"საკითხები იმდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა აუცილებლად უნდა ჩაერთოს"

პოლიტიკა

"საკითხები იმდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა აუცილებლად უნდა ჩაერთოს"

2016 მარ 3 20:22:23

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ "საერთო კრების"  დებულების განხილვა დაასრულა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, "საერთო კრება" იმ მიზნით იქმნება, რომ მოსახლეობა თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიურად იყოს ჩართული.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის თეა უჯმაჯურიძის თქმით, მუნიციპალიტეტში ამჟამად საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობენ და პირველი კრება, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე გაიმართება.

ამის შესახებ უჯმაჯურიძემ "გურია ნიუსის" ყოველკვირეულ გადაცემაში _ "არჩევანი _ მე!" ისაუბრა და ის პროცედურები განმარტა, რომელიც კრების შეკრებისთვისაა საჭირო.

უჯმაჯურიძის განმარტებით,  საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი; საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება ასევე აქვს შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს.

საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული.

კრების რჩეული უძღვება და თავმჯდომარეობს საერთო კრების მუშაობას; უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას; უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში; შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში.

საერთო კრება უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი დასახლებისათვის მნიშვნელოვანი სოციალურ- ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები; განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები; განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და გახორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები; ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას: დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს; მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ; მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები; მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები; უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს; განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამები/პროექტები, შეიმუშავოს რეკომენდაციები და განახორციელოს ამ პროგრამების/პროექტების მიმდინარეობის შეფასება; მიიღოს ინფორმაცია დასახლების მცხოვრებთა სოციალური საჭიროებების შესახებ და შეიმუშავოს წინადადებები მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში; შეიმუშავოს წინადადებები დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების, მუნიციპალიტეტის დასაქმების პროგრამის, დასახლებაში საშეშე მერქნის განაწილების, დასახლებაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფუნქციონირების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების ორგანიზებასთან დაკავშირებით; განიხილოს დასახლებისთვის სასმელი და სარწყავი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი და შეიმუშავოს წინადადებები; ასევე, დასახლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით. განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები; მოისმინოს გამგებლის მიერ ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის წარდგენილი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ; მოისმინოს დასახლების ტერიტორიიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეული მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

საერთო კრების მოწვევის ინიცირების უფლება აქვთ შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს, მუნიციპალიტეტის გამგებელს საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით.

საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ისა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით უკვე განისაზღვრა ის დასახლებები, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 500-ს არ აღემატება, შესაბამისად განისაზღვრა ის უბნები, რომლებიც საერთო კრების ნაწილები იქნებიან.  ჩოხატაურში 15 საერთო კრება შეიქმნება,  სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება.

იმ შემთხვევაში, სადაც 500-ს აღემატება ამომრჩეველი, დებულებით განისაზღვრა, რომ საერთო კრების მოწვევამდე, საერთო კრების უბნებში ჩატარდეს კრებები, რომლებიც შემდგომ გაერთიანდება ერთ საერთო კრებად, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას უჯმაჯურიძემ.

თეა უჯმაჯურიძე იმედოვნებს, რომ საერთო კრებას მოსახლეობა აუცილებლად დაესწრება და მათთვის მნიშნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. მისივე თქმით, მოსახლეობის ინფორმირებისთვის მუნიციპალიტეტი აქტიურად იმუშავებს:

ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ გვერდზე, ფეისბუქის გვერდზე. მოსახლეობას ინფორმაციას მივაწვდით ინფორმაციას "გურია ნიუსის" საშუალებით და ასევე, ჩვენი წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები უშუალოდ მოახდენენ ამომრჩევლის ინფორმირებას. ვფიქრობ, რომ საკითხები იმდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია, მოსახლეობა აუცილებლად უნდა ჩაერთოს, _ თქვა უჯმაჯურიძემ.

ამ საკითხზე გადაცემაში ასევე ისაუბრეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა და თვითმართველობის ეროვნული ასოციაციის დირექტორმა დავით მელუამ.

გადაცემაში სპეციალური სიუჟეტებიც გავიდა, რომელიც თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის აქტიურობის მნიშვნელობას ეხებოდა.

სურების ხეობის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა _ ოთარ სოროზანიშვილმა და დავით ბარამიძემ ისაუბრეს, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია მოქალაქეების აქტივობას და გაერთიანებას, სოფელ სამების მცხოვრებლებმა კი ის განმარტეს, თუ რატომ არ ენდობიან ხელისუფლებას და რატომ არ აკონტროლებენ მთავრობის მუშაობას.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.




