ვეფხვაძე ივანიშვილთან გადაბარგებულ თანაგუნდელს ფულის მითვისებაში ადანაშაულებს

პოლიტიკა

ვეფხვაძე ივანიშვილთან გადაბარგებულ თანაგუნდელს ფულის მითვისებაში ადანაშაულებს

2012 აპრ 29 15:40:34

ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, ბევრი პარლამენტარი ფიქრობს ოლიგარქის გუნდში გადაბარგებას, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს _ ამ ეტაპზე, მოვლენების მიყურადებას გარედან ამჯობინებენ და ხელსაყრელ დროს ელოდებიან.

დავით ლორთქიფანიძემ "ქრისტიან-დემოკრატები" ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში ამხილა. იგი სამი წლის განმავლობაში "ქრისტიან-დემოკრატების" საპარლამენტო ფრაქციის აპარატის უფროსი და ვანის საკრებულოს წევრი გახლდათ.

როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ლორთქიფანიძემ თავად მიმართა "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფს. შეთანხმება მასთან მოხდა პარტიის ყრილობამდე რამდენიმე შეხვედრის შემდეგ და სანამ პარტია დაფუძნდებოდა, იგი ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფის წევრი გახდა.

ქდმ-დან წამოსვლის ძირითად მიზეზად, გიორგი თარგამაძის ყოფილი თანაგუნდელი პარტიის პოლიტიკურ კურსს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო: "ჩემი გადაწყვეტილება განპირობებულია პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ის პოლიტიკა, რომელსაც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ახორციელებს ხელისუფლების ეტაპობრივად ცვლილების ფორმით ანუ მოხდეს ხელისუფლების მეთოდურად, ეტაპობრივად ჩანაცვლება, ვფიქრობ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, არის არასწორი გზა. რა თქმა უნდა, აუცილებელია კონსტიტუციური გზით, არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების რადიკალური ცვლილება, იმდენად, რამდენადაც ჩვენს ქვეყანას ხვალინდელი დღე შეიძლება აღარც ჰქონდეს.

ჩემი ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გამიმყარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერები ჩაბრძანდნენ ჩემს მშობლიურ რაიონში ამომრჩევლებთან შესახვედრად. ამაში ცუდი თავისთავად არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი სერიოზული უხერხულობა _ ვანში არის ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელთან დაკავშირებითაც მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი. ეს არის საძოვრების საკითხი. ის ქალაქის მოსახლეობას გაუყიდეს და დატოვეს საძოვრების გარეშე, ქალაქს არ აქვს საავადმყოფო, სამშობიარო, გააუქმეს რამდენიმე სკოლა და ბავშვებს 14-16 კილომეტრის მანძილზე უწევთ სიარული. ეს ვიზიტი მათ განახორციელეს ზუსტად იმ ელექტორატთან, რომელთანაც მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი.

რაოდენ პარადოქსალური არ უნდა იყოს, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" თანაცხოვრების რეჟიმში გადავიდა ხელისუფლებასთან. ვანში, ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას აკეთებდნენ ადგილობრივი ნაციონალი აქტივისტები, გამგეობის თანამშრომლები: გუგა ახვლედიანი, დოგონაძე, კორძაძე და მრავალი სხვა. ეს ადამიანები გამგეობის თანამშრომლები არიან, აქედან გამომდინარე, "ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა" დაპირდა მოსახლეობას, რომ გადაუწყვეტენ ამ პრობლემებს. იმედია, სხვა საჭირბოროტო საკითხებს შეეხებიან, რაც ვანს აწუხებს. მათი ეს ნაბიჯი მარწმუნებს ჩემი გადადგმული ნაბიჯის სამართლიანობასა და სისწორეში."

