემიძლია გითხრათ რომ ძლიერი პროფესიონალები არიან. ეს კარგად წარმოჩინდებოდა მათი კამათის დროს სასამართლო პროცესზე“ - განაცხადა ლევან დადუნაშვილის ... ...
  • "არ ვიცი, რატომ არის დაკეტილი კარი. ალბათ, ძალოვანებმა დაკეტეს" _ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსიამ დრომდე დაკეტილია ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელი კარი.  ქალაქ ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსი გიორგი ინწკირველი ამბობს, რომ არ იცის რატომაა დაკეტილი შენობაში შესასვლელი ძირითადი კარი. "არ ვიცი, რატომ არის დაკეტილი კარი. ალბათ, ძალოვანებმა დაკეტეს", _ გვითხრა ... ...
  • საკრებულოს თავმჯდომარე: სად უნდა გადავდგე, ან რატომ უნდა გადავდგე? (ექსკლუზივი)ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეასრულებს. ამის შესახებ დარჩიამ ექსკლუზიურად "გურია ნიუსთან" საუბრისას განაცხადა: _ სად უნდა გადავდგე, ან რატომ უნდა გადავდგე?! ვფიქრობ, რომ მათი მოთხოვნა აბსურდულია და შეუძლებელია ამაზე სერიოზული პასუხის გაცემა, _ აღნიშნა დარჩიამ. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე გასცა წერილობით ამომწურავი პასუხი მათ კიდევ ერთ მოთხოვნაზე და გარკვევით განუმარტა თუ რატომ არ დანიშნავს რიგგარეშე სხდომას. რაც შეეხება ქათამაძის ცემაში მონაწილე პირების დასჯას _ დარჩია ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება: _ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, რომელიც არავინ არ უნდა დაარღვიოს. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს ჭეშმარიტებას, _ აღნიშნა დარჩიამ ჩვენთან საუბრისას დარჩიამ.  დარჩიამ, ჩვენთან საუბრისას, ასევე კომენტარი გააკეთა დღეს საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე _ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მისთვის მიტანილ ლურჯ "კასკაზე": _ ამაზე რა უნდა ვთქვა. ამით, ყველამ დაინახა რასაც წარმოადგენენ. "კასკა"მაგათ ჭირდებათ, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთი ადამიანი გაამწარეს და ნუ გონიათ, რომ ეს ვინმეს დაავიწყდა, _ თქვა დარჩიამ. შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, ასევე რიგგარეშე სხდომის დანიშვნის და ბესო ქათამაძის ცემაში მონაწილე დეპუტატების დასჯის მოთხოვნით, ამ წუთებში, ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს. ამავე დროს, ამ მოთხოვნით, უკვე მეხუთე დღეა შიმშილობენ საკრებულოს დეპუტატები. ამავე თემაზე: ლევან ხაბეიშვილი: ეს არ არის მარტო ოზურგეთის ომი მურთაზ ზოდელავა: ეს არის დეპუტატის მკვლელობის მცდელობა ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ ქათამაძის ცემას, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული "ნაციონალები" აპროტესტებენ ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში _ პოლიციამ "ნაციონალებს" "კასკა" არ ... ...
  • “რაც მეტი ადამიანი გაიგებს ჩემს გასაჭირს, უფრო არის შანსი ჩემს შვილს დროულად დავეხმარო“ოზურგეთში მცხოვრებ წლინახევრის ბავშვს სასწრაფოდ დახმარება სჭირდება. ბავშვის დედის ი.ს-შვილის თქმით, ბავშვს თავზე და ხერხემალზე სერიოზული პრობლეები აქვს. “რაც მეტი ადამიანი გაიგებს ჩემს გასაჭირს, უფრო არის შანსი ჩემს შვილს დროულად დავეხმარო. თავზე და ხერხემალზე აქვს სერიოზული პრობლემები. ექიმებმა მოითხოვეს თავის და ზურგის ტვინის ტომოგრაფიის გაკეთება. გადაღებებზე 1080 ლარია საჭირო. ამჟამად ბავშვი სახლში გვყავს და ველოდებით თანხას როდის შევაგროვებთ. ამ გადაღებების შემდეგ საჭირო იქნება ოპერაცია და ამას ცალკე თანხა დასჭირდება. ვნახე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე, მათგანაც ველოდები დახმარებას“, _ გვითხრა პატარას დედამ. დახმარების სურვილის შემთხვევაში, დაუკავშირდით პატარას ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 555 695 ... ...
  • დადუნაშვილის ადვოკატს ბრალდებულების ჩვენებების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა მდინარაძის მიერ დადუნაშვილის ადვოკატისთვის დასმულ კითხვაზე - ბრალდებულებმა 6 თვის მერე გადაწყვიტეს მიეცათ ჩვენებები, თქვენთვის რამდენად დამაჯარებელი ჩვენებები იყო და თუ იყო, რატომ ან თუ არ იყო, რატომ? ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ განაცხადა: „პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ორივე ბრალდებულის ჩვენებები იყო ერთმანეთისგან განსხვავებული, თანხვედრაში არ იყო, რაც სასამართლომ აღნიშნა. აქედან გამომდინარე, რაღაც ნაწილში ვენდოთ და რაღაც ნაწილში არა, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი მიდგომა. ვფიქრობთ, რომ არ იყო მათი ჩვენება გულწრფელი, და რატომ: ისინი 6 თვის მანძილზე ინარჩუნებდნენ დუმილს. თუმცა, ერთ-ერთი ბრალდებულის გ. ბ. ს ჩვენება ფარული წესით იყო ჩაწერილი გამოძიების მიერ. ფარულ ჩანაწერში ის ისეთი ემოციით აღწერს, ანუ გ. ბ. ამბობს ფარულ ჩანაწერში, როგორ გაასხა დათო სარალიძის ფეხიდან სისხლმა. ეს შეუძლებელია ვინმეს მოყოლით გადმოცემული ემოცია იყოს, იმიტომ რომ ბავშვის ემოცია სხვა არის მაინც და ამ საუბარში ისე ჰყვება, რომ ეს მას პირადად აქვს დანახული. ჩემი შეფასებით, ყოველ შემთხვევაში. თუმცა შემდეგ ის ჩვენება, რაც მას ჰქონდა მიცემული ფარულ ჩანაწერში, აღარ დაადასტურა სასამართლოში. ესეც იწვევს იმის ეჭვს, რომ ის არ იყო გულწრფელი და მისი ჩვენება არ ემთხვეოდა გ. ჯ.ს ჩვენებას. ასევე, ხაზგასმა მინდოდა, რომ 6 თვე ინარჩუნებდა დუმილს ორივე ბრალდებული და ელოდებოდნენ ბოლომდე, ვინ რა ჩვენებას მისცემდა. სწორედ იმ პირთა მიმართ მისცეს მათ ჩვენება, რომლებმაც ისინი ამხილეს და რომელთან შეხება ჰქონდათ ფარდულის ეპიზოდთან. აქედან გამომდინარე, მიჩნდება ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...