კალაძე: "პოლიტიკოსი უნდა იყოს ქვეყნის პატრიოტი ამ სიტყვის საუკეთესო, თავმდაბლური გაგებით“

პოლიტიკა

კალაძე: "პოლიტიკოსი უნდა იყოს ქვეყნის პატრიოტი ამ სიტყვის საუკეთესო, თავმდაბლური გაგებით“

19 იან. 2016, 17:12:21

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, „გაზთან დაკავშირებით ტექნიკური სიტუაცია ბევრჯერ გაჟღერდა, გაირჩა, შეფასდა, პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ, საქმიანად და რუტინულად“. ვიცეპრემიერს მიაჩნია, რომ თემის ხელოვნურად პოლიტიზება ხდება.

_ ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, რაღაც ვარაუდებზე დაყრდნობილი. ყვე-ლა პოლიტიკურად არადაინტერესებული და არაანგაჟირებული ადამიანი შეატყობდა იგივეს. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო.

ჩვენი ჯგუფი აპირებდა ყოველწლიურ შეხვედრას გაზპრომის წარმომადგენლო-ბასთან, ისევე, როგორც ეს ხდებოდა 2002 წლიდან დაწყებული შარშანდელ წლამდე. გაჩნდა დამატებითი წინადადებები და შემოთავაზებები რუსული მხარისგან და, შესა-ბამისად, შეხვედრის ფორმატი შეიცვალა _ მთავრობის გადაწყვეტილებით, შევხვდით მინისტრი, მოადგილე და კომპანიის ხელმძღვანელობა.

რუსები იმდენად დაინტერესებულნი იყვნენ ამ შეხვედრით, რომ მილერი საქართველოში სტუმრობასაც კი აპირებდა. ზუსტად იმ მოტივით, რომ ეს სამუშაო შეხვედრა ვინმეს პოლიტიკური თამაშებისთვის არ გამოეყენებინა, ჩვენ მესამე ქვეყანა ვარჩიეთ. 

მაშინ უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, რომ ეს თემა სათავისოდ აეწიათ _ რატომღაც შეხვედრების პერმანენტულობა საიდუმ-ლოდ გამოაცხადეს (მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციებისა ჩვენი უწყების მხრიდან) და დაიწყეს ანტირუსული ისტერიის აგორება ხელისუფლების საწინააღმდეგო შეფუთვით, _ ამბობს კახი კალაძე

_ რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამ სიტუაციაში?

_ მოსამოქმედებელი, ვფიქრობ, არაფერია. მთავრობის ეკონომიკურ ჯგუფს გვაქვს რეგულარული შეხვედრები და ვცდილობთ, ქვეყნისთვის სასარგებლო და მომგებიანი შედეგი დაიდოს. ჩვენთვის პრიორიტეტია, ხალხს ჰქონდეს გაზი და არა _ ამის ხარჯზე ან ამის სანაცვლოდ პოლიტიკური სპექტაკლების დადგმა და პიარსარგებლის მიღება.

ჩვენ გამოვიყენებთ ნებისმიერ პოლიტიკურ სიტუაციას ჩვენი ეკონომიკური სიტუ-აციის გასაუმჯობესებლად და არა პირიქით _ პოლიტიკურად მომგებიანი სიტუაციის შესაქმნელად ეკონომიკურად სარგებლიან პროექტებს და შემოთავაზებებს ვერ უარვყოფთ.

_ ნაციონალური მოძრაობის მიერ წამოწყებული ანტიპიარი კონკრეტულად თქვენ წინააღმდეგაა მიმართული თუ უფრო ფართო ჩანაფიქრია და ქვეყნისთვის სასარგებლო ან საჭირო პროცესის ხელის შეშლას ცდილობენ?

_ თუ დააკვირდებით, პოლიტიკური ქულების დაწერის მოყვარულების გარდა, მოსახლეობაში ეს თემა ადეკვატურად და შესაბამისად აღიქმება. ასე რომ, მთავარია, ხალხი იყოს კმაყოფილი.

რაც შეეხება ჩემ წინააღმდეგ მიმართულ რაღაც კამპანიას, არც ეს მიკვირს, უკვე შევეჩვიე ქართული პოლიტიკის სპეციფიკას და ძალიან კარგად ვერკვევი, ვინ რას, რატომ და რა მიზნით ამბობს. ეს ცალკე თემაა და სხვა დროს გავშალოთ, ჯერ ცოტა ხანია, პოლიტიკაში მოვედი, არ ღირს ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, შესახებ პირველ პირში ვისაუბრო.

ერთს ვიტყვი _ მე ენერგეტიკის მინისტრი ვიქნები თუ სხვა რომელიმე უწყების ხელმძღვანელი, ოპოზიცია ვიქნები თუ სახელისუფლებო გუნდში, მე, პირველ რიგში, ვიქნები კახა კალაძე, რომელიც ცდილობს, ქვეყანას, ხალხს მოუტანოს რაღაც სარგებელი, საქმიანობა მიმართოს საქართველოს საკეთილდღეოდ. ესაა ჩემი ცხოვრებისეული და პოლიტიკური კრედო, დანარჩენი კი მეასეხარისხოვანია.

