ვინც "მე-9 არხის" ანტენას დაიდგამს, სოციალურ დახმარებას მოუხსნიან?!

პოლიტიკა

ვინც "მე-9 არხის" ანტენას დაიდგამს, სოციალურ დახმარებას მოუხსნიან?!

2012 მაი 3 07:21:34
ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში რამდენიმე წელია ტუალეტი არ ფუნქციონირებს და ამ პრობლემის გადაჭრა ხელისუფლებამ "პოლიტიკურ ჭრილში" გადაწყვიტა.

ჩვენ "გურია ნიუსის" ერთ-ერთ წინა ნომერში გავაჟღერეთ ეს საკმაოდ პიკანტური ინფორმაცია _ "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისის წინ, ტუალეტისთვის საძირკველი გაიჭრა. რატომ აირჩიეს მაინცდამაინც მთავარი ოპოზიციური ოფისის მიმდებარე ტერიტორია? ადგილობრივი "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, მარიკა თურნავამ ფაქტი გააპროტესტა, ოღონდ იმ კუთხით, რომ იქვე, არც თუ შორს სამრეკლო კეთდება. თავის მხრივ სხვა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას, რომელიც საკითხის პოლიტიკურ მხარეს გამორიცხავს: "მიწის ნაკვეთი, რომელზეც საპირფარეშო უნდა აშენდეს, ჯერ კიდევ მაშინ იყო მოზომილი, სანამ "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნებოდა. ქალაქის ბაღში, მონიტორზე ფეხბურთის მატჩების ჩვენება მიმდინარეობს. სწორედ რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილზე უნდა იყოს საპირფარეშო," _ აცხადებენ ხელისუფლებაში. სხვათა შორის, გასაგები მიზეზების გამო, "ქრისტიან-დემოკრატებს" სულაც არ ანაღვლებთ ლანჩხუთელი "მეოცნებეების" ხვედრი _ ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო პარტია ახლოსაც არ გაიკარა. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ "თავი დაიზღვია" და თავისით თქვა _ ტუალეტის მშენებლობას ოპოზიციურ ოფისთან კავშირი არ აქვსო.

ლანჩხუთში, ქალაქის ტუალეტი პირველად არ გამხდარა ხმაურის მიზეზი _ ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე", 13 000 ლარად აშენებული ყბადაღებული ტუალეტი 2004 წელს ნისიების (!!!) რვეულის გამო გაპიარდა. მაშინ ქალაქს ის პირები თავკაცობდნენ, რომლებიც დღეს "ქართული ოფისის" ლანჩხუთის ოფისს ხელმძღვანელობენ და "ტუალეტის საქმე" კარგად იციან. ისინი მალე ოპოზიციაში აღმოჩნდნენ და ტუალეტის აგებაში დახარჯულ თანხებს ხშირად აყვედრებდნენ, დღეს კი უკვე მათი ოფისის შესასვლელი ჭიშკრის წინ მოინდომა ხელისუფლებამ საპირფარეშოს "წამოჭიმვა".

თუმცა, საგაზეთო წერილების გამოქვეყნების შემდეგ, მშენებლობა შეჩერდა და როგორც გავარკვიეთ, სხვა უფრო მოსახერხებელ ადგილზე _ სკვერის უკანა მხარეს გადააქვთ.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ადგილობრივ ოფისს, იქ მადლობას "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერს მარიკა თურნავასაც უხდიან საკრებულოს სხდომაზე თემის გახმაურების გამო. არადა, მიღებულ გადაწყვეტილებასა და "დაწყებულ მშენებლობას" ადგილობრივ დონეზე არავინ შეაჩერებდა _ მით უფრო, ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დაგეგმეს "ქართული ოცნების" ეზოს "სასიამოვნო სურნელით" გაჯერება.

ტუალეტის ამბავი ჯერ კიდევ არ იყო დავიწყებული, რომ, ჩვენმა წყარომ, ინფორმაცია მოგვაწოდა, რომლის მიხედვითაც იმ ადამიანებს, რომლებიც "მეცხრე არხის" სატელიტურ ანტენას დაიმონტაჟებენ, სოციალურ დახმარების მოხსნით ემუქრებიან. რა თქმა უნდა, აქ საუბარია სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. როგორც ჩანს, ხელისუფლება ასე აპირებს ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებზე მორიგი ზეწოლის მოხდენას. მოგეხსენებათ, "მეცხრე არხი" ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის დასაყრდენი მედია-საშუალებაა, გურიაში კი ვერ აღწევს სხვა არასახელისუფლო არხების მაუწყებლობა, ამიტომაც ოპოზიციისთვის "მეცხრე არხის" მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიაში "მეცხრე არხის" მიმღები სატელიტური ანტენის, რომელსაც მოსახლეობას სიმბოლურ თანხად, პირველადი 10-ლარიანი შენატანით დაუმონტაჟებენ, დადგმის მოსურნეთა რაოდენობა დიდია. სწორედ ეს არგუმენტი იქნება ხელისუფლებისთვის ის კოზირი, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს დახმარება მოუხსნას _ აქაოდა, რა დახმარება გინდათ, როცა ანტენას იდგამთო! მოკლედ, სოციალურად დაუცველებმა (აშკარაა, ანტენის დამდგმელთა სიაში საჯარო მოხელეებიც და სხვა დასაქმებულებიც შევლენ _ მათ მინიმუმ სამსახურს დაატოვებინებენ) მხოლოდ მიშა-ვიზიებს უნდა უყურონ, "მეცხრე არხის" ცქერა კი "დიდ ფუფუნებად" ჩაითვლება. არადა, ბოლო დროს ხშირად აპიარებდა ხელისუფლება, მაცივარი და ტელევიზორი ფუფუნების საგნებად არ მიიჩნევაო, მაგრამ თუ "დედა პარტიას" დასჭირდა, ყველაფერი გამართლებულია.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხზე ოფიციოზი კომენტარს არ აკეთებს და არც იმის იმედი გვქონდა, რომ მას დაგვიდასტურებდნენ ამ ინფორმაციას. რაც შეეხება ოპოზიციას, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, კონტრზომების მიღება აუცილებლად მოუწევს.




