"საქართველოში ადამიანები უნდა ვიყოთ იმ განცდით, რომ ვართ დაცული" _ დავით უსუფაშვილი

პოლიტიკა

"საქართველოში ადამიანები უნდა ვიყოთ იმ განცდით, რომ ვართ დაცული" _ დავით უსუფაშვილი

29 თებ. 2016, 18:13:25

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ ის პირები, ვინც „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა:

"სრულიად ამაზრზენი დანაშაულის მოწმენი ვართ ჩვენ. მე პირადად გახლდით იაპონიაში, როდესაც ეს საზარელი ამბავი შევიტყვეთ. გუშინ დავბრუნდი და ვუერთდები ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ დამნაშავეები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით.

კანონის მთელ სიმკაცრეზე მე ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებ სრულიად შეგნებულად, იმიტომ, რომ ეს არის სასამართლოს და პროკურატურის საქმე, მაგრამ ჩვენ, საზოგადოება, პარლამენტარები, ადამიანები, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში ვწერთ რაღაც მუხლებს და მერე იქ ვსაზღვრავთ სასჯელს აქედან-აქამდე, იქედან-იქამდე, რას ვითვალისწინებთ? ვითვალისწინებს იმას, რომ როდესაც დანაშაული ხდება განსაკუთრებით საზოგადოებისადმი, ადამიანებისადმი, სიცოცხლისადმი, კანონით დაცულ სიკეთისადმი ასეთი უპატივცემულობით, ასეთ დროს სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი.

ეს არის ჩემი პოზიცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლამდამცავი ორგანოები ძალიან სწრაფად გაართმევენ თავინთ მოვალეობას თავს. კარგი ამბავი ის არის, რომ ბუკას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი საკითხი და ისეთი თემა, რომელიც უცებ ჩაივლის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ფართოდ უნდა შევხედოთ მსგავს საკითხებს და საქართველოში ადამიანები უნდა ვიყოთ იმ განცდით, რომ ვართ დაცული და ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი დანაშაული ჩაიფიქრონ, მოიფიქრონ, დაგეგმონ და აღასრულონ, ისინი დაინახავენ, რომ მათი ყოველი ასეთი ჩანაფიქრი იქნება ძალიან სასტიკად დასჯილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება“,_ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




