ვინ იქნებიან ლანჩხუთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები?

პოლიტიკა

ვინ იქნებიან ლანჩხუთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები?

2012 მაი 7 07:40:56
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უკვე ცნობილი არიან ის პირები, რომლებიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდისა და მთავარი ოპოზიციური კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან ლანჩხუთში _ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში გამგებელ გიორგი გოგუაძის გაყვანას შეეცდება, ხოლო "ქართული ოცნება" ფსონს "გურიის" ყოფილ კაპიტანზე, თემურ ჩხაიძეზე დადებს.

მართალია, ეს კანდიდატურები ჯერ მხოლოდ კულუარებში სახელდება და არჩევნებამდე არ არის გამორიცხული, ბევრი რამ შეიცვალოს.

რაც შეეხება უკვე დასახელებულ კანდიდატებს, თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როცა ლანჩხუთის მაჟორიტარად კენჭს საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელი იყრის _ "გურიის" ექს-კაპიტნამდე ლანჩხუთელთა გულის მოგებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი თავკაცი, "გურიის" ასევე ყოფილი ფეხბურთელი მერაბ ჟორდანია ცდილობდა. სხვათა შორის, მაშინ მას აქტიურად უჭერდა მხარს გიორგი გოგუაძე. 2003 წელს ჟორდანიამ წარმატებას ვერ მიაღწია.

ვინ არის თემურ ჩხაიძე? მას მკითხველებისთვის წარდგენა არ სჭირდება _ "გურიის" სახელოვანი კაპიტანი ბოლო დროს სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა. იგი მე-20 საუკუნის "გურიას" საუკეთესო ფეხბურთელია. გასულ წელს, ლანჩხუთში, "გურიას" 1986 წლის ტრიუმფიდან 25 წლის იუბილე აღნიშნეს, რასაც სკანდალი მოჰყვა _ მეორე დღეს, ცენტრალურ გაზეთებში "გურიას" ვეტერანების სახელით გამოქვეყნდა წერილი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას უჭერდნენ მხარს. ხელმომწერთა შორის თემურ ჩხაიძეც გახლდათ. ამას სკანდალი მოჰყვა _ ლანჩხუთის ხელისუფლებამ მისი ქმედება უპატივცემულობად შეაფასა: აქაოდა, ასეთი ღონისძიება მოვუწყვეთ, ბანერზე მისი ფოტო გამოვფინეთ და ასეთი რამ რატომ გვაკადრა, თუ ხელისმოწერა უნდოდა, მოეწერა, მაგრამ "გურიის" ზეიმს რატომ დაამთხვიესო?! მაშინ ზოგმა უკან წაიღო ხელმოწერა, თუმცა, მათ შორის არ იყო თემურ ჩხაიძე _ ამის გამო მას "გაგრას" დატოვება მოუხდა. თემურ ჩხაიძემ ღიად დააფიქსირა, რომ კლუბიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გაუშვეს.

მისი კონკურენტი დიდი ალბათობით გამგებელი გიორგი გოგუაძე იქნება. არ არის გამორიცხული, ეს სახელისუფლო გათვლაც იყოს _ ჩხაიძეს ძირითადად საფეხბურთო საზოგადოების მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს (ფეხბურთი კი ლანჩხუთში ძალიან უყვართ), თავის მხრივ, "გურიას" დღევანდელი წარმატებები გოგუაძის სახელთანაა დაკავშირებული, ამას ემატება ისიც, რომ ლანჩხუთში ხელისუფლება გეგმავს თანამედროვე სტადიონის გაკეთებას, რასაც ასევე გამგებლის სახელს დაუკავშირებენ. ამით კი "ნაცმოძრაობა" შეეცდება თემურ ჩხაიძეს დააკარგვინოს მხარდაჭერა იმ სფეროში, სადაც სხვა კონკურენტის შემთხვევაში, უალტერნატივო უნდა ყოფილიყო.




 ახალი ამბები
  • კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა _ ბოლნისის მერიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა. მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს ... ...
  • 25 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან და თაფლი საჩუქრად მრევლს დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზიარების შემდეგ მრევლს თაფლი დაურიგდა. საჩუქარი მრევლმა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით მიიღო. "ეს ის მცირედია, რითაც გვინდოდა, გაგვეხარებინეთ. ისეთ სიტკბოებას გისურვებთ ცხოვრებაში, როგორი ტკბილიც თაფლია", _ მიმართა მეუფე იოსებმა მრევლს. 25 წლის წინ 7 აპრილს მიტროპოლიტი იოსები შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად ... ...
  • პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე ... ...
  • კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს _ ლევან რატიანიკორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან ... ...
  • თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტაკორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. „ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...