"კაშხლომანიის სახელისუფლო კამპანიიდან საქართველო და მისი მოქალაქეები არაფერს მიიღებენ!"


პოლიტიკა

"კაშხლომანიის სახელისუფლო კამპანიიდან საქართველო და მისი მოქალაქეები არაფერს მიიღებენ!"

16 მაი. 2012, 07:25:51
ამ პიარკამპანიის მესვეურებს თუ დავუჯერებთ, ეს აღმშენებლობითი პროექტი საქართველოს გადარჩენის არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი გზაა. თუმცა ამ კაშხლების აღმშენებლობითი თვისება პროექტის მხოლოდ ერთი მხარეა და რეალურად უამრავ პრობლემას მოიცავს.

"გურია ნიუსი" ამ პრობლემებზე "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თანათავმჯდომარეს და ეკოლოგიის მაგისტრს, ლაშა ჩხარტიშვილს ესაუბრა.

_ ერთი შეხედვით, დიდი კაშხლების მშენებლობა ქვეყნისთვისაც და მოსახლეობისთვისაც წარმატებული პროექტი უნდა იყოს... თუმცა, სპეციალისტები უამრავ პრობლემაზე საუბრობენ. ლაშა, თქვენ რაში ხედავთ ამ მშენებლობის პრობლემას?

_ კაშხლომანიის სახელისუფლო კამპანიიდან საქართველო და მისი მოქალაქეები არაფერს მიიღებენ! არც შემცირებულ ტარიფებს, არც დამატებით ენერგიას, რომელიც, სამწუხაროდ, წარმოების ჩამორჩენილობისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაბალი დონის გამო, არაფერში გვჭირდება. აღნიშნული მშენებლობები პრაქტიკულად არც დასაქმების დონეს გაზრდის შესამჩნევად. ზიანი კი კოლოსალური იქნება: ათობით დატბორილი ტრადიციული სოფელი, ისედაც მცირემიწიანი ქვეყნის ნაყოფიერი სავარგულები, გაჩეხილი და დატბორილი ხელშეუხებელი პირველადი ტყის ეკოსისტემები, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის ეკლესიები და სხვა ძეგლები.

გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება კლიმატის ცვლილებების დამანგრეველი შედეგები, განსაკუთრებით დიდი კაშხლების შემთხვევაში, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ და ძლიერ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს, როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ასევე ფლორის და ფაუნის, კულტურული ძეგლების მდგომარეობაზე, რომელთა განადგურების წინაპირობადაც კი გადაიქცევა.

კლიმატის ცვლილება, ასევე გაზრდის ბუნებრივი კატასტროფების სიხშირეს, რაც თავის მხრივ ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს, როგორც ბუნებასა და ისტორიულ ძეგლებს, ასევე ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს!

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მდინარეები _ კაშხლებით ჩახერგვის გამო, შავი ზღვის სანაპიროს მისი "მკვებავი" მდინარეების ნატანი მასალის შეწყვეტის გამო მნიშვნელოვანი სივრცეები ჩაირეცხება.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც საქართველოს შემთხვევაში სახეზეა და რომელთა არსებობა მრავალჯერ ზრდის რისკებს. საუბარია კაშხლების ნგრევაზე, რისი ალბათობაც უაღრესად დიდია, რადგან ერთის მხრივ, საქართველო მაღალი სეისმური აქტივობის ზონაშია, მეორეს მხრივ, ჩვენთან პრაქტიკულად სამხედრო დაპირისპირებაშია რუსეთი, ხოლო მესამეს მხრივ, არსებული სამშენებლო საქმიანობის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს...

_ როგორც სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ გადმოცემული სიუჟეტებიდან ჩანს, მოსახლეობა აღფრთოვანებული ხვდება ამ პროექტს. თქვენ თუ გაქვთ საზოგადოებასათან კონტაქტი და რა აზრის არიან ისინი?

_ საზოგადოების დიდი ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგია დიდი ჰესების, ასევე გარემოსადმი მტაცებლური მიდგომებით გამოყენებული ისეთი მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობისა, რომელთა გამო მდინარეები და უნიკალური კურორტული ზონები იკარგება _ მაგალითად, პოეტთა მუზა თერგი, უნიკალური ლანდშაფტწარმომქმნელი ფარავანი, ბახმარო, როგორც უმნიშვნელოვანესი კურორტი და სხვა.

რაც შეეხება ნაციონალური არხების სიუჟეტებს, იმედია, არავის დავიწყებია სააკაშვილის ყვითელი ავტობუსების კორტეჟი, შობის ღამის გურული ზღაპარი ანუ "გაამოთ ორსულთა კვერი" და სხვა მსგავსი მისტიფიკაციები. ასე რომ, ახალგაზრდა ბელადით "აღტაცებული" კოლმეურნეობის, ალბათ, აღარავის სჯერა!

_ როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზიანის თვალსაზრისით?

_ ეკოლოგიურ-გარემოსდაცვით საფრთხეებზე უკვე გესაუბრეთ. რაც შეეხება სოციალურს, ბუნებრივი რესურსების მასშტაბური განადგურება, რაც პირდაპირ ან ირიბად იქნება დაკავშირებული ჰესების მშენებლობასთან, გამოიწვევს ეკონომიკის მთელი რიგი დარგების, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ბუნებათსარგებლობის და სხვა, რაციონალური მიმართულებების განვითარების სტაგნაციას, რაც სამუშაო ადგილების შექმნას, წვრილი და საშუალო ბიზნესის, ასევე გლეხური მეურნეობების განვითარებას შეუშლის ხელს. შესაბამისად, დამძიმდება მოსახლეობის მდგომარეობა.

_ კაშხლების მშენებლობის გამო, ბევრი სოფლის მოსახლეობას ასახლება მოუწევს...

_ დიდი კაშხლების მშენებლობის შემთხვევაში, ათობით სოფლის მოსახლეობას მოუწევს საკუთარი კარ-მიდამოს, წინაპრებისა და ახლობლების საძვალეების მიტოვება, მაგრამ ეს ტრაგიკული პროცესი ამით არ შემოიფარგლება, რადგან მომავალში კლიმატის ცვლილებებით პროვოცირებული ბუნებრივი კატასტროფები კიდევ მრავალ სოფელს დაცლის, უარეს შემთხვევაში, კი გაანადგურებს მისი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს...

_ როდესაც კაშხლებთან დაკავშირებული პიარკამპანია აგორდა, ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" მიერ ორგანიზებული შეხვედრით მოსახლეობამ ხელისუფლებას მესიჯი გაუგზავნა: "არა დიდ კაშხლებს", თუმცა...

_ საჭიროა გაცილებით მეტი აქტიურობა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე გარემოსდამცველების მხრიდან.

_ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ ამ პროექტის შესაჩერებლად ან იმისათვის რომ კაშხლების მშენებლობა ნაკლებად საზიანო აღმოჩნდეს?

_ ჩვენ, "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" წარმომადგენლები, რამდენიმე სხვა ორგანიზაციასთან ერთად, ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ საქართველოს მასშტაბური დატბორვის, ბუნების, ისტორიისა და სიცოცხლის განადგურების წინააღმდეგ...

ჩვენ შევადგინეთ მემორანდუმი "საქართველოში უსაფრთხო ენერგეტიკის განვითარებისა და დიდი კაშხლების მშენებლობის წინააღმდეგ", რომელიც ყველა კვალიფიცირებულ პოლიტიკურ სუბიექტს და ძირითად პარტიას გადაეგზავნა, რათა ამ უმნიშვნელოვანესი საფრთხის წინაშე მოხდეს კონსოლიდაცია. მას უკვე მოაწერა ხელი ხუთმა პარტიამ, სხვებისგან ველით პასუხს. გვაქვს ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მაგრამ ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, მაინც საქართველოს მოქალაქეების ხელშია და ჩვენ მონდომებაზეა დამოკიდებული.

პირადად, მე და "გრინფისელები" ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, რათა დავიცვათ ჩვენი სამშობლოს სული და სხეული!




