"გვაქვს ეჭვი, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი აბსოლუტურად გააზრებულ თამაშს თამაშობენ..."

პოლიტიკა

"გვაქვს ეჭვი, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი აბსოლუტურად გააზრებულ თამაშს თამაშობენ..."

2012 აპრ 11 08:57:10
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი, გიორგი თარგამაძე, ბიძინა ივანიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე ადვოკატ თარგამაძედ მოიხსენია და "ნაციონალური მოძრაობის" დანამატი უწოდა _ "ხელისუფლებამ ადვოკატ თარგამაძის მეშვეობით გააკეთა განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილი კანონიერების სივრცეშია და ბიძინა ივანიშვილზე ზრუნავს. ამ განცხადებით, მან კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე, რომ ის არის "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელება და მისი ჩვეულებრივი წევრი," – განაცხადა ივანიშვილმა.

თარგამაძის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, მიუღებელი აღმოჩნდა თინა ხიდაშელისთვისაც: "ქვეყნის კონსტიტუციის ჭრა-კერვა და ერთ რომელიმე ადამიანზე მორგება დაუშვებელია," _ მიიჩნევს ხიდაშელი.

გიორგი თარგამაძე კი თვლის, რომ "ეს ორი პოლიტიკური პოლუსი სააკაშვილისა და ივანიშვილის სახით, აბსოლუტურად გააზრებულ თამაშს თამაშობს საიმისოდ, რომ პოლიტიკური სივრცე საქართველოში მოწყდეს პოლიტიკური პარტიების ბუნებრივი განვითარების პროცესს".

ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" გიორგი თარგამაძეს ესაუბრა.

_ ბატონო გიორგი, სამთავრობო საათი, რომელიც ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა, ასე ვთქვათ, თქვენ "გადაიბარეთ" და მათ ნაცვლადაც კითხვები თქვენ დასვით, განსაკუთრებული ყურადღება კი ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს დაუთმეთ.

_ სამთავრობო საათი ოპოზიციის იმ ნაწილმა დატოვა, რომელთა ინიცირებულიც იყო შეხვედრა მინისტრებთან _ მათ მიმართეს საპარლამენტო პროტესტის ერთ-ერთ უკიდურეს ფორმას. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ადამიანური თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ მართებულიც. როდესაც შეთანხმებას არღვევს მეორე მხარე, ეს შენდამი უპატივცემულობაა. თუმცა, საპარლამენტო მუშაობას და დებატებს ერთი თავისებურება აქვს _ დარბაზი, მიკროფონი, მედიის ყურადღება სწორედ იმისთვის გჭირდება, რომ ხელისუფლება ჩააყენო უხერხულ სიტუაციაში, მიაყენო კედელთან. სწორედ იმისთვის, რომ იძულებული გახდეს, მისთვის არც თუ ისე სასიამოვნო კითხვებს დეტალურად უპასუხოს ან დემონსტრაციულად პასუხი ვერ გასცეს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ნამდვილად დეტალურად მოვითხოვეთ მისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განმარტება და დაზუსტება.

თქვენ იცით, ჩვენი ურთიერთობები დიდი სიამტკბილობით არ გამოირჩევა და სხვათა შორის, არა ჩვენი ინიციატივით. განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, როგორც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ისე ხელისუფლების დამარცხების გეგმებზე.

გვაქვს ეჭვები, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეს ორი პოლიტიკური პოლუსი სააკაშვილისა და ივანიშვილის სახით, აბსოლუტურად გააზრებულ თამაშს თამაშობს საიმისოდ, რომ პოლიტიკური სივრცე საქართველოში მოწყდეს პოლიტიკური პარტიების ბუნებრივი განვითარების პროცესს. რა თქმა უნდა, ამის მთავარი გმირი არის პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც, წლების განმავლობაში, ქმნის ხელოვნურ ვაკუუმს ოპოზიციურ ფლანგზე. ეს ფაქტორი ყველა პასუხიმგებელობის მქონე პოლიტიკურ პარტიას უქმნის პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური ოპონენტია, ჩვენთვის მთავარი ოპონენტი არის ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი, მთავარი ოპონენტი არის კანონის დამრღვევი. ჩვენ გვინდა, ყველას ჰქონდეს თანაბარი პირობები პოლიტიკურ სივრცეში, მოსახლეობას კი უფლება, აირჩიოს მისთვის მისაღები საუკეთესო პიროვნება და პოლიტიკური ძალა.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ეს მოხერხდეს იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავი სტრუქტურები მთლიანად პოლიტიზირებულია?

