ოზურგეთის, ფოთის და წალკის მუნიციპალიტეტებში აუდიტის სამსახურმა 80-ზე მეტი დარღვევა აღმოაჩინა

პოლიტიკა

ოზურგეთის, ფოთის და წალკის მუნიციპალიტეტებში აუდიტის სამსახურმა 80-ზე მეტი დარღვევა აღმოაჩინა

2016 აპრ 21 16:19:57

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი თვითმმართველი ქალაქების: ფოთის, ოზურგეთისა და წალკის მუნიციპალიტეტების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტების შემაჯამებელი ანგარიშები და რეკომენდაციები პარლამენტის წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ გააცნო.

ნოდარ ებანოიძის განცხადებით, პირველად, ამ მოწვევის პარლამენტში გაიხსნა საპარლამენტო კონტროლის მმართველობის თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმმართველობებში ზოგადად, პრობლემები იდენტურია, მომხსენებელმა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ტენდენციები ერთიანად წარმოადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ფოთსა და ოზურგეთში შემოწმების პერიოდად 2012-2013 წლები, ხოლო წალკის მუნიციპალიტეტის შემთხევაში 2013-2014 წლები განისაზღვრა. ჩატარებული აუდიტების შედეგად 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დარღვევა და ნაკლოვანება გამოვლინდა, რაზედაც შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

ჩატარებული აუდიტების შედეგად აღმოჩენილია სისტემური და კონკრეტული სახის დარღვევა-ნაკლოვანებები, რომლებიც თვითმმართველი ერთეულების საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე არსებით გავლენას ახდენს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნოდარ ებანოიძემ თვითმმართველი ქალაქების, ფოთის, ოზურგეთის და წალკის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მიუღებელ შემოსავლებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ანგარიშების მიხედვით, გადაუხდელი საიჯარო ქირებით, მიმწოდებლებზე დაურიცხავი საურავით, მომსახურე ბანკის არასათანადოდ შერჩევით, გადაუხდელი მოსაკრებლებით და საკრებულოს დადგენილებების შეუსრულებლობით არის განპირობებული.

მიმოხილვაში აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესყიდვების ხარვეზების, ფაქტობრივი დანახარჯების, არასათანადოდ დასაბუთებული ხარჯების და საფინანსო საქმიანობის ხარვეზების შესახებაც იქნა ყურადღება გამახვილებული.

აუდიტის დასკვნაში ყურადღება ასევე გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ შემოწმებულ მუნიციპალიტეტებში საფინანსო საქმიანობა მნიშვნელოვანი ხარვეზებით არის განხორციელებული. კერძოდ, არ არის შედგენილი ფინანსური ანგარიშგებები, ბუღალტრულ გატარებებში დაშვებული შეცდომები არსებითი და ყოვლისმომცველია, არ არის დაცული საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები, შესყიდულია არაკვალიფიციური კერძო აუდიტის დასკვნები და სხვა.

ნოდარ ებანოიძემ კომიტეტების წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო, რის საფუძველზეც აღნიშნულ მინიციპალიტეტებს ეთხოვათ აუდიტის სამსახურისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინება მომავალ საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაში და საბიუჯეტო პროცესში, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობას.

„აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების 70 % არ სრულდება. ასეთია სტატისტიკა. სწორედ ამაში უნდა ჩაერთოს პარლამენტი და უკვე ჩვენგან გაცემულ რეკომენდაციებს მივადევნოთ თვალი.“ - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

დეპუტატებმა აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კარლო კოპალიანი დაინტერესდა თუ ხდებოდა აუდიტის სამსახურის მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევები 2012 წლამდე.

პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილისთვის კი ის საკანონმდებლო საფუძველია საინტერესო, რის საფუძველზეც იქნება შესაძლებელი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის რეკომენდაციების გაზიარების და შესრულების თაობაზე მითითებების მიცემა პარლამენტის მხრიდან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, აუდიტის სამსახურს შემოწმების უფლება 2010 წლიდან მიეცა და ის, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან მოქმედებს კანონით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ერეკლე ტრიპოლსკის განცხადებით, “მნიშვნელოვანია, რაც დღეს მოვისმინეთ და დიდი მადლობა სამუშაო ჯგუფს ამისთვის. მზად ვართ მოვუსმინოთ სხვა მუნიციპალიტეტებსაც.“

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო წარმოდგენილი რეკომენდაციები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა კი აღნიშნულ რეკომენდაციებს კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.




 ახალი ამბები
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...
  • საჯარო რეესტრმა ამზომველებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა. სახელმძღვანელო სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათისაა და ამზომველებსსაკადასტრო სამუშაოების მაღალი სიზუსტითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია დამკვეთსა და ამზომველს შორის განსაზღვრული ვალდებულებების, აზომვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყოების, მეთოდებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემული რეკომენდაციებისმიხედვით ამზომველის მიერ კვალიფიციურად შესრულებული სამუშაო უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ასევე ამზომველის უფლებებს, აღმოფხვრის გადაფარვებს და მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავებისწარმოშობის რისკს. ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...