 ახალი ამბები
  • სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან - საპროტესტო მსვლელობა თბილისშირუსთაველის გამზირზე აქცია-მსვლელობა დაიწყო, სამოქალაქო აქტივისტები ამ ფორმით კომენდანტის საათის არ ემორჩილებიან და არსებულ შეზღუდვებს აპორტესტებენ. აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნებიც ისმის და მოითხოვენ ირაკლი ფანგანის გათავისუფელბას, რომელიც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილსთვის ნაგვის დაყრის გამო დღეს დააკავეს.  აქცია მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის დროს ... ...
  • ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავესირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 30 წლის ირაკლი ფანგანის დაკავების ფაქტს „ნაციონალურ მოძრაობაში“ადასტურებენ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დაკავებული მოძრაობა „ალტერატივას“ წევრია და ის დაკავების დროს ოფისში იყო. გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს. „მოსამართლის განჩინებით დააკავეს რამდენიმე წუთის წინ. ის „ალტერნატივას“ წევრია. დაკავებულია 156-ე მუხის მეორე ნაწილით. ამ მუხლით პირველი დაკავებულია ქვეყანაში. ეს დაკავება „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკოს უთხრას - ნუ გეშინიათ, შემოდით პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში და თუ ვინმე შეგეხებათ, დაისჯება. სწორით ამით სურთ, შეიყვანონ პოლიტიკოსები პარლამენტში. მოსაწონი არ იყო ფაქტი, მაგრამ მიზეზზე უნდა ვიმჯელოთ, რამ გამოიწვია“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა. ირაკლი ჩავლეიშვილმა ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა. 23 იანვარს, ბათუმში, ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩავლეიშვილს აქციაზე გამოჩენის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა და დაარღვია შეთანხმება. ჩავლეიშვულმა აქცია პოლიციის დახმარებით დატოვა. აქცია ბათუმში - შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ ... ...
  • დღეს, კომენდანტის საათის დაწყებისთანავე, რუსთაველზე საპროტესტო სეირნობა იწყებადღეს, საღამოს 9 საათის შემდეგ, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობას აანონსებენ. ამ ფორმით ისინი კომენდანტის საათს გააპროტესტებებ.  ამის შესახებ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, ერთერთმა გამომსვლემა ისაუბრა.  შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში შეზღუდვების გასაპროტესტებლად მასშტაბური აქცია კანცელარიასთან მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 48-საათიანი ვადა მისცეს გამოხმაურებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტირებაა დაგეგმილი. წყარო: ... ...
  • "ფოთი პატარა, დაშინებული ქალაქია“ _ ანა იოსავა თევზის სუნის პრობლემას ებრძვისარასამთავრობო ორგანიზაცია “გამოიღვიძეს” დამფუძნებელი ანა იოსავა 10 იანვარს, ქალაქ ფოთში აქციის მსვლელობის დროს სამ პირთან ერთად დააკავეს. სასამართლო პროცესი 27 იანვარს არის ჩანიშნული. როგორც ანა ამბობს, მას ემუქრება ან _ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ან _ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 1 წლის ვადით, ან _ ფულადი ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდე. „გურია ნიუსი“ ანა იოსავას ესაუბრა. _ როგორ მოხდა თქვენი დაკავება? _ აქცია მოვაწყვეთ ფოთის მერიასთან _ ვაპროტესტებდით ქალაქში თევზის სუნს და ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან შეხვედრას ვითხოვდით. მერმა მოგვატყუა და დაპირების მიუხედავად, ჩვენთან შესახვედრად არ მოვიდა. შემდეგ გადავინაცვლეთ გოჩა კურდღელიას სახლთან, სადაც მისი ნათესავები დაგვხვდნენ, რომლებიც იძახდნენ, რომ იქვე ცხოვრობენ, მაგრამ მეც იმავე სამეზობლოში ვცხოვრობ და იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა პირველად ვნახე. ჩვენ სამნი ვიყავით და დაგვხვდა 25 კაცი. ისინი გვაყენებდნენ შეურაცყოფას. ქალაქის მერის ნათესავსა და აქციის წევრს შორის მოხდა შელაპარაკება, რის გამოც აქციის წევრები დააკავეს. მინდოდა ჩემი აქტივისტი გამეთავისუფლებინა და პოლიციას ვკითხე მიზეზი, რის საფუძველზე აკავებდნენ. ამის შემდეგ მეც დამაკავეს. დაკავების მიზეზად ხულიგნობა, ძალადობა, შეურაცხყოფა დაასახელეს, მაგრამ ჩემი მხრიდან ასეთი არაფერი მომხდარა _ მაქვს ყველაფრის ვიდეო მტკიცებულება. სამართალდამცავებმა ჩვენ დაგვიჭირეს და ვინც შეურაცხყოფას გვაყენებდა, მათი საქციელი რეაგირების გარეშე დატოვეს. _ ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას სახლთან მისვლის მიზანი რა იყო?       _ ჩვენი მიზანი იყო გოჩა კურდღელიასთვის პირადად გვეთქვა, რომ მეორე დღეს იგეგმებოდა აქცია და იქ ველოდებოდით. მაგრამ დაგვხვდა აგრესიულად განწყობილი ადამიანები. _ ამ აქციის შემდეგ დაანონსებული იყო ყოველდღიური აქციები... _ აქციები გრძელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფოთის მოსახლეობა არ იღებს ხმას. ფოთი პატარა, დაშინებული  ქალაქია. ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის ხათრით არ გამოდიან გარეთ. პლიუს ამას, ფოთელები მუშაობენ პორტში, სადაც წილი აქვს ფოთის მერს გოჩა კურდღელიას. არ დაგვიდგა ხალხი გვერდით და 20 კაცის პროტესტი უშედეგოა. _ რამდენი ხანია, რაც თევზის სუნია ქალაქში? _ სამი წლის განმავლობაში. როგორც ვიცით, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ორი ქარხანაა, რომელიც პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას საკუთრებაა. ამ ქარხნების ხელმძღვანელობა ყველა არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ სწირავს ფულს და ამიტომ არ აჩერებენ, ჩვენ რაც არ უნდა ვაპროტესტოთ. ვიცი, რომ ასე მარტივი არაა ამ ყველაფრის მოგვარება, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად. ამ ქარხნებს ისეთი ადამიანები აფარებენ ხელს, რომლებსაც მთელი ქალაქი „ხელში უჭირავთ“. _ როგორც ვიცი, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს ქარხნებს და დაადგენს პრობლემის მიზეზებს... _ მე მაქვს ინფორმაცია სპეციალურ ჯგუფებზე, რომელიც შეამოწმებს ქარხნების მუშაობას, მაგრამ მე არ მჯერა მათი. ორ კვირაში თევზჭერის სეზონი მთავრდება და ისედაც აღარ იქნება სუნი. მერე იტყვიან, რომ მოაგვარეს პრობლემა. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს სუნი მაინც იქნება. ქალაქში 3-4 წლის განმავლობაშია თევზის სუნი და აქამდე რატომ არ შექმნეს ეს ჯგუფი, ხომ იცოდნენ რომ ხალხი ამას წლების მანძილზე აპროტესტებდა. გამკეთებელი აქამდე გააკეთებდა. თევზის სეზონის მიწურულ პერიოდში რატომ აკეთებენ სამუშაო ჯგუფს? ეს დღეები შტორმის გამო ვერ გავიდნენ გემები ზღვაში და ვერ შეიტანეს ქარხნებში თევზი, ამიტომაც არ არის სუნი. ამბობენ, რომ პრობლემა მოგვარდა. მაგრამ ეს ხომ დროებითია?! _ სოციალურ ქსელში ვრცელდება შენი ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვა, სადაც ამბობ, რომ დაიწყეს შენი დაშინება. შეგიძლია, აგვიხსნა რას გულისხმობ? _ ნადვილად დაიწყეს ჩემი დაშინება, ხალხის მოგზავნა და მე ეს მიხარია _ ეტყობა, სერიოზულად მიმიღეს. მე შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლისთვისაც ვეძებ ფინანსებს. მოვიდა ადამიანი, რომელიც ყველანაირ ფინანსურ უზრუნველყოფას მთავაზობდა. თუ მე დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას, იძულებული გავხდებოდი, ყველაფერი ისე მეკეთებინა, როგორც მეტყოდნენ. მე ვიცი, რომ ეს ადამიანი მოგზავნილი იყო. მინდა, მოგვარდეს ეს პრობლემა, ამიტომ უარი ვთქვ ი ამ შემოთავაზებაზე. მე მინდა ჩემი ორგანიზაცია სამართლიანი იყოს და არა ვინმეზე დამოკიდებული.  _ რა გეგმები გაქვთ მომავალში? _ გადავწყვიტე, ეს პრობლემა კანონიერად მოვაგვარო. მაგალითად, გეგმაში მაქვს, მივიდე გარემოს დაცვის ინსპექციასთან და მოვთხოვო პასუხი, რატომ არაფერს არ აკეთებენ. რიონი ბინძურდება, ჰაერი ბინძურდება, ხალხი იწამლება. რადგან მე მარტო ვარ და მთელ ქალაქში მხოლოდ 20 კაცი აპროტესტებს ამ სუნს, გადავწყვიტე მარტომ მოვაგვარო ეს ... ...
  • "მდგომარეობა კრიტიკულია, გთხოვთ, გადავარჩინოთ ჩემი ძამიკო""გთხოვთ გადავარჩინოთ, ჩემი ძამიკო", _ თხოვნის შემცველი წერილით "გურია ნიუსს" თამუნა ბაიაჯანმა მიმართა. "ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა და დახმარება. 20 წლის ბაკო ბაიაჯანს, აქვს თავის ტვინის სიმსივნე. მას ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და სასწრაფოდ საჭიროებს განმეორებით ოპერაციას, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, მდგომარეობა არის კრიტიკული, თითოეული დღე მისი სიცოცხლისთვის არის გადამწყვეტი. ოპერაცია დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რისი შესაძლებლობაც უკვე აღარ გვაქვს. გთხოვთ, გავერთიანდეთ, გადავარჩნოთ კიდევ ერთი სიცოცხლე. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარიც კი მისი სიცოცხლის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია.  მადლობა თანადგომისთვის, _ გვწერს თამუნა ბაიაჯანი და იქვე ბაკოს დასახმარებლად შექმნილი ანგარიშის ნომრებს უთითებს: მიმღები თამუნა ბაიაჯანი (და) TBC ბანკი #GE24TB7502445061600004 საქართველოს ბანკი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....