"სოფლის პრობლემებზე ზრუნვა"

პოლიტიკა

"სოფლის პრობლემებზე ზრუნვა"

11 მაი. 2012, 07:44:38

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულ შეხვედრაზე, "სოფლის პრობლემებზე" საუბრის შემდეგ, დასახელდნენ კონკრეტული პიროვნებები, რომლებმაც მიიღეს დავალება და მხარდამჭერთა ათკაციანი სიის შედგენის სპეციალური ფორმატი. შეხვედრაზე მყოფი მოსახლეობა ასევე მკაცრად იყო გაფრთხილებული, რომ კონტაქტი არ ჰქონოდათ ჟურნალისტებთან.

_ ეს შეხვედრა ფსიქოლოგიურ ზეწოლას უფრო ჰგავდა, თან ისე ოსტატურად შენიღბულს, რომ ყველა იქ მყოფიც კი ვერც მიხვდებოდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით სოფელ კოხნარის რწმუნებულს, ჟიფო ცინცაძეს:

_ ქალბატონო ჟიფო, მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 4 მაისს ჩატარებულ შეხვედრას თქვენც ესწრებოდით. რა იყო ამ შეხვედრის მიზანი?

_ სოფლის პრობლემებზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხებოდა სოფლის განვითარებას.

_ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ მიიღო დავალება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების შეგროვების შესახებ...

_ დანარჩენზე ვერ გიპასუხებთ, პრესსამსახურს მიმართეთ, _ გვითხრა ქალბატონმა ჟიფომ და ტელეფონი გაგვითიშა.

ამ საკითხის შესახებ კომენტარისთვის დავუკავშირდით მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსს, თეონა ჩიგოგიძეს: _ მაგასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, _ გვიპასუხა ჩიგოგიძემ და ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.

შემდეგ ჩვენ მუნიციპალიტეტის გამგებელს ლელა იმედაშვილს ვთხოვეთ, ესაუბრა ამ თემაზე:

_ ქალბატონო ლელა, კონკრეტულად რა საკითხები განიხილებოდა მოსახლეობასთან შეხვედრისას 4 მაისს?

_ მოსახლეობასთან შეხვედრები, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ შეხვედრების ინტენსივობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. არ ვიცი, რატომ მაინცდამაინც 4 მაისი _ ეს ჩვენი ყოველდღიურობაა და შეხვედრები სხვადასხვა ფორმატისაა. ამ ტიპის შეხვედრებზე ჩვენ ინფრასტრუქტურისა და სოფლის პროექტებით დაგეგმილ, გახორციელებულ და გასახორციელებელ პროექტებზე ვსაუბრობთ; მოსახლეობისგან ვიღებთ შეკითხვებს, შენიშვნებს და რჩევებს, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა, დაგეგმო და განახორციელო საქმიანობა გაცილებით უკეთ.

_ ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრაზე დასახელდნენ ადამიანები, რომლებსაც დაევალათ ათი მხარდამჭერის შეგროვება. თან გააფრთხილეს, რომ ჟურნალისტებთან არ ეთანამშრომლათ. რას გვეტყვით ამის შესახებ?

_ ნამდვილად არ ვიცი, რაზე საუბრობთ. ამას ჩვენს შეხვედრებთან კავშირი ნამდვილად არ აქვს. რაც შეეხება "შეგროვებებს" _ ამას სხვადასხვა მიზნით კარგა ხანია აკეთებენ _ ზოგი მოქალაქეობის მინიჭებისთვის, ზოგიც გაზეთების გამოწერისთვის, ზოგიც პოლიტიკური მიზნებისთვის...

_ ნებისმიერ პარტიას აქვს წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრის და საუბრის უფლება. რატომ მოხდა ამ ფაქტის ასე გასაიდუმლოება?

_ ბუნებრივია, ნებისმიერ პარტიას აქვს მოსახლეობასთან შეხვედრის და საუბრის უფლება და ამ უფლებას ყველა იყენებს. თუ თქვენ ჩვენს მოსახლეობასთან ამჟამინდელ შეხვედრებს გულისხმობთ, მას ჯერ პოლიტიკასთან შეხება არ აქვს. საარჩევნო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ კი ამ ტიპის შეხვედრებს ჩვენ აუცილებლად გავმართავთ და დამერწმუნეთ, ნაციონალურ მოძრაობას აქაც ყველაზე მეტი ექნება სათქმელი და სასაუბრო გაკეთებულ საქმეებზე, რა თქმა უნდა, ჩოხატაურის მაგალითებითაც. რაც შეეხება "გასაიდუმლოებას", რა ფაქტს გულისხმობთ, არ ვიცი. რას ნიშნავს "გასაიდუმლოებული"? თუ წინასწარ ამ შეხვედრების "აფიშირებას" გულისხმობთ, ჩვენ ამ შეხვედრებით თავს არ ვიწონებთ და პიარს არ ვაკეთებთ. ხალხთან ურთიერთობა და შეხვედრები არის ხელისუფლების ყოველდღიური ვალდებულება და საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. რაც შეეხება დახურვა-არდახურვას, შეხვედრები მოსახლეობასთან დახურული არ არის და ამას ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ჰქვია. მაგალითად, დღეს მე დაბლაციხეში გახლდით და მოსახლეობას შევხვდი. საკმაოდ გულახდილად ვისაუბრეთ სოფლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, პრობლემებზე, ადგილზე დავათვალიერეთ ამ სოფლის რამდენიმე უბანი. როგორც გითხარით, ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. თუ თქვენ ამ ტიპის შეხვედრაზე დასწრების სურვილი გაქვთ, სიამოვნებით დაგპატიჟებთ.

ფიქრია ბეღელაძე, კოხნარის "მედიაწიგნიერების ცენტრი"




 ახალი ამბები
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?