ნეიტრალიტეტის ხაფანგი

პოლიტიკა

ნეიტრალიტეტის ხაფანგი

2016 აპრ 11 13:22:59

საეჭვო წყაროების მიერ დაფინანსებული, კრემლთან მეგობრობაში შემჩნეული ჯგუფები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ხშირად მიუთითებენ ხოლმე ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის აუცილებელია ქვეყანამ უარი თქვას ნატოსკენ სწრაფვაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი.

ნეიტრალიტეტი რომ გამოსავალი იყოს, ალბათ, ყველა პატარა სახელმწიფო თავს ნეიტრალურად გამოაცხადებდა და ამით უზრუნველყოფდა საკუთარ უსაფრთხოებას. თუმცა, მეზობლად აგრესიული, დიდი სახელმწიფოს არსებობის პირობებში ნეიტრალიტეტის გამოცხადება უფრო თავის მოტყუება იქნებოდა, ვიდრე შედეგზე ორიენტირებული რეალისტური პოლიტიკა.

შვეიცარია და შვედეთი უკვე ორასი წელია ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს, მათ მსოფლიო ომთა ქარტეხილები და რუსეთის აგრესია არ შეხებიათ. მათ აქვთ ფუფუნება, ატარონ მოწინავე სამყაროს ღირებულებები და, ამავდროულად, იყვნენ მიუმხრობლები სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობებში. თუმცა, გავიხსენოთ რამდენი საგარეო აგრესიის გადატანა მოუწია და უწევს საქართველოს ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში. განა გამოდგებიან შვეიცარია და შვედეთი ჩვენს მაგალითებად?..

ნეიტრალიტეტის კიდევ ერთი მაგალითია ფინეთი. რუსულ ექსპერტულ წრეებში არაერთხელ გაჟღერებულა იდეა, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობათა ჩიხიდან გამოსავალია საქართველოს „ფინლანდიზაცია. რა არის ფინლანდიზაცია? რუსეთმა 1940 წელს დაიპყრო ფინეთის ტერიტორიის მოზრდილი ნაწილი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიძულა ქვეყანა აღნიშნული მიწები რუსეთის ნაწილად ეცნო, ბოლოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოსთხოვა და შემდეგ დაამყარა მასთან „ცივილური ურთიერთობა, რომელიც სინამდვილეში არასდროს ყოფილა ცივილური. „ფინლანდიზაცია“ არის პროექტი, რომელსაც კრემლი ცდილობს თავზე მოახვიოს საქართველოს. გვინდა ჩვენ სამუდამოდ დავუკანონოთ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები, უარი ვუთხრათ დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებაზე და ვუზრუნველვყოთ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის ბაზების ლეგალური არსებობა? ალბათ ძალიან არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა ასეთი შესაძლებლობა, რომ განიხილო.

ნეიტრალიტეტი არის სატყუარა, რომელსაც რუსეთი ისტორიულად იყენებს მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისთვის. 1935-1939 წლებში ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ფინეთმა ზედიზედ გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი იმ ილუზიით, რომ მიუმხრობლობა საგარეო აგრესორთან მშვიდობის დამყარებაში დაეხმარებოდათ. ისინი შეცდნენ. რუსეთმა ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა დაიპყრო 1940 წელს, ხოლო ფინეთს, როგორც უკვე ვთქვით, ტერიტორიები წაართვა.

ნეიტრალიტეტის თანამედროვე და საქართველოსთან ყველაზე ახლომდგომი მაგალითია მოლდოვის რესპუბლიკა, რომელმაც 1994 წელს კონსტიტუციაში დააფიქსირა საკუთარი ნეიტრალიტეტი. მას შემდეგ 22 წელი გავიდა. განა ეს დაეხმარა მოლდოვას დაებრუნებინა, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ ოკუპირებული დნესტრისპირეთის ტერიტორიები? აარიდა ნეიტრალიტეტმა რუსეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები? პასუხი ცალსახად უარყოფითია, მოლდოვას ტერიტორიები ოკუპირებულია, სანქციებით თამაში გრძელდება, რუსეთი კვლავაც აფინანსებს მოლდოვაში მოქმედ მეხუთე კოლონას.

პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ ერთი ნეიტრალური სახელმწიფოა თურქმენეთი. ეს ქვეყანა რუსეთის ეკონომიკისთვის ფილტვების როლს თამაშობს. რუსეთი მისგან იაფად ყიდულობს გაზს და საკუთარი გაზსადენის მეშვეობით გაცილებით ძვირად ყიდის ევროპაში. თურქმენეთი მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად მოიხმაროს ბუნებრივი რესურსები, თავად გაყიდოს გაზი, მაგალითად, კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით.

ყველა ზემოხსენებული მაგალითიდან ცალსახად ჩანს, რომ ნეიტრალიტეტის იდეის უკან იმალება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებიდან გათიშვის, ქვეყნის მარტო დატოვებისა და ამას მოყოლებული რუსეთის გაძლიერებული დომინირების ან მომავალი აგრესიის სურვილი. გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, რომ კავკასიის ტურბულენტურ რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიებისა და თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში განლაგებული რუსული ბაზების გათვალისწინებით, ნეიტრალიტეტის რეალისტურობა დაიჯერო. ჩვენ არ უნდა ავყვეთ კრემლისგან დაფინანსებულ, მატერიალისტური მოტივებით დაინტერესებულ პირთა პროპაგანდას, რომლებიც თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებად გვევლინებიან.

ამ ფონზე,  ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს. ნატო არ არის თვითმიზანი, ქვეყნის ამოცანა ეროვნულ ინტერესთა დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ნატო დაცულობის საუკეთესო მექანიზმია. მისი დაარსების დღიდან, არც ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არ დარღვეულა, ისინი არ დარჩენილან მარტონი და დაუცველნი. ამის საუკეთესო მაგალითები, ჩვენი წარსულის თანაზიარი ბალტიის სახელმწიფოები არიან, რომლებმაც საბოლოოდ მოიპოვეს დაცულობა. ნატოსკენ მიმავალი გზა არ არის ადვილი, ამ გზაზე არის სირთულეები, დაძაბულობა, ხანდახან იმედგაცრუებაც, მაგრამ ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. დასახული მიზნის მისაღწევად ყოველდღიური მუშაობა, სტრატეგიული მოთმინება და საკუთარი ქვეყნის სიყვარულით არჩეულ გზაზე განუხრელი სიარულია საჭირო.

ბექა კობახიძე, ისტორიის დოქტორი

(R)