_ ჩვენი მხრიდან, ძირითადი აქცენტი კეთდება საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზირებაზე. როდესაც ნიკა ლალიაშვილი სამთავრობო საათზე ამ საკითხს აზუსტებდა, ის გულისხმობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი საკორუფციო სტრუქტურების ყოველგვარი კანონისა და წესის ჩარჩოებიდან გასვლას.

თბილისელები ამას კიდევ აქტიურად ვერ გრძნობენ, მაგრამ საქართველოს რეგიონებში ეს განსაკუთრებულად იგრძნობა. ამას მე პირადად ვხედავ, როცა რეგიონებში დავდივართ შეხვედრებზე. პატარა კამერებით, დაფარულშუშებიანი მანქანებით გვიღებენ და შემდეგ თვალს ვადევნებ, როგორ ხდება ამ ადამიანებთან სხვადასხვა სახით ურთიერთობა და მიწევს ამ პრობლემების მოგვარება. ეს ის პრობლემებია, რომელიც რეგიონში არსებობს. ამიტომ ზოგადი განცხადებები იმის თაობაზე, რომ რადგან საქართველოში პოლიციას მაღალი ნდობა აქვს ყველა გამოკითხვით, იგი პოლიტიზირებული არ არის, არასერიოზული პასუხია მინისტრის მოადგილის მხრიდან.

ხალხს პოლიციის მიმართ კეთილგანწყობა ჩამოუყალიბა იმ ნაწილმა რეფორმებისა და შედეგებისა, რომელმაც კრიჭაში მდგარი გამომძალველი "გაიშნიკის" ნაცვლად მოგვცა თანამედროვედ ჩაცმული, გაწვრთნილი კარგად ეკიპირებული პატრულის თანამშრომელი და ამას ჩვენც მივესალმებით. მაგრამ ნებისმიერი ძალოვანი სტრუქტურა დაკარგავს თავის ეფექტურობას, როგორც კი დაკარგავს ლეგიტიმურობას. როდესაც დროებითი დაკავების იზოლიატორებში ან ადამიანების დაკავების დროს გამოიყენება არაადეკვატური ძალა, როდესაც ბორკილდადებულ ადამიანებზე ხდება ფიზიკური ზეწოლა და ა.შ., ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ მხრივ არის სერიოზული პრობლემები. ამას თვალის დახუჭვა და რაღაცა ვირტუალური პრეზენტაციების წარმოდგენა კი არ ჭირდება, არამედ ამ შეცდომის აღიარება და ამ კანონის წინააღმდეგ მოქმედი პოლიციელების დასჯა. განსაკუთრებით იმათი, რომელთა მხრიდან არასრულწლოვანთა მიმართაც კი ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ზემოქმედებას.

_ ეკა ზღულაძემ თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ 1093 პოლიციელის მიმართ დადგა პასუხისმგებლობის საკითხი.

_ აბა, ჰკითხეთ, როგორ დაისაჯნენ?! ადმინისტრაციული სასჯელებით? მაქსიმუმი სასჯელი რაც არის, სასტიკი საყვედურია. მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, თუ როგორ დაისაჯნენ ის პოლიციელები, რომლებიც მხილებულ იქნენ სხვადასხვა კანონდარღვევაში. ეს არის მთელი პრობლემა, ის სირბილე, რომელსაც ქართული სასამართლო და მართლმსაჯულება იჩენს კანონდამრღვევი პოლიციელების მიმართ. სტატისტიკას თუ გადახედავთ, სხვათაშორის, სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში ძალიან ნათლად არის წარმოდგენილი, ადგილი აქვს მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელებს, სადაც უკიდურეს მეთოდად გამოიყენება სასტიკი საყვედური.

