"გურია ნიუსის" ჟურნალისტები საკრებულოს თავმჯდომარეების წინააღმდეგ

პოლიტიკა

"გურია ნიუსის" ჟურნალისტები საკრებულოს თავმჯდომარეების წინააღმდეგ

7 მაი. 2012, 13:14:53
"გურია ნიუსის" ჟურნალისტებმა _ ნატო გოგელიამ და ჟანა მეგრელიშვილმა, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს 11 აპრილს მიმართეს.

ჟურნალისტები ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეების ბრძანებებს ასაჩივრებენ, რომელთა თანახმად, მოქალაქეებს ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება ეზღუდებათ.

ოზურგეთსა და ჩოხატაურში, ერთმანეთის ანალოგიური ბრძანება, ერთი და იმავე რიცხვში, 2012 წლის 12 მარტს არის გამოცემული _ ოზურგეთში - #52, ჩოხატაურში კი _ #55.

ამ ბრძანებებმა დღის სინათლე მას შემდეგ ნახეს, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ შეუშვეს ისინი ადმინისტრაციულ შენობაში კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეების დაკითხვის დროს.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის ხელისუფლებას აღნიშნული ბრძანების არსებობა 13 მარტს, კონტროლის პალატის ვიზიტისას არ გახსენებია. ამ დღეს ნატო გოგელია, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთს - მოქალაქეთა მისაღებში საჯარო ინფორმაციის დატოვებას ითხოვდა.

_ 2012 წლის 13 მარტს, დაახლოებით 10.30 საათზე, მივედი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, რათა გამომეთხოვა საჯარო ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან. ჩემი სურვილი ვერ განვახორციელე, რადგან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან მდგარმა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა შენობაში არ შემიშვეს და არ მომეცა საშუალება განცხადება დამეტოვებინა გამგეობისა და საკრებულოს კანცელარიაში. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, მოგვიანებით კი საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა, არ მომცეს განმარტება, თუ რის საფუძველზე არ მეძლეოდა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესვლის უფლება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ადმინისტრაციულ შენობაში არშეშვების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 12 მარტის #55 ბრძანება. აღნიშნული ბრძანება ზღუდავს ჩემს კანონიერ ინტერესს და არღვევს ჩემს უფლებას. არ მომეცა საშუალება ჩემთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიმეღო, რადგან ვერ მოვახერხე კანცელარიაში განცხადების დატოვება, _ აღნიშნულია ნატო გოგელიას საჩივარში.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონიდან გამომდინარე, თვითმმართველობის მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოების ნებისმიერ წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

_ მე, როგორც ჟურნალისტს, მაქვს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რათა გავუწიო მონიტორინგი ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას, სწორედ გამჭვირვალობის კუთხით. მიღებული ბრძანების შემდეგ კი, ამის საშუალება მეზღუდება და მჭირდება გაცილებით მეტი დრო და ენერგია მასალის მოსამზადებლად. ამასთან, ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც ხდება მონიტორინგის გახორციელება. მაგალითად, სწორედ ამ ბრძანების გამო, ნახევარი საათით გვიან მოვახერხე საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე დასწრება, რომელიც უკვე მთავრდებოდა. ასევე ვერ შევძელი დროულად გამეკეთებინა ნიუსი გამგებლის მოადგილის ქმედებაზე, თუ რამდენად კანონიერად მოექცა იგი მოქალაქეს, როცა მან უარი უთხრა მას მიღებაზე, _ წერს გოგელია სასამართლოს და აღნიშნავს, რომ _ #55-ე ბრძანება ზღუდავს მის კანონიერ უფლებას და ინტერესს.

_ იგი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რადგანაც როდესაც ადმინისტრაციული აქტი აწესებს ქცევის ზოგად წესს, ის მიღებულ უნდა იქნეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით, გამოცემის შესაბამისი წესით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული სახის დარღვევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე პრიმა მუხლის თანახმად, წარმოადგენს აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, _ აღნიშნავს ჟურნალისტი.

გარდა ამისა, ბრძანება #55 ეფუძნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების 117-ე მუხლს, რომელიც ადგენს მხოლოდ საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქეთა მიღების წესს და არ ეხება პირთა შეუზღუდავ წრეს.

ნატო გოგელია მიიჩნევს, რომ მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი ბათილად ცნოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის #55-ე ბრძანება.

გოგელია ხუნდაძის 55-ე ბრძანების ბათილად, ხოლო მეგრელიშვილი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, ალეკო მამეიშვილის 52-ე ბრძანების ბათილობად ცნობას ითხოვს.