"გურია ნიუსის" კითხვაზე, იქნება თუ არა დავით ლორთქიფანიძე ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სახე, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პოლიტსაბჭო იძლევა პასუხს, ხოლო კითხვაზე, ანუ თქვენი პარტიის კარი ღიაა ყველა იმ მიუღებელი ძალისთვისაც, რომლებიც თავის დროზე ბატონმა ბიძინამ დაასახელა? ფანჯიკიძის პასუხი ასეთია: "ჩვენ პარტიისთვის არ გაგვიღია კარი. ეს არის კონკრეტული ერთი ადამიანი, რომელიც ადრე იყო სხვა პარტიაში. მისი მიღება საინიციატივო ჯგუფში არ მომხდარა განცხადებისთანავე. ეს იყო ხაგრძლივი კონსულტაციების შედეგი. ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ადამიანებს შეიძლება მოუვიდეთ შეცდომა, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ ამ შეცდომებს და გამოასწორონ. მე არ მინდა ბატონ დათოს პოლიტიკურ შეცდომებზე ვილაპარაკო. ის ისეთ პოლიტიკურ ძალაში იყო, რომელიც ჩვენი გაგებით, ფსევდოოპოზიციას წარმოადგენს. სწორედ ამან მიაღებინა ეს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერს, გიორგი თარგამაძეს, მისი "ქართულ ოცნებაში" მიღების შანსი ნულის ტოლია, რადგან მარტო შეცდომის აღიარება არ არის საკმარისი. მსოფლმხედველობაში უნდა იყოს თანხვედრა და პარტიის თავმჯდომარე არის მსოფლმხედველობის მატარებელი," _ განაცხადა კოალიციის პრესმდივანმა.

დავით ლორთქიფანიძის მიერ გაცხადებული ფაქტის გადასამოწმებლად "გურია ნიუსი" ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზურაბ გეგიძეს დაუკავშირდა:

_ რამდენიმე წუთის წინ, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თქვენი გამგეობის თანამშრომლები "ქრისტიან-დემოკრატებს" ეხმარებოდნენ მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზებაში.

_ გამორიცხულია, ასეთ ფაქტს ჰქონოდა ადგილი. ამას გავარკვევ.

_ მან კონკრეტული გვარებიც დაასახელა _ ახვლედიანი, დოგონაძე, კორძაძე.

_ გავარკვევ. დავაზუსტებ.

_ როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ეხმარებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზებაში, ამას ალიანსი ჰქვია, არა?

_ გამორიცხულია, ცრუ ინფორმაციაა. მე, როგორც ვიცი, ამ პარტიის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ ქალაქის ერთ-ერთ უბანში, სადაც ზუსტად ვიცი, რომ ახვლედიანი ცხოვრობს. შეიძლება, სახლში იყო ეს პიროვნება. დანარჩენებსაც გავარკვევ დეტალურად.

"გურია ნიუსმა" ყოფილი თანაფრაქციელის ბრალდებაზე ლევან ვეფხვაძეს სთხოვა კომენტარი:

_ რამდენიმე წუთის წინ დავით ლორთქიფანიძემ "ქრისტიან-დემოკრატებთან" დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ... (ლევან ვეფხვაძემ არც კი დაგვამთავრებინა კითხვა. ავტ.)

_ პირდაპირ გეტყვით _ ჩემთვის მისი საქციელი მოულოდნელი არ იყო. ის არის ადამიანი, რომელიც ფულის გამო ყველაფერს იკადრებს, რომლისთვისაც ღირებულებები არ არსებობს, არ არსებობს იდეები. რასაც დაუწერენ, აბდაუბდაც რომ იყოს, ყველაფერს წაიკითხავს. ამ ადამიანთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა ბევრი კითხვის ნიშნები. ბოლო სამი თვეა, ჩვენთან მოდის სისტემატური ინფორმაცია, რომ თანხა, რომელსაც ჩვენ ვაგზავნიდით ადგილობრივი ორგანიზაციების დასაფინანსებლად 2008-2010 წლებში, ადგილამდე ვერ მიდიოდა. როგორც ჩანს, ამ ადამიანმა რომ დაინახა ვიღაცეები ამოძრავდნენ და ფულთან დაკავშირებით მას პრობლემები შეექმნებოდა, გადაწყვიტა ჩვენგან წასვლა იქ, სადაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს. ამ შემთხვევაში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნამდვილად არ მშურს _ თუ მას სურს ასეთი ადამიანი გვერდით ჰყავდეს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს! იცოდეს, რომ მას განიხილავენ ფულის ტომარად!

