ჩოხატაურში "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა

პოლიტიკა

ჩოხატაურში "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა

17 აპრ. 2012, 17:40:12
დღეს ჩოხატაურში "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელად ოფიციალურად წარადგინეს გოჩა ჯიქია. ოფისის გახსნას დავით ბერძენიშვილი და ბიძინა გუჯაბიძე დაესწრნენ.

ბერძენიშვილის თქმით, ის პოლიტიკურ კოალიციაში გურიის რეგიონის კოორდინატორად დანიშნეს და ამიერიდან, გურიას ხშირად ესტუმრება:

_ ივანიშვილი არის იმედის მომცემი პიროვნება. მომავალი ხელისუფლება მას უკავშირდება და მან კოალიციური, პოლიტიკური გუნდი შემოიკრიბა. დღეს "ქართული ოცნება" ძალიან ტევადი, ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებაა. ნათელია, რომ ხელისუფლება სრულიად შეშფოთებულია. ჩვენ ძალიან ავამუშავეთ სააკაშვილი _ როდის იყო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე იწყებდა ასეთ შეხვედრებს? მაგრამ ძალიან გაცვეთილია ის ქმედებები, რასაც ჩადის დღევანდელი ხელისუფალი, _ აღნიშნა ბერძენიშვილმა.

რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა კოალიციის სამოქმედო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის და კოალიციისთვის პრიორიტეტს ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.

დავით ბერძენიშვილმა განსაკუთრებული მადლობა მედიას გადაუხადა იმ მუშაობისთვის, რომლებიც ჟურნალისტებმა კონტროლის პალატის ეგზეკუციის დროს გასწიეს:

_ სწორედ ჟურნალისტების დახმარებით შევძელით, რომ ყველას დაენახა, რა ხდებოდა, როგორ ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენს აქტივისტებზე, უბრალო მოქალაქეებზე. ოზურგეთში საყვედური მითხრა გაზეთმა "ალიონმა" და სავსებით სამართლიანად. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მარტო "გურია ნიუსს" კი არ ვუხდით მადლობას _ მადლობა ყველას, "ალიონს", "ლანჩხუთი პლიუსს", _ განაცხადა ბერძენიშვილმა

ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმინიჭების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ამით ხელისუფლებამ თავისი სახე აჩვენა: _ დასავლეთი 2008 წლის მსგავსად, სააკაშვილის ტყუილებზე თვალს აღარ ხუჭავს, _ დასძინა ბერძენიშვილმა.

ოფისის შეხვედრას 100-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის, სოფელ სამების ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი (ჟღენტი), რომელმაც დამსწრე საზოგადოება დალოცა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ის პარაკლისებს უხდის:

_ ღვთისთვის ყველა ერთია, ყველა უფლის შვილია. წირვა-ლოცვის დროს, პატრიარქის შემდეგ, მთავრობაზე და მხედრობაზე ვლოცულობთ, მაგრამ უფალს უნდა, რომ მისი მიმდევარი იყოს ყველა. ყველას ერთმანეთი უნდა უყვარდეს, არ უნდა გვძულდეს. მე ამას თქვენზე არ ვამბობ, მეორე მხრიდან ვამბობ. შენს შვილს რომ ავტომატით სცემ, არ შეიძლება _ ასე არ ხდება. მთელი სულით და გულით უფალს ვევედრები, რომ ყველაფერი კარგად იყოს. ერთმანეთის ტვირთი უნდა ვზიდოთ. ბიძინა ივანიშვილი მე მისი ქველმოქმედებით მიყვარს, მანამდე მიყვარდა, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა. ჯიხეთში, საჩხერელი დედა საბიანა ყვებოდა, რომ მისი ნაშოვნი პირველი მანეთი გაჭირვებულს მოახმარა. როგორ შეიძლება არ დაიჯერო ადამიანის, რომელსაც არც ქველმოქმედება აკლია, არც სახელი _ ასეთ პიროვნებას ყველა ჩაიხუტებს და ხელში აიყვანს. ეს კაცი მოდის და თავს დებს საქართველოსთვის _ მე მას პარაკლისებს ვუხდი, _ აღნიშნა მამა გიორგიმ.




