„თუ ევა გოცირიძეს ევროსასამართლოს მოსამართლედ წარადგენთ, სამარცხვინო სიტუაციაში აღმოჩნდებით“

პოლიტიკა

„თუ ევა გოცირიძეს ევროსასამართლოს მოსამართლედ წარადგენთ, სამარცხვინო სიტუაციაში აღმოჩნდებით“

10 მაი. 2016, 16:55:40

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ ხატიაშვილი მხარს არ უჭერს ევროსასამართლოს მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის წარდგენას და აცხადებს, რომ გოცირიძის კანდიდატურის შეთავაზებით, საქართველო თავს სამარცხვინო სიტუაციაში იგდებს.

"გურია ნიუსი" ხატიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო პრემიერო!

2016 წლის 25 მაისს საქართველოდან  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში,   ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში  მოსამართლეობის  კანდიდატთა  წარდგენის ვადა იწურება.

ბატონო პრემიერო! თუ საქართველოს მთავრობის მიერ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში  მოსამართლეობის ერთ-ერთ  კანდიდატად წარდგენილი იქნება  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი  ქალბატონი ევა გოცირიძე, მსურს წინასწარ გაგაფრთხილოთ   საქართველოსთან მიმართებაში მოსალოდნელი ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებით. 

 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილებით დამტკიცდა  "2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი", რომლის საფუძველზეც  შექმნილი სამთავრობო კომისიის წევრიც მეც, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც გახლდით. სამთავრობო კომისიამ 20016 წლის 28 თებერვალს შეარჩია 5 კანდიდატი, რომელთაგან  თქვენ მოგიწევთ 3 კანდიდატის წარდგენა   ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის. ყველაზე დიდი ხმაური სამოქალაქო სექტორსა და სამთავრობო კომისიაში საუკეთესო 5 კანდიდატს შორის  ქალბატონ ევა გოცირიძის მოხვედრამ გამოიწვია, მაგრამ შედეგების მიხედვით, ქალბატონი ევა გოცირიძე  ბოლო,  მეხუთე ადგილზე გავიდა. ენის გამოცდის დროს, გამსვლელ 5 კანდიდატს შორის, ქალბატონ ევა გოცირიძეს  ჰქონდა ყველაზე დაბალი შეფასება.

ბატონო პრემიერო!  შეგახსენებთ, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი ქალბატონი ევა გოცირიძე გახლდათ გირგვლიანის,  მიქიაშვილის და სხვა მრავალი უკანონობის შემოქმედი იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის ერთ-ერთი მხარდამჭერი, მის მოსამართლედ გამწესების დროს. ქალბატონმა ევა გოცირიძემ ჩემთან  სატელევიზიო დებატებში აღიარა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ფარულ კენჭისყრამდე ჰქონდა გადაწყვეტილი ლევან მურუსიძის მხარდაჭერა და ეს იცოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.  ასევე, ევა გოცირიძემ განაცხადა, რომ თუ  იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ხმას არ მისცემდნენ ლევან მურუსიძეს, ვერ მოხერხდებოდა სხვა მოსამართლეების დანიშვნა, რაც არაპირდაპირ, სავარაუდოდ  ადასტურებს  ევა გიცირიძის გარიგებაში მონაწილეობას.

ბატონო პრემიერო,

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მხრიდან არსებობს  რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც  ასამბლეა  უკან აბრუნებს  წარდგენილ კანდიდატებს. მთავარი კრიტერიუმი, რითიც  ასამბლეა ხელმძღვანელობს, არის  მოსამართლეობის კანდიდატის  მაღალი მორალური და ზნეობრივი რეპუტაცია, რომელიც,   ჩემი,  როგორც  კომისიის წევრის შეფასებით,  ქალბატონ  ევა გოცირიძეს არ გააჩნია.

თუ საქართველოს მთავრობა,  მიუხედავად ქალბატონ ევა გოცირიძის მიერ, ხუთ კანდიდატს შორის ბოლო ადგილის დაკავებისა,  მაინც მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას  და  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის ადამიანის უფლაბათა სასამართლოში ასარჩევ ერთ-ერთ კანდიდატად წარუდგენს ქალბატონ ევა გოცირიძეს მინდა გაგაფრთხილოთ, რომ   ქალბატონი ევა გოცირიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიერ არ იქნება არჩეული და საქართველოს ხელისუფლება სამარცხვინო ვითარებაში აღმოჩნდება.  ვინაიდან,  მე, ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  და   სამთავრობო  კომისიის წევრი, სტარსბურგში, ევროპის საბჭოს შენობის წინ დავიწყებ შიმშილობას.

ბატონო პრემიერო !

ჩემი ცნობადობის გათვალისწინებით შევხვდები ყველა პირველი პირს, სტრასბურგში  გავმართავ პრესკონფერენციას,  რაც საკმაოდ დააზარალებს საქართველოს იმიჯს.

ბატონო პრემიერო,  მე არ მინდა საქართველოს იმიჯისთვის ზიანის მიყენება, ამიტომ გთხოვთ,  არ მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოგიწოდებთ,  მიიღეთ ზნეობრივი, სამართლიანი გადაწყვეტილება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას,  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში  დასანიშნად წარუდგინეთ ის 3 კანდიდატი,  ვინც  სამთავრობო  კომისიის შეფასებით პირველი სამი ადგილი დაიკავა", _ აღნიშნულია ხატიაშვილის ღია წერილში. 

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული 29 თებერვალს შეირჩა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია - ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის კანდიდატურებთან გასაუბრებას სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია ატარებდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომისიის 11-მა წევრმა 11 კანდიდატი შეაფასა. მეთორმეტე კანდიდატმა ნინო პეპანაშვილმა საკუთარი კანდიდატურა გასაუბრების დღეს მოხსნა. კომისიის წევრთა შეფასებები, მათივე თანდასწრებით დაჯამდა და ყველაზე მაღალი ქულების მქონე კანდიდატთა ხუთეული შედგა, რომელიც მთავრობას წარედგინა.

