რისი ღირსი არ იყო ხელისუფლება და ოპოზიცია

gurianews.com

პოლიტიკა

რისი ღირსი არ იყო ხელისუფლება და ოპოზიცია

2012 აპრ 19 07:33:35
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, "რესპუბლიკური" პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ კოალიცია ოქტომბრის არჩევნებს აუცილებლად მოიგებს და ისინი ხმების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ. ბერძენიშვილი, კოალიციაში გურიის პოლიტიკურ კოორდინატორად დანიშნეს და როგორც ამბობენ, არჩევნებზე იგი ჩოხატაურში იყრის კენჭს. მასთან საუბარი, სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

_ ბატონო დავით, როგორც ვიცით, კოალიცია "ქართული ოცნების" გურიის პოლიტიკური კოორდინატორი ხართ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, ჩოხატაურში იყაროთ კენჭი.

_ ამაზე არ არის საუბარი, ამ ეტაპზე კანდიდატები არ არიან შერჩეულები. რაც შეეხება პოლიტიკურ კოორდინატორობას, მე უახლოეს ხანებში მექნება შეხვედრები სამივე რაიონის წარმომადგენლებთან ერთად და დავიწყებთ საქმიანობის დაგეგმვას, გასვლებს სოფლებში, შეხვედრებს რაიონულ ცენტრებში. ყველაზე მძიმე რეგიონი დღეს არის სამეგრელო. თავის დროზე ალასანიას იქ წასვლას დავარქვი მეორე პოლიტიკური ფრონტის გახსნა. მე ეს გამოცდილი მაქვს _ მშვენივრად მესმოდა, რას ნიშნავდა 2003 წელს, ასლან აბაშიძის მმართველობის პირობებში, ბათუმში საარჩევნო კამპანია ლოზუნგით _ "ბათუმი აბაშიძის გარეშე". მე წავედი იქ ჩემს მეგობრებთან ერთად და გავხსენით მეორე პოლიტიკური ფრონტი, რამაც უზრუნველყო შევარდნაძე-აბაშიძის დამარცხება. ამჟამად ჩვენ რესურსი უფრო მეტი გვაქვს. ახლა მარტო მეორე ფრონტს კი არ ვხსნით _ მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ფრონტებს ვხსნით. საქართველოს არც ერთი რეგიონი არ იქნება პოლიტიკური კოორდინატორების გარეშე. ზოგი მათგანი ამ რეგიონებში იყრიან კენჭს.

_ მათ შორის, თქვენ _ ჩოხატაურში?

_ მე ასე არ ვფიქრობ. ჩოხატაურში მე მაქვს ფესვები, ოზურგეთში _ ჩემს მეუღლეს. დაბადებული და გაზრდილი ბათუმში ვარ, ცხოვრების სამი მეოთხედი თბილისში ვცხოვრობ _ აი, ამ არჩევნიდან ერთ-ერთს გავაკეთებ.

_ კოალიციის მიერ რეგიონებში ახალ დანიშნულ კადრებთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა, წინააღმდეგობებია შიდა პოლიტიკურ სპექტრში. ალბათ, თქვენთვის ცნობილია ოზურგეთში არსებული დაპირისპირებების შესახებ. რისი ბრალია ეს _ იმის, რომ გურიაში პოლიტიკოსები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, თუ ის, რომ კონკრეტული კანდიდატურები გურიაში ადიკო ივანიშვილმა შეარჩია?

_ ბუნებრივია, ასე არ არის. ყველა ოფისის ხელმძღვანელი მტკიცდება პოლიტიკურ საბჭოზე. მანამდე მუშაობს ჯგუფი, რომელშიც ყველა პარტიის წარმომადგენელია. ლანჩხუთში და ჩოხატაურში საერთოდ არანაირი პრობლემა არ ყოფილა და შეთანხმებას მალე მივაღწიეთ. რაც შეეხება ოზურგეთს, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება", საპარტნიორო განწყობებმა იმატა ჩვენი პარტიების წარმომადგენლებს შორის და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ოზურგეთში, ოფისის ხელმძღვანელი, როგორც "რესპუბლიკელების", ისე "თავისუფალი დემოკრატების" და სხვა პოლიტიკური შემადგენლობის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად შევარჩიეთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ნორმალურად იმუშავებს. ჩემის მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ ოზურგეთში "რესპუბლიკურ პარტიას" ხელმძღვანელობს ტიფო მიქატაძე, რომლის კვალიფიკაციაში არასოდეს, არავის ეჭვი არ შეჰპარვია და ტიფო არ წარგვიდგენია ჩვენ ოფისის ხელმძღვანელად, კანდიდატიც კი არ ყოფილა.

_ რატომ?