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 12.03.2012წ. ბრძანება #52 ბრძანება ზღუდავს ჩემს კანონიერ ინტერესს, რადგან მე, როგორც ჟურნალისტს, აღნიშნული ბრძანებით, ხელი მეშლება პროფესიული საქმიანობის გახორციელებაში. 2012 წლის 16 მარტს მივედი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, რათა გუბერნატორის ადმინისტრაციის კანცელარიაში დამეტოვებინა განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. ჩემი სურვილი ვერ განვახორციელე, რადგან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან მდგარმა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა შენობაში არ შემიშვეს. მათ მიმითითეს პირველ სართულზე განთავსებულ მოქალაქეთა მისაღებ ოთახზე, თუმცა იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები; შესაბამისად, განცხადების ჩაბარება ვერ მოვახერხე. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა არ მომცეს განმარტება, თუ რის საფუძველზე არ მეძლეოდა ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ადმინისტრაციულ შენობაში არშეშვების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 12.03.2012წ. ბრძანება #52. აღნიშნული ბრძანება ზღუდავს ჩემს კანონიერ ინტერესს და არღვევს ჩემს უფლებას. არ მომეცა საშუალება ჩემთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიმეღო, რადგან ვერ მოვახერხე კანცელარიაში განცხადების დატოვება.

საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის განმარტების თანახმად, უნდა აწესებდეს, ცვლიდეს ან ადასტურებდეს “პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს”. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე არ იყო უფლებამოსილი, ინდივიდუალური აქტის სახით გამოეცა სამართლებრივი აქტი, რომელიც აშკარად შეიცავს “მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს”. ასეთი სახის დარღვევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, წარმოადგენს აქტის არარად აღიარების საფუძველს. გარდა ამისა, ბრძანება #52 ეფუძნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების 117-ე (აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოებს დებულებაც იდენტური აქვთ და ორივე ბრძანება 117-ე მუხლებს ეყრდნობა) მუხლს, რომელიც ადგენს მხოლოდ საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქეთა მიღების წესს და არ ეხება პირთა შეუზღუდავ წრეს, _ აღნიშნულია მეგრელიშვილის სარჩელში.

ჟურნალისტების სარჩელებს თან ახლავს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები. მათ სიტყვებს მოწმეებიც ადასტურებენ.

გოგელიას და მეგრელიშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ადვოკატები იცავენ. სწორედ მათი დახმარებით მომზადდა სარჩელები.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ჯერჯერობით არც ერთი სხდომის თარიღი არ ჩაუნიშნავს.




