"თუკი მხარს დამიჭერენ, ვიქნები ჩემი სოფლის ხმა საკრებულოში"

პოლიტიკა

"თუკი მხარს დამიჭერენ, ვიქნები ჩემი სოფლის ხმა საკრებულოში"

2016 მაი 20 20:00:19

22 მაისს, ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში რიგგარეშე არჩევნები იმართება. ამომრჩევლებმა ის კანდიდატი უნდა აირჩიონ, რომლებიც მათ ხმას ხელისუფლებაში მიიტანენ და პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან.

ნასაკირალში სულ ორი კანდიდატია _ ბესო ქათამაძე "ნაციონალური მოძრაობიდან" და ნონა ტუნაძე "ქართული ოცნებიდან".

აღსანიშნავია, რომ აჭარიდან ჩამოსულებით  დასახლებულ სოფელში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მმართველ გუნდს კანდიდატად ქალი ჰყავს წარმოდგენილი.

"გურია ნიუსისა" და "Post ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემაში "მონოლოგიდან დიალოგამდე", გასულ კვირას ნონა ტუნაძეზე მომზადებული სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ვისაუბრეთ მის საარჩევნო პროგრამაზე და იმის შესახებ, რას ფიქრობენ მასზე თანასოფლელები.

ჩვენ შევეცადეთ მსგავსი სიუჟეტი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატზეც მოგვემზადებინა, თუმცა, დაგეგმილი წინაასარჩევნო კამპანიის გასაშუქებლად "გურია ნიუსი" "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ მიზეზით არ დაუშვა, რომ მათთვის სასურველ კადრებს თავად მოგვაწოდებდნენ. მრავალგზის მცდელობა, დაგვედგინა, რატომ თქვა უარი ოპოზიციურმა პარტიამ შეხვედრების ჩვენს მიერ გაშუქებაზე, უშედეგო აღმოჩნდა _ პარტიაში ახსნა-განმარტებები არ გაუკეთებიათ.

უფრო მეტიც, დაგეგმილ და შეთანხმებულ დებატებში მონაწილეობაზე უარი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა იმ მიზეზით გვითხრა, რომ ტრენინგზე მიდიოდა. შესაბამისად, გადაცემაში მხოლოდ ნონა ტუნაძემ მიიღო მონაწილეობა:

_ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თუ ვიქნები ხალხის რჩეული სოფელში, სადაც ძირითადად, აჭარიდან ჩამოსულები ცხოვრობენ და სარწმუნოებრივადაც განსხვავებულია. ეს, როგორც ვთქვი, დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს, მაგრამ აღვნიშნავ იმასაც, რომ 1998-2000 წლებში მე ვიყავი სოფლის საკრებულოს წევრი _ პირველი აჭარელი ქალი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა რაღაც პოლიტიკური, ასევ თქვათ, სოფლის ძირითადი პრობლემების გადაწყვეტაში, _ აღნიშნა ტუნაძემ.

მისივე თქმით, არასწორია მოსაზრება, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის:

_ მე ვიქნები ის პირველი ნასაკირალელი ქალი, რომელიც დაარღვევს ამ სტერეოტიპს და აქტიურად ჩავებმები საზოგადოებრივ საქმიანობაში, _ დასძინა ქალბატონმა ნონამ.

_ არსებობს მოსაზრება, რომ მუსულმანი მამაკაცები ქალის აქტიურობის მომხრენი არ არიან.. საარჩევნო შეხვედრებზე მამაკაცები გესწრებიან?

_ სიმართლე გითხრათ, მაგ სტერეოტიპსაც მე არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ქალბატონებმაც უნდა მიიღონ წვლილი სოფლის თუ ქვეყნის განვითარებაში. შეხვედრებზე ნამდვილად იგრძნობა ქალების აქტიურობაც _ მე მათი დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაუქრებათ მამაკაცებს აზრი, რომლის მიხედვითაც, ქალი მარტო "კუხნაშია" საჭირო.

_ ქალბატონო ნონა, როგორია თქვენი წინა საარჩევნო პროგრამა _ რას პირდებით ამომრჩეველს?

_ პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ნასაკირალი ჩემი მშობლიური სოფელია, სადაც დავიბადე, გავიზარდე და გარკვეული დროის განმავლობაში ვმუშაობდი პედაგოგად. ურთიერთობა მქონდა და დღესაც მაქვს სოფლის მოსახლეობასთან. ვიცი დაბის პრობლემები, ზოგადად დაბის პოტენციალი და მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას გამოვიყენებ და მივმართავ დაბის პრობლემების მოსაგვარებლად. თუკი ჩემი თანასოფლელები მხარს დამიჭერენ და გავხდები დეპუტატი, აუცილებლად ვიქნები ნასაკირალის ხმა საკრებულოში, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის.

_ პოტენციალი ახსენეთ... ნასაკირალი ერთ დროს ძალიან პოპულარული სოფელი იყო უნიკალური სამკურნალო წყლებით... წინა არჩევნების დროს ამ მიმართულებით ბევრი დაპირება ახსოვს ამომრჩეველს... თქვენც პირდებით ნასაკირალელებს, რომ აბანოებს აღადგენთ?