_ იქ, სადაც სანდრო გირგვლიანის, ქიმერიძის ფაქტებს უბედურ შემთხვევებად მოიხსენიებენ...

_ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მინდა გაგახსენოთ ტელეკომპანია "იმედში" ჩემი მუშაობის დროს გაკეთებული რეპორტაჟები და ხელისუფლების რეაქცია ამ რეპორტაჟებზე. მაშინაც ცდილობდნენ მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, რომ ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა სახელმწიფო ორგანოებს. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებით და შემდგომში საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად წარმოებული გამოძიებით ერთმნიშნელოვად დადასტურდა, რომ ეს იყო კრიმინალური მომენტი. ეს იყო მკვლელობა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. არსებობს სერიოზული ეჭვი, ჩემი აზრით დასაბუთებული, რომ მათთვის ბრძანებების მიცემაში მონაწილეობას იღებდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები.

როდესაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც საქართველოს წარმოადგენდა ევროსასამართლოში სწორედ ამ საქმის განხილვის დროს, ამბობს, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. ეს არ არის უბრალოდ წამოცდენა. მაინც მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან, ხელი დააფარონ მათ რიგებში მყოფ დამნაშავეებს. ეს, პირველ რიგში, აზარალებს მთელს სახელმწიფოს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხარისხს, რომლის მიმართაც დასაბუთებული პრეტენზიები ჩვენ და მთელს საზოგადოებას დიდი ხანია გვაქვს.