 ახალი ამბები
  • თალაკვაძე - ოპოზიციას: ვერანაირი თანხა ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგელი„როგორც ჩანს, ერთწლიანმა ბოიკოტმა და სხდომების გაცდენამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე. გეტყობათ, რომ ძალიან გაოცებული ხართ ელემენტარული რამით, რომელიც არის საპარლამენტო სამუშაოს ანი და ბანი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპონენტებს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ რეფორმაზე მუშაობისას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა კანონშემოქმედებითი საქმიანობის ჩვეულებრივი ნაწილია. „ ნუ გიკვირთ, როდესაც, მაგალითად, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ბიუჯეტზე, ან განათლების კომიტეტი თანხმდება რეფორმის საკანონმდებლო პაკეტზე და მერე ხდება ინიცირება, ეს არის კანონშემოქმედებითი საქმიანობის ანი და ბანი. ამიტომ, სხდომებს ნუ გააცდენთ -  როგორც ჩანს, დაგავიწყდათ, რა არის საპარლამენტო პროცესი",- მიმართა ოპონენტებს არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა კიდევ ერთ განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი კანონებს არ აღასრულებს. მან ოპონენტებს შეახსენა, რომ ოპოზიციამ 120-30-ზე ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. „ერთი მაგალითი მარტო ის კმარა, რომ 120/30-ზე იყო თქვენი ინიციატივა -  პროპორციულთან მიახლოებული სისტემა 2020 წელს. ეს ინიციატივა შეთანხმდა ფართო პოლიტიკურ ჯგუფში, პარტნიორებთან ერთად, მერე ყველანი გამოვედით, საზოგადოებას ვუთხარით, რომ ამას დავამტკიცებდით, დავაინიცირეთ და თქვენ მხარი არ დაუჭირეთ. პირიქით მოხდა, კი არ ჩავაგდეთ, ჩვენ მივიღეთ და თქვენ ოპოზიციამ თქვენს საკუთარ მოთხოვნას არ დაუჭირეთ მხარი, ხალხს ეუბნებოდით, რომ მხარს ვუჭერთ, მაგრამ ხმას ვერ ვაძლევთო. ასეთი გასაოცარი პოლიტიკური კლასი შესთავაზეთ საზოგადოებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ოპონენტებს შეახსენა ის დარღვევებიც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა და რომლის გამოც, სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ფინანსური ჯარიმების გადახდა უწევს. „გინდათ ფინანსური შედარება გავაკეთოთ, გინდათ უფლებრივი შეფასება. წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადარებთ კონკრეტული ავტორიზაციის აქტის გასაჩივრებას? სიცოცხლის უფლების დარღვევას ადარებთ იმას, რომ თეა წულუკიანი ერთი კვირის წინ რომ იყო მოსული, ამ კვირაშიც მოვიდეს? ან ბიზნესებს ღამღამობით რომ იბარებდით და ართმევდით ქონებას, მაგ საკუთრების უფლების დარღვევას ადარებთ აქ თქვენი ფრაქციის პროცედურულ მოთხოვნას, რომ მაინცდამაინც პლენარული სხდომის დღეს გამართეთ საკომიტეტო შეხვედრა? ან რომან გოცირიძე აქ ფინანსების სპეციალისტი რომ არის და 6 მილიონი მარტო ამ თვეში რომ დაგვაკისრა სტრასბურგმა თქვენი ხელისუფლების დარღვევებზე, რა ფინანსურ ჯარიმებზე მელაპარაკებით და საერთოდ, ვის ადარებთ? ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. სტრასბურგში 3 ათასი საჩივარი შედიოდა ყოველწლიურად, 10 წელია გასული იმ დარღვევების მერე და  საქართველოს მოქალაქეებს თქვენი დარღვევების გადახადა უწევთ ჯარიმების სახით. გსურთ,  რომ ისტორიული მიმოხილვა გავაკეთოთ და დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ათასჯერ გვისაუბრია? მოდი, დავანებოთ ამას თავი, მოდი, მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. პარლამენტი არის მომავალზე ორიენტირებული და ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს მომავალში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს ხელი შეუწყოს და ჩვენმა მოქალაქეებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. მოდით, ამ ამოცანაზე ჩამოვყალიბდეთ",- განაცხადა არჩილ ... ...
  • „კაწროს“ მეუღლე ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს“ მეუღლე ნათია რუხაია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორსა და წამყვანს, ნიკა გვარამიას, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. განმცხადებელი თავდაპირველად თავად ბილანიშვილი იყო, თუმცა, მოგვიანებით, მომჩივანისვე თხოვნით, განმცხადებელი შეიცვალა.მხარე დავობს 2020 წლის 7 ივლისს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მკვლელეობის ღამეს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკადრებში ასახული ადამიანი ავთანდილ ბილანიშვილია.„იმის გამო, რომ ნიკოლოზ გვარამიას 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის უმძიმესი ტრაგედია როგორღაც დაეკავშირებინა „ქართულ ოცნებასთან“ და კერძოდ ივანიშვილის ოჯახთან, სრულიად დაუსაბუთებლად გააჟღერა ავთანდილ ბილანიშვილის გვარი, ვინაიდან ყველასთვის, მათ შორის ბატონი გვარამიასთვის იმთავითვე ცნობილი იყო ავთანდილ ბილანიშვილის და ბერა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ. მართალია, 12 ივნისის გადაცემაში ეს ინფორმაცია თავად ნიკოლოზ გვარამიამ უარყო, თუმცა მიგვაჩნია, რომ მის მიერ, თუნდაც ვარაუდების დონეზე გავრცელებულმა ცრუ-ინფორმაციამ თავის მიზანს მიაღწია და ავთანდილ ბილანიშვილი, ისევე როგორც მისი ოჯახი - მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი გახდნენ საყოველთაო ბულინგის მსხვერპლნი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქარტიამ 13 ივლისს მიიღო.ავთანდილ ბილანიშვილის წარმომადგენელი ნიკა გვარამიას სამი პრინციპის დარღვევას ედავება: 1-ლი (სიზუსტის), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება).1-ლი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.მე-3 პრინციპი - „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.