 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...
  • მდინარაძე: "ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა"უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, გუშინდელი დღიდან ყველაზე თვალსაჩინო გიგა ბოკერიას მიდგომა იყო პოლიტპატიმრების ცნების მიმართ, რასაც სხვებიც იზიარებენ. „პოლიტპატირობის მათი ფორმულა არის შემდეგი – თუ დანაშაული 2003-2012 წლებში ჩაიდინე, ეს იქნება მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა თუ ა.შ. ამ შემთხვევაში ხარ პოლიტპატიმარი და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს. ბოკერიასთვის პოლიტმატიმრობის სტანდარტი არის ეს, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად. ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. არავინ დაიჯერებს და პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები",_  განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.   ... ...
  • „რა დროს პარონია, წყალს მივყავართ ახალსოფლელები" _ ხმაური სოფლის საერთო კრებაზეხმაურით მიმდინარეობდა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საერთო კრება. ტერიტორიული ერთეულის ცენტრში, შენგელიების უბანში შეკრებილი ახალსოფლის მოსახლეობა  სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, ვალერიანე ფოცხვერიას იმ პრობლრმებზე ესაუბრებოდა, რაც ახალსოფლელებს პრიორიტეტად მიაჩნიათ. კერძოდ, ეგრეთ წოდებულ რიონის  გაღმა სახნავ-სათესი ფართობის მიმდებარედ წყალსაწრეტი არხის მოწყობა. დარჩენილი თანხით მოსახლეობას სურს, ბორანის მიმდებარედ, სოფლის მინი სტადიონის ახლოს, სკვერი მოეწყოს. ახალსოფლის თემში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლი, რეზო ივანიაძე ,,გურია ნიუსთან"  თანხის განაწილების საკითხს აკონკრეტებს: _ სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ახალსოფელზე 16 000 ლარია გამოყოფილი. აქედან 6 000 ლარი არხის მოწყობას დასჭირდება, დანარჩენი თანხით- სკვერი.  რაც შეეხება, მოსახლეობის საკარმიდამოებში წყალსაწრეტი არხის გაჭრას, რაც არანაკლებ თავსატკივარს წარმოადგენს ადგილობრივებისთვის, მერთან მიღწეული გვაქვს შეთანხმება, მუნიციპალური ხარჯებით და მოსახლეობის ფიზიკური ჩართულობით გადავჭრათ.                           პრიორიტეტების შერჩევისას ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნაწილი არხების მოწყობას ანიჭებდა უპირატესობას, ნაწილი ბორანის მშენებლობას. ,,რა ჯანდაბად გვინდა საწრეტი არხი, თუ გაღმიდან მოსავალი ვერ გამოვიტანეთ. სოფელი გაღმა საყანე ფართობში მოწეული მოსავლით იკვებება. მდინარე რიონმა ბორანი წაგვართვა და ჩემი მეზობლებიდან ზოგმა დახვნა-დათესვა ვერ შეძლო, ზოგმა მოწეული მოსავლის გამოტანა,"_ გაცხარებული საუბრობდა ახალსოფლელი ზინა ბუცხრიკიძე. მას ემოციურად გამოეპასუხა თანასოფლელი კახა წულაია: ,,თქვენ რა გენაღვლებათ, ეზოებში წყალი არ გიდგებათ. რა მეპარონება, როცა პატარა გაწვიმებისა რამდენიმე ოჯახი  წყალს მივყავართ". მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობა დაამშვიდა და ბორანის მშენებლობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ... ...
  • შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" პრობლემური სესხების მენეჯერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესთაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების  აღკვეთა   მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ არაერთგზის თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებული პ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" პრობლემური სესხების მენეჯერი პ.ჯ., 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" ხუთი მსესხებლის მიერ სესხებზე პროცენტის სახით გადახდილ, საერთო ჯამში 9,935 ლარს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის სექტემბერში პ.ჯ.-მ, მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ისარგებლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" ხელმძღვანელი პირების ნდობით და თითქოსდა მის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული „ტოიოტა არისტოს" მარკის ავტომანქანის შესაკეთებლად, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" კუთვნილ 2200 ლარს. სამართალდამცველებმა პ.ჯ. 2019 წლის 6 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (6 ეპიზოდი)), 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა,“_ წერია გავრცეებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...