 ახალი ამბები
  • ლარი ისევ გაუფასურდა - სებ-ის ახალი კურსიეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა. სებ-მა ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 1 აშშ დოლარი  3.2897 ლარი გახდა. კურსი კი რომელიც დღეს მოქმედებდა 3.2641 ლარი იყო რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8226 ლარი იყო დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ ... ...
  • აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი''აფხაზეთის თასი 2020'' (R)მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ'' მზიურის''საფეხბურთო სტადიონ ''მასტერ კლას-არენაზე'' დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 5 გუნდი მონაწილეობს: თბილისის ''თბილისი'', ზესტაფონის ''მარგვეთი'', ზუგდიდის ''ოდიში'', ბათუმის ''აჭარა'' და გორის ''დილა''. გუნდების შემადგენლობაში, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებული ვეტერანები არიან. ტურნირის პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისის''თბილისსა'' და ზესტაფონის ''მარგვეთს'' შორის და იგი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:4 დასრულდა. ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართება 26 სექტემბერს, 12:00 საათზე. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა. აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიღვნილი ტურნირი 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.    ... ...
  • "მეხანძრე მაშველს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო" _ ჭიჭინაძე“პოლიციის ზემდეგ, ზაურ გოგიაშვილს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი  და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო. მიზეზი: როგორც მეხანძრე- მაშველი, ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფესიის მოთხოვნებს. ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს, ვისაც  23-25 წელი აქვთ ნამსახურები მეხანძრე- მაშველად და პენსიამდე კიდევ 10 წელი რჩებათ, დღეს, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივის,  ელემენტალური საარსებო მინუმუმის გარეშე და  ბანკების ვალებით  აბსოლუტურად ბედის ანაბარა აღმოჩნდნენ დატოვებული. საქმე კი იმაშია, რომ 2008-2019 წლებში  სამაშველო და სახანძრო სამსახურები გადაცემული იყო ადგილობრივი თვითმმართველობს ორგანოების  დაქვემდებარებაში. 2019 წელს ისევ დაუბრუნდნენ შსს სტრუქტურა, რის გამოც 55 წლის ასაკის ადამიანებს პენსიაში უშვებენ, მაგრამ ძალოვნებისთვის კუთვნილი პენსიის გარეშე!  ანუ,  გამოდის, რომ სახელმწიფო მათ უბრალოდ პარავს საკუთარი ნამოღვაწარის  11 წელს, რადგან ამ ადამიანებს  ეს პერიოდი არ ეთვლებათ,  როგორც გასამხედროებული სამსახური  20 წლის სტაჟის პირობებში. ამ ყველაფერს კი, შესაბამის სტრუქტურებში უბრალოდ არ იმჩნევენ, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. თავად ზაურ გოგიაშვილის განცხადებით კი,  მის უკან ათეულობით ადამიანი დგას, რომელთაგან ზოგი ხმას ვერ იღებს, რადგან ეშინიათ, ზოგის ოჯახის წევრები კი, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და მათაც ასევე ეშინიათ, რომ ისინიც უმუშევრები არ დარჩნენ. ამას გარდა, ზაურ გოგიაშვილის განცხადებით, სახანძრო მანქანების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია და ხშირად უწევთ შეკეთება, სპეციალური ტანისამოსი ორ წელზე მეტია არ გამოუცვლიათ, საკვებად კი ყოვლედღიურ რაციონში შედის ორი კონსერვი, ჩაი და შაქარი და ეს ყველაფერი პურის გარეშე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობსსაქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნაკეთობების რეალიზაცია უკვე www.amazon.com-ზე ხორციელდება. წარმოებული პროდუქტის გამრავალფეროვნების მიზნით განხორციელებულმა ინვესტიციამ 58,000 დოლარი შეადგინა. წარმოების პროცესში 13 ადამიანია ჩართული. ბრენდი 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ესაა ხელნაკეთი წიგნის დამჭერები. „თილისმა“ ამაზონის გარდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს. „საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდ „თილისმა“ -ს მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება სხვადასხვა სახეობის ხის ნაკეთობების რეალიზაციით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესების წახალისებას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ისინი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • ჭრილობასთან უსათუთესი, თოფთან_ მეომარი _ საქართველოში პირველი ბაზიერი ქალბატონი იუბილარიაოზურგეთელი   ქალბატონი, კლარა  თავართქილაძე სულ მალე 80 წლის ხდება, 57 წელი კი მარტო სამედიცინო სფეროში მუშაობის სტაჟი აქვს. ოზურგეთის  სამედიცინო სასწავლებლის  დამთავრების  შემდეგ, გასული საუკუნის 50-იან წლებში, მუშაობა ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძის) რაიცენტრალურ საავადმყოფოში დაიწყო, ქირურგიულ განყოფილებაში,   შემდეგ  კი ბავშვთა ქირურგიული საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკში გადაინაცვლა და ასე გალია ,თითქმის , 60 წელი მედდად მუშაობაში. როგორც გვიამბობს, მუშაობდა რესპუბლიკაში ცნობილი  ექიმების გვერდით და არცერთი სიკვდილის ფაქტი    საოპერაციო მაგიდაზე  არ მომხდარა. _ ექვსი და-ძმა ვიყავით. მამა ომში დაიღუპა. ერთმანეთი გაზარდეს ჩემმა და-ძმებმა. მე , როგორც ნაბოლარას, დედაც და და-ძმებიც მანებივრებდნენ. ყველაზე დიდი  გატაცება  ჩემი ბაზიერობა იყო, რასაც  13 წლის ასაკიდან ისეთი ლტოლვით ავეკიდე, რომ დღესაც ჟრუანტელი მივლის. დამჭერ მტაცებელ ფრინველზე ნადირობა, გურიაში,  ნებისმიერ   პოპულარულ სპორტზე მეტი ჟინით გამოირჩეობდა.   ჩვენ უამრავი ახალგაზრდა დავიხსენით   ხეტიალისგან თუ ნარკოტიკისგან,  ბაზიერობის დაინტერესებით, _ გვიამბობს ქალბატონი და პირველ ნაბიჯებს იხსენებს, როგორ გაჰყვა 13 წლის ასაკში ძმებს დამჭერ მტაცებელი ფრინველზე სანადიროდ. .. შემდეგ გახდა მაშინდელი მახარაძის მონადირეთა საზოგადოების სექციის წევრი და როგორც ქალი ბაზიერი,   მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, ყურადღების ცენტრში მოექცა. _მე მედდად ვმუშაობდი,   თან ამ უდიდესი საქმის, ბაზიერობის ტრფიალი ვიყავი. როგორც ცნობილია,   ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების   ადათ-წესებთან შესისხლხორცებული იყო ბაზით ნადირობა. თუმცა ქალ ბაზიერს ნაკლებად ნახავდით, _ გვიამბობს კლარა თავართქილაძე და იხსენებს მაკვანეთის ტერიტორიაზე გორმაღალას ფერდობს, სადაც უმეტესად   ხდებოდა მიმინოს  დაჭერა. _ ეეე,  „ნაპერტყულებს“ ვიჭერდით  ჩვენ, ჩოხატაურელებს  და ლანჩხუთელებს რომ გამოექცეოდათ. ისინი აქეთ ნაკლებად გამოუშვებდნენ კარგ მიმინოს და  თუ გამოექცეოდათ, ჩვენც მუდამ იმის ცდაში ვიყავით, როგორმე საუკეთესო მიმინოს დაჭერა მოგვეხერხებინა. მაინც მოხდა ისე, რომ მე მყავდა თეთრზე თეთრი, დედოფალი მიმინო, რითაც 1972 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი, 100 ქულა მისცეს მსაჯებმა. მიმინოს   დასაჭერად   ძირითადად  ღაჟოს ვიყენებდით. მას ჯერ გალიაში ვათავსებდით,    თვალებზე ტყავს ვაწებებდით, რომ ცაში გაშვების დროს,   მიმინო ვერ დაენახა.  როცა  გორმაღალას სეზონს ვიწყებდით, აგვისტოს ბოლოს, აი, მაშინ, როცა გადაფრენისთვის ემზადებიან    ფრინველები, მონადირეები და მათთან ერთად  მეც ,  დილაადრიან მივდიოდით.   ვამაგრებდით მუქი ფერის ძაფისგან მოქსოვილ ბადეს, რომლის შუაგულში ღაჟოს   ვათავსებდით.  აი, როცა მიმინო გამოჩნდებოდა და შურდულივით   დაეშვებოდა ღაჟოს მიმართულებით, მონადირის მარიფათზე  და სისწრაფეზე  იყო დამოკიდებული, რა სწრაფად  დაიჭერდა ღაჟოზე დამცხრალ მიმინოს. შემდეგ , სახლში   წამოყვანილი მიმინოს  მოთვინიერების უმთავრესი პროცედურა  იწყებოდა თვალების ამოკემსვით, _ ამბის  თხრობას ისე განაგრძობს ქალბატონი კლარა, კარგ ორატორს შეშურდება.    ალბათ, ბაზიერთა სკოლა რომ არსებობდეს, უკეთეს ლექტორს  ვერც ინატრებდა კაცი. იხსენებს, რომ პირველივე შემთხვევაზე  დაჭერილი მწყრის ტვინს აჭმევდნენ მიმინოს, რომელიც მას ყველაზე  ძალიან მოსწონს.  ისე კი წელიწადში, რვათვიან მიმინოს 17 კილოგრამი ხორცი სჭირდებოდა. _ ქალი ბაზიერი, რაც მე ეს საქმე დავიწყე,  სამი წლის შემდეგ  გამოჩნდა ჩოხატაურიდან,   გიული ბერძენიშვილი.      მასთან ერთად,  1970 წელს თბილისში,   „ლოკომიტივის“ სტადიონზე, დამჭერ ფრინველთა  მეორე რესპუბლიკურ გამოფენა-შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.   