 ახალი ამბები
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...
  • “დაანებონ ლიხაურს და შემოქმედს თავი“ _ აშენდება თუ არა ლიხაურში ქვესადგური“ყველა ლიხაურს რატომ უტევს? ხვალ 17 ოქტომბერს,12 სთ ზე,კომპანია "სლრ ცუნსულტინგ" მართავს შეხვედრას სოფ.ლიხაურში. თემა-მძლავრი ელექტრო გადამცემი სადგურის მშენებლობა და გარემოზე დაკვირვების განხილვა. მსურს მოგახსენოთ, რომ სოფელი ლიხაური არის, უნიკალური ბუნების, ხეობის და უძველესი ისტორიის მქონე ტურისტული ზონა. ოზურგეთის ერთ-ერთი მარგალიტი. მჭიდროდ დასახლებული სოფელი. აქ, მის ტერიტორიაზე ასეთი სადგურის მშენებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ააშენონ ლიხაურის ტერიტორიის გარეთ. ყველა როგორ უტევს სოფელ ლიხაურს. ხან კლდის ნგრევა, კარიერები, ახლა სადგური გვაკლია. ავსახლდეთ სოფლიდან? ელექტრო მაგნიტურ გამოსხივებას სად გავექცეთ?“ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გადავარჩინოთ გურიის მდინარეებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაავრცელა. შეხვედრა სოფელ ლიხაურში მართლაც შედგა, მაგრამ დარბაზში ცარიელი სკამები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ხალხი. როგორც სოფელში აღნიშნეს, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო და სწორედ ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ლიხაურისთვის კარგი არ კეთდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. თინა დობორჯგინიძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი: ისე ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ განვითარების წინააღმდეგი ვართ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა... სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს უპირველეს ყოფვლისა. ადამიანებს ამ ჰესის წინააღმდეგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ მოგვიაწია ლიხაურის დაცვა, ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართული. ეს იყო კარიერების თემა, ეს იყო ციხის თემა, ეს იყო მიწის თემა და არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენი სოფლისთვის მიუღებელია. რატომ? ლიხაური არის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გურიაში და მას პატრონობა ჭირდება და არა დაქცევა, განადგურება.  ირმა გორდელაძე: “ლიხაური არის ტურისტული ზონა და ეს ქვესადგური სხვა ადგილას ააშენონ, სადაც ადამიანებს და ბუნებას არ შეეხებიან. დაგვანებონ  ლიხაურს და შემოქმედს თავი, ამ ბოლო დროს ძალიან ამ სოფლებს გადაეკიდნენ და ყველას მივმართავთ, ნუ მიდიხარ ხალხის საწინააღმდეგო მხარეს. ვანო მუმლაძე, "სლრ ცუნსულტინგ საერთაშორისო პროექტების უფროსი ინჟინერი: “ეს პროექტები ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება. ჩვენი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს მოსახლეობას და მათ უნდა გავაცნოთ რამხელა მნიშნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის და გურიის რეგიონისთვის.“ მთავარი კითხვა შედგება თუ არა სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა ამ ეტაპისთვის პასუხის გარეშე ... ...
  • დუისში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაციის, "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" (თავმჯდომარე, მაია კვეზერელი-კოპაძე) მხარდაჭერით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს თბილისის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული ექიმები_ (პედიატრი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი) კონსულტაციებს და ლაბორატორიულ კვლევებს ჩაუტარებენ. ბენეფიციარებს ასევე, უფასოდ დაურიგდებათ ფართო სპექტრის მედიკამენტები. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: სოფელი დუისი, ამბულატორიის შენობა.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საერთაშორისო ასოციაციასთან "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" უკვე მესამე წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, უწყებასთან ერთად, ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა;ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ... ...
  • "ექვთიმეს სურვილები გვქონოდეს საქართველოში" _ სახალხო დღესასწაული სოფელ ლიხაურში17 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში  ტრადიციული „ექვთიმობა“   წელს იმით გახდა ნიშანდობლივი, რომ  ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს ხელი მოაწერეს  ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოების თავმჯდომარეებმა დავით დარჩიამ და მამუკა წოწერიამ. აქ განმარტეს, რომ ეს სასიხარულო მოვლენაა, რადგან  მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის,   ასეთი  სახის ურთიერთობა, თვითმმართველობის ისტორიისთვის ახალია და პირველად ხდება. _ მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია ერთობლივი მრავალი  ერთობლივი პროექტის გახორციელება, _ თქვა ოზურგეთს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა, ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად,  მოინახულეს რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრი, ეწვივნენ  ოზურგეთის სურათების გალერეას,  კოლეჯ „ჰორიზონტს“, ფოლკლორის ცენტრს და  ბოლოს  დაესწრნენ „ექვითმეობის“ დღესასწაულს. ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი რუსლან ურუშაძე მიესალმა სტუმრებს, მათ ესაუბრა საქართველოში დაკარგულ  და მერე სასწაულებრივად აღდგენილ მინანქრის ხელოვნებაზე,  აჩვენა მათ  მეორე სუკუნის ძეგლზე აღმოჩენილი  მინანქრის ხელოვნებით შესრულებული ხატის ასლი,  რომელიც ათი წლის წინ საპატრიარქომ სპეციალურად დაამზადა ექვთიმეს სახლ-მუზეუმისთვის.   ასევე ისუბრა ექვთიმე თაყაიშვილის არა როგორც განძის მცველის, არამედ მისი, როგორც  პილიტიკური  და საზოგადო მოღვაწის უდიდეს დამსახურებაზე : _ ექვთიმე თაყაიშვილმა მოახერხა და საქართველოს კულტურის გვირგვინი დაადგა ..   და ეს გვირგვინი  ჩვენს ქვეყანას დღემდე ადგას!  ექთიმეს სურვილები გვქონოდეს საქართველოში, ოჯახებში დ მთელ მსოფლიოში, _ თქვა მან ემოციური გამოსვლის დროს. ვრცლად ამ საინტერესო ღონისძიების შესახებ, ჩვენს მკიხველებს უახლოეს საგაზეთო სტატიაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...