პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმართვა მიიღო

gurianews.com

პოლიტიკა

პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმართვა მიიღო

2016 აპრ 15 22:39:11

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის „ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურისადმი“ რეზოლუციის პროექტი, კოლეგებს დღეს პარლამენტის წევრმა, გიორგი ბარამიძემ წარუდგინა.

მომხსენებელმა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სხვა საკითხებზე არსებული განსხვავებული შეხედულებებისა და პოზიციების არსებობის შემთხვევაშიც კი, საქართველოს პარლამენტის ერთიანი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია.

„კარგი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი შეძლებს და მოახერხებს წინააღმდეგობების გადალახვას და ერთხმად დაუჭერს მხარს ისეთ რეზოლუციას, რომელიც იქნება გამომხატველი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებისა.“  _ აღნიშნა ბარამიძემ.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი: გამოთქვამს მადლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო, და მოუწოდებს დარჩენილ წევრ სახელმწიფოს - ბელგიას - პროცესის დასრულებისკენ ხელშეკრულების ყველა ეკონომიკური და სავაჭრო მუხლების სრულად ამოქმედების ხელშესაწყობად;

მიმართავს ევროკომისიას წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და იმედს გამოთქვამს რომ მას მოჰყვება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არ გადადგას იმგვარი ნაბიჯები რომლებმაც შეიძლება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევრო- ატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე შეუქმნას;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დროულად და სრულფასოვნად განახორციელოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმები;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას აწარმოოს მიზნობრივი საინფორმაციო კამპანია და მოახდინოს უვიზო მოგზაურობის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება.

დეკლარაციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალას ავალდებულებს იქონიონ კონსენსუსი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის, მედიის და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, უმცირესობათა უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, პოლიტიკური დევნისა და ძალადობის დაუშვებლობა,

ფრაქცია“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ინიციატორები გაითვალისწინებენ უმრავლესობის შენიშვნას პროექტის მესამე პუნქტთან დაკავშირებით, სადაც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას არ გადადგას ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევრო-ინტეგრაციას საფრთხე შეუქმნას, უმრავლესობა მხარს დაუჭერს რეზოლუციის პროექტს.

მომხსენებელი შემოთავაზებულ წინადადებას არ დაეთანხმა. მისი განცხადებით, მესამე პუნქტი არ შეიცავს მთავრობის პოლიტიკისადმი ამ მიმართულებით მკვეთრად კრიტიკულ შეფასებას და მისი შესწორებას არ თვლიან მიზანშეწონილად.

„პოლიტიკური პარტიების ეს განცხადება, რამდენიმე თვის წინ არის მიღებული და მაშინ მას რესპუბლიკური პარტიაც შეუერთდა. მე ვერაფერს ვხედავ დაუძლეველს იმ ტექსტში, რომელიც დღეს იქნა შემოთავაზებული. ტექსტი, რომელიც დღეს არის მოწოდებული ჩვენთვის არ არის იმდენად პრინციპულად მიუღებელი, რომ ჩვენ მას მხარი ვერ დავუჭიროთ“, - განაცხადა სხდომაზე დავით ბერძენიშვილმა, თუმცა მისივე თქმით, იგი იზიარებს გიორგი ვოლსკის პოზიციასაც რეზოლუციის მესამე პუნქთან დაკავშირებით.

„თუ აქ არ არის პრობლემა და თუ ამას საბაბად არ ვიყენებთ, მე არა მგონია ეს იყოს დაუძლეველი წინააღმდეგობა“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა და თხოვნით მიმართა პროექტის ინიციატორებს დათანხმდნენ ამ შესწორებაზე.

რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატა უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

„ჩვენ არ მოგვწონს ჩანაწერი, სადაც უარყოფით კონტექსტში არის მოხსენიებული საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, მაგრამ თუკი საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით იმ რედაქციაზე, რომელზეც გამოსვლებს შორის მოვილაპარაკეთ და საბოლოოდ წარმოგვიდგენენ ისეთ დოკუმენტს, რომელზეც შევთანხმდით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ის დღეს, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალის მიერ იყოს მხარდაჭერილი“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

შესვენების შემდეგ, გიორგი ბარამიძემ კონსტრუქციულობისთვის მადლობა გადაუხადა კოლეგებს და შეთანხმების შედეგად შემუშავებული რეზოლუციის პროექტის ტექსტი წარმოადგინა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ 2015 წლის 10 დეკემბრის მიმართვას ეფუძნება და მოუწოდებს მთავრობას გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და საფრთხე არ შეექმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი გამოთქმული და გაზიარებული შენიშვნების გათვალისწინებით 89 ხმით, ერთხმად მიიღო.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში (R)ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.  თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?