"ესტონური მოდელი" მომხმარებლის ხელმოკლეობის პირობებში ვერ მუშაობს" _ ღია წერილი გიორგი კვირიკაშვილს

პოლიტიკა

"ესტონური მოდელი" მომხმარებლის ხელმოკლეობის პირობებში ვერ მუშაობს" _ ღია წერილი გიორგი კვირიკაშვილს

22 თებ. 2016, 17:38:16

 European.ge მოუწოდებს მთავრობას „ესტონური მოდელით“ ეკონომიკის სტიმულირება გახადოს სტრატეგიული და არ გაავრცელოს შეღავათები საბანკო სექტორზე. ანალიტიკური მედია პლატფორმასაქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

" ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამ ბოლო დროს პრესაში სულ უფრო ხშირად ისმის სხვადასხვა ვერსიები მთავრობის მიერ კერძო ბიზნესისათვის გადასახადების შემცირების ახალი ნაბიჯის მომზადების შესახებ. ლაპარაკია მოგების გადასახადის შეღავათების დაწესებაზე „ესტონური მოდელის“ მიხედვით. ეს ნაბიჯი მზადდება მაშინ, როცა ჯერ კიდევ მაღალია უმუშევრობა (12,4%, 2014წ.), ხოლო ეკონომიკის ზრდის ტემპი მეორე წელია მცირდება.

უმუშევრობის ბოლოდროინდელი შემცირება ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ დასაქმების ლომის წილი დაბალ შემოსავლიანი არაფორმალური დასაქმებაა სოფლის მეურნეობაში, რასაც ხალხი დასაქმებად არ აღიქვამს. ამიტომ, მოსახლეობა უთუოდ მიესალმება ისეთ რეფორმას, რომელიც ეკონომიკას გამოაცოცხლებს და, შესაბამისად, უმუშევრობასაც შეამცირებს. მთავრობის გეგმებიც საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით სწორედ ეკონომიკის ასეთ გამოცოცხლებას ისახავს მიზნად.

ჩვენი სურვილია, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებული მიზნები მიღწეულ იქნას და ხალხის იმედები არ გაცრუვდეს. ეს რომ მოხდეს, მთავრობამ არ უნდა გამოიტანოს ზედაპირული და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. არადა, დღევანდელი მთავრობა დგას იმ რისკის წინაშე, რომ ფაქტიური მემარჯვენე პოლიტიკების გატარებით, მმართველი პარტიის მიერ გამოცხადებული სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია მოახდინოს და ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში შეიყვანოს.

ბატონო პრემიერ მინისტრო, ამგვარი შედეგის თავიდან აცილება თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა.

პირველი, რაც ჩვენ გვინდა გითხრათ, არის ის, რომ მომხმარებლის (ხალხის) ხელმოკლეობით გამოწვეული დუნე ზრდის ტემპების დროს საგადასახადო შეღავათებით ეკონომიკის სტიმულირება, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ მთავრობის მხრიდან ხარჯები/ხარჯვაც (spending) იზრდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტია ეკონომიკის სტიმული და არა მომჭირნეობით (austerity) ბიუჯეტის დეფიციტთან ბრძოლა, რამაც ევროპის ბოლოდროინდელი სტაგნაცია გამოიწვია. არადა, პრესა ავრცელებს მთავრობის გეგმებს, სწორედ, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასა და მთავრობის ხარჯების შემცირების თაობაზე.

„ესტონური მოდელი“ მომჭირნეობის პოლიტიკის (austerity) პირობებში ვერ მუშაობს

საგადასახადო შეღავათით მოგების რეინვესტირების წახალისების ესტონური მოდელი რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის გარანტიად გამოდგებოდეს, სულ მცირე თვითონ ესტონეთში უნდა ჰქონდეს ამ მოდელს „ზრდის ეფექტი.“ არადა, ესტონეთის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის ბოლო ერთი წელია (2015 ბოლო კვარტალში მშპ წლიური ზრდის ტემპი იყო მხოლოდ 0,7%). ეს ხდება სწორედ იმ საბიუჯეტო მომჭირნეობის ფონზე, რისი საშუალებითაც ესტონეთმა არათუ ბიუჯეტის დეფიციტი შეამცირა, არამედ 2015 წ ბოლო 2 კვატალში დაუხარჯავი ფულიც დაუტოვა მთავრობას.

„ესტონური მოდელი“ მომხმარებლის ხელმოკლეობის პირობებში ვერ მუშაობს

საქართველოში ისევე, როგორც ესტონეთში, ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპები დაკავშირებულია მოხმარების მხარის (consumption) და არა მიწოდების მხარის (supply) პრობლემებთან. ანუ, მომხმარებელი რომ ვერ ყიდულობს ისაა პრობლემა და არა ის, რომ მეწარმეს არ ყოფნის კაპიტალი პროდუქტის შესაქმნელად. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საბოლოო მოხმარებაზე გაწეული ხარჯები (Final consumption expenditure) 2008 წლიდან მოყოლებული ორივე ქვეყანაში მცირდებოდა (მშპ–ს % ებში გამოხატული).