_ რთულია ჩემგან მაგაზე საუბარი. მაგ კუთხით მე ვერ გავცემ დაპირებებს, რადგან ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია. უფრო მეტად, ყურადღება გამახვილებული მაქვს ინფრასტრუქტურულ საკითხებზე. ამ შემთხვევაში ჩემი და ადგილობრივი ხელისუფლების ხედვა ერთნაირია _ მე ვარ ამ გუნდის წარმომადგენელი და არჩევის შემთხვევაში მაქვს იმის გარანტია, რომ გვერდით დამიდგება ადგილობრივი ხელისუფლება. ჩვენთან გაზიფიცირების საკითხი მთლიანად მოგვარებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზების შეკეთება. დარჩა პატარა პრობლემები და მის მოგვარებაში, ჩემი არჩევის შემთხვევაში, დიდ წვლილს შევიტან.

_ სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებას და ზოგადად "ქართულ ოცნებას" ბოლო დროს რეიტინგის მკვეთრი ვარდნა აქვს... როცა შეხვედრებს ატარებთ, ამას ვერ გრძნობთ?

_ ვერ დაგეთანხმებით, რომ სანდოობის კუთხით პრობლემები აქვს ჩვენს ხელისუფლებას. მე ყოველდღიურად მაქვს ხალხთან ურთიერთობა და ასეთი რამ არ მიგრძვნია. ჩვენი დაბა საკმაოდ დიდია _ 14 უბანი მოვიარე ფეხდაფეხ. რაღაც პრობლემები არის სოციალური კუთხით, მაგრამ ისეთი არაფერია, რომლის მოგვარება არ შეიძლებოდეს.

ხელისუფლებაში ჩვენი გუნდი რეალურად 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოვიდა. ამ მოკლე მონაკვეთის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამეა გაკეთებული. ბუნებრივია, რომ მოსახლეობას უფრო მეტი უნდა და ჩემს პროგრამაშიც სწორედ იმაზეა ყურადღება გამახვილებული, რაც საზოგადოებას უნდა. ჩემი მიზანი იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ჩემს ნასაკირალელებს აწუხებთ და ამ მიმართულებით ვიმუშავებ კოორდინირებულად ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

_ საარჩევნო კამპანიის დროს დაპირებები ბევრია, თუმცა, მათგან ბევრი არ სრულდება. თქვენ პირადად გაქვთ გარანტიები, რომ თქვენი დაპირებები დაპირებებად არ დარჩება?

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საკმაოდ დიდი დასახლებაა _ 28 თემია, 74 განსახლების უბანი და ერთ დღეში ან ერთ თვეში ყველა თემში პრობლემების ერთდროულად მოგვარება შეუძლებელია. ამიტომ დასახულია გეგმა _ თუ, მაგალითად, ჩვენ სოფელში მიმდინარეობს გზების აღდგენითი სამუშაოები, სხვა სოფელში საბავშვო ბაღების შენდება. ჩემი სოფლის მაგალითზე, რომელსაც ევროსტანდარტების საბავშვო ბაღი აქვს, რაც წლების მანძილზე ნატვრად გვქონდა, შემიძლია გითხრათ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დიდ თანხებს ხარჯავს სკოლამდელი განათლებისთვის. თაობაზე ზრუნვაში ვხედავ ჩვენს მომავალს და ამის პარალელურად, შეიძლება, რაიმე დაგვრჩეს მოუგვარებელი, მაგრამ ვეცდებით, რომ სხვა საკითხებიც დროულად მოგვარდეს.

_ თქვენი კონკურენტები ძალიან ხშირად ავრცელებენ ხმებს, რომ იყენებთ ადმინისტრაციულ რესურს, ხევთ მათ საარჩევნო პლაკატებს, აშინებთ ამომრჩეველს... კარგი იქნებოდა, ამაზე თქვენს ოპონენტს ესაუბრა, თუმცა, ბესო ქათამაძემ დებატებში მონაწილეობა, მისივე თქმით, ტრენინგზე ყოფნის გამო ვერ შეძლო.

_ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ერთ სოფელში ვცხოვრობთ. რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ჩვენ მაინც ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთმანეთს შევხვდეთ და ასეთი რამ გამორიცხულია.

_ გამარჯვების შემთხვევაში, აპირებთ თუ არა რომ უფრო მეტი თანასოფლელი ქალი ჩართოთ პოლიტიკაში?

_რა თქმა უნდა, თუკი იქნება ამის შესაძლებლობები. მე ვიქნები მაგალითი, რომ ჩემი სოფლის ქალბატონები გამოვიდნენ ასპარეზზე და ჩაერთონ სოფლის საკეთილდღეო საქმიანობაში.

_ როგორ არწმუნებთ მამაკაცებს, რომ თქვენ უნდა მოგცენ ხმა?

_ მე ხანგრძლივი ურთიერთობა მქონდა ჩემს სოფელთან გარკვეული წლების განმავლობაში _ როგორც აღვნიშნე, ვმუშაობდი პედაგოგად და ჩემი ამომრჩევლის უმეტესობა ჩემი აღზრდილი თაობაა. მე მათი მხარდაჭერის იმედი ნამდვილად მაქვს.

_ რას ურჩევდით ქალბატონებს _ რატომ უნდა ჩაერთონ ისინი საზოგადოებრივ აქტიურ საქმიანობაში რატომ არის ეს აუცილებელი და რას შეცვლიან ქალები, რომლებიც პოლიტიკაში აქტიურები იქნებიან?

_ რა შეიცვლება უშუალოდ, ამაზე ძნელია პასუხის გაცემა, მაგრამ მინდა ჩემი პოლიტიკაში აქტიური შემოსვლით ყველას დავანახო, რომ ქალსაც შეუძლია ბრძოლა და გადამწყვეტი სიტყვის თქმა. თუკი გავიმარჯვებ, ჩემი ეს გამარჯვება ქალბატონების გამარჯვება იქნება.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...