აქ   გუნდური შეჯიბრი   იყო. 1971  წელს კი ჩოხატაურში გამართულ  დამჭერ ფრინველთა მესამე რესპუბლიკურ გამოფენაზე პირველი ადგილი მოვიპოვე. გუნდურში კი ჩოხატაურელებმა იმარჯვეს. მათ ბადალი ნაკლებად ჰყავთ ამ საქმეში. ძნელია,   გავიხსენო, ყველა გამოფენა თუ შეჯიბრი, რომელშიც ცხოვრების მანძილზე მივიღე  მონაწილეობა და მუდამ მაღალი  შედეგები მქონდა. გორმაღალაზე სიარულს ბოლო ათი წელია, თავი დავანებე, რადგან გულის ოპერაცია გავიკეთე და ახლა უფრო შორიდან ვადევნებ   თვალს ბაზიერთა  საქმიანობას, -სინანულით ამბობს ქალბატონი კლარა და ვერ იხსენებს სიგელების და მედლების რაოდენობას,   რითაც  საუკეთესო ბაზიერობისთვის დააჯილდოეს. თუმცა ის კარგად ახსოვს, რომ ხუთჯერ იყო საქართველოს  დამჭერ   ფრინველთა გამოფენა-შეჯიბრის   ჩემპიონი. კლარა თავართქილაძეს ოჯახი არ შეუქმნია. არც კითხვას გაურბის, თუ რატომ მოხდა ისე, რომ უმშვენიერესი გარეგნობის, განათლებული, სპორტსმენი  ქალბატონი  არ დაოჯახდა. _ ბედის საკითხიაო, რომ იტყვიან, არც მთლად მასეა. რატომღაც, იმდენად ბუნების შვილი ვიყავი, იმდენად კაცურ საქმეში გადართული, განსაკუთრებით ბაზიერობის მხრივ, ადვილად ვერც მელაპარაკებოდნენ ამ საკითხზე. არ ვიცი, რატომ ხდებოდა ასე... თოფს ისე ვისროდი, როგორც კაცი, იარაღთან მეომარი ვიყავი,  თუმცა მგრძნობიარე და  უსათუთესი ჭრილობასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ფრინველი იქნებოდა ეს თუ ადამიანი. აკი, გითხარით, ნახევარ საუკუნეზე მეტი,  ქირურგიულ განყოფილებაში ვიმუშავეთ და ადამიანის, ბავშვის სიკვდილის შემთხვევა არ გვქონია.  ან ის როგორ შეიძლებოდა, ჭრილობა დაჩირქებოდა ვინმეს? ყველაზე მწარედ და გაუნელებელი   ტკივილით  მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო, თუ არ ვცდები, წვერმაღალასთან   მატარებლები შეეჯახნენ ერთმანეთს. სამგზავრო და  საწვავის  გადამზიდი. აი, მაშინ ვნახე საშინელება, ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი, რომლებსაც ვერ ვუშველეთ. დღესაც მტკივა, მიძნელდება იმ საშინელი სურათის გახსენება, _ ტირილს ვერ იკავებს ქალბატონი. კლარა თავართქილაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი იყო საქმე, რომელსაც საავადმყოფოში ემსახურებოდა -  ავადმყოფობას და სიკვდილს იმდენი ადამიანი გადაარჩინეს მან და მისმა კოლეგებმა, მისივე თქმით, სათვალავი არ აქვს.  ხოლო ბაზიერთა გუნდში ყოფნისას, უფრო მეტი ახალგაზრდა დაიხსნეს უსაქმურად ხეტიალისგან, რასაც, საბოლოოდ, ისინი ციხის კარებთან მიჰყავდა. ქალი მედიკოსი და ქალი ბაზიერი, რომელიც მალე 80 წლის გახდება, სამეზობლოში ახლაც ისე მზადაა  სხვადასხვა მედიკამენტებით სავსე,  საოჯახო თუ საველე აფთიაქით, როგორც ათეული წლების წინ იყო. _ ეს რომ არ გვყავდეს, რა ეშველება ფარნავაზ მეფის ქუჩის სამეზობლოს? ძველებურად მხნე, დაუზარელი,  ენით მოგარჩენს, სხვა რომ არაფერი. შეკრება-საღამოები ხომ მისი მოგონილია. აინტერესებს, რომელ ოჯახში რა უჭირთ, ვინმე ავად ხომ არ არის. 80 წლის ქალბატონს თანაკლასელები, რომლებიც  ცოცხლები არიან,  „სმენაზე ყავს დაყენებული“.   თვე არ გავა, რომ არ შეიკრიბონ ან ერთმანეთს არ შეეხმიანონ. მაგის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. 25 წლის ახალგაზრდას გააკვირვებს თავისი ენერგიულობით და შემართებით.  რაღაც მიზიდულობა აქვს. სულ მასთან  მივდივართ.  რომ ვერ ვნახავთ, რაღაც გვაკლია იმ დღეს, - სამეზობლოს სახელით გვესაუბრება პედაგოგი, ნატო ნიკოლაიშვილი. ქალბატონი კლარა კი შენიშვნას აძლევს, რა ამბავია ამდენი ქება, ადამიანი იმიტომ მოდიხარ ქვეყნად, ადამიანი და საქმე გიყვარდეს, საქმეში  კი გული ჩადო და თუ ასე იზამ, სიცოცხლეს და კეთილ საქმეს დასასრული არ  ექნებაო. „გურია ნიუსი“ 80 წლის იუბილეს ულოცავს  კლარა თავართქილაძეს _ მედიკოსს, პირველ ბაზიერ  ქალბატონს და ქვეყნის  ხუთგზის ჩემპიონს ამ საქმეში.  ქალბატონს,  რომელმაც თავისი პროფესიებით,  შეუფასებელი ამაგი  დასდო ადამიანის  განკურნების  და  ახალგაზრდა თაობების  ქუჩის გავლენისგან და დანაშაულში ჩათრევისგან  დახსნის  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...