კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში

პოლიტიკა

კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში

2016 მარ 14 15:34:27

"მინდა ჩემი წარმატებით ამერიკელებმა (სტუდენტებმა, ჩემმა თანატოლებმა) გაიცნონ "Georgia" _ როგორც ქვეყანა და არა როგორც ამერიკის ერთ-ერთი შტატი"

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემიამ, რომელიც ქალაქ ანაპოლისში მდებარეობს, კრივში კადეტთა ბრიგადის ყოველწლიურ, ტრადიციულ ჩემპიონატს უმასპინლა. აკადემიაში 70 ქვეყნიდან 4 000-მდე კურსანტი სწავლობს. ქართველმა კადეტმა პაატა გუჯეჯიანმა ფინალურ შეხვედრაში გაიმარჯვა და პირველი უცხოელი კურსანტი გახდა, რომელმაც ფინალში წარმატება მოიპოვა.

პაატა გუჯეჯიანი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა სკოლის მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელია. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიაში (United States Naval Academy) სასწავლებლად 2014 წელს გაიგზავნა. დღეს ის აშშ-ის საზღვაო აკადემიის მესამე კურსის წარმატებული კადეტია.

ამბობს, რომ კრივი ბავშვობიდანვე იტაცებდა და ამერიკაში ჩასვლის შემდეგ გადავწყვიტე სპორტის ამ სახეობაში საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა.

პაატა გუჯეჯიანი: "თავიდან რთული იყო, რადგან გუნდში ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეები აღმოჩნდნენ. ამის მიუხედავად, მაინც ჩავერთე და ვარჯიში დავიწყე. წვრთნის დროს თვალს  გამოცდილ მოკრივეებს ვადევნებდი, საჭირო დროს ვგულშემატკივრობდი კიდეც და ვფიქრობდი, რომ რთული იქნებოდა რინგზე ასეთ ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა. ბევრჯერ მიფიქრია, რომ თავი დამენებებინა და რამე უფრო ადვილი სახეობა შემერჩია. დავინტერესდი აკადემიაში არსებული სპორტის თითქმის ყველა სახეობით. ძალებიც რამდენიმე სახეობაში მოვსინჯე. ძიების პროცესში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადვილი არაფერია, მაგრამ თუ იშრომებ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებ, ყველაზე რთული საქმეც გაგიიოლდება. ასეთმა აღმოჩენამ მაფიქრებინა, რომ დანებება სისუსტეა და გადავწყვიტე გავმხდარიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ამ შეჯიბრებაზე გამარჯვებას ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ უძლიერეს მოწინააღმდეგესთან მომიწია შერკინებამ. რინგზე ასვლის წინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ დამარცხების უფლება არ მქონდა, რადგან ძალიან დიდი შრომა გავწიე ამ საქმისთვის. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე გამარჯვებისთვის და ახლა შემიძლია ვთქვა რას ვაპირებ მომავალში. რა თქმა უნდა, დავისახავ მიზნად, რომ გავაგრძელო ვარჯიში და არა მარტო აკადემიის, არამედ ამერიკის უნივერსიტეტთა შორის დაგეგმილ შეჯიბრებებშიც ჩემი ქვეყნის სახელით მივიღო მონაწილეობა და რა თქმა უნდა, გავიმარჯვო. მინდა ჩემი წარმატებით ამერიკელებმა (სტუდენტებმა, ჩემმა თანატოლებმა) გაიცნონ "Georgia", როგორც ქვეყანა და არა როგორც ამერიკის ერთ-ერთი შტატი".

(R)




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...