_ ვინაიდან გაპოლიტიკურებულია პროცესი, იქნებ პოლიტიკური შეფასება მივცეთ ამ ყველაფერს?

_ ჩემი მხრიდან ცოტა უხერხულია ამის პოლიტიკურად გაშლა, ვინაიდან ამჟამად, პირველ რიგში, ვარ მინისტრი და მერე უკვე პოლიტიკოსი. მაგრამ ზოგადად ვიტყვი იმას, რასაც ვამბობდი მუდამ _ ქართულ პოლიტიკაში გვაქვს მორალის ნაკლებობა და ღირებულებების აღრევა. არ შეიძლება ზრუნავდე შენი პოლიტიკური გუნდის, ან ინდივიდუალური პოლიტიკური იმიჯის გასამყარებლად ხალხის, სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. არ შეიძლება, ხალხი შეცდომაში შეგყავდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შენი ვიწრო ინტერესების და რაღაც პოლიტიკური სქემებისთვის გათვალე. ნებისმიერი ხმაურიანი თემის განვითარება არის მორალური, პატრიოტული ტესტი პოლიტიკური სპექტრის და, დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მოსახლეობა ამ ტესტის შედეგებს ძალიან კარგად ხედავს.

_ კარგით. რას ფიქრობთ მეორე ხმაურიანი თემის განვითარების შესახებ _ „ქართული ოცნების“ ფორმირება, რებრედინგი და სამომავლო პერსპექტივები არჩევნების წელს?

_ მოდით, დაველოდოთ რუტინული მოსამზადებელი პროცესის დასრულებას, რომელსაც პარტიის აღმასრულებელი მდივანი და პოლიტსაბჭო წარმართავენ. ამის შემდეგ უკვე პოლიტიკური პროდუქტის შეფასება გინდაც შიგნიდან, გინდაც გარედან უფრო უპრიანი იქნება. ამ ეტაპზე არასერიოზული იქნება, ზედაპირულად გესაუბროთ ან ვინმემ იმკითხაოს, რა ხდება პარტიაში. პარტიაში რაც იყო ხარვეზი 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების დღიდან, სულ ვამბობთ, ასე რომ, ახლა ეს იხვეწება. კოალიცია კი რა სახით და რა მესიჯით წარდგება ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, მაგასაც ყველა ერთად ვნახავთ და მოვისმენთ სულ მალე.

_ პოლიტიკური ოპონენტები, ოპოზიცია. ვინ არის კონკურენტი მომავალ არჩევნებზე სახელისუფლებო გუნდის?

_ ყველა, ვინც თავს ოპოზიციად თვლის. ესაა დემოკრატია _ რაც უნდა მიუღებელი იყოს ესა თუ ის პარტია, ვინაიდან არსებობს და რაღაც რეიტინგი აქვს, ესე იგი ის მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერით სარგებლობს. ასე რომ, სრულუფლებიანი მოთამაშეა წინასაარჩევნო ბრძოლაში.

თუ მისი მხარდამჭერები მოაგებინებენ არჩევნებს, ესე იგი ღირსი იყო, მოსულიყო პარლამენტში. არაფერი სენსაციური, კატასტროფული და სავიშვიშო ამ დემოკრატიულ პროცესში არაა. საგანგაშო ისაა, როცა რაღაც ერთი პატარა ჯგუფი იგდებს ხელისუფლებას ხელში და ქვეყანას ტერორით ან ძალადობით მართავს. სხვა ყველაფერი, რაც დემოკრატიის საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტში ჯდება, მისაღები და ხელშესაწყობიც კია.

_ თქვენი სამომავლო პოლიტიკური გეგმები როგორია?

_ მე პოლიტიკაში მოვედი ერთადერთი სურვილით _ როგორც სპორტული კარიერით მომქონდა სიხარული და სიამაყის გრძნობა გულშემატკივრისთვის, ისე პოლიტიკური მოღვაწეობით მოვუტანო სარგებელი და სიხარული თითოეულ მხარდამჭერს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც სჯერა ჩემი და დადებითი მოლოდინი აქვს.

_ თქვენი ოცნება?

_ უფრო მოსალოდნელი რეალობა _ პოლიტიკაში მინდა, ახალი ქცევის და მოღვაწეობის კოდექსი დავაწესოთ, მინდა ახალი სახეები, ახალი იდეები _ როგორი გახდეს ჩვენი ქვეყანა, როგორ მივაღწიოთ უკეთესობას. პოლიტიკოსი უნდა იყოს ქვეყ-ნის პატრიოტი ამ სიტყვის საუკეთესო, თავმდაბლური გაგებით და არა _ პროპაგანდის და გარეწრობაზე აფარებული ნიღბის ფუნქციით, როგორც აქამდე იყო.

პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს არა სათავისო ინტერესებისთვის, არამედ ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს ახლა თუ ოცნებაა, ყველანაირი საფუძველი გვაქვს, სულ მალე გადავაქციოთ რეალობად. ესაა პრიორიტეტი ჩემთვის _ პოლიტიკური, მორალური და ზნეობრივიც.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...