“აშშ-მ და ჩვენმა მოკავშირეებმა ნატოში უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მხარი დაუჭირონ საქართველოს" _ კონგრესმენი ტედ პო

პოლიტიკა

“აშშ-მ და ჩვენმა მოკავშირეებმა ნატოში უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მხარი დაუჭირონ საქართველოს" _ კონგრესმენი ტედ პო

12 მაი. 2016, 14:07:23

კონგრესმენმა ტედ პომ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "საქართველო არის რეგიონში დემოკრატიის სიმბოლო და სწორედ ამიტომ აგრძელებს პუტინი იარაღის ჟღარუნს მთელ რეგიონში."

"ჩვენს, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის ლიდერი ქვეყნის, ეროვნულ ინტერესებშია მსოფლიოს სხვა ერებისთვის იმავე თავისუფლებისა და უფლებების უზრუნველყოფა, რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობთ.

საქართველო არის პატარა და ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანა ისეთ რეგიონში, რომელიც უფრო ავტორიტარული მმართველობით არის ცნობილი, ვიდრე თავისუფლებით.

1918 წელს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, თუმცა ოთხი წლის შემდეგ საბჭოთა დათვი შეიჭრა მის ტერიტორიაზე და საქართველო საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადა.

თუმცა, ქართველი ხალხის სიმტკიცემ კიდევ ერთხელ იჩინა თავი 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა საქართველომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო იქცა ყველაზე თავისუფალ ქვეყანად რეგიონში და დღეს კონტრასტს ქმნის მის ჩრდილოეთით პუტინის დიქტატურასთან.

მიუხედავად ამისა, რუსეთს უარი არ უთქვამს თავის ამბიციებზე საქართველოზე კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით, _ აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ტედ პომ.

მისივე თქმით,  რუსეთს არ მოსწონს საქართველოს სწრაფვა დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ:

"2008 წელს, როცა რუსულმა ჯარმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების მესამედის ოკუპაცია, მე საქართველოში ვიყავი. მე ვუყურებდი გორაკებზე აგორებულ რუსულ ტანკებს და მერწმუნეთ, ბატონო თავმჯდომარევ, რუსეთს არ მოსწონს საქართველოს სწრაფვა დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ.

საქართველომ ეფექტიანი მმართველობა თავისი რეფორმების ქვაკუთხედად აქცია, უზრუნველყო ეკონომიკური ზრდა და მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზაზე" _ მიმართა პომ  კონგრესის თავმჯდომარეს.

მისივე განცხადებით,  2012 წელს მსოფლიო გახდა ერთი პარტიის მიერ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მეორის ჩანაცვლების მოწმე.

" ორგანიზაცია Reporters without Border-ის თანახმად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში ამაღლდა მედიის თავისუფლების დონე, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, პრესის თავისუფლების კატეგორიაში საქართველო ლიდერობს რეგიონის მასშტაბით და უსწრებს კიდეც ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასა და აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოებს. საქართველო ასევე ლიდერობს ბიზნესისა და თავისუფალი ბაზრის კატეგორიებშიც.

მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო შედის იმ 25 ქვეყნის სიაში, სადაც ბიზნესის წარმართვა ყველაზე მარტივია. ფაქტია, რომ ქართველი ხალხი და მისი მთავრობა იზიარებენ ჩვენს დასავლურ ღირებულებებს. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველთა ¾-ზე მეტი მხარს უჭერს მთავრობის მიზანს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით.

ქართველთა თითქმის 70% მხარს უჭერს ნატოში გაწევრებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე. დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში საქართველო ყოველთვის იყო ამერიკის მნიშვნელოვანი მოკავშირე, ხოლო საქართველოს თავისუფალი საბაზრო სისტემის, კორუფციის დაბალი მაჩვენებლების და გამარტივებული საგადასახადო სისტემის წყალობით, ბევრმა ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა დაინტერესება საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში.

ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაში გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები და გაჟღერდეს გზავნილი, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული მეგობარი. გარდა ამისა, საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთის მისიებში ყველაზე მეტი მებრძოლი ჰყავს.

ავღანეთში, სადაც ამერიკელი კოლეგების გვერდიგვერდ იბრძოდა და დაიღუპა 33 ქართველი, დღესაც მსახურობს 900 ქართველი სამხედრო პირი.
საქართველო ემზადება ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებისთვის, რომლის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნითაც ქართველებმა მიიწვიეს დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა მათ განახორციელონ ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა ნატოში უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მხარი დაუჭირონ საქართველოს.

საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და მის საზღვრებს პატივისცემით უნდა მოეპყრას ყველა, თავად პუტინიც კი. რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველო არის რეგიონში დემოკრატიის სიმბოლო. სწორედ ამიტომ აგრძელებს პუტინი იარაღის ჟღარუნს მთელ რეგიონში.

დიქტატორმა პუტინმა იცის, რომ თუკი საქართველო იქნება წარმატებული დემოკრატიის მაგალითი, საქართველოს მეზობლებსაც გაუჩნდებათ მიბაძვისა სურვილი და უფრო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვა. თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის.

50 წლის წინ ჩვენმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ერთ-ერთ თავის გამოსვლაში განმარტა ამერიკის პოლიტიკა თავისუფლებასთან დაკავშირებით და, ჩემი აზრით, ეს პოლიტიკა დღემდე უცვლელია.

აი, რა თქვა კენედიმ, ბატონო თავმჯდომარევ: „დაე, ყველა ერმა იცოდეს, მიუხედავად იმისა, მტერია
ის თუ მოყვარე, რომ ჩვენ ყველაფერს გავიღებთ, ვიტვირთებთ ნებისმიერ ტვირთს, მხარს დავუჭერთ ყველა მეგობარს, დავუპირისპირდებით ყველა მოწინააღმდეგეს, რათა თავისუფლება არ დასამარდეს, არამედ, პირიქით, აყვავდეს". ეს სიტყვები საქართველოსაც გულისხმობს, ბატონო თავმჯდომარევ, და ამას ვერსად ვერ გავექცევით." _ განაცხადა კონგრესმენმა.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...
  • პენიტენციური სამსახური: ადვოკატი კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული (R)სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ. ადვოკატი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მსჯავრდებულთა მიმართ გაუპატიურებით დამუქრებაზე N8 დაწესებულების დირექტორის მხრიდან. პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატთა ასოციაციისათვის გაგზავნილ საჩივარში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება, ადვოკატი კობაიძე ორჯერ იქნა მიწვეული ფაქტების ან ინფორმაციის წარსადგენად მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც მან უარი განაცხადა. პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზაობას, ადვოკატთა ასოციაციის დაინტერესების შემთხვევაში, სრულად ითანამშრომლოს მასთან და მიაწოდოს სრულფასოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებთან, რომელშიც ადვოკატი კობაიძე არის ჩართული. ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ საეჭვოდ და პრობლემატურად გამოიყურება ამ ქმედებებში ალექსანდრე კობაიძის დიდი მონდომება პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციისთვის. ალექსანდრე კობაიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა. როგორც ჩანს, ამ მიზნით ალექსანდრე კობაიძე არ ერიდება არც ტყუილს და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით არაკეთილსინდისიერ მანიპულირებას. სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოცემული ქმედებები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიის რეპუტაციისა და ადვოკატთა კორპუსის ავტორიტეტის ზრდას. ამიტომაც, თავად ადვოკატთა ასოციაციის ინტერესშია, რომ შეფასდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს ადვოკატ კობაიძის ზემოთ აღწერილ ქმედებებს. ... ...
  • ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა - ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls