თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა

პოლიტიკა

თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა

14 აპრ. 2016, 18:21:43

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხის და ეტიკეტირების საკითხებს დაარეგულირებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია.  

"ქართული თხილის დიდი საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების პერსპექტივა გვაქვს. 2014-15 წლებში, ევროკავშირში ქართული თხილის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 184  მილიონი აშშ დოლარი  შეადგინა, რაც   მთლიანი აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებლის თითქმის 30% -ია. თხილის წარმოება აგრარული სექტორის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახდა. სწორედ ამიტომ შემუშავდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს." - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თხილის რეგლამენტი აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო მარკეტინგულ სტანდარტებთან. რეგლამენტის შესაბამისად, მკაცრად გაკონტროლდება თხილის ხარისხი, რაც გულისხმობს ლაბორატორიულ შემოწმებას, ასევე შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების წესების დაცვის კონტროლს. თხილის შემოწმება-ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

 თხილის რეგლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოში მეთხილეობის დარგის განვითარებას, საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი ხარისხის თხილის რეალიზაციას და ქართული წარმოების პროდუქციის მაღალი სტანდარტის შესაბამისობის იმიჯის დაცვას.




 ახალი ამბები
  • საბა ბუაძე - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არის მედიის მოგუდვისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი"ლელო საქართველოსთვის" ერთ ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არის მედიის მოგუდვისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. მისი განცხადებით, კრიზისის გამო მედია სულს ღაფავს და შემოსავლები უნახევრდება,  გია ჟორჟოლიანმა კი მოიცალა და დაარეგისტრირა ინიციატივა, რომელიც საფრთხეს უქმნის მედია საშუალებების არსებობას. "მედია პირდაპირ არის დამოკიდებული სარეკლამო შემოსავლებზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ პოლიტიკური რეკლამიდან შემოდის. ეს ინიციატივა ხელისფულების ინტერესებში შედის, რომელიც ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ გააჩუმოს მისგან დამოუკიდებელი მედია საშუალებები. ქართულ ოცნებას დღეს ხელთ აქვს მედია, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები და ეს შავბნელი თამაში მხოლოდ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის და ოპოზიციის განეიტრალებას ისახავს მიზნად. მედია პლურალიზმის ხელშეწყობისთვის და მედია საშუალებების სტაბილურობისთვის ლელო გამოვიდა ინიციატივით, რომელიც მედიის სულ მცირე 3 წლით გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. მედია არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ხელისფულებამ უნდა მიიღს ყველა აუცილებელი ზომა, რათა მის დამოუკიდებლობას და არსებობას საფრთხე არ შეექმნას." - განაცხადა საბა ... ...
  • "3%-იანი ჯგუფები არიან და კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან" _ ოხანაშვილი3 %-იანი ჯგუფები არიან და კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან, ამიტომ ახლა მიმართავენ იმ ცირკს, რომ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა, _ ამის შესახებ  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. "ამ ჯგუფებმა რა ტიპის კანდიდატთან დაკავშირებითაც არ უნდა ისაუბრონ, ეს მიდგომა მათი მხრიდან არის არასერიოზული. მათ არ წარმოუდგენიათ არავითარი ხედვა, არანაირი ღირებულებითი ერთიანობა მათ არ აკავშირებთ. გავიგეთ და ჩვენმა საზოგადოებამ იცის ის, რომ ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ არსებული დესტრუქციული ჯგუფები და გავიგეთ, რომ ამ ყველაფერს ჰქვია თავის სახელი - "ნაციონალური მოძრაობა" - შესაკრებთა გადანცვლებით ჯამი არ იცვლება. შესაბამისად, არასერიოზულია, რომ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით დაიწყეს საუბარი. ჯერ ხედვა გაუზიარონ საზოგადოებას და რა ღირებულებები აერთიანებთ, რა სტრატეგიას სთავაზობენ ამომრჩეველს, შემდეგ არჩევნებზე მოვიდნენ და კონკურენცია გასწიონ, თუმცა 3 %-იანი ჯგუფები არიან და კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან, ამიტომ ახლა მიმართავენ იმ ცირკს, რომ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და იყენებენ საბაბად სხვადასხვა საკითხს. არასერიოზულია ასეთი სცენები,"- განაცხადა ანრი ... ...