საქართველოში მცირდებოდა ამ მაჩვენებლის ორივე კომპონენტი – როგორც ოჯახების მოხმარება ასევე მთავრობის მხირდან მოხმარება. ოჯახების მიერ მოხმარება ესტონეთშიც მცირდებოდა, მაგრამ იქ ის მაინც სცადეს, რომ მთავრობის მოხმარების გაზრდაზე ეზრუნათ. თუმცა, ამ მცდელობამ ისეთი მასშტაბი ვერ შეიძინა, რომ საბოლოო მოხმარების ვარდნა შეეჩერებინა.

საეჭვოა „ესტონური მოდელის“ საჭიროება, როცა რეალურ კაპიტალში ინვესტირების პრობლემა არ დგას

ინვესტიციები იმ კაპიტალში, რომელიც ეკონომიკის ზრდას უშუალოდ იწვევს (ე.წ. ფიქსირებული კაპიტალი, ანუ საწარმო საშუალებები) 2008 წლის კრიზისის შემდეგ საქართველოში იზრდებოდა (მშპ–ს %-ებში გამოხატული) ყოველგვარი ესტონური მოდელის გარეშეც და 2014 წელს ბოლო 10 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, გაუსწრო რა თვითონ ესტონეთის მაჩვენებელსაც. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი (ინვესტიციების ზრდის 25,8%) ასევე უსწრებს როგორც ევროზონის (19,5%), ისე ამერიკის მაჩვენებლებს (19%). რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალურად რეინვესტირების წამახალისებელი და სწორად განხორციელებული საგადასახადო შეღავათებით ამ მაჩვენებლის კიდევ მეტად გაზრდა არ შეიძლება, მაგრამ ასეთ წახალისებას მოეთხოვება გარკვეული სტრატეგიულობაც.

უნდა ვიცოდეთ რატომ და რომელ სექტორს ჭირდება წახალისება, რათა ეს წახალისება იყოს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი.


საეჭვოა, საგადასახადო შეღავათებით საბანკო სექტორის წახალისება საჭირო იყოს

შემაშფოთებელია ინფორმაცია მოსალოდნელ საგადასახადო შეღავათების საბანკო სექტორზე გავრცელების შესახებ. საქართველოში საბანკო სექტორს არა თუ არ სჭირდება რაიმე დამატებითი წახალისება, არამედ ასეთი რამ შესაძლოა კონტრ-პროდუქტიულიც კი იყოს, ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. 2015 წელს, ქართული ბანკების მოგებამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია.

საქართველოში საბანკო სექტორის ზრდის ტემპი[1] ქრონიკულად აღემატება სხვა სექტორების ზრდის ტემპს და არ არის მჭიდრო კორელაციაში მთლიანობაში ეკონომიკის სიჯანსაღესა და ზრდის ტემპთან. ფინანსური შუამავლობის მომსახურების ბუმი 2007–2008 წლებში (შესაბამისად, ზრდის 44% და 23%) წინ უსწრებდა ეკონომიკის დასუსტებას 2008-ში (ტემპი დავარდა 11%-დან 2%-მდე) და რეცესიას 2009-ში. 2009–ის რეცესიის დროს საბანკო სექტორი (საფიანანსო საქმიანობა) ზრდას აგრძელებდა (2,7%), ხოლო ამ სექტორის თავბრუდამხვევი ზრდა (2010-ში წლიური 11%-დან 24%-მდე 2011-ში) არანაირად არ აისახა ეკონომიკის ზრდის ტემპის ცვლილებაზე.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 2008–2009 კრიზისს ბევრი ცნობილი ეკონომისტი აბრალებდა სწორედ საბანკო სექტორის ზედმეტ ზრდას, საფუძველი გვეძლევა ეჭვის თვალით შევხედოთ ამ სექტორის ზრდის ისედაც მაღალი ტემპების წახალისების პროექტს. მოგების გადასახადის შეღავათით, ბანკებს ვერ ვაიძულებთ გააიაფონ კრედიტი და დააფინანსონ ეკონომიკა. მეორეს მხრივ, მთავრობა უცნაური სიმშვიდით და გაგებით ეკიდებოდა ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელ ზრდას, რამაც რეალურად გამოიწვია ბანკების მიერ კრედიტის გაძვირება და ეკონომიკის ზრდის შენელება.

ამიტომ, მთავრობის სურვილი, ბანკებს საგადასახადო შეღავათები მიეცეს ეკონომიკის ზრდის მიზნით, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას თავი შეიკავოს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე მიმართული მომჭირნეობის პოლიტიკისაგან (austerity). ასეთი თავშეკავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუკი მთავრობა აპირებს მოგების გადასახადის შეღავათის „ესტონური მოდელით“ ეკონომიკის ზრდის წახალისებას.

ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას „ესტონური მოდელით“ ეკონომიკის სტიმულირება გახადოს სტრატეგიული და არ გაავრცელოს შეღავათები საბანკო სექტორზე.