 ახალი ამბები
  • "ახალ რეალობაში მოვიდა, მაგრამ ძველი წესებით"_ ექსპერტი ჩხენკელის დაბრუნებაზე"ჩხენკელს ვერ ვთლი ძველ მინისტრად. ის ახალ რეალობაში მოვიდა, მაგრამ ძველი წესებით",_ ასე აფასებს "გურია ნიუსთან" საუბრისას ექსპერტი განათლების საკითხებში, თამარ მოსიაშვილი, განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელის დაბრუნებას. ცნობისთვის, ჩხენკელს განათლების მინისტრის თანამდებობა 2017-2018 წლებში ეკავა. მიხეილ ბატიაშვილმა, კი რომელიც განათლების მინისტრი სწორედ ჩხენკელის შემდეგ გახდა, თანამდებობა 7 ნოემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც განათლების საკითხებში ექსპერტი, თამარ მოსიაშვილი, ამბობს მინისტრები იცვლებიან, სისტემა არის ცენტრალიზებული და იმართება მეგაპროექტებითა და მეგაპროგრამით.ექსპერტი ჩვენთან განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და განათლების მინისტრების ხშირად შეცვლის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს. "ჩვენი სისტემის წინაშე დგას ორი გამოწვევა, ერთი უკავშირდება დემოკრატიას და მეორე - ხარისხს, მაგრამ ამ ორ კომპონენტს შორის არის კავშირები. დემოკრატია პირდაპირ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო სისტემის დეცენტრალიზაციასთან, სკოლების ავტონომიურობასთან, რომელიც ამცირებს, სკოლებზე გავლენას",_ამბობს მოსიაშვილი.განათლების სფეროს ექსპერტი მიიჩნევს, რომ უწყება მზად არ არის გააძლიეროს განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია, რადგან თვლის, რომ უწყებას ეშინია საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობის გაზრდით რეგულირების საკითხის შემცირების. "არ ვფიქრობ, რომ უწყება მზადაა გააძლიეროს განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია, მაგალითად, გააუქმოს ბრძანება სკოლების ავტონომიურობის შეზღუდვის შესახებ. რაც შეეხება ხარისხს, ხარისხზე უწყება ბევრს საუბრობს და ხარისხის გაუმჯობებსების გზად მიაჩნია მეგაპროექტებისა და მეგაპროგრამების ამოქმედება, რაშიც იდება ძალიან ბევრი ფული და საგანმაათლებლო სისტემა მიბმულია სამინისტროსა და უწყებებთან. ცენტრალიზებული პროგრამებისა და პროექტების ამოქმედება კი იწვევს იმ ფაქტს, რომ ყოველი ახალი მინისტრი ან არ ასრულებს ძველი მინისტრის მიერ ინიცირებულ პროექტს ან გრძელდება ძველი და ახალ პროექტს აანონსებს. ეს ყველაფერი ჩვენი სისტემისთვის არის პრობლემური და ამიტომ არის ერთი აურზაური ხოლმე ახალი მინისტრის მოლოდინის დროს, შესაძლოა, ესეც არის მიზეზი, რომ უკვე წლებია განათლების მინისტრები საკმაოდ ხშირად იცვლებიან. მინისტრის გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სისტემა იმართებოდა ცენტრალიზებურად და მინისტრები აანონსებდნენ ახალ პროგრამებსა და პროექტებს, რაც იყო შინაარსით ცენტრალიზებული და ძალიან ბევრი საუბარი იყო ხარისხზე. სახელმწიფო უწყება იღებს პასუხისმგებლობას გააუმჯობესოს განათლების სისტემა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, ხოლო დემოკრატიის მიმართულებით, რომ თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა ხარისხის გაუმჯობესებაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ღიად ისაუბრონ პრობლემებზე და თვითონ შეეცადონ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას ამისი სახელმწიფო უწყებას ეშინია. შესაძლებელია, იმიტომ ეშინია, რადგან რეალურად თუ გაიზრდება სკოლების ავტონომიურობა შემცირდება რეგულირების ხარისხი",_ამბობს ... ...
  • კახა ოქრიაშვილი: "ზეწოლა გახორციელდა იმ დეპუტატებზე, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა იმ დეპუტატებზე, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან. მისი თქმით, ყველაზე დიდი ზეწოლა დიმიტრი ხუნდაძეზე განხორციელდა, რადგან ყველაზე მეტად ის აქტიურობდა. "დიტო ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, მაგრამ მან განაცხადა რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. მომხრეებიც მრავლად არიან, მაგრამ მაგალითად ოთარ ჩრდილელმა, რომელიც არ არის მაჟორიტარი დეპუტატი დააფიქსირა რომ არ არის მომხრე ამ სისტემაზე გადასვლის. დაახლოებით, როგორც ვვარაუდობ, 20-მდე ადამიანია ან ცოტა მეტი ვინც არ ემრობა ახალ საარჩევნო სისტემას, უფრო სწორად მოძველებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას",_ აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრები ორად არის გაყოფილი. გუნდის ნაწილი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს რისკის შემცველია. ცნობისთვის, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები.საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მანდატს/მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს. ანუ, სულ მცირე ერთ მანდატს მიიღებს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 0.67%-ს მაინც. რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, მას თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები. მაგალითად, თუ ერთ პარტიას მიღებული აქვს 45.1% და მეორე პარტიას 7.8%, ამ შემთხვევაში 7.8-ს მიენიჭება უპირატესობა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება იმ პარტიებს, რომლებსაც 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერა აქვს, ნაცვლად 25 000 ხელმოწერისა. თუმცა ეს იქნება ერთჯერადი. ხელმოწერის ვალდებულებისგან თავისუფლდება ყველა ე.წ. კვალიფიციური პოლიტიკური პარტია. ბუნებრივი ბარიერი არის ერთჯერადი და ის მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმოქმედებს. 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, თუმცა 5%-იანი ბარიერი განახლდება. წყარო: https://pia.ge/ ... ...
  • 15 ნოემბერს _ ოზურგეთის მოსახლეობისთვის უფასო გასინჯვების აქციაჰოსპიტალური ქსელის _ „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკაში, 2019 წლის 15 ნოემბერს, ქირურგიის ეროვნული ცენტრი აწყობს უფასო გასინჯვების აქციას გურიის მოსახლეობისთვის. აქციის ფარგლებში ოზურგეთს ეწვევიან ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და „ახალი სიცოცხლის“ წამყვანი ექიმ-სპეციალისტები: თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი, ანგიოქირურგი, ონკოლოგი, ჰემატოლოგი, ექოსკოპისტი. აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდებათ ექოსკოპიური კვლევა, ეკგ, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა. ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ კლინიკებში მუდმივად მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვადასხვა ტიპის აქციები. კომპანია “ავერსის” ჰოლდინგის წევრია. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს „ავერსს“ 25 წელი უსრულდება. „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკაში დაგეგმილი უფასო გასინჯვების აქციაც ამ იუბილეს ეძღვნება და ხორციელდება კომპანიის დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძის მხარდაჭერით. აქციის ფარგლებში გასინჯულ პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ პირველადი მოხმარების მედიკამენტები. „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკის მისამართია: ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.#3; საკონტაქტო პირი: სოფიო ადანაია, ტელეფონი:+995 599 181 581, +995 588 883 231, e-mail: sopho.adanaia@medalpha.ge. ... ...
  • გია ვოლსკი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავარი დებატები დღეს იქნებაყველაფრისთვის მზად ვართ, თუმცა კატეგორიულად ვიქნები წინააღმდეგი, რომ გარკვეულმა საპირისპირო აზრმა, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, გავლენა იქონიოს გუნდის ერთობაზე, რადგან ეს გუნდი კიდევ დაგვჭირდება და ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტურადაც ვიმუშავებთ ერთად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრა შედგა მსჯელობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, უმრავლესობის უმრავლესობაა, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. რასაკვირველია, სარეიტინგო არ ჩავატარეთ, არ დავუჭირეთ ამას მხარი, რადგან ჯერ განხილვები არის წინ. ირაკლი კობახიძემ დღევანდელი დღისთვის დაიტოვა ის პოზიტივები, რაც გააჩნია პროპორციულ არჩევნებს, გუშინ დღის ბოლოს მოკლედ რაღაც საფრთხეებზე ილაპარაკა. დღეს იქნება მთავარი დებატები. თუკი საჭირო გახდა ამასთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი ანალიზი, წინასწარი შეთანხმება და კიდევ ერთხელ გავლა, ჩვენს კოლეგებთან ამის საშუალება გვექნება“, – განცხადა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, როგორც ვითარება უჩვენებს, საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია იმ რაოდენობას, რა რაოდენობითაც არის წარმოდგენილი ოპოზიცია. „ჩემთვის, უმრავლესობის ლიდერისთვის რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერს, რაღაცა ფორმით კენჭის ყრის დროს უნდა ჩანაცვლდნენ ამ ერთ კენჭისყრაზე ოპოზიციის მიერ. დღეს ყველაფერი ითქვა, ბიძინა ივანიშვილს ვთხოვეთ და ჩვენთან ერთად იყო. ყველაფრისთვის მზად ვართ, თუმცა კატეგორიულად ვიქნები წინააღმდეგი, რომ გარკვეულმა საპირისპირო აზრმა, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გავლენა იქონიოს გუნდის ერთობაზე, რადგან ეს გუნდი კიდევ დაგვჭირდება და ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტურადაც ვიმუშავებთ ერთად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. კითხვაზე, სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თუ არა, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სხდომაზე ყოველთვის არის ხმაური და შეფასებები. „სხდომა მშვიდი როგორ იქნებოდა, პრინციპულ საკითხებზე იყო მსჯელობა, მაგრამ ხმის აწევას ადგილი არ ჰქონია. ძალიან მივეჩვიეთ ლაპარაკს, რომ ბიძინა ივანიშვილი გარანტიას იძლევა, ეს ნარატივი არსებობს ისეთი, თითქოს ის არის ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს, გუნდს უსმენს და გუნდი თავისი დიდი ნაწილით არის იმ პოზიციის მომხრე, რაც 92 ხელმოწერამ დაადასტურა. მაჟორიტარობა მემკვიდრეობით კი არ აქვთ. საუბარია სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით, რაშიც მე ვერ ვეთანხმები, რადგან პრინციპული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა ექნება შეადგინოს, ჩამოაყალიბოს მთავრობა, ისინი ფიქრობენ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული საფრთხეებია, რადგან საქართველო არ არის ის ქვეყანა ამ მოცემულობაში, რომ კოალიციური მმართველობა შედგეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. წყარო: ... ...
  • „შემოახიეს სამოსი, მიწაზე ათრიეს ხალხი, დააზიანეს ავტომობილი“_ რა მოხდა ვარკეთილშივარკეთილში, ანას ბაღის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებს.ისინი უკვე მეორე დღეა საპროტესტო მშვიდობიან აქციას მართავენ, თუმცა, როგორც გვერდი „ანას ბაღის გადასარჩენად“ ინტერნეტში ავრცელებს ინფორმაციას, ღამით მომიტინგეებს 30-მდე შენიღბული ადამიანი თავს დაესხა. „ჩვენ მეორე დღეა სრულიად მშვიდობიანი აქცია გვაქვს, მოგზავნილი კრიმინალთა ბანდა მთელი დღის და ღამის განმავლობაში გვიწყობდა პროვოკაციას, სათითაოდ გადაყავდათ აქციის მონაწილეები აქციის ტერიტორიიდან ემუქრებოდნენ გომელაურის სახელით, შვილებით, ოჯახის წევრებით, სამსახურის დაკარგვით, ნარკოტიკების ჩადებით და ა.შ. ჩვენ მივმართეთ საპატრულო პოლიციას და ვთხოვეთ, ეს ბანდა განერიდებინათ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან და უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება. საპატრულო პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ დაახლოებით დილის 04:00-ზე 30-მდე ნიღბიანი ადამიანი დაესხა თავს 6 მშვიდობიან მომიტინგეს. ძალადობით სცადეს ადამიანთა გზიდან მოცილება, შემოახიეს სამოსი, მიწაზე ათრიეს ეს ხალხი, დააზიანეს ავტომობილი, პოლიციელებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. პოლიციამ არ დაიცვა ჩვენი უსაფრთხოება, არ არის არცერთი პირი დაკავებული. ძნელი წარმოსადგენი არ არის ვის შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყანაში იმხელა ძალაუფლება, რომ პოლიციის თვალწინ მშვიდობიან მოქალაქეებს მიუგზვნო 30 ნიღბიანი ზონდერი. ჩვენ, ვარკეთილის ზემო პლატოს მოსახლეობას გვაქვს სულისკვეთება და განწყობა ვიბრძოლოთ ბოლომდე, მაგრამ ფართო საზოგადოების მხარდაჭერისა და მეტი გამჭირვალეობის გარეშე გავლენიანი მფარველების, დიდძალი ფულის, აგრესიული ჯგუფების წინააღმდეგ ვშიშობთ, რომ დავმარცხდებით. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ვარკეთილის პრობლემა, ეს არ არის ერთი მშენებლობის პრობლემა, ეს უკვე გასცდა ამ ფარგლებს მაშინ, როცა დაიწყო მასობრივი მუქარა ძალადობა და დაშინება. ეს არის უკვე სისტემური პრობლემა“, _ წერია გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა ანას ბაღთან 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას უკვე 2 წელია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?