_ ვიზრუნეთ იმისთვის, რომ ნამდვილი სათანამშრომლო პირობები შექმნილიყო და ვფიქრობ, ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ. ძალიან კარგი კანდიდატია შერჩეული ოფისის ხელმძღვანელად, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად შტაბში, სადაც რამდენიმე კაცია ძალიან დიდი ფუნქციებით.

_ ხომ არ გულისხმობთ იმას, რომ "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს შორის, ოზურგეთში, სერიოზული დაპირისპირებაა. გინდათ თქვათ, რომ ამის გამო არ დაინიშნა არც ერთი პარტიის წარმომადგენელი?

_ ახლა არანაირი დაძაბულობა არ არის. როდესაც ჩვენ ცალ-ცალკე ვიყავით, იყო პარტიული ინტერესები, განსხვავებული ხედვები, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეიქმნა კოალიცია, ხდება ურთიერთკომპრომისების გზით ოპტიმალური შედეგის მიღება და მე კმაყოფილი ვარ, რომ "რესპუბლიკელებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" მოვძებნეთ თანამშრომლობის ეს ფორმა. გურიაში ჩვენ ძალიან მაღალ შედეგებს ველით. სამივე რაიონში ვიბრძვით გამარჯვებისთვის, როგორც სიით, ასევე მაჟორიტარულ ოლქებში. ვიცით, რომ არის რეგიონები, სადაც მაჟიროტარულ ოლქებში გამარჯვება უკიდურესად რთულია, ვიცით, როგორი წნეხია ზოგან. გურია, ამ თვალსაზრისით, სწორედ რომ იმ პირობების მატარებელია, რომ ჩვენ სამივე რაიონში სამივე მანდატი ავიღოთ.

_ ადასტურებთ თუ არა, რომ კოტე შარაშენიძე ადიკო ივანიშვილის კადრია?

_ ვერ გეტყვით ამას. მე ვიცი ჩემი პარტიის რაიონული ორგანიზაციის დამოკიდებულება მის მიმართ _ ძალიან კარგი დამოკიდებულებაა. როცა მე და დათო უსუფაშვილი მხარს ვუჭერდით კოტე შარაშენიძეს, უპირველეს ყოვლისა, ვითვალისწინებდით ტიფო მიქატაძის დამოკიდებულებას მის მიმართ. ბუნებრივია, ჩვენ პირველ რიგში ვეყრდნობით, ჩვენი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციას.

_ ადიკო ივანიშვილმა "გურია ნიუსს" დაუდასტურა, რომ შარაშენიძე მისი კადრია...

_ კარგი კადრი უპოვია. მე არ ვიცნობ ადიკო ივანიშვილს, ამიტომ, ვერაფერს გეტყვით მასზე. კოტე შარაშენიძე იყო ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი საკუთრივ ბიძინა ივანიშვილის პარტიის "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" ნომინანტი და იმ პარტიაში საიდან გაჩნდა ეს კანდიდატურა, მე არ ვიცი. თუმცა, ის გაზიარებული იქნა პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრის მიერ.

_ ბატონო დავით, თქვენ და ირაკლი ალასანია გასულ არჩევნებზე ერთ გუნდს წარმოადგენდით. მაშინ იმდენი ხმა ვერ აიღეთ, რამდენსაც ვარაუდობდით. ახლა რატომ ხართ დარწმუნებული გამარჯვებაში?

_ თბილისში რასაც წვდებოდა "ალიანსი", კარგი შედეგი მივიღეთ _ ეს არ იყო ცოტა. ირაკლი ალასანიამ მერობის არჩევნებზე აიღო 85 000 ხმა. ეს რაოდენობა აღემატება 2002 წელს თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე სააკაშვილის, "ნაციონალური მოძრაობის", "რესპუბლიკელების" და "კონსერვატორების" ბლოკის მიერ აღებული ხმების რაოდენობას. მაშინ ჩვენ ავიღეთ დაახლოებით 70 000 ხმა. ასე რომ, აბსოლუტური მაჩვენებლებით, როგორც ირაკლი ალასანიას, ისე "ალიანსის" ხმები თბილისში იყო მაღალი. რა თქმა უნდა ხელისუფლებამ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება და ასევე მიიწერეს იმ ამომრჩევლის ხმები, რომელიც მათი არ იყო. თბილისს გარეთ ჩვენ მაღალი შედეგი ვერ დავდეთ იმიტომ, რომ იყო სრული უფინანსობა და ბევრი სხვა პრობლემის გამო, მხოლოდ თბილისში გავუწიეთ რეალური კონკურენცია ხელისუფლებას. რეალურად, ჩვენ სამი მაჟორიტარული _ ხიდაშელის, კაციტაძის და საგანელიძის ოლქები თბილისში მოვიგეთ, რომელიც წაგვართვეს. სხვაობა იმ ვითარებასთან შედარებით ახლა დიდია. ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილის პერსონალური რეიტინგი ძალიან მაღალია _ მისი ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ლიდერის ფაქტორი ყოფილა. მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ქართული დემოკრატიული ოპოზიციის შედუღაბება, რომელიც მანამდე ხან ახერხებდა და ხან ვერა გაერთიანებას. დღეს, ივანიშვილის კოალიცია პრაქტიკულად წარმოადგენს მთელ პოლიტიკურ ალტერნატივას საქართველოში.