 ახალი ამბები
  • „ბაბუასთან იმყოფებოდა სტუმრად“ - ახალციხეში 14 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩოცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ახალციხეში, სოფელ მუგარეთში - 14 წლის მოზარდი, რომელიც ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა, მდინარეში დაიხრჩო. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ სოფლის რწმუნებულმა  გიორგი ბლიაძემ დაუდასტურა. „გარდაცვლილი 14 წლის ბიჭია, რომელიც ბაბუასთან იმყოფებოდა სტუმრად“, _  ამბობს ბლიაძე.  მოზარდის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია ... ...
  • ძვირფასო მგზავრებო! _ აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ხვალ, 6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისზე ჩვენი გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან. სატახტო ქალაქისა  და მისი მნიშვნელობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში გიამბობთ, მოგვიანებით კი საინტერესო ამბებს ქუთაისზე  მოგიყვებით.  თეატრალების ეზო, ადგილი სადაც რეზო გაბრიაძე და იპოლიტე ხვიჩია ცხოვრობდნენ, იშხნელების გორა, პირველი აფთიაქი და კინო პავილიონი - დაგვემგზავრეთ და წინ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გელოდებათ. მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • ვინ რამდენი ქულა მიიღო ქართულში _ გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდანერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე გამოქვეყნდა. გურია ნიუსი გთავაზობთ, ჩოხატაურელ აბიტურიენტთა ჩვენს ხელთ არსებულ შედეგებს. მაქსიმალური 70 ქულიდან 70-ივე მიიღო ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი მგალობლიშვილმა, მას 8 ქულით ჩამორჩა თავისივე კლასელი ცოტნე გოცაძე. ამ წუთისთვის, ჩვენს ხელთ არსებული სია იმ აბიტურიენტებისა, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაღალი შეფასება დაიმსახურეს, ასეთია:  სამრევლო სკოლა: სალომე ანდღულაძე _ 61 ქულა, ია დოლიძე _ 60 ქულა, ნინი ცინცაბაძე _ 60 ქულა, ელისაბედ სიხარულიძე _ 58 ქულა, ალექსანდრე წეროძე _ 58 ქულა, მარიამ მამალაძე _ 58, ანა უნგიაძე _ 56 ქულა, ელენე ბარამიძე _ 55 ქულა, ქეთევან ჩხიკვაძე _ 54 ქულა, მიხეილ ბერძენიშვილი _ 51 ქულა, ლილიანა ლომინეიშვილი _ 45 ქულა, ნიკა ბედინეიშვილი _ 41 ქულა; ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე მარი ანთიძემ 60 ქულა მიიღო, მისმა სკოლელმა მაკა ცენტერაძემ კი _ 46 ქულა; შუა ამაღლება: ნანა სიხარულიძე _ 62; მანანა ანთიძე _ 46; ანა ჩხარტიშვილი _ 44; მარი ყაჭეიშვილი _ 43; დიმიტრი სიხარულიძე _ 38 . ამაღლება:  მარი თავაძე _ 50, ნანა სიხარულიძე _ 49; რაც შეეხება პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა შედეგებს, მოწოდებული ინფორმაციით: 1-მა კურსდამთავრებულმა მიიღო 63 ქულა,  3-მა _ 62; 1-მა _ 61; 2-მა _ 59; 2-მა _ 58; 2-მა _ 56; 3-მა _ 54; 3-50; 3-მა _ 40. როგორც პირველი საჯარო სკოლიდან გვატყობინებენ, მათ კურსდამთავრებულებს სახელების და გვარების გასაჯაროება არ სურთ. პ.ს. აღნიშნული მონაცემები რედაქციას ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიაწოდა და შეიძლება სრულად არ იყოს წარმოდგენილი იმ აბიტურიენტების სია, რომლებმაც ეროვნულ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მარალი შეფასება ... ...
  • „დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა"- ემიგრაციის მუზეუმი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშისაქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, მზადება მუზეუმის გასახსნელად 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. „რვა წელია რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრანტული მასალების მიმართულებით დიდი სამუშაო წამოვიწყეთ - ჩამოვიტანეთ მნიშვნელოვანი არქივები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. თუმცა დღევანდელი დღე მაინც სხვა მოვლენამ განაპირობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც სრულიად უნიკალური მასალების უდიდესი საცავი იყო, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადმოვიდა. ეს არქივი, თავის დროზე, გურამ შარაძემ გადასცა უნივერსიტეტს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი, ბინა, გურამ შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის დიდი მეცადინეობით, დაიდო“,_ აცხადებს კეკელიძე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით: „დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა, მათი ოცნებები და ანდერძი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მის ევროპულ ოჯახში მიღებას უკავშირდება. ემიგრანტთა ამ გამორჩეული თაობების წვლილი უდიდესია იმაში, რომ დღეს, საქართველო ევროპაში ბრუნდება და აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება!“   ... ...
  • სპეცოპერაცია ქუთაისში - დაკავებულია შუახნის მამაკაციცოტა ხნის სპეცოპერაცია ჩატარდა ქუთაისში. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, დაკავებულია შუახნის მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი მეტადონის პროგრამით სარგებლობდა და მან მედიკამენტები ერთ-ერთი შენობიდან გაიტანა. სპეცოპერაციის სხვა დეტალები,ჯერჯერობით, ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...