ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და "რუსთავი 2'-ს მიმართავს

პოლიტიკა

ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და "რუსთავი 2'-ს მიმართავს

2016 იან 25 20:56:04

ენერგეტიკის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში 23 იანვარს  გასულ სიუჟეტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

_ სამწუხაროდ, არ წყდება რუსთავი 2-ის მიერ წამოწყებული პოლიტიკურად მიკერძებული კამპანია, რომელიც  ცალსახად  მთავრობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. საზოგადოების  შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და მოვლენების დამახინჯება... ეს არის ის რაც შეიძლება ვუწოდოთ 23 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტს ენერგეტიკული პროექტების შესახებ.

„ფურცელზე დაწყებული პროექტები“ და პრობლემების კასკადი, ეს არის ის რაც ჩვენს მთავრობას 2012 წლის ბოლოს მემკვიდრეობით ერგო, თუმცა წინა ხელისუფლების საამაყო ინსტრუმენტად იყო ქცეული.

ვითომდა დაწყებული “ნენსკრაჰესის” და გაზსაცავის პროექტები ინვესტორის და დაფინანსების გარეშე ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი. “ნამახვანჰესების” კასკადის პროექტის მოლაპარაკებები თურქულ-კორეულმა კონსორციუმმა 2012 წლის ზაფხულში წარუმატებლად დატოვა.

2009-2011 წელს წელს ვითომდა დაწყებული პროექტები სწორედ რომ არასწორი საინვესტიციო პოლიტიკის და არასწორი მოლაპარაკებების შედეგად წლების განმავლობაში გაჩერებული იყო.

არ დაწყებულა “ნენსკრაჰესის” პროექტის მშენებლობა და რათქმაუნდა 2015 წელს ვერც დასრულდებოდა, არ დაწყებულა გაზსაცავის პროექტის განხორციელება და რათქმაუნდა 2015 წელს ვერ დასრულდებოდა, ვერ შედგა მოლაპარაკებების ნამახვანის პროექტის განხორციელებაზე, დაფინანსების გარეშე იყო დარჩენილი “შუახევიჰესის” და “სხალთაჰესის” პროექტები.

სხვა პრობლემებთან ერთად დაფინანსების პრობლემა ჰქონდა და შეჩერებული იყო “დარიალიჰესის” პროექტი. სიცრუის მატარებალია ასევე კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განსახორციელებელ 100 მილიონის ოდენობით ინვესტიციაზე მთავრობის მხრიდან უარის თქმა. ხელშეკრულება ამ კომპანიასთან 2007 წელს დაიდო, რომელიც ასეთ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა. 2013 წლამდე არასდროს გადადგმულა პრაქტიკული ნაბიჯი „ხუდონჰესის“ პროექტის განსახორციელებლად.

მთავრობის უკანასკნელი 3 წლიანი მუშაობის შედეგად დაფინანსება მოიპოვა “შუახევის” და “სხალთას” პროექტებმა. ამ პროექტების განხორციელებაში ჩაერთო მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი TATA ჯგუფი, დაფინანსება გამოჰყვეს მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტებმა EBRD, IFC და ADB-მ, სადგურების მშენებლობა შეუჩერებლად მაღალი ტემპებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის შემოდგომას დასრულდება. დაფინანსება მოიპოვა „დარიალიჰესის“ პროექტმაც რომელიც ასევე შეუჩერებლად მიმდინარეობს და წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში.

ამის შედეგად ქვეყნის ენერგეტიკაში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია ხორციელდება. მოლაპარაკებები შედგა და ხელშეკრულება დაიდო ინვესტორთან „ნენსკრაჰესის“ მშენებლობაზე რომელიც გასული წლის შემოდგომას პირველად დაიწყო და მძიმე კლიმატური პირობების მიუხედავად სამშენებლო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება გაზსაცავის პროექტის განხორციელება, რაც 2009 წლიდან 2013 წლამდე საუბრის დონეს არ გასცდენია. მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა „ხუდონჰესის“ პროექტის ფარგლებშიც, სახელმწიფოს და საზოგადოების სასარგებლოდ შეიცვალა ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების პირობები, შედგა შეხვედრები და კონსულტაციები მოსახლეობასთან და პროექტის განხორციელებაც ახლო პერიოდში დაიწყება. 2013 წელს მოსახლეობას შეუმცირდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ტარიფები რის შედეგადაც მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შეღავათები მიიღო.

ეს არის იმ სიახლეების და პროექტების პერმამენტულობა, რომელიც ქმნის ქვეყნის კეთილ მომავალს, უქმნის საფუძველს ეკონომიკურ და სოციალურ აღმავლობას.  ამის დეზინფორმაციით  განეიტრალებას და დამახინჯებას ცდილობენ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, თავისი პარტიული ინტერესების სანაცვლოდ  და შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში.

გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს  შეწყვიტოს მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მთავრობის და ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ! 

ამ კონკრეტულმა მედია საშუალებამ თავისი  პროფესიონალიზი არა რომელიმე პარტიის სამსახურში უნდა გამოავლინოს, არამედ როგორც საერთაშორისო მედიასტანდარტი მოითხოვს - უნდა სწორი, დროული და ამომწურავი ინფორმაცია მოიპოვოს და მიაწოდოს მოსახლეობას _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა გაიმართაქალაქ ოზურგეთში, ღმრთისმშომბლის მიძინების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. ეს ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და საქართველოს ჩოხოსანთა ორგანიზაციის ორგანიზებით შედგა. ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა ჩოხოსანთა ორგანიზაციის წევრების თემურ სირაძისა და თამარ გიორგაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამჯერად, ჯვარი დაიწერეს წყვილებმა: ბადრი კვირკველიამ და ნანა სიხარულიძემ; გერონტი გიორგაძემ და სოფიო ტარიელაძემ; ჯემალ და ლენა შუკაკიძეებმა;  ავთანდილ ცეცხლაძემ და ნანული სურგულაძემ; გიორგი  და  მედეა მაღლაკელიძეებმა. მოქალაქეებს ჯვარი დეკანოზმა ერმოლაუსმა დაწერა. ორგანიზატორის თამუნა გიორგაძის თქმით, საყოველთა ჯვრისწრა მომავალშიც ... ...
  • "ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" _ ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის...15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია!  კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი,  რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.   კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად! კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი). სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:   5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე; ავიაბილეთებს; საახალწლო ვახშამს; 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს  იხილეთ დეტალური წესები და პირობები ბმულზე: http://bit.ly/2OJOkCF  ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში ქეშბექის და სამოგზაურო პაკეტის მოგების შანსის მიღება3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.  გაიგე როგორ დაამატო ბარათი Apple ... ...
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...