_ თქვენი სიტყვების თანახმად, 2008 წელს დასავლეთმა სააკაშვილს ტყუილები "გაუპრავა". როგორ ფიქრობთ, ახლაც იგივეს არ იზამს?

_ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იქცეოდნენ დასავლელი დამკვირვებლები და მათი ხელისუფლებებიც. მაგალითად, 2000 წელს, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში სულ არ შემდგარა. ხალხი არ მივიდა არჩევნებზე _ არც პატიაშვილს მოუგია და არც შევარდნაძეს, მაგრამ შევარდნაძეს ტყუილში მაშინ დაემოწმნენ. 2003 წელს, უკვე იმდენად მოყირჭებული იყო შევარდნაძე, რომ ტყუილში მას და აბაშიძეს დასავლეთი აღარ დაემოწმა და დაადასტურა ქართველი ხალხის არჩევანი, რომ პირველ ადგილზე ნამდვილად გავიდა სააკაშვილის, რესპუბლიკელების და კონსერვატორების ბლოკი. 2008 წელს, 7 ნოემბრის ფონზე, დასავლეთისთვის მოულოდნელად ჩატარდა არჩევნები. როცა ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა გამოაცხადა 6 იანვარს, დილით, ხაშზე, რომ სააკაშვილმა მოიპოვა ტრიუმფალური გამარჯვება, ბუნებრივია, ეს გახლდათ ცივი შხაპი ქართული საზოგადოებისთვის, რადგან ეს იყო ტყუილი. მაშინ დასავლეთი, როგორც ჩანს, არ იყო მზად, ასე სწრაფად მიეღო სააკაშვილის ალტერნატივა. დღეს სხვა ვითარებაა. ეს უფრო 2003 წლის ვითარებას წააგავს _ დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ, აუდიენციები ივანიშვილთან, ამ პოლიტიკური კოალიციის შემადგენლობა. დასავლეთში კარგად გვიცნობენ "რესპუბლიკელებსაც", "თავისუფალ დემოკარტებსაც" და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც აქ არიან. დღეს შესაძლებლობებიც გაცილებით მეტია. ამ წუთებში (საუბარი ჩაწერილია 17 აპრილს) თინა ხიდაშელი ჰაერშია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიფრინავს, დავით უსუფაშვილი, ალბათ, უკვე ევროპაშია _ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, ირაკლი ალასანიაც ბევრს დადის. ივანიშვილის ფაქტორმა შესაძლებელი გახადა, უკეთ ვიმუშაოთ ევროპის და ამერიკის დედაქალაქებში ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, პოლიტოლოგებთან, ლობისტურ ჯგუფებთან. თუ აქამდე მხოლოდ სააკაშვილი, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე, დაიქირავებდა ხოლმე ლობისტები, ახლა ივანიშვილსაც ჰყავს ლობისტური სტრუქტურები. ეს არის ღია ურთიერთობები, მაგრამ, რამდენიც უნდა გადაუხადო ვერანაირი ლობისტი ვერ გიშველის, თუ შენ სიმართლე არ გაქვს მისატანი ამერიკის კონგრესში, სენატში ან სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ ლობისტებიც კარგი გვყავს, მაგრამ მთავარია, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა. ამ და სხვა ბევრი ფაქტორის, უპირველესად, ივანიშვილს ფაქტორის გათვალისწინებით, უკვე ვუგებთ დასავლურ ფრონტზე სააკაშვილს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა შიდა ფრონტზე, არა მარტო თბილისში, არამედ ყველა რეგიონის მასშტაბით დავამარცხოთ ხელისუფლება. ძალიან მაღალი შანსია ხელისუფლების ცვლილების _ ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამომრჩეველი განწყობილია სააკაშვილის დასამარცხებლად. ეს სარჩევნო პოლიტიკური მანქანა, "ქართული ოცნების" ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა იყოს ადეკვატური და შემძლე, რომ ხალხის განწყობა აქციოს საარჩევნო უბნებში მიღებულ უპირატესობად. ამდენი ხნის განმავლობაში, პოსტსაბჭოთა საქართველოში არც ერთი ხელისუფლება არ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ღირსი და ტოლფასი. ასევე არ იყო ამის ღირსი არც ერთი ოპოზიცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახლანდელი კონფიგურაცია აღმოჩნდება ამის ღირსი ახლა _ როგორც ოპოზიცია და ოქტომბერში _ როგორც ხელისუფლება.

_ განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ოქტომბერში ოპოზიცია საკუთარი ხმების დაცვას მოახერხებს?

_ მოვახერხებთ ისე, როგორც 2003 წელს მოვახერხეთ, როგორც 1990 წელს "მრგვალმა მაგიდამ" მოახერხა.

_ რევოლუციას ხომ არ წინასწარმეტყველებთ?

_ არა.

_ 2003 წელს ხომ რევოლუციით დაიცავით ხმები?

_ არავითარი რევოლუცია არ ყოფილა. იყო ხმების დაცვა და ამაში საგარეო ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი.

_ და რამდენიმედღიანი ქუჩის აქციები...

_ ჩვენ ვემზადებით მოსაგებად. არჩევნებში გამარჯვებისთვის ზვიად გამსახურდიამაც, სააკაშვილმაც გამოიყენეს აქციები, თუმცა, ხელისუფლება აქციებით არ შეცვლილა _ ხელისუფლება შეიცვალა საარჩევნო ურნასთან. ჩვენ საარჩევნო უბნებით უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. მან რომ დააპიროს გაყალბება, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს. მთავარია, ჯერ მივიღოთ ეს ხმები.


ნახვა: 597


 ახალი ამბები
  • დედაქალაქის რომელ უბნებში შეიზღუდება გადაადგილება 17-19 ივლისს _ შსს-ს განცხადება"ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტთან დაკავშირებით თბილისში, ზოგიერთ უბანში მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 17-19 ივლისს თბილისში ,ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი. რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი ,,ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად. მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ. ასევე, 19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება რესპუბლიკის მოედანზე. ... ...
  • სანამ შახტები იქნება დახურული, მანამდე თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასსპრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში, სოზარ სუბარი ჩავიდა. „ქართული ოცნების“ წევრის განცხადებით, მინდელის შახტების დახურვის მიუხედავად, თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასს. მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდება დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში. „გამოძიების რაღაც ნაწილი უკვე დასრულებულია და ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი არის უკვე დაკითხული, შახტები დახურულია შსს-ს მიერ და ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მუშაობს შახტებში. ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდოს დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში, მას შემდეგ, რაც გაიხსნება. რაც შეეხება მუშებს, მინიმუმ ერთი თვის ხელფასს მათ კომპანია გადაუხდის, შემდგომ როგორ გაგრძელდება, ამაზე უკვე გაგრძელდება მოლაპარაკება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის, მაგრამ მანამ, სანამ ეს იქნება დახურული, სანამ ექსპერტიზის დასკვნები არ დაიდება, მანამდე თითოეული მათგანი მიიღებს ხელფასს“,-განაცხადა ... ...
  • საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის (R)ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და  მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს. 19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე - ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. მატარებლების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge. დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets). ძვირფასო მგზავრებო, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, გამოემგზავრება 08:15-ზე. საქართველოს რკინიგზა გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას! (R) ... ...
  • ეფექტურია თუ არა წამლობა _ ფაროსანამ გამრავლება დაიწყო (ფოტო)ფოტოები, რომელსაც კომენტარის გარეშე გთავაზობთ, ჩოხატაურში, ერთ-ერთ საკარმიდამო ნაკვეთში, თხილის ერთ ბუჩქზეა გადაღებული. ფოტოებზე კარგად ჩანს ფაროსანას განვითარების ფაზები. ასეთი მდგომარეობაა თითქმის მთელ ... ...
  • ხანძარი ლანჩხუთში _ ორსართულიანი სახლი სრულიად დაიწვახანძრის შედეგად, რომლის გამომწვევ მიზეზად წინასწარი ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობა სახელდება, ლანჩხუთში, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, რომელთაც დაზარალებულ ზურაბ მარშანიშვილის ოჯახს, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარების გაწევის პირობა ... ...

არქივი

ზაფრანი

ბავშვები ტყუილებს 6 თვიდან სწავლობენ

ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი...

საინტერესო ფაქტები, რომლებიც თქვენ არ იცით

პარალელური ხაზები კოსმოსში იკვეთება. ფენ-შუი...

რომელი ასტროლოგიური ქვა მოგიტანთ წარმატებებს

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის...

"ორქიდეა მაიმუნი"

ეს საოცარი "ორქიდეა მაიმუნი" საიდუმლოდ...

რა არ მოსწონთ კაცებს ქალებისაგან

მამაკაცებს ინსტიქტი, იმპულსი ამოძრავებთ, ქალები...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...