_ თუ თქვენ გქონდათ ინფორმაცია ბატონ დავითთან დაკავშირებით, რომ თანხები ვერ მიდიოდა ადგილამდე, საჯაროდ რატომ არ განაცხადეთ ამის შესახებ? მის ფრაქციიდან წასვლას ელოდებოდით?

_ დავით ლორთქიფანიძის ბინძური საქმეების გამოფენაში არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო და არც ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. სამწუხაროდ, თვითონ გადაწყვიტა ეს გაეკეთებინა.

_ რა თანხებზეა საუბარი?

_ საუბარია იმ აგიტატორების ფულზე, რომელთა ნაწილს, როგორც გვეუბნებიან, თანხა არ მიუღიათ არჩევნების დროს.

_ დავით ლორთქიფანიძე ადასტურებს ფაქტს, რომ თქვენი წარმომადგენლების ვანში სტუმრობას ორგანიზებას უწევდნენ ვანის გამგეობის თანამშრომლები.

_ მან რომ შეირჩინოს ყველაფერი და პოლიტიკური ინდულგენციები მიიღოს, ყველაფერს იკადრებს, სისულელეს იტყვის. კიდევ ბევრ სისულელეებსაც გავიგებთ მისგან.

_ იგი ასახელებს კონკრეტული პიროვნებების სახელებსა და გვარებს, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და გამგეობის თანამშრომლები.

_ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადამიანებთან, რომლების გამგეობის თანამშრომლებმა გადააგდეს და მიწები წაართვეს. თუ გამგეობის თანამშრომლებმა საკუთარ თავს წაართვეს მიწები?! ეს სხვა საკითხია. თქვენ თუ გაშუქება გინდათ, თემა სწორედ ეს იყო, როგორ წაართვა გამგეობამ მოსახლეობას მიწები და იქ იყო მოსული გამწარებული მოსახლეობა.

_ ლორთქიფანიძის სიტყვების ციტირებას მოვახდენ: "აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას უწევდნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები".

_ ერთი წუთით, ერთი წუთით. მე გეუბნებით იმას, რომ ჩვენ ვანში შევხვდით ხალხს, რომელსაც გამგეობამ წაართვა მიწები. თუ ეს ხალხი გამგეობის თანამშრომლები არიან, ეს სხვა საკითხია. დათო ლორთქიფანიძე ფულის გამო ბევრ რამეს იკადრებს. რას გააკეთებს ეს მის სინდისზე იყო და მის ნამუსზე. მე არ მაინტერესებს.

_ მან თქვენი ფრაქციის პოლიტიკური ხედვაც გააკრიტიკა.

_ რას აკრიტიკებდა? იმას, რომ ჩვენ ეტაპობრივად გვინდა ხელისუფლების ცვლილება და მას უნდა კონსტიტუციური გზით?! ვინმე ამას თუ ამიხსნის, რას ნიშნავს კონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა, მაშინ მე ბოდიშს მოვიხდი. ასეთი ტერმინი არ არსებობს პოლიტიკაში, არც სამართალში. ამიტომ ვიღაცა დეგენერატი რაღაცას დაუწერს და მერე ის წაიკითხავს, ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს.

ამ კაცს თუ რაიმე განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა, სამი წელი იყო ჩვენთან და თავის დროზე ეთქვა. ფულს რომ დაინახავს და მადა აღეძვრება, როცა ოქროს მოყვარეობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ღირებულებები, ეს სხვა საკითხია.

_ როდესაც ამბობს ადამიანი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკეთებდნენ ორგანიზებას ვანში "ქრისტიან-დემოკრატების" ღონისძიებას...

_ მე, გითხარით, არა! ამბობს, რა? გითხარით _ ფული აიღო და ყველაფერს კადრულობს! თუ თქვენ ეგრე გჯერათ, დაიჯერეთ! კი, ბატონო, დაწერეთ. ეს თქვენი პრობლემაა, ჩემი პრობლემა არ არის ნამდვილად!




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...