დავით ბერძენიშვილი სააკაშვილის "ვირტუალურ ფალავან" რამაზ ნიკოლაიშვილს ორთაბრძოლაში იწვევს!

პოლიტიკა

დავით ბერძენიშვილი სააკაშვილის "ვირტუალურ ფალავან" რამაზ ნიკოლაიშვილს ორთაბრძოლაში იწვევს!

2012 მაი 23 22:32:06
კოალიციის ოზურგეთის წარმომადგენელების განცხადებით, შეხვედრამ მშვიდ გარემოში ჩაიარა, მათ მხარდამჭერებსა და მოქალაქეებზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

დავით ბერძენიშვილი: "ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება. საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია ყოველთვის ძლიერი იყო. დავდივართ სოფლებში აქტიურად, ვხდებით მოსახლეობას სოფელ-სოფელ, 27-ში იქნება ძალიან დიდი აქცია და მერე ქუჩაში გამოვალთ. ოზურგეთშიც გაიმართება თეატრის წინ შეხვედრები. ასეთი გამოსვლები იქნება ქუთაისშიც, ზუგდიდშიც. ოზურგეთშიც და ყველგან.

გურულებს სერიოზული კონკურენცია გელით, მაგრამ უნდა გავუძლოთ ამ კონკურენციას. ჩვენ გავხსენით მეორე პოლიტიკური ფრონტი სამეგრელოში. ასეთი გადაჭედილი დარბაზი იყო ზუგდიდშიც და მართლა შეეშინდა ხელისუფლებას, რომლისთვის ყველაზე მტკივნეული სწორედ გადაჭედილი დარბაზებია, საიდანაც ძალიან მალე ქუჩაში გავალთ _ ვეღარ ვეტევით უკვე დარბაზებში. ალასანია სამეგრელოში, გუბაზი _ იმერეთში, მე _ ოზურგეთში, ზვიად ძიძიგური _ ქვემო ქართლში, პაატა ზაქარეიშვილი, როგორც კამიკაძე, გავამწესეთ სამცხე-ჯავახეთში და ახალციხეში იქნება მისი დისლოკაციის ადგილი, შიდა ქართლში იქნება თინა ხიდაშელი.

მოიყვანოს სააკაშვილმა გურიაში მისი ვირტუალური ფალავანი და შევხვდეთ მე და ნიკოლაიშვილი ერთმანეთს. მობრძანდეს და ხალხის წინაშე ვილაპარაკოთ ნებისმიერ ტელევიზიაში, ნებისმიერ გაზეთში, ნებისმიერ დარბაზში.

არის იმერეთში ვინმე ნაციონალებიდან, ვინც გუბაზ სანიკიძეს დაუჯდება და დაელაპარაკება ხალხთან ერთად? ირაკლი ალასანიასთან ვინ ჰყავთ ფალავანი? ერთი ახალაია, მეორე თუ მათი მამა? გამოვიდნენ, თუ მაგარი ბიჭები არიან და დაგველაპარაკონ.

ჩვენ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ვართ. დიდი მოლოდინია ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ასობით აღდგენილი ქართული ტაძარი, აშენებული "სამება", "ციცინათელა", რომელიც ორჯერ იყიდა, მერე ხელისუფლებამ გამოუქვეყნა სიები _ ნახეთ, ათასობით ადამიანს აფინანსებდაო, ჩვენიანებსო. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერისთვის ასობით ადამიანი, ასობით საუკეთესო მასწავლებელი გაათავისუფლეს."

ირაკლი ალასანია: "ჩვენ ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვით. პოლიცია და განსაკუთრებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი საკუთარ სამსახურში ჩაკეტა ერთმა პიროვნებამ და ერთმა პარტიამ. მე მინდა განსაკუთრებით მივმართო იმ ვიწრო წრეს, პატარა ჯგუფს, კონსიტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, რომელიც მიპარვით, ვირთხებივით აწუხებენ ჩვენს მხარდამჭერებს მთელ საქართველოში, რომ ისინი პასუხს აგებენ, არც ერთ მათგანს არ შერჩება ასობით ადამიანის შეურაცხყოფა. სამართლიანობა უნდა აღდგეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაამთავრეს შერჩევითი სამართლის დრო, რაც სააკაშვილმა დაამკვიდრა საქართველოში. ჩვენი კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი უდიდეს ყურადღებას უთმობს გურიის აღორძინებას. ჩვენ მასთან ერთად განვიხილეთ გურიაში სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენების, ჯანდაცვის სისტემის რეფორმის, განათლების სისტემის მოწესრიგების საკითხები. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ეს ულამაზესი კუთხე ჩვენი ქვეყნისა, რომელიც ასე უპატრონოდ არის მიტოვებული ათწლეულების მანძილზე, ძალიან მალე ფეხზე დავაყენოთ და გურიაში ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა გქონდეთ.

გუბაზ სანიკიძე: "საქართველოს არასდროს მართავდა მშიშარა, მხდალი მთავარსარდალი. ჩვენ დედალი კაცი ავირჩიეთ პრეზიდენტად _ ეს უნდა ვიგლოვოთ. სააკაშვილმა დააქცია ეს ქვეყანას კი ბიძინას მარტო 2 მილიარდი აქვს ჩადებული საქველმოქმედო საქმიანობაში."

კოტე შარაშენიძე, კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი: "დღეს აქ ბრძანდებით საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არ გეშინიათ, რომლებსაც უყვარს თავისი სამშობლო. ჩვენ გვექნება მსგავსი ტიპის შეხვედრები, აუცილებლად ჩამობრძანდება ბატონი ბიძინა ოზურგეთში. სააკაშვილი ამ ბოლოს ხშირად ჩამოდიოდა. მე ვარ იმის მომსწრე, ხალხი იქ მიდენილი იყო, აქ კი თქვენ, 2 000 კაცი, თქვენი ნებით ხართ მოსული და ეს ბევრის მთქმელია. დღეს, ოზურგეთსა და გურიას ნიკოლაიშვილი განაგებს, რომელსაც ბატონ-პატრონად მოაქვს მისი თავი. ღირსება არ აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას და ამის გამო ნიკოლაიშვილის დავალებებს ასრულებენ. საინტერესოა ის თემა, რომ ჩვენთან, რაიონში არის შემოსული ტელეკომპანიის "გლობალ ტვ"-ის მომსახურე ტექნიკური ჯგუფი, რომელმაც დაიწყო ურეკიდან შრომა-ნატანების ტერიტორიაზე ამ ანტენების დაყენება. ნუ შეშინდებით, თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ ინფორმაცია. ერთი თვის მანძილზე ოზურგეთი სრულიად იქნება მოცული. არ აყვეთ ჭორებს, რომ ვინმეს დახმარებას მოუხსნიან ან სამსახურიდან გაათავისუფლებენ."




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებულიოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...