“მე-11 პრინციპი - ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: · ფაქტის განზრახ დამახინჯება; · ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;  პლაგიატი. ავთანდილ ბილანიშვილის სახელი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში არაერთხელ გაჟღერდა. მისი სახელი თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ახსენა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ქუჩის ავტორიტეტი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და „საქმის ჩფარცხვას“ ცდილობს.მედიაში ბილანიშვილის სახელის არაერთხელ გაჟღერების შემდეგ, 8 ივლისს, იგი საგამოძიებო ორგანოებში დაიბარეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა „ქუჩის ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. ამ ინფორმაციის გასაჯაროება უწყებამ მაღალი საზოგადოებივი ინტერესით ... ...
  • ვოლსკი: „საარჩევნო კოდექსი", რომელიც მივიღეთ, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას"პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საერთაშორისო სტდანდარტის   საარჩევნო კოდექსი, რომელიც მიღებულია პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების,  ძალიან ფართო ჩართულობით, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას. „ვინც ამ დებატებს ადევნებს თვალ-ყურს შთაბეჭდილება შეექმნება ისეთი, თითქოს ოპოზიციამ ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთა და ახლა დარჩათ ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ხელის „სავსავით" არ ვიღებთ იმიტომ, რომ თურმე გვინდა დავიტოვოთ რაღაც გასაძრომი, რაღაც მოვშალოთ ან არასწორად ჩავატაროთ.  ყველას გაუჩნდა ეჭვი, რომ ამათ არჩევნები არ უნდათ და აქედან გამომდინარე, დღეს ხდება ამის კომპენსირება. ამაში იყენებენ თუ არა ეკა ბესელიას შემოთავაზებულ წინადადებას, ეს მეორე საკითხია. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის შეთანხმებული. მთავარი თემა არის, რომ „საარჩევნო კოდექსი", რომელიც მივიღეთ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების,  ძალიან ფართო ჩართულობით, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას და ჩვენ ამ მანიპულაციას არ ვაპირებთ. ვინც აპირებს ეგ ჩვენ ვიცით. აქედან გამომდინარეობს ეს დებატიც და წარმოუდგენელი შემოტევაც, რომ   თითქოს მემორანდუმის, კანონის, რაღაცის განხილვა არ გვინდა, რაღაცა  ჩრდილით მიმდინარეობს, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად საფუძველმოკლებული არგუმენტები თუ ამას არგუმენტები შიძლება ეწოდოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიღებულია საერთაშორისო სტდანდარტის   კანონი, „საარჩევნო კოდექსი", რასაც თან ახლავს დამკვირვებელთა დიდი არმია, შიგნიდან თუ გარედან. გამორიცხულია, აქ ვერ დაიშვება ვერანაირად 25 მეტრში იქნება თუ 30-ში, რომ რაიმე ვინმემ თვალებით  მოახდინოს ფსიქოლოგიური გავლენა საარჩევნო უბნისკენ მიმავალ ადამიანზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვილსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ... ...
  • კორონავირუსზე დიაგნოსტიკის ცენტრი ოზურგეთში იქნებაორ დღეში ოზურგეთში, ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში კორონავირუსზე ანალიზის შემოწმება დაიწყება. “ბიომეტიკა გეორგია“ ლაბორატორია უკვე ოზურგეთში არსებობს, სადაც C ჰეპატიტზე მოწმდებოდა ანალიზი. ახლა კი შესაძლებლობა გვეძლევა მოხდეს კორონავირუსზე ანალიზის შემოწმება და 4 საათში გვეცოდინება პასუხი. ანალიზებს იღებს გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ჩვენთან მოხდება ანალიზის შემოწმება. ბატონ ამირან გამყრელიძის დიდი ჩართულობით უკვე მოხდა ლუგარიის ლაბორატორიისაგან მონიტორინგი, ხარისხის კონტროლიც გავიარეთ და ორ დღეში დავიწყებთ ანალიზების შემოწმებას.“- გვითხრა ოზურგეთის ბავშვთა საავამდყოფოს დირექტორმა დავით ... ...
  • „ბოდიში, თქვენ გელით კისრის მოტეხა“- უცნაური ზებრა გადასასვლელები ლანჩხუთშიუკვე ბევრი წელია, რაც ლანჩხუთში წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ მიმდებარედ, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე არსებული  ზებრა გადასასვლელი მოსახლეობის კრიტიკას იმსახურებს. საქმე ისაა, რომ  „ბიბლუსის“ მხრიდან ზებრაზე გადასვლისას ადამიანებს საკმაო სიმღლის მქონე ბორდიურზე უწევთ შეჯახება,  რომელიც მერიის წინ მდებარე სკვერს  ეკვრის გარს. თუმცა, ლანჩხუთელთა თქმით,  ეს არაფერია იმასთან  შედარებით, რაც ახლახანს აღმაშენებლის ქუჩაზე გაკეთდა-აქ ზებრა ისეა დახაზული, დიდია ალბათობა, რომ  თავი პირდაპირ სანიაღვრე არხში ამოყო. აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლითაც ავტობანი ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდება და საამისოდ ორი მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯა, ახლახანს დასრულდა. ჰოდა, ამ ახალგაკეთებულ გზაზე  ქუჩაზე გადასასვლელები ისეა გაკეთებული, რომ ქვეითად მოსიარულეს დიდი ყურადღება მართებს, სანიღვრე არხში არ ჩავარდეს და კისერი არ მოიტეხოს. „ახლა კიდო რა გვიჭირს, გზა რომ გაიხსნება და მანქანები დაიწყებენ ინტენსიურ მოძრაობას, მაშინ აღმოვჩნდებით ცუდ დღეში. თან ტროტუარი გზიდან საკმაოდ დაბალზეა და მანქანების მოძრაობის ფონზე, ქვეითს კვალზე გადახტომის გარდა, ამის გათვლაც მოუწევს. ვინ დაგეგმა ნეტა, რომ ზებრის ბოლოს კვალი ყოფილიყო?! ყველა გადასასვლელი ასეა, მარტო ერთი რომ იყოს რა გვიჭირს. „ზებრა„ ხომ ასეა დახაზული და ტროტუარად დატოვებული ადგილი მთლად საკაიფოა“-ირონიით დასძენს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...