  • საზარელი ავარია ახმეტაში - გარდაცვლილია 20 წლის მამაკაციახმეტის მუნიციპალიტეში, სოფელ ოჟიოში მომხდარი ავარიის შედეგად  20 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მანქანაში მყოფი 2 ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა. როგორც „გურია ნიუსს“  მერის წარმოამდგენელმა აღნიშნულ თემში, დავით მეზვრიშვილმა განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • "ემზადეთ რევოლუციისთვის" _ გიორგი არველაძე ქართულ ოპოზიციას მოუწოდებს"თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის!" _ ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი არველაძე Facebook-ის საკუთარ გვერზე წერს. „ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ესენი პილიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფით არიან დაკავებულნი. გონს მოდით დროზე! სულ ფეხებზე ჰკიდია ხალხს, რაზე შეთანხმდებით და რაზე ვერა. რეალურ, ხალხისა და ქვეყნის პრობლემებს მიხედეთ! უდიდესი გასაჭირია ხალხში! ეგრე რომც შეთანხმდეთ, ნულების ჯამიც და ნამრავლიც ნულის ტოლია! როგორც ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის" ერთგული მხარდამჭერი მოგიწოდებთ: დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ამ ვითომ ერთობის ტაკიმასხარობაში მონაწილეობა! ერთობა კარგია, მაგრამ მხოლოდ მათთან ვინც შემოგიერთდებათ. ყველა ნაყარნუყართან და არარაობასთან ერთად ჯდომა და ღლიცინი სამარცხვინოა. დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პოლიტიკურ პროცესზე, გარიგებებზე, კონსულტაციებზე, ერთმანეთში შეთანხმებებსა და უთანხმოებებზე საჯარო გამოსვლები. მითუმეტეს, შეწყვიტეთ თანამდებობებსა და საარჩევნო სიებზე ლაპარაკი. ხალხს ეზიზღება პოლიტიკური პროცესი, ამ თემაზე გაკეთებული ყველა განცხადება გაჩიავებთ და მხოლოდ იმ მოსაზრებას ამყარებს, რომ ზრუნავთ საკუთარ თავზე, საკუთარ თანამდებობებსა და სავარძლებზე. ეს გულისამრევია (არადა ვიცი, რომ ასე არ არის). იბრძოლეთ იქ, სადაც ხალხს უჭირს, იყავით იქ, სადაც ხალხის და ქვეყნის ნამდვილი პრობლემებია! იჩხუბეთ იქ, სადაც ქვეყანა ინგრევა! ხალხი შიმშილის ზღვარზეა და უამრავი უდიდესი პრობლემაა რაზეც უნდა უწყვეტად, ხმის ჩახლეჩვამდე ხაოდეთ და არა ტრიბუნასთან ოფისში ბრიფინგებით, არამედ ადგილებზე! სოციალური სასოწარკვეთა სუფევს ქვეყანაში. ხალხს საკუთარი ხმის გაგონება უნდა და არა თქვენი! მუდმივად ამხილეთ, უწყვეტად ამხილეთ და კიდევ, ამხილეთ ივანიშვილი, გახარია და მათი მოღალატე, მატყუარა, გადამგდები, გაღორებული მთავრობის ყველა წევრი, ყველა მავნებლობა, ყველა ბოროტება! არ დაიღალოთ მხილებით! შეწყვიტეთ თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება! არჩევნები აღარ არსებობს! თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის! გაფიცვები, პიკეტირება, დაუმორჩილებლობა... რევოლუციური კომიტეტები ქალაქებსა და სოფლებში. შექმენით წინააღმდეგობის რაზმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც მუდმვად ჩაბმულნი იქნებიან ქვეყნის მასშტაბით მცირე აქციებსა და ოპერაციებში, თუ საჭიროა შეტაკებებშიც, რომლებიც საჭირო დროს დადგებიან საარჩევნო უბნებთან ნარკომანი ძველი ბიჭებისთვის პასუხის გასაცემად, რომელთაც საჭირო დროს ექნებათ ჩაფხუტიც, რომ გაუძლონ პოლიციის ხელკეტს, სათვალეც და პირბადეც, რომ დაიცვან თავი ცრემლმდენი გაზისგან და რეპრესიული სისტემის მიერ ამოცნობისგან. არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის იქნებით მზად“, - აცხადებს ... ...
  • „ახალგაზრდა ადვოკატები“ - ჩვენ შევისწავლით „ლიდერფუდის“ შემთხვევას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მხრიდან კომპანია „ლიდერფუდის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე სამართლებრივ შეფასებას გამოაქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მასობრივი საინფორმაციო-საშუალებებით ცნობილი გახდა დავა, რომლიც შეეხება კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების ერთმანეთთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. საქმეზე საჯარო ინტერესი ემსახურება მრავალ მილიონიან დავაზე სასამართლოების მიერ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. სასამართლო დადანაშაულებულ იქნა სავარუდო კორუფციასა და გავლენის ჯგუფების კონტროლთან. შესაბამისად, ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ბიზნეს დავის ირგვლივ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის ინტერესს და პროცესის მონაწილე მხარის წარმომადგენლებს, ბატონ არჩილ კბილაშვილსა და ბატონ პაატა სალიას, 2020 წლის 29 მაისს, წერილობითი მიმართა, სადაც აღინიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის თანხმობის შემთხვევაში, ორგანიზაცია შეძლებდა საკითხის სამართლებრივ შესწავლას, თუ მოხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლების გადმოცემა. წერილს 1 ივნისს არჩილ კბილაშვილის იურიდიული ფირმა გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა მასალების გადმოცემაზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ თავის არაერთ შეფასებაში, შერჩევითი მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფორმად სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენებას მიიჩნევს, განსახილველ შემთხვევაში კი, „ლიდერფუდთან“ მიმართებით, სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას აქვს ადგილი, რაც საქმეს ხდის საჯარო ინტერესის შემთხვევად. ორგანიზაცია არავითარ შემთხვევაში, არ განიხილავს დავის შინაარს და არ წარმოადგენს მათზე რაიმე სახის შეფასებას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს და მხარეთა შეჯიბრებითობიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთს. ორგანიზაციის მიზანია, შეაფასოს მხოლოდ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობები და წარმოადგინოს ხედვა, თუ რამდენად კანონიერი, დასაბუთებული და იურიდიულად მყარი აქტია სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. „ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხის შესწავლას დაიწყებს და შეფასებას საზოგადოებისთვის გონივრულ ვადებში წარმოადგენს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?