ზემოთ აღნიშნული ხუთეულიდან ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მთავრობამ 25 მაისამდე უნდა შეარჩიოს.

ამავე თემაზე: 

მინისტრების მოადგილეები სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა სიაში

მათ არ აქვთ მორალური უფლება ევროპული სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ - ხატიაშვილი

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული შეირჩა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

პაპუაშვილისთვის რაც მქონდა გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე - ეს გახლავთ მისი ორიანები - თეა წულუკიანი

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოსამართლის შერჩევის რეგულაციები დარღვევით განხორციელდა




 ახალი ამბები
  • თიბისის მობაილბანკს ფულადი გზავნილების განაღდების ფუნქციონალი დაემატა (R)დღეიდან, თიბისის მობაილბანკში ფულადი გზავნილების განაღდება  შესაძლებელია. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვე დაემატა.   სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებელმა აპლიკაციის მთავარ მენიუში  გადარიცხვების კატეგორიაში გზავნილის მიღების ღილაკს უნდა დააჭიროს და მიჰყვეს ინსტრუქციას.  მომხმარებლები, რომლებიც თანხას თიბისის მობაილბანკით გაანაღდებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან  ფულადი გზავნილების აქციაში და შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ 5000 ლარამდე თანხა.  ფულადი გზავნილების კამპანიის  ფარგლებში,  ფულად პრიზს თიბისის 3000- მდე მომხმარებელი მიიღებს. ფულადი საჩუქრის მიღების შესაძლებლობა  ყველა იმ მომხმარებელს აქვს,  ვინც სწრაფ გზავნილს  დისტანციურ არხების საშუალებით (ინტერნეტბანკის, მობაილბანკის, ვებგვერდის - tbcgzavnili,ge,-ს ან ცხელი ხაზის საშუალებით) ან ფილიალში ვიზიტით გაანაღდებს.  აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/money-transfer-campaign-has-started  ... ...
  • აუქციონი ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახისთვისქართველი მხატვარია ნინო ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს _ ის ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახის დასახმარებლად აუქციონს აწყობს.  “მეგობრებო, გამარჯობა! კვლავ დაგიბრუნდით საქველმოქმედო აუქციონით. დღევანდელ დღეს ვუძღვნით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაღდადში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ხარაბაძეების ოჯახს. ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს _ წლინახევრის ბიჭს გაჭირვებაში ზრდიდნენ, დედა მეორე შვილზე მშობიარობისას გარდაიცვალა. ახალშობილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. დღევანდელ აუქციონზე გაიყიდება ილუსტრაცია ნოდარ დუმბაძის ლექსისთვის „ფისო“ _ მუყაო, აკრილი, 42/30 სმ. თანხა, რისი გადახდაც გსურთ ილუსტრაციის შესაძენად, დააფიქსირეთ კომენტარებში და აუცილებლად მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახითაც. გარკვეული ხარვეზების გამო, ზოგიერთი კომენტარი დროულად არ ჩანს. ილუსტრაციის საწყისი ფასია 200 ლარი. აუქციონი დასრულდება დღეს, 22:00. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. ნინო“, _ წერს ნინო ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში კაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი აეროპორტის გზატკეცილზე დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...
  • 29 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდებასაზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან შეცვლილი პრინციპით იმუშავებს. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება ტრანსპორტში და გაჩერებებზე. „იქნება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, _ განაცხადა ხმალაძემ. ხმალაძის განმარტებით კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. ... ...
  • „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა - EMC სასამართლოს მიმართავს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა. EMC-მა ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკოს" სახელით, ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის - ბახვი 2-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 23 აპრილს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მიიღო. გზშ-ის ანგარიშით დგინდება, რომ 36 მგვ-იანი სიმძლავრის დადგმული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს არარეგულირებადი, დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას. "ბახვი 2" ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტები განთავსდება მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, "ბახვი 3" ჰესის სათავე ნაგებობიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით ზედა ბიეფში, ზღვის დონიდან 1370-504 მეტრ ნიშნულებს შორის. პროექტის მიხედვით, ჰესის სათავე კვანძიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი კურორტი ბახმარო, მდებარეობს 6570 მეტრში, ჰესის ძალური კვანძიდან (ჰესის შენობა) უახლოესი საცხოვრებელი ზონა, სოფ. უკანავა დაცილებულია 2315 მეტრით, ხოლო სოფ. ვაკიჯვარი 3375 მეტრით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პროექტით გათვალისიწნებულისა, ჰესის მშენებლობა ასევე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა, ფამფალეთი, ბახვი, მთისპირი და მშვიდობაური - სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაედინება. პროექტის განმახორციელებელი შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის" მიერ დაფუძნებული და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს "ბახვი 2"-ია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოცემული და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს, მათ შორის, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ყველა ფაქტორი; არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის კუმულატიური ეფექტი, მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის გავლენა კურორტ ბახმაროს ეკოსისტემაზე, ასევე, იმ სოფლებსა და მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც მდინარე ჩაედინება. გარდა ამისა, არსებითად პრობლემურად დგას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მონაწილეობის საკითხი, რამდენადაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისა და რეალური მონაწილეობითი პროცესის გარეშე განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს გამოუსწორებელი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს. ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო იქნება ოზურგეთის მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის უფლების დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ჰიდრორესურსების მართვის რეალური კონტროლის მექანიზმი. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?