ჩვენი აზრით, ნათელი უნდა იყოს, რომ პროდუქციის წარმოების წახალისებას აზრი არა აქვს, თუ ამავე დროს ამცირებ მოსახლეობის მხრიდან ამ პროდუქციის მოხმარების უნარს ბიუჯეტის შეკვეცით. ასევე ნათელი უნდა იყოს, რომ ნაივურია ბანკების კაპიტალის ზრდით გეგმავდე ეკონომიკის სტიმულირებას, როცა ამ ბანკებს ურთულებ მეტი ძირითადი ფუნქციის შესრულებას ეკონომიკაში – კრედიტის მიწოდებას – უძვირებ რა საკრედიტო რესურსს მონეტარული პოლიტიკის მაღალი განაკევეთით" _ აღნიშნულია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" გაიხსნა (R)ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია. საწარმო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. აქ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეების ე.წ Mელტ Bლოწნ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოში პირველი პროდუქციის წარმოება იწყება სახელწოდებით - „Fაცეგუარდ", რომელიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. „არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც ჩOVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმოებული პირბადეები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. ... ...
  • ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის" მიერ 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა(R)ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის" მიერ 2 ახალი საავადმყოფო გაიხსნა.  მრავალპროფილური, უმაღლესი სამედიცინო აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით აღჭურვილი ფოთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი", ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო. ამოქმედდა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია მოეწყობა. ფოთის მოსახლეობა რეაბილიტირებულ გარემოში შეძლებს სრული ამბოლატორიული და სამეანო-გინეკოლოგიური სერვისის მიღებას. პირველ ეტაპზე საავადმყოფო 19 საწოლით აღიჭურვა, რამდენიმე თვეში კი საწოლების რაოდენობა 54-მდე გაიზრდება. სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული ოპერაციები და კომპიუტერული რენტგენოლოგიური კვლევები ჩატარდება. აქვე იფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება და ემერჯენსი, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური ბოქსირებული  განყოფილებები. საავადმყოფო აღჭურვილი იქნება საკუთარი სამედიცინო ტრანსპორტით.  ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი" პირველ ეტაპზე  ინფექციური განყოფილების (ცხელების ცენტრი),  შემდგომ კი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კლინიკა აღჭურვილია 10 ბოქსირებული პალატით, 3 ინტენსიური დაკვირვების სივრცით, თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიითა  და ლაბორატორიით, რომლებიც მწვავე ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.  კლინიკა „ბომონდი" დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. კლინიკა 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. თავდაპირველად „ბომონდი" სამშობიარო სახლს და გინეკოლოგიურ ცენტრს აერთიანებდა, დღეს კი მრავალპროფილური, AC-ტიპის სამედიცინო დაწესებულებაა.  თიბისი ჯანდაცვის სექტორის N1 მხარდამჭერი ბანკია. ამ მიმართულებით თიბისის მიერ დაფინანსებული ბაზრის წილი 37.1%-ია.  ... ...
  • ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება _ დეტალებისაქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს. გარდა ამისა,  იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს - 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე; სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარს შეადგენს. ... ...
  • მთავრობა მოქალაქეებს წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების 4%-ს დაუსუბსიდირებსმთავრობა მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს ყველა იმ იპოთეკური სესხის 4%-ს, რომელსაც 2020 წლის ბოლომდე აიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ბოლო 2 წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია გაფორმებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხალხს შუა გზაზე ვერ მივატოვებთ. ვერ მივატოვებთ ვერც სამშენებლო კომპანიებს ბედის ანაბარა. დავეხმარებით მოქალაქეებს, რომელთაც განიზრახეს, ან უკვე შევიდნენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში; ან უკვე საკონტრაქტო ვალდებულებები აქვთ, ან უკვე აქვთ რამე დანაზოგი, რომლითაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურთ“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • "ისტორიული მინიმუმი" _ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში 7%-მდე შემცირდება მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. „არაერთ სექტორთან, არაერთი კომუნიკაციის შემდეგ ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ შევჯერდით, რომ დღეს დეველოპერული სექტორი დგას შემდეგი გამოწვევების წინაშე. პირველი ეს არის შემცირებული გაყიდვების მოცულობა, მეორე - მშენებლობის დასრულების რისკების ზრდა და ეს ყველა კრიზისისთვის დამახასიათებელია, მესამე- საცხოვრებელი ფასების მერყეობა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მერყეობა ზრდის არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის სირთულეებს, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, არამედ ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. მეოთხე ეს არის თავად სამშენებლო კომპანიების წვდომა ფინანსებზე. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ - საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, სექტორმა ერთობლივად შევიმუშავეთ სექტორის მხარდაჭერის შემდეგი ღონისძიებები: პირველი - ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა სექტორისთვის არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია დეველოპერულ სექტორში მოთხოვნა გავზარდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინების შესყიდვა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეთავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს უძრავი ქონების შესაძენად“, - განაცხადა ლილუაშვილმა. რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, „მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“. „რა თქმა უნდა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლოვობა 10 ან 15-წიანი იყოს, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს. შესაბამისად, სახელმწიფო სწორედ აქ ეხმარება მას, რომ საპროცენტო ხარჯი შუმსუბუქოს და დაეხმაროს“, - განაცხადა ლილუაშვილმა. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?