 ახალი ამბები
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.წ. ერთხმად ცნო დამნაშავედ. ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ ვ.წ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, ასევე გამოკვლეულ იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი და ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელზეც მოკლულ გ.რ.-ს სისხლია აღმოჩენილი. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ვ.წ. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული  ქ. თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე გ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და გ.რ.-ს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი თავის არეში მიაბჯინა და ესროლა. შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით შემთხვევის ადგილიდან მასრა აიღო და მიიმალა. სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ვ.წ. მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ვ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  12 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • "არჩევნები მოაგებინეს და ახალ საქმეს „უკერავენ“_ ლანჩხუთელების თანადგომა გია თვალავაძეს„არჩევნები მოაგებინეს და ახლა ცდილობენ, ახალი საქმე შეკერონ გია თვალავაძის წინააღმდეგ, რომ ქრთამის აღების ბრალი წაუყენონ. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გამოჩნდება ჩვენს ქვეყანაში რამდენადაა შესაძლებელი სიმართლის დადგენა და უდანაშაულობის დამტკიცება“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბარში ლანჩხუთელთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის მხარდასაჭერად საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას საჯაროდ ითხოვენ.  „ვიცით, ამ გაზეთს ხმა მთავრობამდეც მიუწვდება და გვინდა მათ ჩვენი ხმაც გავაგონოთ. გია თვალავაძე ორიოდე თვის წინ დააკავეს, თუმცა, მაშინვე ცხადი იყო, რომ ბრალი შეთითხნილი იყო. მისი პიროვნების გათვალისწინებით, შეუძლებელია, ის ჩართული ყოფილიყო „სააფთიაქო ნარკომანიაში“, – ამბობენ რიგითი ლანჩხუთელები და იმასაც დასძენენ, რომ თავის დროზე ლანჩხუთელთა ერთსულოვნებითა და პროტესტით, ხელისუფლება იძულებული გახდა, თვალავაძისთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, რამაც არჩევნების შედეგზე საკმაო გავლენა იქონია. სამწუხაროდ, გია თვალავაძის სახელი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაჟღერდა არასასიამოვნო კონტექსტში.  საინტერესოა, ვის და რატომ აქვს ასეთი დიდი ინტერესი ამ ადამიანის მიმართ.  რა გამოდის, არჩევნები მოაგებინეს და ახლა ახალ საქმეს „უკერავენ“, რომ ქრთამის აღების ბრალი წაუყენონ?!  თუ საჭირო გახდა, ისევ გამოვალთ ქუჩაში, ბევრად მეტი, ვიდრე ორი თვის წინ და ჩვენი რაიონის საამაყო შვილს გვერდით დავუდგებითო. საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის ოთხ დეკემბერს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნ.ჯ. დააკავეს, რომელსაც სასამართლომ მოგვიანებით პატიმრობა შეუფარდა. სუს-ის ინფორმაციით, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსის, გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნ. ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ჯამში ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა  4 094 709 ლარი შეადგინა, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა პასუხისგებაში 21 პირი მისცეს. 24 ოქტომბერს   დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს. მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 20 000 ლარის გირაოთი შეუცვალა ქრთამის აღების ფაქტთან გია თვალავაძის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.  „მე ვიცავ ბრალდებულ გია თვალავაძეს, რომელსაც სულ ახლახანს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდა სრულიად უკანონო პატიმრობიდან. შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ გია თვალავაძეს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო რაიმე სახის ქრთამის აღების ფაქტთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, სარგებლობს ძალიან კარგი რეპუტაციით და არასდროს არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა. როგორც ჩანს, ადგილი აქვს მცდელობას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ გია თვალავაძეს როგორმე შეუკოწიწონ ახალი საქმე და წაუყენონ ბრალდება ქრთამის აღების მუხლით. ნებისმიერი მსგავსი მცდელობა იქნება წარუმატებელი, ვინაიდან შეუძლებელია ადამიანს დაუმტკიცო იმ დანაშაულის ჩადენა, რომელთანაც მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. როგორც ბრალდებულის ადვოკატი, კარგად ვიცნობ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მისგან ქრთამის აღებას ადასტურებს. იმდენად არარეალურია გია თვალავაძისთვის ქრთამის აღების დაბრალება, ბრალდების მხარის მხრიდან მისი ამ დანაშაულთან დაკავშირების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება. დაცვის მხარე აუცილებლად არგუმენტირებულ პასუხს გასცემს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და ყველა ნათლად დაინახავს გია თვალავაძის სიმართლეს. კანონის ფარგლებში გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს და არ დავუშვებთ უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის დასჯას", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე და  სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გია თვალავაძის დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევს. სუს-ის მიერ ზემონახსენებ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება გია თვალავაძის კიდევ ერთი ადვოკატი ლალი აფციაური. „პროკურატურა და ჟურნალისტებო!!! გია თვალავაძის მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს?? თუ აღკვეთის შეცვლის საფასურად მიღებული ჩვენებები მიგაჩნიათ მტკიცებულებად??? არ გამოვა უდანაშაულო ადამიანის დასჯა!!! ოცნებაააააააააა... ოცნებაააააა!!!!! ჯანმრთელობა შევწირეთ უსამართლობასთან ბრძოლას!!!! არაფრის დათმობას არ ვაპირებ!!!!“-წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლალი ... ...
  • თბილისში ავტომობილი გაიტაცესთბილისში წერეთლის გამზირზე ავტომობილი გაიტაცეს. როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს მისი მფლობელი მანქანიდან თანხის ჩასარიცხად იყო გადასული. გატაცებიდან ცოტა ხანში პირი, რომელმაც ავტომობილი გაიტაცა ავარიაში მოყვა და 5 მანქანა დაამტვრია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავტომობილის გამტაცებელი პირი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ... ...
  • საქართველოში ძლიერ ნალექს ელოდებიანგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. „11 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 12-13 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“,_წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული მ.ა. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...

რა საფრთხე ახლავს ბურთის თავით თამაშს

თავით თამაში ფეხბურთის დროს ჩვეულებრივი...

პირველი ჭკვიანი სექს-რობოტი ქალებისთვის

ქალებისთვის შესაძლებელი ჭკვიანი სექს-რობოტების შეძენა...

რატომ უნდა შეწყვიტოთ სახლში ფეხსაცმლით სიარული

ყველას გვიყვარს ლამაზი და მოხდენილი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...